ვიდეორგოლი განხორციელებულ სამოქალაქო ინიციატივებზე

ვიდეორგოლი პროექტის “ხონის დევნილთა დასახლების კონფლიქტით დაზარალებულ ქალების და გოგონების სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლირება პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში განხორციელებულ სამოქალაქო ინიციატივებზე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით...
მეტი

დევნილთა დასახლებაში მიმართულების მანიშნებელი ნიშნების დამონტაჟება

სამოქალაქო ინიციატივა – მიმართულების მანიშნებელი ნიშნების დამონაჟება.
ინიციატივა ხელს შეუწყობს იმას, რომ დევნილთა დასახლება, აქ არსებული ობიექტები თუ კორპუსები გახდეს მარტივი მისაგნები, რაც უზრუნველყობს ადამიანების მარტივ გადაადგილებას, სამედიცინო და სახანძრო ეკიპაჟის, საფოსტო მომსახურეობის გაუმჯობესებას...
მეტი

დევნილთა დასახლებაში არსებული სკვერის ინფრასტრუქტურის გამართვა

სამოქალაქო ინიციატივა – დასახლებაში არსებული სკვერის ინფრასტრუქტურის გამართვა
ხონის დევნილთა დასახლებაში მოეწყო ახალი სკვერი, რომელიც დევნილი თემისთვის თავისუფალი დროის გატარების სივრცეს წარმოადგენს. ასევე დედებისთვისაც სიმშვიდის ფაქტორია, რადგან ბავშვები არ ცდილობენ დასახლების გარეთ მსგავსი სივრცეებისთვის გასვლას. თუმცა სკვერს აქვს ის პრობლემა, რომ ადგილზე არ არის წყლის დალევის საშუალება...
მეტი

დევნილთა დასახლებაში სპეციალური უჯრედების დამონტაჟება ნაგვის ურნების შემოსაღობად

ხონის დევნილთა დასახლებაში განხორციელდა სპეციალური უჯრედების დამზადება და დამონტაჟება ნაგვის ურნების შემოსაღობად.
საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქალაქო ინიციატივის პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ხონის დევნილთა დასახლების ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული, შესაბამისად დასახლებაში თავისუფლად შეუძლია გადაადგილება ოთხფეხა პირუტყვეს. ასევე დასახლებაში მრავლად არიან მიუსაფარი ცხოველები, არსებული ნაგვის ურნების სახურავები უმეტესად კი უმეტესად არის ღია მდოგმარეობაში და ცხოველების მიერ ხდებოდა ნაგვის მომოფანტვა. რის შედეგადაც იქმნებოდა ანტისანიტარიის კერები...
მეტი

დევნილთა დასახლებაში არსებული რეკრიაციული ზონების განაშენიანება

სამოქალაქო ინიციატივა – „ მწვანე გარემო“-ს მიზანია დასახლებაში არსებული რეკრიაციული ზონების გამწვანების უზრუნველყოფა.
გამომდინარე იქედან, რომ დასახლებაში არსებული რეკრიაციული ზონების განაშენიანება არ მინდინარეობს და შესაბამისად ნაკლებად არის ახალი ნარგავები, რამოდენიმე წელიწადში სერიოზული საფრთხე შეიქმნება გამწვანების კუთხით...
მეტი

დევნილთა დასახლებაში განათების მოწყობა

დევნილთა დასახლებაში მანათობელი ფარები ლედ ნათებებით ჩანაცვლდა.
დაფინანსებული სამოქალაქო ინიციატივა პირდაპირ კავშირშია ადამიანური უსაფრთხოების საკითხებთან.
კონკრეტულად კი მოძველებული განათების სისტემა პრობლემას უქმნიდა დასახლების მაცხოვრებლებს ღამე გადაადგილების კუთხით, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, ქალებსა და ბავშვებს...
მეტი

ხონის მე-2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის განმავითარებელი გარმოს მოწყობა

პროექტის „ხონის დევნილთა დასახლების და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში დაფინანსდა სამოქალაქო ინიციატივა, რომლის მიზანიც იყო.
აღნიშნული ბაღი მდებარეობს დევნილთა დასახლებასთან და მის ბალანსზე ირიცხება 120 აღსაზრდელი, მათ შორის არიან დევნილი ბავშები. ასევე ბაღში დასაქმებულია დევნილი ქალბატონები...
მეტი

სამოქალაქო ინიციატივების კონკურსი

მეწარმე ქალთა ფონდმა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის – “ხონის დევნილთა დასახლების და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში გამოაცხადა სამოქალაქო ინიციატივების კონკურსი, რომლის მიზანიც იყო დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო-საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახლებაში ჩატარებული საჭიროების კვლევის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება...
მეტი

ტრენინგი თემაზე: “ადვოკატირების წარმოების პრაქტიკული მექანიზმები და სტრატეგია ადგილობრივ დონეზე”

ხონის დევნილ ქალთა და გოგონათა ორ საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებს

ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: “ადვოკატირების წარმოების პრაქტიკული მექანიზმები და სტრატეგია ადგილობრივ დონეზე”.

მონაწილეებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მიეწოდებათ თეორიული მასალა: თუ რა არის ადვოკატირება, რისთვის გვჭირდება ადვოკატირება, რა არის წარმატებული ადვოკატირების წინაპირობები, როგორ დავგეგმოთ ადვოკატირების პროცესი...

მეტი

ტრენინგი თემაზე: “ადგილობრივი თვითმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები”

  • რამდენად მნიშვნელოვანი არის სამოქალაქო აქტივიზმი და მისი მეშვეობით ადგილობრივი საზოგადოების ინტერესების პოპულარიზაცია;

  • რა ჩართულობის ფორმები არის ამისთვის;

ამ და სხვა საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია ხონის ქალთა და გოგონათა საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებმა ტრენინგზე, რომლის თემა იყო: “ადგილობრივი თვითმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები”...

მეტი