Visegrad Fund – 2015-2016 წწ – პროექტის სახელწოდებაა „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია – ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის“ პროექტის პარტნიორები არიან: უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და საქართველოს კონფლიქტური რეგიონი _ აფხაზეთი.
პროექტის მიზანია ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და უკრაინისათვის გენდერული პოლიტიკის განხრით; იმ საკანონნდებლო ცვლილებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება საქართველოს და უკრაინის მთავრობისათვის, რომლებიც ვიშეგრადის გჯუფის ქვეყნებმა გამოიარეს ევროინტეგრაციის გზაზე.
პროექტის ფარგლებში დაგემილია საჯარო ლექციები, ტელე და რადიო გადაცემები, საგაზეთო სტატიები. აგრეთვე იგეგმება პუბლიკაციების კრებულის გამოცემა, სადაც შევა პროექტის ყველა ექსპერტის მიერ გაკეთებული გენდერული პოლიტიკის ანალიზი და რეკომენდაციები.
პროექტის ბოლოს ჩატარდება საბოლოო კონფერენცია, სადაც მოწვეული იქნებიან მთავრობის წარმომადგენლები, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და მედია.
UN Women- 2014-2015 წწ. – განხორციელდა პროექტი როლის სახელწოდებაც იყო „ქალთა გაძლეირება საქართველოს მთიან რეგიონებში“. პროექტის ფარგლებში ცაგერის და ამბროლაურის კვიდრმა ქალებმა აიმაღლეს უნარ-ჩვევები ისეთ პრაქტიკულ საკითხებში როგორიცაა: „მცირე ბიზნესის დაწყება და მართვა“, „პრობლემების გამოვლენა და სამოქალაქო ადვოკატირება“. პროექტის ფარგლებში, როგორც ცაგერში ისე ამბროლაურში ჩამოყალიბდა ორი ადგილობრივი ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც წარმატებით განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას რეგიონში.
2005 წელი – განხორციელდა ერთობლივი პროექტი კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ “სოხუმთან” ერთად, რომელიც ითვალისწინებდა დევნილი ქალების მდგომარეობის შეცვლას საზოგადოებასა და ოჯახში საგანმანათებლო, საინფორმაციო და სხვა სახის საქმიანობით. ამ პროექტში მეწარმე ქალთა ფონდი ემსახურებოდა ქალებისთვის მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო სამეწარმეო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
2006-2008 წლები – პილოტური (საცდელი) პროექტის წარმატებულად განხორციელებამ დასტურად, ფონდ “სოხუმთან” ერთობლივი მუშაობა კიდევ სამი წლით გაგრძელდა – “ქალთა მდგრადი განვითარება საზოგადოებასა და ოჯახში მათი მდგომარეობის შეცვლის მიზნით”.
2009-2011 წლები – მეწარმე ქალთა ფონდმა დაიწყო ახალი პრექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ დევნილ საზოგადოებასთან მუშაობას და მათ მხარდაჭერას მცირე ბიზნესში საკუთარი პოტენციალის განვითარებისა და რეალიზებისთვის.
2012-2014 – “სოციალურად დაუცველ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოში”
პროექტის მიზანი:
დევნილ და განსაკუთრებულად გაჭირებულ ადგილობრივ ქალებს, დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში, აქვთ ხელმისაწვდომობა პროფესიულ ტრენინგებზე და შემოსავლის მომტან საქმიანობაზე
2007 – ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი: “მეწარმე ქალთა ფონდის ტექნიკური მოწყობა დამწყები მეწარმეებისთვის სათანადო მეთოდური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის მიღების მიზნით”.
2014-2015 წწ- ასოციაცია, “გლობალური სოლიდარობა”, პოლონეთის რესპუბლიკაში. პროექტი: “დემოკრატიის ხელშეწყობა 2014”.
2015 წ – ქსელი “სინერგია” – პროექტი . “ქ.ქუთაისის იგპ – თა ჩართულობა 2015 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირებაში, თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით”
2016 – 2020 წწ – ევროკავშირი ავსტრიის განვითარების სააგენტო. პროექტი : “ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის”. (პროექტის პარტნიორი)
2018 წ რეგრანტინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA -ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის ეფექტური მოდელის შექმნა”. ფარგლებში პროექტი (საზოგადოების ინფორმირება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე)