ხონის დევნილ ქალთა და გოგონათა ორ საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებს
ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: “ადვოკატირების წარმოების პრაქტიკული მექანიზმები და სტრატეგია ადგილობრივ დონეზე”.
მონაწილეებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მიეწოდებათ თეორიული მასალა: თუ რა არის ადვოკატირება, რისთვის გვჭირდება ადვოკატირება, რა არის წარმატებული ადვოკატირების წინაპირობები, როგორ დავგეგმოთ ადვოკატირების პროცესი. როგორ გავაკეთოთ პრობლემის იდენტიფიცირება; სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; მიზნის და ამოცანების დასახვა; რესურსების ანალიზი – რა რესურსები დაგჭირდებათ ადვოკატირების პროცესში.
დისკუსიების და ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა განსაზღვრენ და გაანალიზენ სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები, ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების წარმატების წარსამართად. ასევე შეიმუშავენ არსებული საჭიროებების ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დუკუმენტები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
Leave a reply