29-30 ოქტომბერს „მეწარმე ქალთა ფნდის“ მიერ ონლაინ ფორმატში ცაგერსა და ამბროლაურში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან პროექტის ფარგლებში: „#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრისას მონაწილეებმა ისაუბრეს „სამუშაო ჯგუფის“ სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ, რომელსაც ნოემბრის თვეში საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი სსო -ების შექმნის ინიციატივა.
მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ მუნიციპალიტეტებში კოვიდ-19-ის მაღალი გავრცელების რისკებზე და დასაძლევ გამოწვევებზე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
რა შედეგები მოიტანა ადგილობრივი პარტნიორი ორანიზაციების მიერ განხორციელებულმა სუბ-გრანტებმა 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში, რა გამოწვევები წარმოჩინდა მუშაობის შედეგად. პროექტით დაგეგმილმა, რომელმა აქტივობებმა შეუწყო ხელი საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით გახორციელებას იმერეთის, გურისაა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში, ამ საკითხებზე ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა ტვ. კომპანია “ რიონის“ ეთერში.
ტელე-სიუჟეტი მომზადდა პროექტის: „#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდაჭერია ევროკავშირი და ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის (წამყვანი ორგანიზაცია), იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ.
გადაცემის სანახავად გთხოვთ გახსნათ ლინკი: http://rionitv.com/index.php?newsid=11371
ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული და მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 2019 წელს ქ. ქუთაისის მერიის მიერ, კონკურსის წესით შერჩეული პროექტები დაფინანსდა.
კონკურსის წესით იყო აგრეთვე შერჩეული განმახორციელებელი ა/ო „მეწარმე ქალთა ფონდი“, რომლის მთავარ მიმართულებად აღიარებულია „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“. პროექტის განხორციელების მიმდინარეობის მონიტორინგი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს დაევალა.
პროექტის „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში შესაბამისი ცოდნისა და უნარ – ჩვევების შესწავლის საფუძველზე კონკურსის წესით შერჩეულ იქნა 7 პროექტი, რომლის მიმართულება იყო მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან არსებულის გაფართოება – გადაიარაღება.
წარმოგიდგენთ წარმატებული პროექტის წარმატებულ ბენეფიციარებს:
- ყვავილების სალონი „სემირამიდა“ (მეგი ნიჟარაძე)
პროექტის ფარგლებში გადაეცა 2000 ლარის ღირებულების ინვენტარი) მუშაობს შეუფერხებლად, თუმცა საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების გამო შეკვეთების რაოდენობა სადღესასწაულო დეკორების გამოყენებასთან დაკავშირებით დახურულ სივრცეში შემცირდა, მაგრამ გაიზარდა შეკვეთები ღია სივრცეში, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ცოცხალი ყვავილების რეალიზაცია წინასწარი შეკვეთებით.
მეგი ნიჟარაძემ აღნიშნა: „პროექტი ძალიან დამეხმარა ბიზნესის გაფართოებაში, გაჩნდა ახალი იდეები, ამ პროექტის გაგრძელება აუცილებელია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რადგან მცირეოდენი დახმარებაც სტიმულის მომცემია ბიზნესის შესაქმნელად და გასავითარებლად“.
- სილამაზის სალონი „კაპრიზა“ (ლელა კაკაურიძე)
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 1200 ლარის ღირებულების ინვენტარით. მან აღნიშნა: „ქ. ქუთაისის მერიისა და მეწარმე ქალთა ფონდის დახმარებით შეძენილიქნა პირსაბანი, რითაც მომხმარებელს შეექმნა კომფორტი და გაადვილდა მომსახურება, მადლობა მათ.“
- სამკერვალო (ირინე ჩახუნაშვილი)
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 2000 ლარის ღირებულების სამკერვალო დანადგარით.
პანდემიის პერიოდში სამკერვალო დაკეტილი იყო, ნებართვის მიღების შემდგომ განაახლა მუშაობა. კერავდა და აქირავებდა ბავშვების სადღესასწაულო ფორმებს, (ჩოხა-ახალუხი, საცეკვაო ტანსაცმელი), ამჟამად დაამატა ქალის ტანსაცმლის კერვა და გადაკეთება, აღნიშნა, რომ შეძენილი საკერავი მანქანა არის კარგი ხარისხისა და მაღალი წარმადობის, იმატა შეკვეთების რაოდენობამ.
- საკონდიტრო „რიო-რიტა“ (ნონა გელაშვილი)
პროექტის ფარგლებში საკონდიტრო დაფინანსდა 2500 ლარის ღირებულების ინვენტარით, პანდემიის პერიოდში მუშაობა ნაკლები იყო, თუმცა შენარჩუნებულიქნა თანამშრომლები, ამჟამად წარმადობა გაიზარდა 30%-ით, დამატებით დასაქმდა 2 ადამიანი. გარემონტებულიქნა საცხობის დამატებითი ფართი, კიდევ აპირებს 2 საკონდიტრო მცხობელის აყვანას სამუშაოდ, ასევე გაიზარდა ნამცხვრების ასორტიმენტიც.
- სწრაფი კვების ობიექტი (ნარგიზი მაისაშვილი)
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 1634 ლარის ღირებულების საცხობი საშუალებით.დაფინანსების შემდეგ გაიზარდა პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი, არსებულ ფართს დაემატა კიდევ 5კვ.მ ფართობი, გაკეთებულიქნა მცირე რემონტი, დამატებით აყვანილიქნა 2 მუშახელი (დამტარებელი და დამხმარე მუშა), დღიური ნავაჭრი თანხა გაიზარდა 200 ლარით. ნარგიზი მაისაშვილმა აღნიშნა: „ძალიან კმაყოფილი ვარ დაფინანსებით, ეს იყო ძალიან დიდი ხელშეწყობა, უღრმესი მადლობა, გლოცავთ ყოველდღე, “ – ამას ვამბობ გულწრფელად.
6.ავტომობილების სავალი ნაწილების სერვისი (ალექსანდრე ლაშქარეიშვილი)
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 4000 ლარის ღირებულების სავალი ნაწილების რემონტისათვის საჭირო მოწყობილობები.
საქართველოში პანდემიის გავრცელების პერიოდში დაკეტილი იყო. ნებართვის მიღების მერე განაახლა მუშაობა, ამჟამად მუშაობს სრული დატვირთვით, მოთხოვნილება სავალი ნაწილების რემონტზე მაღალია.
- ნაციონალური სუვენირების დამზადება (მარინა ვირსალაძე-ტრუშელევი)
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 2830 ლარის ღირებულების მოწყობილობებით.
პანდემიის პერიოდში მუშაობდა სრული დატვირთვით, ჰქონდა შეკვეთები თოჯინების თეატრში და ნიღბების თეატრში, შედგენილი აქვს სადგამი-სანათებლის ესკიზები და ვარაუდობს, რომ მოთხოვნილება იქნება, მეწარმე ქალთა ფონდში მარინა ტრუშელევი-ვირსალაძე მოწვეულია პედაგოგად ახალგაზრდებთან (მოზარდებთან) ნაციონალური თოჯინების კერვის შესასწავლად.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და მეწარმე ქალთა ფონდი წარმატებებს და ჯანმრთელობას უსურვებს ჩვენს მრავალშვილიან ოჯახებს.
ეს „მეწარმე ქალთა ფონდია“
პროექტი:–„ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერება საკუთარი ბიზნესის განვითარების გზით“
დაფინანსებულია: ქ.ქუთაისის მერიის მიერ.
„თოჯინების კერვის კურსი“ მრავალშვილიანი ოჯახების ახალგაზრდებისთვის (მოზარდებისთვის)
ხელსაქმე გვიქმნის პოზიტიურ განწყობას
გირჩევთ, მოგვბაძოთ ჩვენ!
ასე მხიარულად შეუდგნენ სასწავლო პროცესს!
29-30 სექტემბერს ცაგერსა და ამბროლაურში ყოველთვიური საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა „მეწარმე ქალთა ფნდის“ თანამშრომლებმა პროექტის: „#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში, სადაც „სამუშაო ჯგუფის“ წევრებთან ერთად განხილული იყო „სამუშაო ჯგუფის“ სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესაძლებლობა ცაგერისა და ამბროლაურის საკრებულოების მიერ. საკითხის შესათანხმებლად შეხვედრა მოეწყო ამბროლაურის ვიცე მერთან ბატონ გიორგი დონაძესთან და ცაგერის მუნიცპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსთან ბატონ ზურაბ ხეცურიანთან. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მომდევნო საკრებულოს სხდომაზე „ სამუშაო ჯგუფის“ სამოქმედო გეგმა დამტიკეცული იქნება ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
პროექტს პარტნიორულ საწყისებზე ახორციელებენ: კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (წამყვანი ორგანიზაცია), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ და მეწარმე ქალთა ფონდი. პროექტი დაფინანსებულია EU (ევროკავშირის) მიერ.
28.09.20 პროექტის „იგპ და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მედეგობის ამაღლება კოვიდ- 19 ვირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის შემდგომ “ ფარგლებში მეწარმე ქალთა ფონდმა ჰუმანიტარული დახმარების ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები გადასცა ქ. ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს:
თ. ჩხოტუა(4 შვილი), ი. ქორიძე (4 შვილი), ვ. ჩავჩიძე(5 შვილი), მ. ივანიაძე (6 შვილი) ე. ლომთაძე ( 5 შვილი).
პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა იგპ ასოციაცია „თანხმობა“;
პროექტს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ახორციელებს „მეწარმე ქალთა ფონდი“
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სასწავლო კურსი ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
„მეწარმე ქალთა ფონდმა“ დაიწყო ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების ახალგაზრდებისათვის, მოზარდებისათვის „თოჯინების ” კერვის კურსი, პროექტით : -„ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერება საკუთარი ბიზნესის განვითარების გზით“, რომელიც დაფინანსებულია ქ.ქუთისის მერიის მიერ. სასწავლო კურსს უძღვება და მასტერ კლასს ატარებს წინა წლის დაფინანსებული მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი მარინა ვირსალაძე-ტრუშელევი. (ქუთაისში ცნობილი , პროფესიონალი მეთოჯინეების ოჯახი) მოზარდები დიდი ინტერესით შეუდგნენ აღნიშნულ სასწავლო კურსს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2თვე, კვირაში 2დღე.
პროექტის „იგპ და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მედეგობის ამაღლება კოვიდ- 19 ვირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის შემდგომ.“ ფარგლებში იგპ ასოციაცია თანხმობის მიერ მეწარმე ქალთა ფონდში გადმოცემულ იქნა ჰუმანიტარული დახმარების პაკეტები, რომლებიც დაურიგდა მოსახლეობის ნაწილს( ხანდაზმულები, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ქალები, მარტოხელა მოხუცები, შშმ პირები, იგპ, ავადმყოფები.) შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
ცაგერის მუნიციპალიტეტში 08.09.20 -10.09.20 საინიციატივო ჯგუფმა დაარიგა 25 ჰუმანიტარული დახმარება, აქედან 23 ქალია და 2 მამაკაცი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 05.09.20- 07.09.20 საინიციატივო ჯგუფმა გადასცა ჰუმანიტარული დახმარება 21 ადამიანს, აქედან 17 ქალია, 4 მამაკაცი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 16.09.20 -18.09.20 საინიციატივო ჯგუფმა გადასცა ჰუმანიტარული დახმარება 20 ადამიანს, აქედან 19 ქალია, 1 მამაკაცი.
პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა იგპ ასოციაცია „თანხმობა“, ხოლო რაჭა -ლეჩხუმსა (ამბროლაური, ცაგერი) და იმერეთის რეგიონში (წყალტუბო)პროექტს ახორციელებს მეწარმე ქალთა ფონდი პარტნიორულ საწყისებზე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
2020 წლის 10 სექტემბერს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა პროექტის: „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერება საკუთარი ბიზნესის განვითარების გზით“ (პროექტი დაფინანსებულია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.) ფარგლებში შემოტანილი 23 ბიზნეს-განაცხადის განხილვა შეფასებითი კომისიის მიერ.
შეფასებითი კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა კომისიის მიერ 14 მხარდაჭერილი ბიზნეს-იდეა, რომელიც აისახა საგრანტო აპლიკაციის კრიტერიუმებით მინიჭებული ქულებით: ( გამსვლელი ქულათა რაოდენობა 71. 5-57.5)
დაფინანსების გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგ ბიზნეს განაცხადებზე: ავეჯის წარმოება (ასმათ წერეთელი ), ხალიჩების ქიმწმენდა (დავით მოსეშვილი),
დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებისა და სპეც.ტექნიკის მომსახურება (ფრიდონ მშვილდაძე), სილამაზის სალონი „ნინო-ელეგანტი“, ( ნინო კოპალიანი), სვანური მარილისა და მეგრული აჯიკის დამზადება (ხათუნა ტაბატაძე), ავტოიმპორტი-ავტომობილების შეკეთება, დიაგნოსტირება (ავთანდილ ნასარეია), საოჯახო სამკერვალო (მარიეტა ბოჭორიშვილი-გამთენაძე), ქვის სათლელი საამქრო (კახაბერ ბერიძე), სილამაზის სალონი “IOUR STAILL ILONA” ( ირინე ჯანელიძე), სამკერვალო სალონი „მზიანი“ (მზია მახათაძე), სამკერვალო (თეა კეზევაძე), ფქვილოვანი და საკვები პროდუქციის წარმოება- რეალიზაცია ადგილზე (ალექსანდრე თოფურია), მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საამქრო (ნიკოლოზ ცუცქირიძე)), დეკორატიული ქვის საამქრო (ზაზა ქიშაევი).
ბიზნეს-განაცხადების შემომტან ყველა 23 აპლიკანტს წერილობით ეცნობა ბიზნეს განაცხადის განხილვის შედეგები და მინიჭებული ქულები.
დაფინანსებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეს მადლობის წერილები:
– „მთელი ოჯახის სახელით უდიდეს მადლობას მოგახსენებთ, ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ, რადგან ჩვენი ოჯახის მსგავსად გვერდით დგომა და გახარება შეძლოთ“ (ავთანდილ ნასარეია)
– „ძალიან დიდი მადლობა“ –(თეა კეზევაძე)
– „გულწრფელი მადლობა თქვენ და თქვენს კოლექტივს იმ მეგობრული, კეთილგანწყობილი და საქმიანი ატმოსფეროსთვის, რომელმაც არა მარტო მოგვხიბლა ყველა მონაწილესადმი გამოვლენილი ადამიანური სითბოთი და ყურადღებით, არამედ გვაგრძნობინა ნამდვილი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა. განსაკუთრებული მადლობა თქვენი კორექტული და ორგანიზებული მუშაობისათვის. (ირინე ჯანელიძე)
სამწუხაროდ, კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, ყველა პროექტი ვერ დაფინანსდა, მაგრამ იმედი გვრჩება, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მისცემს მათ შესაძლებლობებს მიიღონ მონაწილეობა სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო კონკურსებში და გახდნენ გამარჯვებულები, ჩვენის მხრიდან , მქფ , საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას.
ა.წ. 18 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა პროექტის პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში საერთო ფორუმი და ტრენინგი.
ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა სულ 42 ადამიანმა, აქედან 32 რეგიონალურმა წარმომადგენელმა. პროექტი ხორციელდება პარტნიორულ საწყისებზე: კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ წამყვანი ორგანიზაცია, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, მეწარმე ქალთა ფონდი. პროექტი დაფინანსებულია EU (ევროკავშირის) მიერ.
ფორუმის ფარგლებში შეჯამდა მუშაობის ერთწლიანი შედეგები, ხოლო ტრენინგი მიეძღვნა თემას: „სამოქალაქო აქტივიზმი“.
პროექტის ერთწლიანი შედეგები – მოკლედ წარადგინა მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ – პროექტის კოორდინატორმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში – მერი გელაშვილმა.
რეგიონალურმა პარტნიორებმა იმერეთიდან: მინდია კიკნაველიძემ, ლელა ამირანაშვილმა და ელისო ჯიქიამ; გურიიდან: ირინა საჯაიამ, ეკა ნინიძემ; რაჭა – ლეჩხუმიდან ნანა სოხაძემ და მარინე სვანიძემ გააჟღერეს ინფორმაცია მათ რეგიონებში ჩატარებული საჯარო მმართველობის საგზაო რუკის მონიტორინგის პირველი და მეორე ციკლის მიღწეულ შედეგებზე და ცვლილებებზე.
ფორუმის მონაწილეებს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ლარისა შენგელიამ წარმოუდგინა ინფორმაცია „ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის შედეგები“.
ფორუმზე გაკეთდა აგრეთვე ინფორმაცია (ა. ჩიხლაძე) „ონლაინ მრიცხველის საპარლამენტო არჩევნები 2020, საქართველოს“ პროექტის ფარგლებში (შემსრულებელი ფონდი „სოხუმი“, დაფინანსებულია ვიშეგრადის ფონდის მიერ).
ღონისძიების მე-2 ნაწილი დაეთმო ტრენინგს თემაზე: „სამოქალაქო აქტივიზმი“ – ტრენერი მარინა ფოჩხუა (იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.
ა.წ. 18 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა პროექტის პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში საერთო ფორუმი და ტრენინგი.
ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა სულ 42 ადამიანმა, აქედან 32 რეგიონალურმა წარმომადგენელმა. პროექტი ხორციელდება პარტნიორულ საწყისებზე: კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ წამყვანი ორგანიზაცია, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, მეწარმე ქალთა ფონდი. პროექტი დაფინანსებულია EU (ევროკავშირის) მიერ.
ფორუმის ფარგლებში შეჯამდა მუშაობის ერთწლიანი შედეგები, ხოლო ტრენინგი მიეძღვნა თემას: „სამოქალაქო აქტივიზმი“.
პროექტის ერთწლიანი შედეგები – მოკლედ წარადგინა მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ – პროექტის კოორდინატორმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში – მერი გელაშვილმა.
რეგიონალურმა პარტნიორებმა იმერეთიდან: მინდია კიკნაველიძემ, ლელა ამირანაშვილმა და ელისო ჯიქიამ; გურიიდან: ირინა საჯაიამ, ეკა ნინიძემ; რაჭა – ლეჩხუმიდან ნანა სოხაძემ და მარინე სვანიძემ გააჟღერეს ინფორმაცია მათ რეგიონებში ჩატარებული საჯარო მმართველობის საგზაო რუკის მონიტორინგის პირველი და მეორე ციკლის მიღწეულ შედეგებზე და ცვლილებებზე.
ფორუმის მონაწილეებს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ლარისა შენგელიამ წარმოუდგინა ინფორმაცია „ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის შედეგები“.
ფორუმზე გაკეთდა აგრეთვე ინფორმაცია (ა. ჩიხლაძე) „ონლაინ მრიცხველის საპარლამენტო არჩევნები 2020, საქართველოს“ პროექტის ფარგლებში (შემსრულებელი ფონდი „სოხუმი“, დაფინანსებულია ვიშეგრადის ფონდის მიერ).
ღონისძიების მე-2 ნაწილი დაეთმო ტრენინგს თემაზე: „სამოქალაქო აქტივიზმი“ – ტრენერი მარინა ფოჩხუა (იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.
„ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა დღეს, საცხობი „თამარიანის“ მეპატრონე და „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლები მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია. მიულოცეს ღვთისმშობლობის დღესასწაული და ბავშვებს „თამარიანის“ უგემრიელესი ტკბილეულითა და ცომეულით გაუმასპინძლდნენ.
„მეწარმე ქალთა ფონდი“ მადლობას უხდის საცხობი „თამარიანის“ მეპატრონეს ქალბატონ თამარ კვაშილავს ამ გულისხმიერებისათვის და წარმატებებს უსურვებს საქმიანობაში, უმრავლოს ქუთაისს ასეთი კეთილშობილი ადამიანები.
შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან და ამომრჩეველთან
2020 წლის, 19 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში სასტუმრო „WEST TOWER“ გაიმართა პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც გაკეთდა პრეზენტაცია მათი პოლიტიკური გეგმის შესახებ.
„მეწარმე ქალთა ფონის“ წარმომადგენელმა ანჟელა ჩიხლაძემ პოლიტიკური პარტიის წევრებს და შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი „ონლაინ ხმის მრიცხველის” შესახებ და დაურიგა საინფორმაციო ფლაიერები.
დამსწრეთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიჩინა ინოვაციურმა სიახლემ, პოლიტიკური პარტია „ლელეო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში ანა ნაცვლიშვილმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა პროექტის ფარგლებში.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში და ხორციელდება ფონდი „სოხუმის“ მიერ.
„გურიის, იმერეთისა და რაჭა – ლეჩხუმის სამოქალაქო ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“- ა.წ. 20 ივლისს „მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით TV „რიონის“ ეთერში გაშუქდა 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხონი, თერჯოლა, ვანი, ბაღდათი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ცაგერი) ჩატარებული ადგილობრივი საჭიროებების კვლევის შედეგები, სამუშაო ჯგუფების ფორმირება და ადგილობრივ დონეზე განხორციელებული მცირე გრანტების ფორმატში ჩატარებული სამუშაოები.
გადაცემაში მონაწილეობას იღებდნენ: ფონდი „სოხუმის“, იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“, „მეწარმე ქალთა ფონდის“, გურიის , იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს: კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (წამყვანი ორგანიზაცია), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ და მეწარმე ქალთა ფონდი.
16 ივლისს, “მეწარმე ქალთა ფონდის“ პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება ცაგერის მუნიციპალიტეტში ქვეგრანტით მხარდაჭერილი პროექტის „ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის ეფეტქურად განხორციელებისათვის“ ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „საჯარო მმართველობის რეფორმის(PAR) დოკუმენტის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ელექტრონული სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესების, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მექანიზმების განსაზღვრა“.
ტრენინგს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებული და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები- 29ადამიანი: მათ შორის 11-მერია; 15-საკრებულო; 3-არასამთავრობო.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას საჯარო მმართველობის რეფორმაზე, რომელიც ეფექტიანი, გამჭვირვალე ინკლუზიური მმართველობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „#გურიის, #იმერეთისადა#რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმის სახელმწიფო მმართველობისრეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მეწარმე ქალთა ფონდი აგრძელებს მუშაობას პროექტზე „იგპ და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგრადობის ამაღლება COVID-19 ვირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის შემდგომ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და სრულდება წამყვან ორგანიზაცია იგპ ასოციაციასთან „თანხმობა“ -პარტნიორულ საწყისებზე.
07.07.20 – ჩატარდა შეხვედრა ცაგერში ა/ო „ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც იქნება ძირითადი საყრდენი პროექტის მსვლელობის პერიოდში. შერჩეულ იქნა საინიციატივო ჯგუფი 5 ადამიანის შემადგენლობით.
07.07.20 – ჩატარდა შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ბატონ ზურაბ ხეცურიანთან, რომელიც გაეცნო პროექტის შინაარს და გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.
ბატონ ზურაბ ხეცურიანს გადაეცა მოსახლეობაში COVID-19 ვირუსით გამოწვეული პრობლემების სწრაფი მოკვლევის კითხვარის ნიმუში, რომლის მიხედვით ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ცაგერის 33 რესპოდენტის გამოკითხვა.
მეწარმე ქალთა ფონდი აგრძელებს მუშაობას პროექტზე „იგპ და საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგრადობის ამაღლება COVID-19 ვირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის შემდგომ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და სრულდება წამყვან ორგანიზაცია იგპ ასოციაციასთან „თანხმობა“ -პარტნიორულ საწყისებზე.
08.07.20 – ჩატარდა შეხვედრა ამბროლაურში, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურ ჰაბში – „აფხაზინტერკონტი“, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც იქნება ძირითადი საყრდენი პროექტის მსვლელობის პერიოდში. შერჩეულ იქნა საინიციატივო ჯგუფი 5 ადამიანის შემადგენლობით.
08.07.20 – ჩატარდა შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ქალბატონ ინეზა ბანძელაძესთან, რომელიც გაეცნო პროექტის შინაარს და გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.
ქალბატონ ინეზა ბანძელაძეს გადაეცა მოსახლეობაში COVID-19 ვირუსით გამოწვეული პრობლემების სწრაფი მოკვლევის კითხვარის ნიმუში, რომლის მიხედვით ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ცაგერის 31 რესპოდენტის გამოკითხვა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამბროლაურში
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროექტის: #გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში: „მეწარმე ქალთა ფონდის“ პარტიონიორმა ორგანიზაციებმა: “რაჭა -ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი” და „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი-„აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა 12 წევრიანი „სამუშაო ჯგუფის“ შექმნა. „სამუშაო ჯგუფში“ შედიან როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ასევე მერიის, საკრებულოს და მასმედიის წარმომადგენლები.
18 ივნისს „მეწარმე ქალთა ფონდის“ ჩართულობით პირევლი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამბროლაურში, სადაც დამტკიცდა „სამუშაო ჯგუფის“ შემადგენლობა. შეხვედრაზე „სამუშაო ჯგუფის“ წევრები გაეცნენ დებულებას, სამუშაო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმა-გრაფიკს. „სამუშაო ჯგუფი“ ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზაცია) , იმერეთის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის“ და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცაგერში
პროექტის „#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში : – „მეწარმე ქალთა ფონდის“ პარტიონიორი ორგანიზაციების: “ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“ და „აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლების“ წარმომადგენლების მიერ ცაგერში შეირჩა 14 კაციანი „სამუშაო ჯგუფი“, რომელშიც შედიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი სსო-ების, მასმედიის და აქტიური სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პირები.
17 ივნისს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომელთა ჩართულობით ცაგერის მუნიციპალიტეტში, სადაც დამტკიცდა „სამუშაო ჯგუფის“ შემადგენლობა. შეხვედრაზე „სამუშაო ჯგუფის“ წევრები გაეცნენ დებულებას, სამუშაო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმა-გრაფიკს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზაცია) , იმერეთის მეცნიერთა კავშირი“სპექტრის“ და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ.
„მეწარმე ქალთა ფონდს“ 2020 წლის მაისიდან მერიის პროგრამებზე მომუშავე კომისიის გადაწყვეტილებით მიეცა შესაძლეობლობა, უკვე მეორედ, განახორციელოს პროექტი ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით შესრულდება.
პროექტი: „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერება საკუთარი ბიზნესის განვითარების გზით“ მიზნად ისახავს: – ქ. ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყებას ან არსებულის გაფართოება – გადაიარაღებისათვის ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ქ.ქუთაისს მერიასა და მეწარმე ქალთა ფონდს შორის.
„მეწარმე ქალთა ფონდის“ პარტნიორ სსო-ების წარმომადგენლებს ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, პროექტის:- „#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ფარგლებში ჩაუტარდათ ონლაინ-რეჟიმში შეხვედრა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ფარგლებში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების შედეგების განხილვა და ანალიზი, შეხვედრისას ასევე გამახვილდა ყურადღება მათ მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი პროექტების განხორციელების გეგმებზე, სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფების ფორმირების საკითხებზე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზცია), „მეწარმე ქალთა ფონდის“ და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ პარტნიორობით.
პროექტის „#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივმა სსო-ებმა ამბროლაუსა და ცაგერში დაასრულა ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობა ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის მიზნით.
ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობის ყველა რეკომენდაციის დაცვით, მუშაობა ჯგუფებთან ჩატარდა დისტანციურად, ონლაინ ფორმატში, სულ ჩატრარებულია 8 ფოკუს-ჯგუფი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზცია), „მეწარმე ქალთა ფონდის“ და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ პარტნიორობით
ქფ თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრა
ა.წ. 07 მაისს შედგა მორიგი შეხვედრა პროექტის “გურიის, იმერეთისა და რაჭა– ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზით”
შემსრულებლების დღის წესრიგით პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების ანალიზი და სამომავლო გეგმები.
სამიზნე რეგიონზე (ამბროლაური, ცაგერი) ასისტენტებმა ა. ჩიხლაძემ და ნ. ნაჭყებიამ წარმოადგინეს ინფორმაცია გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესახებ, განხილულ იქნა იმ გამოწვევების დაძლევის გზები, რომელიც შეექმნათ ადგილობრივ პარტნიორებს კარანტინთან დაკავშირებით. დეტალურად განიხილეს მაისის თვის დაგეგმილი ღონისძიებები და ასისტენტებს შორის სამუშაოს გადანაწილების დეტალები.
მიღებული გადაწყვეტილებები მიმართულია პარტნიორი ორგანიზაციებისთვის დამატებით კონსულტაციების ჩატარების პროექტების შემუშავებაში, ტრენინგში მონაწილეობის უზრუნველყოფის ორგანიზება, რეგიონში ფოკუს – ჯგუფების ჩატყარების ხელშეწყობა, გასული ტვ გადაცემის დახურვის არეალი და ინფორმაციის მიმღები პირების რაოდენობის გათვლა.
ცაგერსა და ამბროლაურში მომუშავე პარტნიორმა ორგანიზაციებმა:
– „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“,
– „აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლების“
– „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის“
– „ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი-აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა პროექტის: გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში დაასრულა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის 2 ეტაპი: ანკეტირება და ჩაღრმავებული ინტერვიუების მომზადება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზცია), „მეწარმე ქალთა ფონდის“ და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ პარტნიორობით.
“#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში,“ ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომუშავე პარტნიორ აპლიკანტ ორგანიზაციებს ჩაუტარდათ ონლაინ კონსულტაცია საპროექტო განაცხადების ფორმების შევსების წესთან დაკავშირებით.
მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით კონსულტაცია გაწია მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა ეკატერინე გამახარიამ .
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზცია), „მეწარმე ქალთა ფონდის“ და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ პარტნიორობით
2020 წლის 28 აპრილს პროექტის წამყვან ორგანიზაციის Hilfswerk International წარმომადგენლის ელენა სმირნოვას ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარტნიორ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ – პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია საქართველოში) თავმჯდომარე – პროექტის დირექტორი იულია ხარაშვილი, პროექტის კოორდინატორი საქართველოში ნანა გოგოხია; ასოცოაცია „თანხმობის“ ფილიალები: გორი – ხვთისო ლობჟანიძე; ზუგდიდი – მაია ჩემია და პროექტის კოორდინატორი იმერეთში – მერი გელაშვილი.
შეხვედრის მთავარი თემა: Covid – 19 ვირუსთან დაკავშირებული კარანტინის პირობებში შექმნილი ახალი გამოწვევების დაძლევის მოქმედებების დაგეგმვა და მისი განხორციელება. ამავე დროს განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრის დროს დაეთმო პროექტის ბენეფიციარების დახმარებას იმ საკითხებში, რომელიც მათ განსაკუთრებით სჭირდებათ. ინფორმირება და დახმარება იურიდიულ საკითხებში, რომელიც მათ მდგომარეობას ცოტათი მაინც გააუმჯობესებს და მათთვის ხელმისაწვდომს გახდის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მატერიალური თუ სოციალური დახმარების შესახებ.
მეორე საკითხად განხილულ იქნა მიმდინარე გეგმები და მისი შესრულების გზები. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრის ფორმატი და ინფორმაციის გაცვლის მეთოდები.
ა.წ. 22 აპრილს მეწარმე ქალთა ფონდმა და მისმა რეგიონალურმა პარტნიორებმა (ცაგერი და ამბროლაური: რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმაღთველობის რესურს ცენტრი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი – „აფხაზინტერკონტი“, ცაგერი – „აქტიური მოქალაქე – ანგარიშვალდებული ხელისუფლება“, “ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“) მიიღეს მონაწილეობა კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით პროექტის: “გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში ჩატარებულ ვებინარში თემაზე: „როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება“ (ტრენერი ეკატერინე გამახარია), მიუხედავად იმისა, რომ ვებინარში ღებულობდნენ მონაწილეობას 16 ორგანიზაციის 36 წარმომადგენელი და ის წარიმართა ონლაინ რეჟიმში, ტექნიკურად სწორად დაგეგმილმა ღონისძიებამ გაზარდა შესაძლებლობა ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისა. ყველა მონაწილეს ჰქონდა წვდომა ინფორმაციის მიღებასთან.
ვებინარის შედეგად ყველა 16-ვე ორგანიზაციის და მათ შორის მქფ – 4 ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება თავიანთი ცოდნისა და უნარ – ჩვევების გამომუშავებისა პროექტის შემუშავებისა და დაფინანსების მიღებაში, რაც ჩატარდება კონკურსის ფორმატში.
2020 წლის 16 აპრილს შედგა მორიგი ონლაინ შეხვედრა პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ შემსრულებლების. დღის წესრიგის შესაბამისად შეხვედრაზე განხილულ იქნა:
- ინფორმაცია პროექტის შემსრულებელ ორგანიზაციების (საქართველოში: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, მისი ფილიალების წარმომადგენლებით ზუგდიდში და გორში და მქფ), წამყვან ორგანიზაციის Hilfswerk International წარმომადგენელთან ქ-ნ ელენა სმირნოვასთან შეხვედრა ონლაინ რეჟიმში. შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიქონიოთ კავშირი ჩვენს ბენეფიციარებთან და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების გაწევა.
- განხილულ იქნა პროექტის ასისტენტის ნ. ნაჭყებიას და ნ. კენჯიას ანგარიშები.
შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები იმ მეთოდებზე და მექანიზმებზე, რომლის შედეგად გამოვლენილ იქნება ის გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია კარანტინთან და დასახულ იქნა ღონისძიებები მათ დასაძლევად.
მქფ თანამშრომელთა მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში
ა.წ. 16 აპრილს სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგით განხილულ იქნა როგორც კარანტინის პერიოდში ორგანიზაციის მუშაობის საორგანიზაციო ცვლილებები, ასევე ანგარიშების მოსმენა პროექტის “გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში დაგეგმილი და ჩატარებული აქტივობების შესახებ.
პროექტის ასისტენტმა ანჟელა ჩიხლაძემ და ნატრული ნაჭყებიამ თავის ანგარიშებში აღნიშნეს, როგორც მისი შესრულების, ასევე გამოწვევების ასპექტები.
მოსმენილი ინფორმაციის საფუძველზე მქფ თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა შეაჯამა შეხვედრა და აღნიშნა რომ, მიუხედავად შექმნილი კრიზისული მდგომარეობისა ქვეყანაში, დაგეგმილი აქტივობების შესრულებას საფრთხე არ ემუქრება და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად.
კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელიც რეალურად არსებობს და მისი თავიდან აცილების მიზნით დაისახა დამატებითი ღონისძიებები.

ა.წ. 3 აპრილს (შექმნილი საკარანტინო მდგომარეობის შესაბამისად) შედგა მეწარმე ქალთა ფონდის გუნდის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში. განხილული იყო 2 პროექტის: „გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ და „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში შესრულებული ღონისძიებების ანგარიში დამტკიცებული გეგმა – გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარადგინეს პროექტის ასისტენტებმა.
მეწარმე ქალთა ფონდი აქტიურად ჩაერთო ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოსახლეობის საჭიროების შესწავლის პროცესში.
ჩვენი კვლევის მიზანია ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, რომელიც დაკავშირებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
28 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების : „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ წარმომადგენლებთან, პროექტის: ,,#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის #PAR საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’ ფარგლებში. შეხვედრაზე განხილული იქნა სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა #PAR-ის ადგილობრივ დონეზე რეალიზების მონიტორინგის მიმდინარე პროცესი, რომელსაც ორგანიზაციები თავიანთ მუნიციპალიტეტში ახორციელებენ.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“,(წამყვანი ორგანიზაცია) “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით.
27 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან – „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -აფხაზინტერკონტი“ , „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა #PAR-ის ადგილობრივ დონეზე მონიტორინგის რეალიზების პროცესი, გაეწიათ კონსულტაცია და შემუშავდა რეკომენდაციები პროექტის: ,,#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის #PAR საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’. ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“,(წამყვანი ორგანიზაცია), “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.·
30.01. 2020 წელს „მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ №675“ ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა მეხუთე ციკლის მენტორებთან, ასევე მესამე, მეოთხე და მეხუთე ციკლის მენტორებისათვის სერთიფიკატების გადაცემა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა შეაფასეს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა, ისაუბრეს სამენტორე პროგრამის დადებით მხარეებზე და მნიშვნელობაზე. მათ მიერ აღნიშნულ იქნა, რომ მენტორობა ეს არის საპასუხისმგებლო, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობა და მათთან მიმართვის შემთხვევაში ისინი კვლავ გააგრძელებენ სამენტორე პირებთან ურთიერთობას.
31.01.20 პროექტ 675- „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ – სამენტორე პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, მეწარმე ქალთა ფონდის მიერ განხორციელდა სატელევიზიო სიუჟეტის ჩაწერა , რომელშიც აისახა სამენტორე პროგრამის მუშაობის არსი, სპეციფიკა და პერსპექტივები, სიუჟეტის ჩაწერაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტ 675-ის ფსიქოლოგი თამარ კალანდაძე, მენტორები- ნინო ხონელიძე და ანჟელა ჩიხლაძე, სამენტორე პირი -შოთა გოგოლაშვილი.
„მეწარმე ქალთა ფონდს“, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტის:,,გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’- ფარგლებში.
21.01.20 “მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების: „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -აფხაზინტერკონტი“ და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ წარმომადგენლებთან ჩატარდა შეხვედრა, სადაც განიხილა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, მონიტორინგის კითხვარი და ანგარიშის ფორმა, დროში გაიწერა პროექტით დაგეგმილი შესასრულებელი საქმიანობები.
პროექტის:,,გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’. ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ასლან საგანელიძემ, ,,მეწარმე ქალთა ფონდის” თავმჯდომარე მერი გელაშვილმა და ადგილობრივმა პარტნიომა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
22.01.20 „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა, როგორც პროექტის “#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”განმახორციელებელმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა ჩაატარა ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, მონიტორინგის კითხვარი და ანგარიშის ფორმა, დროში გაიწერა პროექტით დაგეგმილი შესასრულებელი სამიანობები, გაეწიათ კონსულტაცია.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
21.01.20 “მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების: „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -აფხაზინტერკონტი“ და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ წარმომადგენლებთან ჩატარდა შეხვედრა, სადაც განიხილა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, მონიტორინგის კითხვარი და ანგარიშის ფორმა, დროში გაიწერა პროექტით დაგეგმილი შესასრულებელი საქმიანობები.
პროექტის:,,გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’. ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ასლან საგანელიძემ, ,,მეწარმე ქალთა ფონდის” თავმჯდომარე მერი გელაშვილმა და ადგილობრივმა პარტნიომა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
22.01.20 „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა, როგორც პროექტის “#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”განმახორციელებელმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა ჩაატარა ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, მონიტორინგის კითხვარი და ანგარიშის ფორმა, დროში გაიწერა პროექტით დაგეგმილი შესასრულებელი სამიანობები, გაეწიათ კონსულტაცა.
პროექტის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
2019 წლის 24 დეკემბერს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა პროექტ 675-ის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ თანამშრომლების შეხვედრა.
მეწარმე ქალთა ფონდის ხელმძღვანელმა, პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა შეაჯამა პროექტზე მუშაობის სამი წლის შედეგები და აღნიშნა, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებულია როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციის, ასევე მათი მატერიალური მხარდაჭერის კუთხით: 139 პროექტში მონაწილე ბენეფიციარებიდან (გაიარეს პროფესიული სწავლება კოლეჯ“იბერიაში“, მიიღეს სერვისები-იურიდიული, სოც. მუშაკის და ფსიქოლოგის მომსახურება, სასიცოცხლო უნარების სწავლება) დასაქმებულია 67, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვებულია 22 ბენეფიციარი, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ბიზნეს საქმიანობას.
პროექტში მონაწილე თანამშრომლებმა აღნიშნეს :
– მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მთავრდება, გუნდი მზად არის გაუწიოს ბენეფიციარებს მოხალისეობრივ საწყისებზე როგორც იურიდიულ, ასევე სოც. მუშაკის და ფსიქოლოგის მომსახურების საკითხებში.
მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები – პროექტის შემსრულებელი გუნდი უხდის მადლობას ჩვენს პარტნიორ ოგანიზაციებს – კოლეჯ „იბერიას“ (დირექტორი-ირაკლი ავალიანი, მოადგილე-ანა ცუცქირიძე), შ.პ.ს. „რაშს“ (დირექტორი ზაზა სვანიძე), იმ კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც დახმარება გაგვიწიეს ბენეფიციარების სწავლების, სტაჟირებასა და დასაქმების საკითხებში.
მადლობა მენტორებს, რომლებიც უანგაროდ და მოხალისეობრივ საწყისებზე ასრულებდნენ ბენეფიციარების ხელშეწყობას ყველა მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე.
პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL და მისი, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.
„მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ 17დეკემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების: „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -აფხაზინტერკონტი“ და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ტრენინგის შედეგად მიღებულ ცოდნაზე, მონიტორინგის შესრულების მექანიზმებზე, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე, ასევე გაეწიათ კონსულტაციები პროექტში დაგეგმილ სამომავლო საქმიანობებზე.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის “#გურიის, #იმერეთის, #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საგზაო რუკის #PAR მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
2019 წლის 11დეკემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ ცაგერის მუნიციპალიტეტში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ პროექტის:„გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში ყოველთვიური შეხვედრა ჩაატარა. განხილული იქნა ტრენინგების შედეგად მიღებული ინფორმაციები, შემუშავებული დებულება და ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, გაეწიათ კონსულტაცია პროექტის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება: კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“( წამყვანი ორგანიზაცია), “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სოლიდარობა ვაჟა ექიმს
2019 წლის 4 დეკემბერს, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“„მეწარმე ქალთა ფონდის“ორგანიზებით, პროექტის:„ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიათ დახმარება მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება – გადაიარაღებისათვის. კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება ხელს უწყობს მრავალშვილიანი მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ ან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მატერიალური მხარდაჭერის ფარგლებში, გრანტის სახით დაფინანსებული და გამარჯვებული 7 ბიზნეს-პროექტი. გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ მფლობელობაში.
ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე (რომელიც აღნიშნული პროექტის ინიციატორია), სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო სექტორის და პროექტით მოსარგებლე მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდა ”ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალურ საკითხთა სამსახურის“ თანადაფინანსებით.
„მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა საბოლოო შეფასებითი მონიტორინგი, პროექტის: „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ – ფარგლებში. ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფინანსურად მხარდაჭერილი 7 ბიზნეს პროექტი წარმატებით ხორციელდება, არის მდგრადი, რაც ხელს უწყობს მათი ოჯახების ეკონომიკური მდომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტი დაფინანსებულია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
2019 წლის 17 ნოემბერს პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ სამენტორე პროგრამის ფარგლებში , რომელიც ემსახურება სამენტორე პირების მხარდაჭერას მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის, განხორციელდა ექსკურსია ქუთაისი-დიდი ჯიხაიში (ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი)-ხობის მამათა მონასტერი, ზუგდიდი-დადიანების სასახლეში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეოთხე და მეხუთე ციკლის სამენტორე პირები და მენტორები. სულ 22 ადამიანი. ექსკურსია შთამბეჭდავი და პოზიტიური ემოციებით იყო დატვირთული.
პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL და მისი, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.
„მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაცების „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურს ცენტრის“ და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ჰაბი – ფონდი „აფხაზინტერკონტის“ (AIC) წევრებს შორის . შეხვედრები ჩატარდა პროექტის “გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
„მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა გაცნობითი სახის შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაცების „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრის “ და აქტიური მოქალაქე -ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ წევრებს შორის . შეხვედრები ჩატარდა პროექტის “გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
2019 წლის 14 ნოემბერს სასტუმროში “ბაგრატი 1003“ ჩატარდა პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება-პრეზენტაცია.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულების „მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის“ II ეტაპის გამარჯვებულებს (9 პროექტი) გადაეცათ მატერიალური რესურსები და სერთიფიკატები, წარმოდგენილი პროექტების შესაბამისად, რომელიც იყო გამოფენილი სატუმრო „ბაგრატში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები იმერეთის პრობაციის ეროვნული ბიუროდან, სამთავრობო (ადგილობრივი და აფხაზეთის) ორგანიზაციები, წარმომდგენლები ბიზნესის სფეროდან, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ორგანიზაციები, არასამთავრობო ადგილობრივი სექტორი, პროფესიული კოლეჯი „იბერია“, I და II ეტაპში გამარჯვებული ბენეფიციარები. სულ 52 ადამიანი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება ორგანიზაცია Hilfsverk Austria International-ისა და მისი ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში „მეწარმე ქალთა ფონდი“ს მიერ.
2019 წლის 19 ოქტომბერს პროექტ „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში გაიმართა სამენტორე პროგრამის ყოველთვიური გეგმიური შეხვედრა ახალ მენტორებთან, შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო გამოცდილება, გაუზიარეს ერთმანეთს ტრენინგზე მიღებული შთაბეჭდილებები და სამომავლო გეგმები.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. საქართველოში პროექტი ხორციელდება Hilfsverk Austria Internationai- ის , იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.
2019 წლის 21 ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ პროექტის ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის (II ეტაპი) გამარჯვებული პროექტების გამოცხადება.
სულ არჩეულია 9 პროექტი – 5 ინდივიდუალური და 4 ჯგუფური, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი ქულები და მათ ავტორებს გადაეცემათ შესაბამისი მატერიალური დახმარება ბიზნეს-პროექტების განსახორციელებლად.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. საქართველოში პროექტი ხორციელდება Hilfsverk Austria Internationai- ის , იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს.
მეწარმე ქალთა ფონდი
დასასრულს უახლოვდება პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ერთ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი: „მატერიალური დახმარების პროგრამა“.
პროექტის ბენეფიციარებმა (კანონთან კონფლიქტში მყოფი) გაიარეს ტრენინგის სრული კურსი, წარუდგინეს შემფასებელ კომისიას სამეწარმეო საქმიანობის პრინციპზე შემუშავებული პროექტები.
სულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 19 ადამიანმა, ბენეფიციარების მიერ შემოტანილ იქნა 9 პროექტი, აქედან 4 ჯგუფური (2 ადამიანისგან შემდგარი) და 5 ინდივიდუალური.
შემფასებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგებოდა 5 წევრისაგან – წარმომადგენლები (ხმის მიცემის უფლებით): იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (კომისიის თავმჯდომარე და კოორდინატორი შესყიდვების საქმეში); მეწარმე ქალთა ფონდი, მერიის სოც. სამსახურის წარმომადგენელი და წარმომადგენელი პრობაციის ეროვნული სააგენტოდან იმერეთის რეგიონში.
კომისიის მდივანი მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენელი (ხმის მიცემის უფლების გარეშე).
კომისიის მიერ შეფასდა და მიიღეს შესაბამისი ქულები 9-ვე პროექტმა.
მეწარმე ქალთა ფონდი ულოცავს წარმატებულ ბენეფიციარებს და ემზადება შემდეგი ნაბიჯებისთვის: გამარჯვებულების გამოცხადება და შესაბამისად პროექტების დაფინანსება – პრეზენტაცია.
პროექტი დაფინანსებულია: ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
პროექტს ახორციელებენ: Hilfswerk Austria INTERNATIONAL, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და მეწარმე ქალთა ფონდი.
2019 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს დაფინანსებული ბიზნეს პროექტების მონიტორინგი „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ, პროექტის: „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ – ფარგლებში.
ამ ეტაპზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფინანსურად მხარდაჭერილი ბიზნეს პროექტები წარმატებით ხორციელდება.
პროექტი დაფინანსებულია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
პარტნიორთა შეხვედრა
მეწარმე ქალთა ფონდში
07 ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდში შედგა პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ შემსრულებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეები: Hilfswerk Austria INTERNATIONAL – ქალბატონი ელენე სმირნოვა; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ – მანანა ლაგაზიძე (ექსპერტი); მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე – მერი გელაშვილი და ფონდის თანამშრომლები.
შეხვედრის თემა: პროექტის განხორციელების შედეგები და სამომავლო გეგმები; ბიუჯეტის განხილვა და მოსალოდნელი ხარჯების გათვლა პროექტის დასრულებამდე.
გარდა ამისა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო „სამენტორე პროგრამის“ სამომავლო გეგმა და მასში დაინტერესებულ პირთა ჩართვა.
ვაგრძელებთ სამენტორე პროგრამას
პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ)
მეწარმე ქალთა ფონდში 6 ოქტომბერს გაიმართა პროექტში გაერთიანებულ მენტორთა შეხვედრა – ტრენინგი. ღონისძიებას უძღვებოდნენ ქალბატონი მანანა ლაგაზიძე (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“) პროექტის ექსპერტი და თამარ კალანდაძე – პროექტის ფსიქოლოგი (მეწარმე ქალთა ფონდი).
ტრენინგს ესწრებოდა სულ 22 ადამიანი, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ჩართულიყვნენ ორგანიზაციის სამენტორე პროგრამის მე-5 ციკლში. სამენტორე პროგრამის მონაწილეები უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, პროექტის ფარგლებში მზად არიან მხარში ამოუდგნენ და დახმარება გაუწიონ ადამიანებს, ვისაც ეს დღეს ყველაზე უფრო სჭირდება.
(პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ)
მეწარმე ქალთა ფონდი
ა.წ. 22-23-24 აგვისტოს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში IV-V-VI ციკლის ბენეფიციარებისათვის.
ტრენინგის მიზანია ბიზნესის დაგეგმვისა და მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგების გზით კურსდამთავრებულთა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის შესაძლებლობის გაზრდა ბიზნეის-იდეის წერის უნარებში, ტრენინგის შედეგად მონაწილეებს შეუძლიათ შეიმუშაონ კონკურენტუნარიანი და ყოვლის მომცველი ბიზნეს-განაცხადი, რომელიც სამდღიანი კონსულტაციების გავლის შემდგომ წარედგინება შეფასებისა და შერჩევის დამოუკიდებელ კომიტეტს.
ტრენინგებს ესწრებოდა 21 მონაწილე.
ტრენინგები ჩაატარა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ და მატერიალური დახმარების პროგრამის მენეჯერმა იასონ კვანტალიანმა. (ასოციაცია თანხმობა)
პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL და მისი ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.
საინფორმაციო შეხვედრა
ა.წ. 14 აგვისტოს კოლეჯ „იბერიის“ საკონფერენციო დარბაზში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ გაიმართა პროექტ: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა IV-V-VI ციკლის ბენეფიციარებისათვის.
შეხვედრის დღის წესრიგი: „მატერიალური მხარდაჭერის“ პროგრამა და მონაწილეობის კრიტერიუმები.
პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL და მისი, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.
შეხვედრას ესწრებოდა 26 ბენეფიციარი, განაცხადი ამ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ შემოიტანა 21 ბენეფიციარმა, რომლებიც ჩაერთვებიან მატერიალური დახმარების პროგრამაში და გაივლიან შესაბამის ტრენინგს და კონსულტაციას.
დროებით გამოვემშვიდობეთ ჩვენი მენტორების ნაწილს, ერთმანეთს ისევ მალე და მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად შევხვდებით, ყველას დიდი მადლობა.
„მეწარმე ქალთა ფონდი“
2019 წლის 10 და 11 ივლისს „მეწარმე ქალთა ფონდში“, გაიმართა განხილვა მრავალშვილიანი ოჯახების მიერ შემოტანილი საპროექტო ბიზნეს- განაცხადებისა შეფასების კომიტეტის მიერ, კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა ქულათა მაქიმალური რაოდენობით მხარდაჭერილი ბიზნეს იდეები. (პროექტი: „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“- ხორციელდება „ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით“ )
კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიოდა სს „თიბისი ბანკის“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური დირექტორის მოადგილე მარიამ კალანდაძე, ქუთაისის ფილიალის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაალ გორგიძე, „მომავლის განვითარების სახლის“ ხელმძღვანელი ეკატერინე კიკატუნიძე, „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარე მერი გელაშვილი, პროექტის ასისტენტები ანჟელა ჩიხლაძე და ნატრული ნაჭყებია .
პროექტში მონაწილე მრავალშვილიან ოჯახებს კომისიის მუშაობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
კომისიის სხდომის სამუშაო პროცესს ესწრებოდა, „ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახური“ წარმომადგენელი- ეკატერინე არველაძე.
„ნაბი – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (მეორე ეტაპი)
სამოქალაქო ფორუმი: „მენტორული პროგრამის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში“.
2019 წლის 28-29 ივნისს აჭარაში, ციხისძირში სასტუმრო “Castello Mare”-ში ჩატარდა დიდი ღონისძიება, რომელიც მოიცავდა: სატრენინგო სესიას, მუშაობას ჯგუფებში თემაზე: „მენტორობის, როგორც სერვისის დანერგვის შესაძლებლობები“ და მენტორთა ქსელის ჩამოყალიბება.
კონფერენციას ესწრებოდა სულ 46 ადამიანი, მათ შორის სამეგრელოს, იმერეთის, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მენტორები.
ორდღიანი მუშაობა შესრულდა რეკომენდაციების შემუშავებით და მენტორთა ქსელის შექმნით, სადაც შევიდნენ მენტორი – მოხალისეები სამი რეგიონიდან: იმერეთი, სამეგრელო და შიდა ქართლი.
„მეწარმე ქალთა ფონდი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას პროექტის ფარგლებში: „ქუთაისში მცხროვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“.
ქ. ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის ინიციატივითა და ფონდის ორგანიზებით, 26.06.19 წ. მრავალშვილიანი ოჯახების – 19 წარმომადგენელს შეხვდა ქ. ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი იოსებ(გია) ჩიჯავაძე.
შეხვედრაზე ნინო თვალთვაძემ ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. აღნიშნა, რომ პროეტის წარმატებისა და შედეგიანობის შემთხვევაში მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობისათვის ქალაქ ქუთაისის მერია კვლავ დაუჭერს მხარს მსგავსი პროექტების განხორციელებას.
მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პროექტის განმახორციელებელ გუნდს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო შეხვედრები, სასწავლო პროფესიული კურსები და მხარდაჭერითი პროექტები, რომელიც მათი შესაძლებლობების გაზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა მათ პროფესიულ სასწავლებელ “იბერიაში” გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შესთავაზა.
მეწარმე ქალთა ფონდი
2019 წლის 4 ივნისს პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ,“( დაფინანსებული ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ ) მეწარმე ქალთა ფონდისა და საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიის “ მიერ მეხუთე ციკლის კურსდამთავრებულებს გადაეცა სერტიფიკატები.
29 ბენეფიციარმა გაიარა ორთვიანი სწავლების კურსი კოლეჯ „იბერიაში“ კომპიუტერული გრაფიკოსის, „მართვის მოწმობის“, მზარეულის, ავტომობილის სავალი ნაწილების ტექნიკოსისა და სტილისტის სპეციალობაზე, ასევე მიიღეს სერვისები მეწარმე ქალთა ფონდის პროქტის შემსრულებლების მიერ სოციალურ, ფსიქოლოგიურ , იურიდიულ და სასიცოცხლო უნარების საკითხებში.
სერთიფიკატი გადაეცა 29 ბენეფიციარს, აქედან შეფასების უმაღლესი ქულების მიხედვით 9 ბენეფიციარი გაივლის სტაჟირების 3 თვიან კურსს.
„მეწარმე ქალთა ფონდი“ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით ახორციელებს პროექტს: „ ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“, რომლის ფარგლებშიც 2019 წლის 17 მაისს პირველი საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო ანკეტირების შედეგად შერჩეულ 25 მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელთან, პროექტის შემსრულებელმა გუნდმა მათ გააცნო ინფორმაცია პროექტით დადეგმილი შემდეგი ნაბიჯებისა და ტრენინგის თემატიკის შესახებ, რის შემდეგადაც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
04 აპრილს მეწარმე ქალთა ფონდმა ჩაატარა ფორუმი თემაზე „კანონთან კონფლიქტში მყოფი პირთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა (ქ. ქუთაისი, სას. „მეფე დავითი“).ფორუმი იყო წარმოდგენილი საზოგადოების სხვადასხვა სპექტრით: პარტნიორი ორგანიზაციის იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, პრობაციის ეროვნული ცენტრის, განათლების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, კოლეჯების დასავლეთ საქართველოდან, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და პროექტის ბენეფიციარების წარმომადგენლებით.
პროექტის ადგილობრივმა მენეჯერმა ქ-მა ნანა გოგოხიამ ფორუმზე გააკეთა მოკლე პრეზენტაცია პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ და კომუნიკაციის მოდელის პრეზენტაცია.
პანელში თემაზე „კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის არსებული პროფესიული მომზადება-გადამზადების შესაძლებლობები“ მიიღეს მონაწილეობა ბ-მა ზ. ჭილაიამ (პრობეციის ეროვნული სააგენტო), ქ-მა მ. კურდღელიამ (საქართველოს განათლების სამინისტრო) და „აფხაზინტერკონტის“ ხელმძღვანელმა ბ-მა ა. ელბაქიძემ.
აქტიური მონაწილეობა ფორუმში მიიღეს აგრეთვე ბიზნესის წარმომადგენლებმა (შპს ავტოსერვისი „რაში“) ბ-მა ზ. სვანიძემ და პროექტის ბენეფიციარებმა, რომლებიც დღეს არიან (პროექტის ხელშეწყობით) თავიანთი ბიზნესის მფლობელები (ბ-ნი მ. მატარაძე და ბ-ნი ო. ბურლაკოვი).
შეხვედრის შეჯამება გააკეთა მეწარმე ქალთა ფონდის ხელმძღვანელმა ქ-მა მერი გელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შედეგები, რაც დღეს გვაქვს არის ნაყოფი ერთობლივი თანამშრომლობის სახელმწიფო სტრუქტურების, კოლეჯის „იბერია“ (ქ-ნი ა. ცუცქირიძე) და ბიზნესის წარმომადგენლების. მან მადლობა პერსონალურად გადაუხადა ყველა იმ ბიზნესის წარმომადგენელს, ვინც მეწარმე ქალთა ფონდს დაეხმარა ბენეფიციარების კვალიფიკაციის ამაღლებაში სრულიად უანგაროდ.
თარიღი:04.04.2019
მეწარმე ქალთა ფონდი
2019 წლის 29 მარტს ქ. თბილისში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის
საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველოს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენცია თემაზე: „ახლოს ხალხთან-უფრო ძლიერი სამოქალაქო
საზოგადოება“.
განხილულ იქნა ხუთი პლატფორმა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მეწარმე ქალთა ფონდმა.
თარიღი:29.03.2019
„ბორჯომი კროუნ პლაზა“. ბორჯომი
„რეგიონალური კონფერენცია: „ ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ (WPS) დღის წესრიგის მონიტორინგი: ადგილობრივი, რეგიონალური და გლობალური სტრატეგიები გაეროს რეზოლუცია 1325-ის განხორციელების გასაუმჯობესებლად სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ .
კონფერენციის ინიციატორები: მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელი (GNWP) (ქ-ნი მავიკ კაბსურა ბალეზი) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (ქ-ნი იულია ხარაშვილი).
კონფერენცია იყო წარმომადგენლობითი, მის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ სტუმრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან
საქართველო იყო წარმოდგენილი: ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებით.
მეწარმე ქალთა ფონდი /Fund of women –Entrepreneurs
2019 წლის 11 მარტს ქ. ზუგდიდის საინტეგრაციო ცენტრში პროექტ 675 “ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში ჩატარდა პარტნიორთა გაერთიანებული შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეები იყვნენ: იგპ ასოციაცია“ თანხმობა და მისი ფილიალები(ზუგდიდი და გორი), შ. მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს მარტსა და აპრილში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ეხებოდა საკომუნიკაციო მოდელების პრეზენტაციას, მენტორების ღონისძიებებს და პროექტის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
თარიღი:11.03.2019
მეწარმე ქალთა ფონდი
2019 წლის 27 თებერვალს საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ მოეწყო „ღია კარის დღე“ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მქფ-ს თანამშრომლები, კოლეჯ „იბერიის“ პედაგოგები“, პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები, პროექტის მენტორი, 16 ბენეფიციარი.
შეხვედრაზე ბენეფიციარებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ , ასევე მქფ-ს საინტეგრაციო ცენტრისა და მათ მიერ კოლეჯ „ იბერიაში“ არჩეული პროფესიების სწავლების შესახებ.
თარიღი:27.02.2019
მეწარმე ქალთა ფონდი
2019 წლის 23 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტ 675-ის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაცია „ HILFSWERK AUSTRIA“-ს რეგიონალურ მენეჯერს, ასოციაცია „თანხმობა“ -პროექტის ადგილობრივ მენეჯერსა და იმერეთის რეგიონში პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაცია მქფ-ის თანამშრომელთა შორის.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მეოთხე ციკლის შედეგები და მეხუთე ციკლის ამოცანები, სტაჟირებისა და სამენტორე პროგრამების მიმდინარეობა.
თარიღი:23.02.2019
მეგობრების შეხვედრა
მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში 16 იანვარს შედგა შეხვედრა პროფესიონალთან – გუნდი დიკი, რომელიც თითქმის ორი წლის მანძილზე ახორციელებდა კონსულტაციებს ფანდრაიზინგის საკითხებზე მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლებთან. პროფესიონალი იყო მოვლინებული პარტნიორი დონორი ორგანიზაციის BROT – ის მიერ
თარიღი:16.01.2019
მეწარმე ქალთა ფონდი
2019 წლის 23 იანვარს პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ,“ ფარგლებში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ მეოთხე ციკლის კურსდამთავრებულებს გადაეცა სერტიფიკატები.
30-მა ბენეფიციარმა გაიარა ორთვიანი სწავლების კურსი კოლეჯ „იბერიაში“ კომპიუტერული გრაფიკოსის, ავტომობილის ზეინკლის, სანტექნიკოსის, ფილაამწყობის და მზარეულის სპეციალობაზე, ასევე მიიღეს სერვისები მეწარმე ქალთა ფონდის პროქტის შემსრულებლების მიერ სოციალურ, ფსიქოლოგიურ , იურიდიულ და სასიცოცხლო უნარების საკითხებში.
გადაეცა სერთიფიკატი 23 ბენეფიციარს, აქედან შეფასების უმაღლესი ქულების მიხედვით 7 ბენეფიციარი გაივლის სტაჟირების 3 თვიან კურსს.
თარიღი:23.01.2019
„ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ქალის როლი მის ტრანსფორმაციაში“.
„მეწარმე ქალთა ფონდის“ ოფისში გაიმართა შეხვედრა 21.12. 2018 წელს, თემაზე: „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ქალის როლი მის ტრანსფორმაციაში“. დამსწრე აუდიტორიას წარმოადგენდა: იძულებით გადაადგილებული პირები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედდები, მრავალშვილიანი დედები, დიასახლისები, ახალგაზრდები. თემისადმი სენსიტიურობისა და ინტერესიდან გამომდინარე დამსწრე საზოგადოებიდან წარმოიშვა რეკომენდაციები, ქალთა როლის გაზრდის კონფლიქტის დარეგულირებისა და ტრანსფორმაციის ხელშეწყობისათვის.
თარიღი:21.12.2018
2018 წლის 10 დეკემბერს ,“მეწარმე ქალთა ფონდი“ს ოფისში შეხვედრა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.
თარიღი:10.12.2018
მეწარმე ქალთა ფონდი
2018 წლის 8 დეკემბერს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ ქ.თბილისში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია სადაც მონაწილეობა მიიღო სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლემ გ. აბრამიშვილმა, რომელიც ასევე სწავლებას გადის ქ. ქუთაისში „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ პროექტის ფარგლებში. ამ პროექტს იმერეთის რეგიონში ახორციელებს ა/ო „მეწარმე ქალთა ფონდი“.
გ. აბრამიშვილმა კონფერენციაზე თავის გამოსვლაში აღნიშნა:
“პროექტში მონაწილეობამ შემძინა სტიმული წინსვლისაკენ და სწავლის გაგრძელებისა“
პროექტის ფარგლებში გ. აბრამიშვილი მეწარმე ქალთა ფონდის საინტეგრაციო ცენტრში ღებულობს ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, იურისტის მომსახურებას და გადის „სასიცოცხლო უნარების“ ტრენინგს, ასევე ეუფლება ავტომობილის ზეინკლის სპეციალობას პროფესიულ კოლეჯ “იბერიაში“.
მეწარმე ქალთა ფონდი უსურვებს წარმატებებს გ. აბრამიშვილს შემდგომ საქმიანობაში.
თარიღი:8.12.2018
„ მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი: „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-სა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“- ქვეგრანტი: “საზოგადოების ინფორმირება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე“- შეხვედრები გაიმართა ქუთაისსა და ფოთში. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.
მეწარმე ქალთა ფონდი
2018 წლის 7 ნოემბერს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა შეხვედრა პროექტ 675-ის სამხრეთ კავკასიაში რეგიონალურ მენეჯერს პეტრა სტეინკოგლერსა და პროექტის შემსრულებელ იმერეთის რეგიონის თანამშრომლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ადგილობრივი მენეჯერი ნანა გოგოხია, მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე, პროექტის კოორდინატორი იმერეთის რეგიონში- მერი გელაშვილი, პროექტის თანამშრომლები იმერეთის რეგიონში, სულ 11 ადამიანი.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მეწარმე ქალთა ფონდისა და კოლეჯ“იბერიის“ მზადყოფნის საკითხების განხილვა პროექტით გათვალისწინებული მე-4 სასწავლო ციკლის დაწყებასთან დაკავშირებით.
ვინაიდან მეოთხე სასწავლო ციკლი ფინანსდება პროექტის მიერ, განხილულიქნა ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს პროექტის ამ ეტაპის შესრულებას.
თარიღი:07.11.2018
მეწარმე ქალთა ფონდი
პროექტი „ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“(მესამე ეტაპი)
IV ციკლი
2018 წლის 31 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ მოეწყო „ღია კარის დღე“, სადაც ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში მეოთხე ციკლის პრობაციონერებთან, ყოფილ მსჯავრდებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები, კოლეჯ „იბერიის“ ხელმძღვანელი და კოლეჯის პედაგოგები, იმერეთის რეგიონის პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგი ავთანდილ არბოლიშვილი, იმერეთის პრობაციის ბიუროს სოც. მუშაკი თინათინ ჭელიშვილი, 14 პრობაციონერი იმერეთის რეგიონიდან,1 წარმატებული ბენეფიციარი მესამე ციკლიდან, პროექტის მენტორი ნანა იდაძე.
შეხვედრაზე ბენეფიციარებმა მიიღეს პროექტის სოც. მუშაკის მაია ქამუშაძის ინფორმაცია პროექტის შესახებ, მეწარმე ქალთა ფონდის საინტეგრაციო ცენტრში მიმდინარე სწავლების განხორციელების შესახებ, ასევე კოლეჯ “იბერიის“ პედაგოგების მიერ გაკეთდა პრეზენტაცია არჩეული პროფესიების შესახებ, მოეწყო სპეციალობების მიხედვით სასწავლო კაბინეტების დათვალიერება, ბენეფიციარები ერთხელ კიდევ გაერკვნენ პროფესიულ არჩევანში, რის შედეგადაც მოხდა ჯგუფების საბოლოო დაკომპლექტება.
მეოთხე ციკლის ბენეფიციარებისათვის სწავლა დაიწყება 5 ოქტომბრიდან.
თარიღი:31.10.2018
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, “მეწარმე ქალთა ფონდის სასწავლო სარეაბილიტაციო ცენტრის“ პროექტის ფარგლებში, ვორქშოპი გაიმართა ,რომელსაც „მეწარმე ქალთა ფონდი“ს ტრენერ – ორგანიზატორი ანჟელა ჩიხლაძე და სოციალური მოსახურების საგენტოს, იმერეთის სამხარეო ცენტრის უწყვეტი პროფესიული ორიენტირებისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი ხათუნა ობოლაძე უძღვებოდა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესული სწავლების,დასაქმების და მისი ხელშემწყობი სერვისების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. კერძოდ საუბარი იყო: დასაქმების, უწყვეტი პროფესიული ორიენტირებისა და კარიერის დაგეგმის, მხარდაჭერითი დასაქმების, სუბსიდირების, სტაჟირების, მოკლევადიანი გადამზადების პროფესიული კურსების შესახებ. დაინტერესებულმა პირებმა ადგილზე გაიარეს რეგისტრაცია როგორც პროფესიულ სწავლებაზე, ასევე დასაქმების პორტალ worknet.gov.ge.
თარიღი:18.10.2018
2018 წლის 25 ოქტომბერს, ქ.ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი: „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-სა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“- ქვეგრანტი: “საზოგადოების ინფორმირება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე“- „ მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქალაქ ფოთში მცხოვრები ორგანიზაციის ბენეფიციარები, მეწარმეები, არასამთავრობო და სამთავრობო, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნე. შეხვედრაზე საუბარი იყო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე. ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე 20-მა ადამიანმა მიიღო.
თარიღი:25.10.2018
საზოგადოების ინფორმირება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე
რეგრანტინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-სა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ფარგლებში, 2018 წლის 18 ოქტომბერს „მეწარმე ქალთა ფონდის“ პროექტის: „საზოგადოების ინფორმირებულობა თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე“ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 32 ადამიანი ესწრებოდა: ოგანიზაციის ბენეფიციარები და სხვადასხვა საზოგადოების სფეროს წარმომადგენლები. შეხვედრები აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით კვლავ გაგრძელდება.
თარიღი:18.10.2018
მეწარმე ქალთა ფონდი
2018 წლის 05 ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდის საინტეგრაციო ცენტრში გაიმართა ფორუმ-თეატრი, სადაც წარმოდგენილ იქნა მინი სპექტაკლი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა გადალახვა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევთ.
ფორუმ-თეატრი ჩატარდა პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში (დაფინანსებული EU და ავსტრიის განვითარების ფონდის მიერ), პროექტი არის პარტნიორული და მისი წამყვანი ორგანიზაციაა Hilfswerk Austria INTERNATIONAL, პარტნიორებია ასოციაცია „თანხმობა“ და მეწარმე ქალთა ფონდი, ხოლო განახორციელეს ასოციაცია „თანხმობის“ მოხალისეებმა.
ღონისძიების მიზანი იყო ნასამართლევი პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული დისკრიმინაციული შეხედულებების შემცირება და არსებული სტიგმის დაძლევა.
ღონისძიება გამოირჩეოდა დამსწრე საზოგადოების მაღალი აქტივობით, გამომდინარე ფორუმ – თეატრის კონცეფციიდან.
ამასთან ერთად არა-ერთხელ აღინიშნა მოხალისე მსახიობთა მაღალი კვალიფიკაცია.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საზოგადოების სხვდადასხვა ფენების წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები, სულ დამსწრეთა რიცხვმა შეადგინა 62 ადამიანი.
თარიღი:05.10.2018
მეწარმე ქალთა ფონდი
2018 წლის 26 სექტემბერს მეწარმე ქალთა ფონდის მიერ, საინტეგრაციო ცენტრში ჩატარდა პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (EU და ავსტრიის განვითარების სააგენტო) ფარგლებში პირველი ეტაპის შესრულების შეჯამება – პრეზენტაცია.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულების „მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის“ გამარჯვებულებს (8 პროექტი) გადაეცათ მატერიალური რესურსები წარდგენილი პროექტების შესაბამისად, რომელიც იყო გამოფენილი საინტეგრაციო ცენტრის ეზოში.
პროექტი არის პარტნიორული, ის ხორციელდება Hilfswerk Internanational-ის ხელმძღვანელობით, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და მეწარმე ქალთა ფონდის პარტნიორული თანამშრომლობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პრობაციის ეროვნული სააგენტო, პრობაციის იმერეთის ეროვნული ბიურო, დანაშაულის პრევენციის ცენტრი, სამთავრობო ორგანიზაციები (ადგილობრივი და აფხაზეთის), წარმომადგენლები ბიზნესის სფეროდან, არასამთავრობო სექტორი (საერთაშორისო და ადგილობრივი), დასაქმებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ორგანიზაციები, „სახალხო დამცველის აპარატი“, „სოციალური მომსახურების სააგენტო“, პროფესიული სასწავლებელი „იბერიის“ წარმომადგენლობა, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის წარმომადგენლები, სულ75 ადამიანი.
თარიღი:26.09.2018
კონფერენცია „სოლიდარობა და დამოუკიდებლობა“
2018 წლის 15 სექტემბერს თბილისში „კავკასიის სახლში“ შედგა საიუბილეო კონფერენცია „სოლიდარობა და დამოუკიდებლობა“ პარტნიორების: პოლონეთიდან Global Silidarity Association და Volunteer center-სა და საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ურთიერთანამშრომლობის 10 წლისთავთან დაკავშირებით.
კონფერენციაზე მოხდა შედეგების შეჯამება და გამოცდილების გაზიარება.
ანგარიში წარადგინეს ბა-მა მეჩისლავ პუზევიჩი და იაცეკ ვნუკიმ პოლონეთიდან და ქ-ნმა იულია ხარაშვილმა საქართველოდან. აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ პროექტის მომხმარებლები გორიდან და შავშვეთიდან.
მეწარმე ქალთა ფონდი იყო მიწვეული ამ კონფერენციაზე როგორც „თანხმობის“ პარტნიორი ორგანიზაცია და ქსელის „ახლა ჩვენი დროა“-ს წევრი, რომელიც დაფუძვნებულია საქართველოში პოლონელი პარტნიორების მიერ და დღესაც წარმატებულად ახორციელებს მოხალისეობრივ საქმიანობას საზოგადოებისათვის.
თარიღი:15.09.2018
მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულები
2018 წლის 4 სექტემბერს, მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“ (675) პროექტის ფარგლებში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული პროექტების გამოცხადება.
სულ არჩეულია 8 პროექტი 14 წარმოდგენილიდან, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი ქულა და მათ ავტორებს გადაეცემათ შესაბამისი მატერიალური დახმარება წარმოდგენილი ბიზნეს – გეგმის განსახორციელებლად. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია Hilfswerk Austria INTERNATIONAL, მატერიალურად მხარდაჭერილია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს.
თარიღი:21.08.2018
მეწარმე ქალთა ფონდი
2018 წლის 21-22 აგვისტოს ქ. ქუთაისში ჩატარდა პროექტ 675-ის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“, მატერიალური დახმარების პროგრამაში შემოტანილი განაცხადების განხილვა -შეფასება. კანონთან კონფლიქტში მყოფი ბენეფიციარების მიერ შემოტანილ იქნა 14 განაცხადი. გამოვლინდა 8 გამარჯვებული.
პროექტის ხელმძღვანელია Hilfswerk Austria International, ხოლო ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
თარიღი:21.08.2018
პროექტ 675-ის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ სამუშაო შეხვედრა მეწარმე ქალთა ფონდში
2018 წლის 3 ივლისს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა შეხვედრა პროექტ 675-ის ფარგლებში ნიკოლ ბაუერსა (HWI -ის კავკასიის რეგოინში პროექტის მენეჯერის და მერი გელაშვილს (მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე -პროექტის კორდინატორი იმერეთის რეგიონში) შორის . ასევე შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ა/ო“ თანხმობის“ თანამშრომელი – პროექტის ადგილობრივი მენეჯერი ნანა გოგოხია და პროექტის შემსრულებლები. სულ 8 ადამიანი.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტ 675-ის სამუშაოების შესრულების მიმდინარეობა, მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის ეტაპები, ბენეფიციარების სწავლების შედეგები, სტაჟირებისა და მენტორობის საკითხები, ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები.
ნიკოლ ბაუერმა დაათვალიერა საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიის“ სასწავლო კაბინეტები , სადაც მიმდინარეობს ბენეფიციარების სწავლება, დაესწრო სტილისტების ჯგუფის მეცადინეობას.
თარიღი: 03.07.2018
HWI- ს კავკასიის რეგიონში პროექტის მენეჯერის შეხვედრა იმერეთის პრობაციის ბიუროში
2018 წლის 3 ივლისს გაიმართა შეხვედრა HWI –ს კავკასიის რეგიონში პროექტის მენეჯერის, იმერეთის პრობაციის ბიუროსა და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: პროექტ 675-ის რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში – ნიკოლ ბაუერი, იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსი -ვალერიან ვაჭარაძე, მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე -პროექტის კორდინატორი იმერეთის რეგიონში მერი გელაშვილი , ა/ო“ თანხმობის თანამშრომელი – პროექტის ადგილობრივი მენეჯერი ნანა გოგოხია, წარმომადგენლები დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან და პროექტის შემსრულებლები მეწარმე ქალთა ფონდიდან, სულ შეხვედრას ესწრებოდა 12 ადამიანი.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტ 675-ის I-II-III ციკლის ბენეფიციართა სწავლებისა და დასაქმების შედეგები, მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის ეტაპები, სამომავლო გეგმები.
თარიღი: 03.07.2018
სამუშაო შეხვედრა იმერეთის რეგიონის დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებთან
2018 წლის 26 ივნისს გაიმართა შეხვედრა მეწარმე ქალთა ფონდსა და იმერეთის რეგიონის დანაშაულის პრევენციის ცენტრს შორის . შეხვედრას ესწრებოდა დანაშაულისა და პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები -ლელა ჯაფარიძე ,თამარ ჯოჯუა , ასევე პროექტ 675-ის(ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ) სოციალური მუშაკი მაია ქამუშაძე და პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტ 675-ის მესამე ციკლის ბენეფიციართა სამთვიანი სასწავლო კურსის შედეგები, პროექტით გათვალისწინებული მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის ეტაპები .
თარიღი: 28.06.2018
„მეწარმე ქალთა ფონდი“ 2018 წლის 28ივნისს ჩეხეთის უნივერსიტეტის – განვითარებისა და გარემოს კვლევევის დეპარტამენტის 15 სტუდენტსა და 3 პედაგოგს მასპინძლობდა. სტუმრები დაინტერესებული იყვენ ენჯეო სექტორის მუშაობის სპეციფიკით, ქვეყანაში არსებული გენდერული პოლიტიკით ,დევნილთა სამართლებრივი მდომარეობით, ქალთა უფლებებითა და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
თარიღი: 28.06.2018
პროფორიეტაციის განსაღვრა – „მეწარმე ქალთა ფონდის სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრის“ ფარგლებში
2018.27.06 -ში ქ. ქუთაისში, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“, მეწარმე ქალთა ფონდის – სასწავლო სარეაბილიტაციო ცენტრის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Brot-ის ფინანსური მხარდაჭერით , ჩატარდა პროფორიენტაციის კურსებთან დაკავშირებით ვორქშოპი . გაკეთდა მოკლე ინფორმაცია საზოგადოებრივ კოლეჯ” იბერიაში” არსებულ პროფესიებზე, მსმენელებს განემარტათ სასწავლებელში ჩარიცხვის პროცედურები, ასევე პრაქტიკულად დაათვალიერეს სპეციალობის შემსწავლელი კაბინეტები და თავად გაესაუბრნენ პედაგოგებს . ვორქშოპის მონაწილეებმა დასაწყისში სტიკერებზე გამოკვეთეს მათვის სასურველი პროფესიები, მაგრამ თემატური საკითხების განხილვის შემდეგ მათ შეცვალეს პროფესიული არჩევანი და რეალური გადაწყვეტილები მიიღეს, რათა მეორადი პროფესია აითვისონ მიზნობრივად, რომ მომავალში შეძლონ სოციალურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობა.
თარიღი: 27.06.2018
პროექტი „ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (# 675), რომელსაც იმერეთის რეგიონში ახორციელებს მეწარმე ქალთა ფონდი, მესამე ციკლის ბენეფიციარებმა სწავლის პროცესი დაასრულეს და მიიღეს შეფასება
2018 წლის 22 ივნისს პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (№675) ფარგლებში საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ შედგა მესამე ციკლის კურსდამთავრებულთა სწავლების შეფასება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯ „იბერიის“ სპეციალობის შემსწავლელი კურსის პედაგოგებმა, მეწარმე ქალთა ფონდის სოც. მუშაკმა, ფსიქოლოგმა, სასიცოცხლო უნარების ტრენერმა და იურისტმა.
პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა მოახდინა თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური შეფასება, განსაზღვრეს სასწავლო პროცესის ეფექტიანობა და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები მის სრულყოფაზე;
მესამე ციკლის სამთვიანი კურსი დაასრულა 19-მა ბენეფიციარმა, მათ სწავლება გაიარეს ელექტროობის, მზარეულის, ავტომობილის ელექტრიკოსის და კომპიუტერული გრაფიკოსის სპეციალობებში. სტილისტების ექვსკაციანი ჯგუფი კი სწავლას დაასრულებს ა.წ. 5 ივლისს.
თარიღი: 22.06.2018
მეწარმე ქალთა ფონდის საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის პრობაციის ბიუროში
2018 წლის 19 ივნისს პროექტის: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (№675) ფარგლებში შედგა შეხვედრა პროექტის შემსრულებელ- „მეწარმე ქალთა ფონდსა“ და იმერეთის პრობაციის ბიუროს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ: პრობაციის ბიუროდან უფროსი ვალერიან მაჭარაძე, ბიუროს სოც. მუშაკები თამარ ჭუმბურიძე და თინათინ ჭელიშვილი. „მეწარმე ქალთა ფონდიდან“ პროექტის კოორდინატორი მერი გელაშვილი, პროექტის სოც. მუშაკი მაია ქამუშაძე და პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია.
შეხვედრაზე განხილულ იქნა: პროექტის განვლილი სამი ციკლის შედეგები და „მატერიალური დახმარების პროგრამის“ გამოწვევები. პროექტის ფარგლებში მხარეებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
თარიღი: 19.06.2018
2018 წლის 27 მაისს, მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში შედგა შეხვედრა ავსტრიის პროფ. კავშირების წარმომადგენლებთან. ფონდის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ფონდის შესახებ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და შესაძლო თანამშრომლობაზე.
თარიღი: 27.05.2018
2018 წლის 18 მაისს ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტში შედგა საინფორმაციო შეხვედრა პროექტ 675 -ის ( „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“) შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა მერის წარმომადგენელი ვაკისუბნის მუნიციპალიტეტში გიორგი მამასახლისი და გამგეობის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მეწარმე ქალთა ფონდის მიერ (პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია, მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომელი ანჟელა ჩიხლაძე) და ვაკისუბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარება ამ პროექტში ბენეფიციარების ჩართვასთან დაკავშირებით.
ვაკისუბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.
თარიღი: 18.05.2018
პროექტი „ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“(მეორე ეტაპი)
2018 წლის 16 მაისს თვითმმართველი ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა საინფორმაციო შეხვედრა პროექტ 675 -ის ( „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“) შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს 22 წარმომადგენელი.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ( პროექტის კოორდინატორი მერი გელაშვილი, პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია) და ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარება ამ პროექტში ბენეფიციარების ჩართვასთან დაკავშირებით.
ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.
თარიღი: 16.05.2018
2018 წლის 28 მარტს მოეწყო მეწარმე ქალთა ფონდის საინტეგრაციო ცენტრში პროექტ 675-ის თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე განიხილეს მესამე ციკლის ბენეფიციართა ჯგუფების დაკომპლექტების და შევსების საკითხები, სტაჟიორების მონიტორინგის გეგმის შემუშავება, მენტორებთან შეხვედრების დანიშვნა.
მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა თანამშრომლებს დაავალა შედგეს შესაბამისი გეგმები შესრულების პერიოდის გათვალისწინებით.
თარიღი: 28.03.2018
2018 წლის 22 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ მოეწყო „ღია კარის დღე“, სადაც ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“ (პროექტი # 675) ფარგლებში მესამე ციკლის პრობაციონერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები, კოლეჯ „იბერიის“ ხელმძღვანელი და კოლეჯის პედაგოგები, იმერეთის რეგიონის პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგი ავთანდილ არბოლიშვილი, პრობაციის ბიუროს ოფიცერი ინგა ჩაკვეტაძე, 15 პრობაციონერი იმერეთის რეგიონიდან.
შეხვედრაზე ბენეფიციარებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ და გაეცვნენ სწავლების გრაფიკს.
თარიღი: 22.03.2018
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭო
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №55 ბრძანების საფუძველზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრად შერჩეულ იქნა „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარე მერი გელაშვილი.
2018 წლის 2 მარტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. ბიუჯეტირება, განათლება, კვლევა და მონიტორინგი ეს ის საკითხებია, რომლებზეც საბჭოს წევრები შეთანხმდნენ პირველ სამუშაო შეხვედრაზე. აღნიშნულ მიმართულებებზე ეფექტიანი მუშაობის მიზნით თემატური ჯგუფები შეიქმნა.
თარიღი: 03.02.2018
შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის მერთან
2018 წლის 01 მარტს შედგა შეხვედრა მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლების (მაია ქამუშაზე და ნატრული ნაჭყებია) ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ბ-ნ ლადო ჯურხაძესთან.
შეხვედრის თემა: ინფორმაციის მიწოდება პროექტ 675 „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში.
ინფორმაცია მოიცავდა პროექტში მონაწილეთათვის შემოთავაზებული სერვისების ჩამონათვალს და პროფესიების შესწავლას, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ მუშაკის, მენტორისა და სასიცოცხლო უნარების, ანაზღაურებად სტაჟირებას, საგრანტო პროცესში მონაწილეობის მიღებას და სწავლებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურებას, სატრანსპორტო და კვების უზრუნველყოფას.
ბ-მა ლ. ჯურხაძემ გამოთქვა დაინტერესება ამ პროექტით და სურვილი უახლოეს პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და მეწარმე ქალთა ფონდის გაერთიანებული შეხვედრების.
თარიღი: 03.01.2018
შეხვედრა თბილისში „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ პროექტის ფარგლებში.
2018 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისში ჩატარდა სტრატეგიული დაგეგმარების სემინარი თემაზე „Hilfswerk International-ი სამხრეთ კავკასიაში აქცენტით საქართველოზე“.
სემინარი მიყავდა სამხრეთ კავკასიის და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონალური მენეჯერს-ნიკოლ მარია ბაუერნს.
სემინარის მონაწილეები იყვნენ:
- იგპ ქალთა ასოციაცია „ თანხმობა“ – იულია ხარაშვილი, ნანა გოგოხია, ხვთისო ლობჟანიძე.
- სოციალურ მუშაკთა ასოციაცია – ნინო შატბერაშვილი, ქეთევან გიგინეიშვილი, სოფო ბაჩილავა
- მეწარმე ქალთა ფონდი – მერი გელაშვილი, ნატრული ნაჭყებია.
სემინარზე განხილულიქნა: სტატეგიული ანალიზი და დაგეგმარება, ორგანიზაციული ანალიზი, სტუქტურები, გარემოს ანალიზი , დონორები და სხვა დამფინანსებელი ორგანიზაციები , ზოგადი მიმართულებები და მოვლენები, სამომავლო ნაბიჯები სტრატეგიის დაგეგმარებასა და განხორციელებაში.
თარიღი: 02.27.2018
საინფორმაციო შეხვედრა პრობაციონერებთან ხონში
2018 წლის 26 თებერვალს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდის“ თხოვნით იმერეთის პრობაციის ბიურომ ხონში პროექტის პოტენციურ ბენეფიციარებთან ერთობლივი შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლები: ფსიქოლოგი ავთანდილ არბოლიშვილი, იმერეთის პრობაციის ბიუროს ოფიცერი მაია ჩხენკელი (ხონი), „მეწარმე ქალთა ფონდის“ სოც მუშაკი მაია ქამუშაძე და პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია.
შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის და მოიცავდა ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის მიწოდებას პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და იმ სერვისებზე, რომელსაც პროექტი ითვალისწინებს.
იმერეთის პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგმა ავთანდილ არბოლიშვილმა ბენეფიციარებს გააცნო , თუ ვის უნდა მიმართონ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა და როგორია რეგისტრაციის წესები.
ბენეფიციარებმა მოიწონეს შეხვედრის ასეთი ფორმატი პროექტის პირობების უკეთ გაცნობის მიზნით, გამოთქვეს სურვილი პროექტში ჩართვისა, და აღნიშნეს, რომ პროექტში ჩართვის შემთხვევაში შეატყობინებენ იმერეთის პრობაციის ბიუროს (ხონი) ოფიცერს მაია ჩხენკელს.
თარიღი: 02.26.2018
პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“ შემსრულებელთა სამუშაო შეხვედრა.
2018 წლის 23 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის „საინფორმაციო ცენტრში“ შედგა პროექტის სამუშაო შეხვედრა, იმერეთის რეგიონში პროექტის შემსრულებელთა სრული შემადგენლობით ქ-ნ ნიკოლ ბაუერთან (პროექტის რეგიონალური მენეჯერი, Hilfswerk Austria International) და ნანა გოგოხიასთან (პროექტის საერთო კოორდინატორი; აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“).
შეხვედრაზე განხილულ იქნა: მიღწეული შედეგები და გამოწვევები პროექტის განხორციელების პერიოდში. დასახულ იქნა სამომავლო გეგმები, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას ეფექტურად და ხარისხიანად.
თარიღი: 02.23.2018
ხონის თვითმმართველობის ხელმძღვანელები და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები პროექტის – „ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ პირობებს გაეცნენ
ხონის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ა(ა)ი პ „მეწარმე ქალთა“ ფონდის პროექტზე „ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ინიციატივა, რომელიც ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, როგორიც არიან პროექტის ბენეფიციარები.
მათ გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მოხდეს მუნიციპალიტეტის ჩართვა ბენეფიციარებთან კომუნიკაციის კუთხით, კერძოდ თემში მერის წარმომადგენლების დონეზე და დაგეგმეს შემდგომი ნაბიჯები პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობისთვის.c
შეხვედრა „მშვიდობის კორპუსი საქართველოში“ წარმომადგენლებთან მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში.
2018 წლის 22 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდში შედგა „მშვიდობის კორპუსის საქართველოში“ წარმომადგენლებისა და მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლების შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო „მშვიდობის კორპუსის“ მიერ ორგანიზაციის შესწავლა – შეფასება „მოხალისის“ მოვლინებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დროს განხილული იყო მთელი რიგი საკითხებისა, მათ შორის ორგანიზაციის მოლოდინებთან “მოხალისესთან“ დაკავშირებით და იმ შესაძლებლობების განხილვა, რომელსაც თავაზობს პროექტი.
თარიღი: 02.22.2018
საინფორმაციო შეხვედრა პრობაციონერებთან ზესტაფონში
2018 წლის 15 თებერვალს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდის“ თხოვნით იმერეთის პრობაციის ბიურომ ზესტაფონში პროექტის პოტენციურ ბენეფიციარებთან ერთობლივი შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლები: ფსიქოლოგი ავთანდილ არბოლიშვილი, სოც-მუშაკი გვანცა გაჩეჩილაძე (ზესტაფონი), პრობაციის ბიუროს ოფიცერი მერაბ არველაძე (ზესტაფონი), „მეწარმე ქალთა ფონდის“ სოც მუშაკი მაია ქამუშაძე და პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია.
შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის და მოიცავდა ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის მიწოდებას პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და იმ სერვისებზე, რომელსაც პროექტი ითვალისწინებს.
შეხვედრის ფორმატმა გამოიღო შედეგი, რადგანაც ინფორმირებულთა უმეტესობამ გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი.
თარიღი: 02.15.2018
2018 წლის 10 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის საინტეგრაციო ცენტრში ჩატარდა პროექტ „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ მეორე ეტაპის მენტორებისა და სამენტორე პირების გაცნობითი შეხვედრა – დაკომპლექტება.
შეხვედრას წინ უძღოდა მოსამზადებელი აქტივობები როგორც ბენეფიციარებთან, ასევე მენტორებთან. შეხვედრაზე განიხილეს მენტორებისა და სამენტორე პირების უფლება -მოვალეობები და წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ყველასათვის მისაღები იყო ურთიერთობის ის ფორმატი, რომელსაც მენტორთა კონცეფცია გვთავაზობს . შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები და მოლოდინები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
თარიღი: 02.10.2018
საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის მერიაში
2018 წლის 13 თებერვალს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ ფარგლებში“ #675 შედგა შეხვედრა ქუთაისის მერის მოადგილესთან ქ-ნ ნინო თვალთვაძესთან.
შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა პროექტის შემსრულებლებმა:
იმერეთში პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა, სოც-მუშაკი მაია ქამუშაძე, პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია, იურისტი ინგა მაღლაფერიძე, კოლეჯ იბერიის სწავლების კოორდინატორი ვარლამი მინდელი, სასიცოცხლო უნარების ტრენერი ნანული რამიშვილი, ანჟელა ჩიხლაძე მოხალისე;
შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა: ინფორმაციის მიწოდებას პროექტის შესახებ, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გამოწვევების განხილვას, ასევე ქუთაისის მერიის ჩართვის შესაძლებლობა პროექტის მხარდაჭერის მიზნით.
ქალბატონმა ნინომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს საკითხი შეიძლება განხილულ იქნას მუნიციპალიტეტების გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე, რადგანაც პროექტში 30 % -ზე მეტი ქალის ჩართვაა მოაზრებული მათი რესოციალიზაციის მიზნით.
თარიღი: 02.13.2018
პროექტი „ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“(მეორე ეტაპი)
შეხვედრა მენტორებთან
2018 წლის 30 იანვარს „მეწარმე ქალთა ფონდში“ პროექტის: ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის #675 ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის კოორდინატორი იმერეთში მერი გელაშვილი, ფსიქოლოგი თამარ კალანდაძე, პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია და მენტორები – ვლადიმერ ჟორჟოლიანი, მადლენა შავგულიძე, მანანა გვიშიანი.
შეხვედრაზე მენტორებმა პრობაციონერებთან დეკემბერი-იანვარის მუშაობის ანგარიში წარმოადგინეს და სამომავლოდ თავიანთ ბენეფიციარებთან მუშაობის გეგმა დასახეს.
ფსიქოლოგმა ისაუბრა ბენეფიციარების მხრიდან მენტორებთან მუშაობის მზარდ მოთხოვნაზე ამიტომ, მისი თქმით აუცილებელია შემუშავებულ იქნას კრიტერიუმები რის საფუძველზეც მოხდება ბენეფიციართა შერჩევა. კრიტერიუმების შემუშავება დაევალა თამარი კალანდაძეს პროექტის ფსიქოლოგის კოტე პოზოვთან შეთანხმებით.
თარიღი: 30.01.2018
Project Step by Step towards a Better Future (Phase II)
პროექტი „ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“(მეორე ეტაპი)
2018 წლის 24 იანვარს საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ გაიმართა პროექტ 675-ის მეორე ციკლის ბენეფიციარებისათვის სერტიფიკატების გადაცემა.
საბოლოო შეფასების ქულებიდან გამომდინარე 19-ივე ბენეფიციარმა გადალახა განსაზღვრული ზღვარი და მიიღო სერტიფიკატი, რაც იმაზე მეტყველებს,რომ ამ ციკლის ბენეფიციარები საკმაოდ მოტივირებულნი იყვნენ როგორც სწავლის მხრივ, ასევე დამატებითი სერვისების მიღებისათვის (სასიცოცხლო უნარების ტრენინგი, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, იურისტის).
ბენეფიციარებს სწავლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს შემდგომ საქმიანობაში მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ – პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა და კოლეჯ „იბერიის“ დირექტორის მ/შ ანა ცუცქირიძემ.
შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარების მიერ დაისვა შეკითხვები, განსაკუთრებით მათ აინტერესებდათ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაზედაც გაეცათ ამომწურავი პასუხები პროექტის კოორდინატორის მერი გელაშვილისა და პროექტის თანამშრომლების მიერ.
თარიღი: 24.01.2018
Project Step by Step towards a Better Future (Phase II)
პროექტი „ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“(მეორე ეტაპი)
2018 წლის 24 იანვარს „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლებმა საინტეგრაციო ცენტრში ავსტრიიის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის : „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ #675 ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მოაწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ მერი გელაშვილი- პროექტის კოორდინატორი იმერეთში, ნატრული ნაჭყებია- პროექტის ასისტენტი, მაია ქამუშაძე – სოც-მუშაკი, თამარ კალანდაძე-ფსიქოლოგი, ვარლამი მინდელი- კოლეჯ „იბერიის“ კოორდინატორი და ინგა მაღლაფერიძე- იურისტი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ცვლილებები ყოველთვიური ანგარიშებისა და კვარტლური ანგარიშების შედგენის წესთან დაკავშირებით, ასევე შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საორგანიზაციო საკითხები:
- მენტორების მუშაობის ეფექტურობა;
- მეორე ეტაპის კურსდამთავრებულთა დასაქმების ეფექტური მიდგომები;
- ახალი ციკლის ბენეფიციარების ჯგუფების შესაქმნელად გაწეული მუშაობა;
- სამომავლოთ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება მერებთან და გამგებლებთან;
თარიღი: 24.01.2018
Project Step by Step towards a Better Future (Phase II)
პროექტი „ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“(მეორე ეტაპი)
2017 წლის 23 დეკემბერს ქ. ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა პროექტში მონაწილე გუნდის – იმერეთის, ზუგდიდის და შიდა ქართლის რეგიონების სამუშაო შეხვედრა პროექტის ადგილობრივი მენეჯერის – ნანა გოგოხიას ინიციატივით, მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით და პროექტში გათვალისწინებული გეგმის შესაბამისად.
შეხვედრას ესწრებოდა 17 მონაწილე.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა :
- ავსტრიაში სასწავლო ვიზიტის შედეგების გაცნობა;
- რეგიონების პრეზენტაციები:
- შიდა ქართლი
- იმერეთი
- სამეგრელო
– პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტების, კონცეფციების , ანგარიშის ფორმების განხილვა/დაზუსტება,
– არსებული გამოწვევები,
– ჯგუფებში მუშაობა და ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაციები ,
– სამომავლო გეგმები.
ავსტრიაში სასწავლო ვიზიტის შედეგები მონაწილეებს გააცნო ნანა გოგოხიამ.
პროექტის პირველი და მეორე ციკლის სწავლების , სტაჟირების , მენტორთა საკითხების, დასაქმების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს :
– მაია ჩემია – ზუგდიდის რეგიონი,
– მერი გელაშვილი – იმერეთის რეგიონი
– ხვთისო ლობჟანიძე – შიდა ქართლის რეგიონი.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მესამე ციკლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები, სადაც აღნიშნულ იქნა, რომ აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ბენეფიციარების მოზიდვაზე, რისთვისაც საწიროა მოეწყოს რეგიონების პრობაციის ბიუროსტან ერთობლივი შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მესამე ციკლის ბენეფიციარები, გაეცნობიან პროექტის ყველა სერვისებს და ადგილზე გადაწყვეტენ ამ პროექტში მონაწილეობის საკითხს.
თარიღი: 23.12.2017
პროექტის: „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება- პროფესიული დონის მაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ფარგლებში სამწლიანი მუშაობის შეჯამება
2017 წლის 15 დეკემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „მეწარმე ქალთა ფონდმა“ პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება- პროფესიული დონის მაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა და პროექტის ასისტენტებმა: ანჟელა ჩიხლაძემ, ნატრული ნაჭყებიამ, ინგა მაღლაფერიძემ და ელენა ყუფარაძემ დამსწრეებს პროექტის შედეგები, მიღწევები და გამოწვევები გააცნეს. ასისტენტებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეულ კომპონენტზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა იმერეთის, სამეგრელოს და ცაგერის რეგიონებში. მოხდა პროექტის ფარგლებში მომზადებული სიუჟეტის გაშუქება. შეხვედრაზე დამსწრეთა მიერ გაიცა რეკომენდაციები, რომელსაც ორგანიზაცია თავის შემდგომ მუშაობაში ასახავს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლები, სოციალური სამსახურის დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ცაგერისა და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქსელის: „მხოლოდ ერთად დავამარცხებთ სირარიბეს“ წევრი ორგანიზაციები, მასმედიის წარმომადგენლები და „მეწარმე ქალთა ფონდის“ ბენეფიციარები.
თარიღი: 15.12.2017
აქცია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“
შეხვედრა კოლეჯ „იბერიაში“
2017 წლის 7 დეკემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“. სტუდენტები და კოლეჯის პედაგოგები გაეცვნენ ცვლილებებს, რომელიც სახელმწიფოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან გამომდინარე შევიდა 24 კანონში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა. ინფორმაცია მიიღო 40-მა სტუდენტმა.
თარიღი: 7.12.2017
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა ქუთაისის ქალთა სკოლის მსმენელებთან. დამსწრეებს განემარტათ, რომ 16 დღიანი კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება.
ა.წ. 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ქუთაისში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის (ფონდი „სოხუმი“) წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმის“ და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალისა და მამაკაცის თანაბარ როლზე საზოგადოებაში, გენდერული საბჭოების ფუნქციონირებაზე, ქვეყანაში გენდერული კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზასა და კანონის აღსრულების მექანიზმებზე, ასევე სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმასა და ქალის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ქ-მა სოფო კილაძემ და ბატონმა გროგოლ ლილუაშვილმა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამთქვეს.
„ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც უპირველეს ყოვლისა საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ. მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა ქ-მა სოფომ.
შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში შედგა.
თარიღი: 29.11.2017
საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში
2017 წლის წლის 29 ნოემბერს შედგა საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში (სასტ. „ბაგრატი“) ქ-ნ სოფო ჯაფარიძესთან (პრემიერ მინისტრის თანაშემწე) და ანა ფაშალიშვილთან (გაეროს ქალთა ორგანიზაცია), ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მეწარმე ქალთა ფონდიდან ღონისძიებას დაესწრო – მერი გელაშვილი და ანჟელა ჩიხლაძე.
შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობები და 2018 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის ახალი ასპექტები“ და „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძილისა და მსხვერპლთა დასაცავად გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები“.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორივე თემის მიმართ დასმული საკითხები და სამომავლო საქმეში ურთიერთობის ჩამოყალიბების სურვილი.
თარიღი: 29.11.2017
სამუშაო შეხვედრა
მეწარმე ქალთა ფონდის „საინტეგრაციო ცენტრში“ ა.წ. 10 ნოემბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“ #675. შეხვედრის დღის წესრიგით განიხილეს ორი საკითხი: გასული პერიოდის შედეგები: მიღწევები და გამოწვევები და დაგეგმილი ტრენინგის (მენტორ-მოხალისეთა) ორგანიზაციული საკითხები.
პირველი საკითხის გარშემო ყველა შემსრულებელმა თავისი მიმართულება განიხილა; გამოიკვეთა ერთი საკითხი, რომელიც ეხება ერთ-ერთ ბენეფიციარს და დაიგეგმა ამ პრობლემის თავიდან აცილების ღონისძიებები (მ. გელაშვილი, ნ. ნაჭყებია, მ. ქამუშაძე, თ. კალანდაძე, ნ. რამიშვილი, ი. მაღლაფერიძე და ვ. მინდელი).
მეორე საკითხზე მოისმინეს ასისტენტი ნ. ნაჭყებიას ანგარიში ტრენინგის ტექნიკური საკითხების მოგვარების შესახებ.
დაევალათ: სოც. მუშაკს – მ. ქამუშაძეს და ფსიქოლოგს – თ. კალანდაძეს ტრენინგის მსვლელობის უზრუნველყოფა.
თარიღი: 10.11.2017
2017 წლის 17 ოქტომბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ დონორი ორგანიზაციის Brot für die Welt- Evangelischer Entwicklungsdienst-ის წარმომადგენლებს კლაუდია ჰინდერერსა და ანიკა ბეკერს უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებულ პროექტებზე და მომავალ, 2018 წლის გეგმაზე.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიმართულებების მიხედვით დონორის წარმომადგენლებთან პროექტის: „დასავლეთ საქართვლოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში გაწეულ სამუშაოებზე, განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
თარიღი:17.10.2017
პროექტის ზედამხედველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა
„მეწარმე ქალთა ფონდში“ 2017 წლის 16 ოქტომბერს პროექტის: დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება, პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში ზედამხედველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის წევრებმა: ნატო ქათამაძემ – ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნათია კოპალიანმა – იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე დევნილთა საკითხებში და ნანული რამიშვილმა – პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“, სხდომის მდივანი-ინგა მაღლაფერიძე.
ზედამხედველი კომიტეტის მიერ განხილულ იქნა 2017 წლის პირველი ნახევრის ანგარიში, გაკეთდა 2015-2017 წლებში პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეფასება.
დამსწრეთა მიერ აღინიშნა, რომ „მეწარმე ქალთა ფონდი“ არის ორგანიზაცია, რომელიც რეალურად მუშაობს ქალთა საჭიროებებზე მორგებულ პროექტებზე, აქ დასაქმებულია კვალიფიციური გუნდი, რომელთაც კარგად იციან თავიანთი საქმე და სწორად ახდენენ სამიზნე ჯგუფების პრობლემების იდენტიფიცირებას და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. მათი თქმით მიღებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას პროექტის განხორციელება შეაფასონ დადებითად.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ზედამხედველი კომიტეტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მისი მუშაობის მიზანია ორგანიზაციის მუშაობის გამჭვირვალობისა და პოტენციალის გაზრდის უზრუნველყოფა.
თარიღი:16.10.2017
ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო ორგანიზაცია Hilfswerk Austria International-ის მიერ წარგენილი პროექტის: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ № 675 ფარგლებში მეორე ეტაპის სწავლება დაიწყო.
2017 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ პროექტით: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“№675 გათვალისწინებული მეორე ეტაპის სწავლების ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: პრობაციონერები, ყოფილი მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები, პროექტის განხორციელებაში ჩართული კოლეჯის პედაგოგები და „მეწარმე ქალთა ფონდის“ ის თანამშრომლები, რომლებიც იმუშავებენ სამიზნე ჯგუფთან. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს და მასში ბენეფიციარებთან სამომავლო მუშაობის ფორმატი იქნა განხილული.
პროექტის გუნდთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ იმერეთის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები: ავთანდილ არბოლიშვილი, თინათინ ჭელიძე და თამარ ჭუმბურიძე.
თარიღი:13.10.2017
27 სექტემბერი
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს „მეწარმე ქალთა ფონდისა“ და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა. მათ ეს დღე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა მემორიალთან და ქუთაისში, ავტოქარხანაში მდებარე აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალთან აღნიშნეს.
თარიღი:27.09.2017
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, Hilfswerk Austria International-ს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ხელი მოეწერა პროექტს „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ.“
პროექტი შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში, პროფესიული სწავლების, ფსიქო-სოციალური სერვისის მიწოდების, დასაქმების პროცესში მხარადჭერისა და მცირე გრანტების გაცემის გზით, სრულწლოვანი პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციას ითვალისწინებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან მის განხორციელებაში.
„მემორანდუმის თანახმად, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც გათავისუფლდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც. მსგავსი პროექტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
HAI-ის კავკასიის რეგიონში პროექტის მენეჯერის ნიკოლ მარია ბაუერის განცხადებით, მსგავსი პროექტები მიმართულია მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სწრაფი რეინტეგრაციისაკენ.
„მემორანდუმით ვაღრმავებთ თანამშრომლობას სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის. სამინისტრო პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს საკმაოდ კარგ სერვისებს სთავაზობს, ჩვენი მხრივ, არასამთავრობოების ჩართულობის მიზანს უკვე არსებული პროექტების სრულყოფა წარმოადგენს,“ – აღნიშნა ნიკოლ მარია ბაუერმა.
პროექტი Hilfswerk Austria International-ს, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდის, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“ და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ევროკავშირისა და HAI-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია და 2020 წლის იანვარში დასრულდება.
თარიღი:25.09.2017
შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატთან
2017 წლის 21 სექტემბერს „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლებმა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, სადაც ქუთაისის საკრებულოს წევრმა „გამარჯვების ოლქის“ მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ მუშაობის ოთხი წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
ანგარიში მოიცავდა რამდენიმე საკითხს – დეპუტატის მუშაობა საკრებულოში და სამომავლო გეგმები, მის მიერ საკრებულოში წარდგენილი განხორციელებული და განუხორციელებელი ინიციატივების განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
“მე არ ვიყრი კენჭს ამ ეტაპზე, მაგრამ მე არ მივდივარ აქტიური პოლიტიკიდან” – განაცხადა ნატო ქათამაძემ
თარიღი:21.09.2017
პროექტი N675 „ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“
2017 წლის 7 სექტემბერს იმერეთის პრობაციის ბიუროს ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა , სადაც მონაწილეობდნენ პროექტის მენეჯერი-ნიკოლ-მარია ბაუერი, ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენლები იულია ხარაშვილი და ნანა გოგოხია, პროექტის კოორდინატორი იმერეთის რეგიონში მერი გელაშვილი და პროექტის თანამშრომლები, იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსი ლევან შანიძე და ბიუროს თანამშრომლები. დანაშაულისა და პრევენციის ცენტრის თანამშრომლები.
შეხვედრაზე განხილულიქნა პროექტის პირველი ეტაპის შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობა, ამ ეტაპისათვის არსებული გამოწვევები დისკუსიის ფორმატში, ასევე მეორე ეტაპისათვის მზადების საკითხები.
თარიღი:07.09.2017
შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში
2017 წლის 05 სექტემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ სამუშაო შეხვედრა მოაწყო ცაგერის მუნიციპალიტეტისა და მისი სამი სოფლის ქვემო ცაგერი, გვესო და ჩხუტელის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე ორგანიზაციის თანამშრომლებმა ადგილზე მოახდინეს პრობლემებისა და საჭიროებების მოკვლევა, ჩაატარეს ანკეტირება. აღნიშნული კვლევა ჩატარდა საპროექტო განაცხადის მოსამზადებლად, რომლის თემაც სოფლის-მეურნეობის განვითარება და ქალთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ხელშეწყობაა .
შეხვედრას ესწრებოდა 21 ადამიანი.
თარიღი:05.09.2017
“დავძლიოთ ომის შედეგები”
თარიღი:28.07.2017
მასტერ-კლასი ცაგერში
2017 წლის 18 ივლისს პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება – პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მასტერ-კლასი თემაზე: „კენკროვანი კულტურების მოვლა- მოყვანა“.
მასტერ-კლასს ესწრებოდა 25 ადამიანი. მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია უეკლო მარწყვის , ჟოლოს, ლურჯი მოცვის სახეობების, მათი აგროტექნოლოგიების, მოვლის, სასარგებლო თვისებების , ნაყოფის მიღების, კომპოსტის წარმოების ხერხების და მისი გამოყენების პირობების შესახებ.
მასტერ- კლასის ჩატარებისას გამოიკვეთა, რომ მსმენელთა გარკვეული ჯგუფი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადებს მცირე ზომის ფართობს უეკლო მაყვლის და ჟოლოს ნერგის გამოსაყვანად.
თარიღი:18.07.2017
ღია კარის დღე
2017 წლის 30 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯ იბერიაში ღია კარის დღე მოეწყო, სადაც ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“ (პროექტის # 675) ფარგლებში პრობაციონერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. პროექტი წარდგენილია და გრანტის მიმღები ორგანიზაციაა HILFSWERK AUSTRIA INTERNATIONAL-ის მიერ, ხოლო საქართველოში პარტნიორები ი.გ.ქალთა ასოციაცია “თანხმობა“, იმერეთში -„მეწარმე ქალთა ფონდი“, საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“, სამეგრელოში – ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. დამსწრეებს სიტყვით მიმართა პროექტის კოორდინატორმა იმერეთში მერი გელაშვილმა, საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ცუცქირიძემ და პედაგოგებმა.
„მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ, მოახდინა იმერეთის რეგიონის გუნდის წარდგენა, რომელიც ბენეფიციარებთან იმუშავებენ და გააცნო მათ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ეტაპები.
მოეწყო ფილმის ჩვენება „პროექტის პირველი ეტაპის წარმატებული გამოცდილება და შედეგები“.
საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერიის“ პედაგოგებმა პრობაციონერებს სამუშაო ადგილები დაათვალიერებინეს, სადაც მომავალში პრაქტიკა უნდა მიიღონ და შეისწავლონ პროფესია.
დღის ბოლოს ბენეფიციარებმა მეწარმე ქალთა ფონდის „საინტეგრაციო ცენტრში“ სამომავლოდ მუშაობის ფორმატი განიხილეს, ხელი მოეწერა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს. მიიღეს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები.
თარიღი:30.05.2017
სამუშაო შეხვედრა
2017 წლის 7 მარტს თბილისში პროექტის: “ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“ (ეტაპი მე-2) ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომელიც გაიმართა თბილისში, სასტუმრო „კოსტე“-ში.
სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გააუმჯობესებს პრობაციონერთა პროფესიულ გადამზადებაში ჩართვას და ხელშეწყობას. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების მიღების მსურველი პრობაციონერების მონაცემების განათლების სამინისტროსათვის მიწოდების პროცედურები და ვადები.
შეხვედრაში იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და „მეწარმე ქალთა ფონდთან“ ერთად მონაწილეობას ღებულობდა: დანაშაულის პრევენციის ცენტრის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები განათლების სამინისტროდან და პროფესიული სასწავლებლებიდან.
თარიღი:7.03.2017
„მეწარმე ქალთა ფონდი“ საქართველოს კანონის „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ პროექტის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას
2017 წლიდან „მეწარმე ქალთა ფონდი“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩაერთვება სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონის „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ პროექტის შემუშავებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მეწარმე ქალთა ფონდს“ საშუალება ეძლევა შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონპროექტში შემუშავების დროს ასახოს მისი ხედვა და რეკომენდაციები.
თარიღი:27.02.2017
2017 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ორგანიზაციის იურისტმა გააკეთა მოხსენება „მეწარმე ქალთა ფონდის“ საკანონმდებლო წინადადების შესახებ, რომელიც მრავალშვილიანი დედებისათვის (რომელთაც ყავთ სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი) საგადასახადო შეღავათის დაწესებას გულისხმობს.
დამსწრეებმა სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი „მეწარმე ქალთა ფონდის“ წინადადებას.
თარიღი:16.02.2017
შეხვედრა მენტორული მიმართულებით
2017 წლის 20 იანვარს მეწარმე ქალთა ფონდში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „მენტორების ხედვა და მიზნები სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში 2017-2022 წწ.
შეხვედრას ესწრებოდა: 10 მონაწილე.
მათ შორის:
მეწარმე ქალთა ფონდის თავჯდომარე: მ.გელაშვილი, პროექტის ასისტენტი: დ. ყურაშვილი, მენტორები: ა.ცუცქირიძე და ნ.თოდუა. შეგირდები: ლილე ვაშაყმაძე,ქეთევან კეთილაძე, რუსო ბანძელაძე(საზ. კოლეჯი „იბერია), ელისო ბერუაშვილი, ნინო ხუბულავა(ივ. ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტის ფილიალი) დაინტერესებული მხარეები, რომლებმაც გაიარეს მენტორული ტრენინგი „მეწარმე ქალთა ფონდში“: ხათუნა გოგიძე (SOS ბავშვთა სოფელი) ივლიტა გოგუა – ა/ო „განათლება და სამყარო.“
სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობის ფასილიტატორი: პროფესიონალი – გუნდი დიკი
თარჯიმანი: ნ. მაღლაფერიძე
მუშაობის მიზანს წარმოადგენდა მენტორების და შეგირდების და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობა თავიანთი ხედვის, მიზნების გამოვლენა მუშაობის პროცესში და მისი ასახვა კრეატიული კუთხით „სიტუაციურ რუკაზე.“
თარიღი:20.01.2017
2016 წლის 23 დეკემბერს „მეწარმე ქალთა ფონდში“ იმერეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის: „მხოლოდ ერთად დავამარცხებთ სიღარიბეს“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების კვლევის ანალიზი უფლებრივ მდგომარეობაზე და 2017 წლის მუშაობის პრიორიტეტები განსაზღვრეს.
შეხვედრაზე ქსელის წევრი ორგანიზაციის ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს დირექტორმა ბატონმა ალუ გამახარიამ მიმოიხილა გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტი, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, რომლის ხელმომწერიც 193 ქვეყანაა მათ შორის საქართველოც.
შეხვერდას ესწრებოდა 16 ადამიანი.
თარიღი:23.12.2016
2016 წლის 14 დეკემბერს ქალთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ფოთის ქალთა სკოლის მსმენელებთან და დევნილ ქალებთან. ჩატარდა მოკლე სესია-სემინარი თემაზე — წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე. მსმენელებს განემარტათ წინასახელშეკრულებო ურთიერთობების მნიშვნელობა, რადგანაც ის წარმოადგენს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების წინაპირობას.
შეხვედრის შემდგომ გაიცა ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები შრომით უფლებებთან დაკავშირებით.
თარიღი:14.12.2016
ბულგარელი ქალები სტუმრად „მეწარმე ქალთა ფონდში“
2016 წლის 30 ნოემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ ბულგარელ ქალებს უმასპინძლა. სტუმრები საქართველოში საერთაშორისო ფორუმი “ქალის როლი 21-ე საუკუნეში“ ფარგლებში იმყოფებიან. მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოაწყვეს და ერთმანეთს თავიანთი საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა და ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ ვრცლად ისაუბრეს ორგანიზაციების საქმიანობაზე და სტუმრებთან სამომავლოდ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
თარიღი:30.11.2016
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება „მეწარმე ქალთა ფონდსა“ და პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის
2016 წლის 21 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „მეწარმე ქალთა ფონდსა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტს შორის.
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს შეთანხმების მხარეებმა ერთობლივად განახორციელონ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება, რომლებიც გააუმჯობესებენ დასაქმებული ქალების შრომით პირობებს, ერთობლივად მოახდინონ შრომითი ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების იდენტიფიცირება, განახორციელონ შრომით ურთიერთობებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და დაზარალებული პირების უფლებების დაცვა.
მემორანდუმს ხელი მოაწერა „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეთერ მათურელმა.
ღონისძიებას ესწრებოდა 38 ადამიანი.
თარიღი:21.11.2016
„პროფესიონალი“, ფონდის თავმჯდომარე და თარჯიმანი გეგმის შედგენის პროცესში.
„პროფესიონალისა“ და მეწარმე ქალთა ფონდის ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო მეწარმე ქალთა ფონდის „სტრატეგიული განვითარების გეგმის“ შემუშავებასთან დაკავშირებული აქტივობებით. ერთობლივად მუშავდება და ხელი მოეწერა „სამუშაო გეგმას“, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული დაგეგმის მოსამზადებელ პროცესის განხორციელებას.
ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავების სამუშაო შეხვედრა
2016 წლის 6 ოქტომბერს დონორის მიერ მოვლენილი პროფესიონალის გუნდი დიკის ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ბენეფიციარებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ბენეფიციართა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობის გაზრდა. მათი რეკომენდაციები დადებითად აისახება ორგანიზაციის სტრატეგიაში რაც კიდევ უფრო შედეგიანს გახდის მომავალში „მეწარმე ქალთა ფონდის“ მუშაობას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 22-მა ადამიანმა.
თარიღი:6.10.2016
ორგანიზაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დონორის (BROT) მიერ, ჩვენს ორგანიზაციაში, ორი წლის ვადით მოვლინებულია პროფესიონალი – მოხალისე ქ-ნი გუნდი დიკი.
დადებული ხელშეკრულების თანახმად პროფესიონალი გაუწევს დახმარებას მეწარმე ქალთა ფონდს (FWE) ორგანიზაციის 2017-2022 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში; პროექტის დაგეგმარებაში (როგორც შინაარსობრივად, ასევე სტრუქტურულად), ფანდრაიზინგის ჯგუფის მომზადებასა და ფონდების მოძიებაში.
ქ-ნი გუნდი დიკის შეხვედრა ფონდის თანამშრომლებთან.
მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივის განხილვა თავისუფალი უნივერსიტეტის-ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტში.
2016 წლის 20 ივლისს „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლება „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სპეციალურ კომისიასთან (რომელშიც შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და დავით დარჩიაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები და პროფესორები.) ერთად განიხილეს ფონდის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მრავალშვილიანი დედების (რომელთაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი) საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას შეეხება. შეხვედრაზე განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივის ეფექტიანობა და შედეგები, ასევე გამოითქვა მოსაზრებები, რომელსაც ფონდი გაითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის წარდგენისას.
თარიღი:20.07.2016
საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენცია
2016 წლის 26-27 ივნისს „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენელმა დ.ყურაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით.
კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.
ასევე საქართველოს საკანონმდებლო სისტემის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესების, შედეგების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 52-მა ა/ორგანიზაციამ, საპარლამენტო და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა.
კონფერენციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
თარიღი:26.06.2016
მეწარმე ქალთა ფონდის „ქალთა სკოლის “კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდა
2016 წლის 15 ივნისს ა(ა)იპ „მეწარმე ქალთა ფონდმა“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან.
მემორანდუმის მიზანია, მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, შრომის ბაზარზე სოციალურად დაუცველ ქალთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა, სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და დასაქმების ხელშეწყობა.
„ქალთა სკოლის“ მსმენელების დასაქმების გაზრდის მიზნით მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს გაზარდოს ბენეფიციარების მონაწილეობა შრომის ბაზარზე ქცევის წესებისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტირებებში;
თავის მხრივ „მეწარმე ქალთა ფონდმა“ გამოთქვა მზადყოფნა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებს სხვადასხვა სასწავლო კურსი შესთავაზოს;
მემორანდუმს ხელი მოაწერა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა.
თარიღი:15.06.2016
კონფერენცია
ქ. ქუთაისში, ა.წ. 21 აპრილს ქუთაისის საკრებულოსთან არსებული „გენდერული საკონსულტაციო საბჭოს“ ორგანიზებითა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „გენდერული კომპონენტები ადგილობრივ ბიუჯეტში – არსებული რეალობა, პოზიტიური ცვლილებები, მომავლის პერსპექტივები“.
კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა შემდეგ საკითხზე: „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები – პროექტის მიზნები, ამოცანები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მიღწეული შედეგები“.
მოხსენება შეიცავდა ანალიზს ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებულ პროექტის „გენდერული საბჭოები – ქალთა როლის გაძლიერება რეგიონის ფარგლებში სოციალური ცვლილებებისათვის“, მიღწეულ პოზიტიურ ცვლილებებზე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მიერ დაგროვილ გამოცდილებაზე და შემდგომ პერსპექტივებზე.
თარიღი :21.04.2016
ინტერვიუ “ქალთა მოძრაობის ” ერთ-ერთ ლიდერთან მერი გელაშვილთან
2016 წლის 5 აპრილს საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ მეწარმე ქალთა ფონდის“ მოხალისეთა ცენტრის მოხალისეებმა , მენტორებმა თავისი შეგირდებით და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა ერთად მოაწყვეს შეხვედრა თემაზე: „ძალა ერთობაშია.“
თარიღი:5.04.2016
ქსელის „მხოლოდ ერთად დავამარცხებთ სიღარიბეს“ სამუშაო შეხვედრა
2016 წლის 30 მარტს „მეწარმე ქალთა ფონდში“ გაიმართა ქსელის: „მხოლოდ ერთად დავამარცხებთ სიღარიბეს“ სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ადგილობრივი ტელევიზიების: TV რიონისა და “მეგა TV“ –ის ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა განიხილეს „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ შემუშავებული ორი წინადადება:
1. დასაქმებული მრავალშვილიანი დედებისათვის 20% საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხი;
2. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დაქორწინების მსურველი პირებისათვის „ოჯახის მდგომარეობის გაძლიერების საკონსულტაციო ცენტრების“ შექმნის შესახებ;
ქსელის წევრების მიერ მხარდაჭერილ იქნა აღნიშნული წინადადებები და შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივების დახვეწისა და სრულყოფისათვის.
თარიღი :30.03.2016
2016 წლის 23 მარტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „მეწარმე ქალთა ფონდსა“ და ქუთაისის საკრებულოს წევრ, „გამარჯვების“ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ნატო ქათამაძესთან. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს: შეთანხმებულმა მხარეებმა ერთობლივი საქმიანობით ხელი შეუწყონ ქალთა როლის გაზრდას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. ასევე შეიმუშავონ ერთობლივი ინიციატივები და წინადადებები, რომელიც გაზრდის ქალთა განათლების, განვითარების და დასაქმების შესაძლებლობებს.
თარიღი :23.03.2016
ა/წ 16 მარტს ქუთაისში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხალისეობრივ საწყისებზე შედგა იმერეთის რეგიონის გენდერული თანაწორობის ქსელის შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგრეთვე დეპუტატები: ირმა პეტრიაშვილი. ნატო ქათამაძე, ლელა ქელბაქიანი, ქეთევან ხვედელიძე, აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურის ხელმძღვანელი: ზაზა ჩაჩავა, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
სულ: 35 ადამიანი, მათ შორის 32 ქალი და 3 მამაკაცი.
შეხვედრის დაწყებამდე მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს გენდერული თანასწორობის ქსელის დამფუძნებელსა და ხელმძრვანელ მანანა მებუკის ხსოვნას. მუშაობა წარიმართა საქმიან გარემოში, მონაწილეებმა იმსჯელეს გენდერული თანასწორობის პრობლემებზე და გამოწვევებზე.
თარიღი :16.03.2016
საქმიანი ვიზიტი პოლონეთში
5 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ვიყავი მიწვეული პოლონეთში „ლუბლინის მოხალისეთა ცენტრში“.
ვიზიტის ფარგლებში მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ჩვენი პარტნიორი მასპინძლები.
სამუშაო გრაფიკი იყო დატვირთული სხვადასხვა ღონისძიებებით: გვქონდა ვიზიტი და შევისწავლეთ გამოცდილება მოხალისეობრივი საქმიანობის: უსახლკაროთა „სადილი“,გავიზიარეთ შშმ-თა ორგანიზაციის გამოცდილება და ფონდის მიერ ორგანიზებული სკოლის მუშაობის პროგრამა.
შევიმუშავეთ პარტნიორული პროექტის დრაფტი თემაზე-“სოფლად მცხოვრებ ქალთა განვითარება“, რომელსაც წარადგენს ჩვენი პარტნიორი პოლონეთიდან, ხოლო პროექტის თანაპარტნიორები ვართ სამი ორგანიზაცია საქართველოს სამი რეგიონიდან: იმერეთი -“მეწარმე ქალთა ფონდი“, ქართლი- „ქართლოსი“ და სამეგრელო- „ათინათი“.
7 დეკემბერს მივიღეთ მონაწილეობა გრანდიოზულ ღონისძიებაში“მოხალისეთა საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავად.ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ, როგორც ორგანიზაციის“ ლუბლინის მოხალისეთა ცენტრის“ წარმომადგენლები, ასევე მოხალისეები, ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურები და სპონსორები.
ღონისძიების დღეს დაჯილდოებული იყვნენ მოხალისეები და არჩეულ იქნა წლის „საუკეთესო მოხალისე“.
საქართველოს სამივე ორგანიზაციის : მეწარმე ქალთა ფონდის, ათინათის და ქართლოსის წარმომადგენლებს გადმოგვეცა დიპლომი, ნიშნად ჩვენი აქტიური ჩართულობისა საქართველოში მოხალისეობრივ მოძრაობაში.
თარიღი :5.12.2015
2015 წლის 22 ოქტომბერს სამართლებრივი კონსულტაციები გაეწია ფოთში „ქალთა სკოლის“ მსმენელებს, რომელიც შეეხებოდა იპოთეკით დატვირთული ბინებიდან გამოსახლების წესს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესსა და პირობებს, ვის შეიძლება მიენიჭოს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სტატუსის მინიჭებას და სხვა. გაიცა 15 კონსულტაცია.
თარიღი :22.10.2015
2015 წლის 29 სექტემბერს პროექტის: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის“ ფარგლებში, ჩატარდა პირველი ონლაინ ვორკშოპი. ვორკშოპის ორგანიზატორი იყო პროექტის ბენეფიციარი: „მეწარმე ქალთა ფონდი“. ვორკშოპში მონაწილება მიიღო პარტნიორმა ორგანიზაცებმა: უკრაინიდან – რესურს ცენტრი „გურტი“, ჩეხეთი – გენდერული კვლევები, უნგრეთი – უნგრეთის ქალთა ლობი, სლოვაკეთი – სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტი, პოლონეთი – სოციოლოგიის ინსტიტუტი, გალი – ქალთა ა/ო „ავანგარდი“. ვოკშოპის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პროექტის მოკლე მიმოხილვა, პარტნიორებს შორის როლი და პასუხისმგებლობა, აქტივობების კალენდარის განხილვა: ვადები და ანგარიშგების საკითხები, პარტნიორებს შორის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, ანალიტიკური სტატიის კრებულის სტრუქტურის განხილვა, მომავალი ღონისძიებები: საჯარო ლექციები.
პროექტის განხორციელება დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
თარიღი :29.09.2015
მეწარმე ქალთა ფონდი ჩაერთო საერთაშორისო ქსელის აქტივობაში – „21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე“. საერთაშორისო ქსელის „Peace One Day”- ს წევრმა „მეწარმე ქალთა ფონდმა“ ამ დღის აღსანიშნავად პირველი შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდებთან, ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ “იბერიაში“ და კიდევ ერთხელ შეკრებილ სტუდენტ-ახალგაზრდებს შეახსენა მშვიდობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ თითოეული მათგანის სურვილია მშვიდობიან სამყაროში ცხოვრება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: 40 ადამიანმა
თარიღი :21.09.2015
21 სექტემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ შვიდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში მდებარე – ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა. შეხვედრაზე მოსწავლეებს განემარტათ, რომ 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ მოიაზრებს არა მარტო მშვიდობას ერებს შორის, არამედ ძალადობაზე უარის თქმას ჩვენს საზოგადოებაში, ოჯახებსა და სკოლებში. ამდენად, ამ აქტივობაში ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50 მოსწავლემ
თარიღი :21.09.2015
2015 წლის 21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „მეწარმე ქალთა ფონდი“ სტუმრობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალის სასწავლო ცენტრს, სადაც მოეწყო შეხვედრა ცენტრის ლექტორ-მასწავლებლებთან, რომლებთანაც გაიმართა საუბარი მშვიდობის მნიშვნელობასა (განსაკუთრებით, დღევანდელი დაძაბულობის ფონზე მთელ მსოფლიოში) და მშვიდობისათვის ბრძოლის გზების ძიებაზე. შეხვედრაზე ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ სურს ომი და ყველა უნდა გავერთიანდეთ მშვიდობიანი სამყაროს მშენებლობისათვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 15 ადამიანმა
თარიღი :21.09.2015
21 სექტემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ ი . ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მე-3 კლასიის მოსწავლეებს ” მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღის შესახებ გააცნო ინფორმაცია . ფონდის წარმომადგენლები ამ დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ ეშეხვდნენ მოსწავლეებს და ისაუბრეს მშვიდობის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა MG-TVის გადამღები ჯგუფი , კლასის დამრიგებელი და სკოლის დირექტორი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50 ადამიანმა
თარიღი :21.09.2015
მიმდინარე წლის 21 სექტემბერს დღის 12 საათზე ჩატარდა ქ. ფოთის „ ქალთა სკოლის“, ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოსა და შპს „ლაზიკას“ თანამშრომლებთან ერთად მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია: „ვუერთდებით მსოფლიოს და მათთან ერთად ავღნიშნავთ მშვიდობის დღეს.“
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: 30 ადამიანმა
თარიღი :21.09.2015
„ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირი“ შემოუერთდა მეწარმე ქალთა გონდის ინიციატივას 21 სექტემბერი „მშვიდობის საერთაშორისო დღე. მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
შეხვედრაში მონაწილეობდა 30 ადამიანი.
თარიღი :21.09.2015
მეწარმე ქალთა ფონდი და მოხალისეთა ცენტის მოხალისეები 21სექტემბერს „მშვიდობის საერთაშორისო დღეს ერთმანეთის მხარდამხარ.
“მეწარმე ქალთა ფონდი” “მოხალისეთა ცენტრის“ – ბენეფიციარებთან ერთად ჩაერთო საერთაშორისო ქსელის აქტივობაში – „21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე“. საერთაშორისო ქსელის „Peace One Day”- ს წევრმა: “მეწარმე ქალთა ფონდმა “ ამ დღის აღსანიშნავად ფონდის თანამშრომლებთან და „მოხალისეთა ცენტრის” მოხალისეებთან ერთად მოაწყო შეხვედრა: ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ “იბერიაში,“ ქუთაისის ჟ.შარტავას სახელობის №6 საჯარო სკოლაში, ქუთაისში, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში, ქუთაისის ი.ოცხელის სახელობის 2-ე საჯარო სკოლაში, ცაგერში „ლაჩხუმის ქალთა რეგიონალურ კავშირში და სამეგრელოში, ფოთში ქალთა სკოლში“.
თარიღი :21.09.2015
შეხვედრა ცაგერის სამთავრობო სტრუქტურებთან
2015 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მეწარე ქალთა ფონდსა და ცაგერის ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან -ცაგერის საკრებულოს მუნიციპალიტეტის თავჯდომარესთან და სამი სოფლის (ქვედა ცაგერი, გვესოს და ჩხუტელის) გამგებლებთან, რომელთაც „მეწარმე ქალთა ფონდთან“ თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა „მეწარმე ქალთა ფონდის“ ბენეფიციარებთან, მათ მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის: დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების“ შესახებ, დაურიგდათ საინფორმაციო მასალები, დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი 15 ადამიანის შემადგენლობით და დასახულ იქნა მუშაობის სამომავლო გეგმები.
თარიღი :15.09.2015
ურთიერთანამშრომლობა ცაგერის სამთავრობო სტრუქტურებთან
2015 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ცაგერის არასამთავრობო ორგანიზაცია „ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირსა“ და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის. მხარეებმა გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღნილი ღონისძიებები ერთობლივად დაგეგმეს.
თარიღი :15.09.2015
საინფორმაციო შეხვედრა ცაგერში
2015 წლის 11 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა ცაგერის ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან და სამი სოფლის (ქვედა ცაგერი, გვესო და ჩხუტელი) ბენეფიციარებთან და ცაგერის მოსახლეობასთან, შეხვედრაზე განხილულ იქნა „მეწარმე ქალთა ფონდსა“ და ცაგერის ადგილობრივ თვითმმართველობას შორის გასაფორმებელი მემორანდუმის პირობები და მიწოდებულ იქნა ინფორმაცია პროექტის:“დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ“- პრეს-რელიზის სახით. შეხვედრაზე მონაწილე ბენეფიციარებთან დასახულ იქნა მუშაობის სამომავლო გეგმები.
თარიღი :11.09.2015
შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციაში
2015 წლის 31 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ოფისში შედგა შეხვედრა „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ხათუნა კუნჭულიასთან, პროექტის ფარგლებში: „ქალთა გაძლიერება საქართველოს მთიან რეგიონებში“. შეხვედრის მიზანი იყო, პროექტის საბოლოო შედეგების განხინლვა. შეხვედრის დროს დონორის მიერ აღნიშნულ იქნა „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ გაწეული ღვაწლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით.
თარიღი :31.07.2015
შეხვედრა თბილისში
2015 წლის 24 ივნისს ქ.თბილისში საქველმოქმედო ფონდ“კარიტასის“ ოფისში (თბილისი) მოხალისეთა ქსელის ფარგლებში „ახლა ჩვენი დროა“ შედგა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: წარმომადგენლები ოთხი ორგანიზაციიდან.
მათ შორის:
საზოგადოებრივი კავშირი „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ (გორი), ასოციაცია „ათინათი“ (ზუგდიდი), „მეწარმე ქალთა ფონდი“ (ქუთაისი) და საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ (თბილისი).
მიზანი იყო: მოხალისეობის შესახებ დებულების და სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა წინადადებები უახლოეს მომავალში მოხალისეობრივი დებულებისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესახებ.
თარიღი :24.07.2015
შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურაში
მეწარმე ქალთა ფონდის მიერ 2015 წლის 15 ივნისს პროექტის ფარგლებში : “დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება -პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ მოეწყო შეხვედრა ლეჩხუმის (ცაგერის) ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
მათ შორის:
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელ, რეზო ბენიძესთან, საკრებულოს თავჯდომარე, ბაქარ ყურაშვილთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროს, -ბ-ნ ჯონი ხალიანთან და სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტ – მარინა ბენდელიანთან.
პროექტის პრეს-რელიზის გაცნობის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობების მხარდაჭერისა და მონაწილეობის.
თარიღი :15.07.2015
2015 წლის 18 ივნისს ,,მეწარმე ქალთა” ფონდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის: ,,მხოლოდ ერთად დავამარცხებთ სიღარიბეს” სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო ქალთა სოციალური როლის განსაზღვრა და მისი გაზრდის შესაძლებლობანი შრომითი უფლებების დაცვით. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქსელის მოქმედების მიმართულებები განსაზღვრეს, რომლის მიხედვითაც 2015-2017 წლებში ქსელის მუშაობა წარიმართება. მათ გამოხატეს მზაობა ერთიანი აქტივობების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ.
შეხვედრას იმერეთის რეგიონში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
თარიღი :18.06.2015
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სტუმრად „ მეწარმე ქალთა ფონდში.“
2015 წლის 17 ივნისს ფონდს ესტუმრნენ ბ-ნი ანტონიო ლო პოარკო ატაშე ვაჭრობის საკითხებში და ქ-ნი ადა ნარდაია – ვაჭრობის ოფიცერი.შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები და ბ-ნი ალუ გამახარია ა/ო მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია.
შეხვედრის თემა : საქართველოს რეგიონების მოსახლეობის ინფორმირება ქართველ მომხმარებლებზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენის შესახებ.
მეწარმე ქალთა ფონდის თავჯდომარემ მ. გელაშვილმა და ა/ო „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ დირექტორმა ბ-ნ ალუ გამახარიამ აღნიშნეს ასეთი შეხვედრის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, რათა ამაღლდეს საქართველოს მაცხოვრებელთა ცნობიერება იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართველ მომხმარებლებზე.
ბ-ნი ანტონიო ლო პოარკომ გამოთქვა მზაობა მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში და განუმარტოს უფრო ფართო საზოგადოებას, არა მარტო იმ დადებით ზეგავლენაზე, რასაც მოუტანს საქართველოს ეს ხელშეკრულება, არამედ იმ გამოწვევებზეც, რომელიც ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.
თარიღი :17.06.2015
შეხვედრა გორში
2015 წლის 9-10 ივნისს მეწარმე ქალთა ფონდიში არსებული მოხალისეთა ცენტრის – „ახლა ჩვენი დროა“-ს მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა პარტნიორი პოლონური ორგანიზაციების – „გლობალური სოლიდარობის ასოციაცია“ და კავშირი“ლუბლინის მოხალისეთა ცენტრის“ მიერ გორში საზოგადოებრივი კავშირის „მეგობრობის ხიდი“-„ქართლოსში“ ჩატარებულ შეხვედრაზე.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამომავლო სტრატეგიული გეგმის შემუშავება ქსელური მოხალისეობრივი მოძრაობის – „ახლა ჩვენი დროა“ განვითარებისათვის.
თარიღი :9.06.2015
2015 წლის 19 მარტს „მეწარმე ქალთა ფონდი“-ს ოფისში შედგა შეხვედრა მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლებსა და პროექტის: „ქალთა გაძლიერება საქართველოს მთიან რეგიონებში“ ბენეფიციარ ქალებს შორის ცაგერის და ამბროლაურის რეგიონიდან. შეხვედრის მიზანი იყო ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძვნება.
შემხევდის შემდგომ მონაწილეებმა გადაინაცვლეს იუსტიციის სახლში, სადაც ოფიცლიარურად მოხდა ორი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძვნება. ესენია: „ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირი“ და „ამბროლაურის რეგიონალური ქალთა კავშირი – იმედის ხელი“.
თარიღი :19.03.2015
„მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლები „ქალთა გაძლიერება საქართველოს მთიან რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ ცაგერის ბენეფიციარ ქალბატონებთან შესახვედრად, ადგილობრივი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
შეხვედრის შედეგი: მიღებულ იქნა ორგანიზაციის წესდება და არჩეულ იქნა გამგეობის 3 წევრი.
თარიღი :24.02.2015
ახალი სახეები მოხალისეობრივ მოძრაობაში
2015 წლის 19 თებერვლიდან მოხალისე მედიკოსები ქუთაისის ზ. ცხაკაიას ინტერვენციული მედიცინის კლინიკის ქირურგიული განყოფილებიდან შემოუერთდა ” მეწარმე ქალთა ფონდის” მოხალისეობრივი ცენტრის მოძრაობას.
თარიღი :19.02.2015
ამბროლაურის რეგიონის ქალები გახდნენ მეწარმე ქალთა – „მოხალისეობრივი ცენტრის წევრები“
2015 წლის 3 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის მოხალისეთა ცენტრმა მოაწყო შეხვედრა მაღალმთიანი რეგიონის ამბროლაურის, სოფელ სადმელისა და ძირაგეულში მცხოვრებ ქალებთან. შეხვედრას ესწრებოდა 16 ქალი.
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ქალები ძალიან დააინტერესა მოხალისეობრივმა მოძრაობა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია მეწარმე ქალთა ფონდის „მოხალისეთა ცენტრის“ მუშაობის შესახებ; მიეწოდათ მასალები, ბროშურები მოხალისეობრივი მუშაობის მიმართულებებზე, უფლება -მოვალეობებზე.
მეწარმე ქალთა ფონდის ,,მოხალისეთა ცენტრის“ დებულების გაცნობის შემდეგ დამსწრეებმა გამოხატეს მზაობა გამხდარიყვნენ „მოხალისეობრივი ცენტრის – წევრები.
თარიღი :03.02.15
რევაზ წულაია – მეწარმე ქალთა ფონდის მოხალისე
რევაზ წულაია – „მეწარმე ქალთა ფონდის“ მოხალისეთა ჯგუფის წევრი გახდა 2014 წლის ოქტომბრის თვიდან. მისი ინიციატივით მოხალისეობრივ საწყისებზე „მეწარმე ქალთა ფონდის“- ფოთის ქალთა სკოლის კომპიუტერული ცენტრის ბაზაზე საშუალო და ხანდაზმული ადამიანებისათვის გაიხსნა კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსები. ამ კურსებზე სწავლებას გადიან მედიცინის მუშაკები, ფოთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის ქალაქ ფოთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა დღის ცენტრის„ ხუთი პედაგოგ-ინსტრუქტორი.
შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში
03.02.2015 „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლები „ქალთა გაძლიერება საქართველოს მთიან რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ ამბროლაურში ბენეფიციარ ქალბატონებთან შესახვედრად, ადგილობრივი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
შეხვედრის შედეგი: მიღებულ იქნა ორგანიზაციის წესდება და არჩეულ იქნა გამგეობის 3 წევრი.
თარიღი :03.02.15
2015 წლის27 იანვარს ქსელი „სინერგიის“ პროექტის ფარგლებში, „ მეწარმე ქალთა ფონდის „ორგანიზებით ჩაატარდა ფოკუს-ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა დევნილი მოსახლეობის პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობის შესწავლას. ფოკუს – ჯგუფის მონაწილენი იყვნენ ქუთაისში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის, სქესის, განათლების მქონე 10 დევნილი. ფოკუს – ჯგუფთან მუშაობა მიმდინარეობდა წინასწარ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე. კითხვარი მოიცავდა საკითხებს, რომელიც დევნილთა სოციალური და პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხის გარკვევის საშუალებას იძლეოდა.
თარიღი :27.01.15
პარტნიორობა გრძელდება
2014 წლის 29 ივლისს „მეწარმე ქალთა“ ფონდს“ სტუმრობდა ორი მოხალისე: ბარბორა და ქოსიმა, სლოვაკეთში მოქმედი სამოქალაქო ასოციაცია “ GLEN SLOVAKIA“- დან. მათი სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა მეწარმე ქალთა ფონდთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და გაგრძელება, ამჯერად მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის დაწყება იგეგმება სექტემბრის თვიდან.
მორიგი შეხვედრისას დაგეგმილია ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმის გაფორმება ორგანიზაციებს შორის.
თარიღი :29.07.14
დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის “სინერგიის“ შეხვედრა
მეწარმე ქალთა ფონდი როგორც ქსელის სინერგიის წევრი ორგანიზაცია მიწვეულ იყო ა.წ. 07 ივლისს სახალხო დამცველის ოფისში, სადაც ხელი მოეწერა მომერანდუმს სახალხო დამცველის აპარატსა და ქსელ „სინერგიის“ წევრ ორგანიზაციებს შორის.
10 ივლისს 2014 წელს სასტუმრო „როიალ-ბატონში“ ყვარელი-ქსელ „სინერგიის“წევრ არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის მიზანი იყო „ქსელური მუშაობის შესაძლებლობები და ახალი მიდგომების“ შემუშავება.
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლები.
შეხვედრა ფოკუსირებული იყო ადვოკატირებასა და სტრატეგიულად განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების გამოკვეთაზე.
შეხვედრა შედგა ბრიტანებითის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სინერგია-დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში.
თარიღი :10.07.14
რადიო გადაცემები
მეწარმე ქალთა ფონდის გადაცემა გადაცემა
რადიო ’’ძველი ქალაქი’’
24.12 2014 წელი
16.00 საათი
1) მერი გელაშვილი-მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე.
2)ინგა მაღლაფერიძე-იურისტი.
3) დიანა ყურაშვილი-პროექტის ასისტენტი.
4)დალი გაბრიჩიძე-დევნილი.
5)ხათუნა შალამბერიძე -დევნილი.
6)მედეა ოდიშარია -დევნილი.
მერი გელაშვილი პროექტი სამთვიანია და ძალიან აქტუალურია.პროექტი ითვალისწინებს დევნილთათვის ადგილობრივ ბიუჯეტის გაცნობას, თუ რამდენადაა მათი პრობლემები გათვალისწონებული.მოხდა საინფორმაციო შეხვედრები სამ კოლექტიურ ცენტრში.
ინგა მაღლაფერიძე მოხდა დევნილ მოსახლეობასთან ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა და შემუშავდა წინადადებები,რომელიც მათ საჭიროებებზეა მორგებული.
დიანა ყურაშვილი დაუკანონებელია კულინარული სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთასაცხოვრებელი ფართები.ჯერჯერობით ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ იღებს პასუხისმგებლობას.უნდათ,რომდევნილთა სამმართველოსთან ერთად განხორციელდეს პროექტი სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს გამსოახლებილების დროებითი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით.
დალი გაბრიჩიძე ჩვენ გვინდა რომ გარემონტდეს კორპუსი და საცხოვრებელი ფართით ყველა დაკმაყოფილდეს არავის მიმართ პირადი დაინტერესება არ გაგვაჩნია.
ხათუნა შალამბერიძე გვინდა რომ ეზოში გზა ბეტონი დაისხას და გზა გაკეთდეს,ასევე სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის.
მედეა ოდიშარია გვაქვს სურვილი დაგვეხმაროდნ ეზოს გამწვანებაში,რადგან ნერგები ძალიან ძვირი ჯდება და კიდე წყალი დგება ეზოში და სანიაღვრე გაკეთდეს.
მეწარმე ქალთა ფონდის გადაცემა
რადიო ’’ძველი ქალაქი’’
6.01.2015 წელი
16.00 საათი
1) ალლა გამახარია-კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე.
2)ლელა შენგელია-კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი.
3) ნანული რამიშვილი-პედაგოგთა კავშირი“განათლება და სამყარო“-ს თავმჯდომარე.
4) ივეტა შალამბერიძე-პედაგოგთა კავშირი“განათლება და სამყარო“-ს წარმომადგენელი.
ალლა გამახარია ქუთაისის მოსახლეობს 6% იძულებით გადაადგილებულია პირია,რომელთაც ჯერ კდიევ აქვთ პრობლემები საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებით.ჩვენი პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია ამ მოქალაქეებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებისა და კომუნიკაციის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ლელა შენგელია დევნილებს შემდეგი პრობლემები აქვთ: შენობის გადახურვა, დატბორილი სარდაფი,საბავშვო მოედნის კეთილმოწყობა,მინი სტადიონის მოწყობა,ბინის წინ ლამპიონები,სკამები,ტრასიდან შემოსასვლელი გზის საფარის დაგება.მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შეღავათები ტრანსპორტში.
ნანული რამიშვილი ინფორმირებულობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გვჭირდება.
ივეტა შალამბერიძე მრავალშვილიანი ოაჯხების დახმარების,ჯანდაცვისა და კეთილმოწყობის სამსახურის პროგრამებით დაინტერესდნენ.
მეწარმე ქალთა ფონდის გადაცემა
რადიო ’’ძველი ქალაქი’’
27.02.2015 წელი
16.00 საათი
1) ალლა გამახარია-კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე.
2)მერი გელაშვილი-მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე.
3) ნანული რამიშვილი-პედაგოგთა კავშირი“განათლება და სამყარო“-ს თავმჯდომარე.
ალლა გამახარია იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი საცხოვრებელი ფართები.პროექტში მნიშვნელოვანი იყო გაცნობოდნენ ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტს.მათ ამიერიდან პრობლემების წარმოჩენა თავად შეეძლებათ ამხანაგობების დახმარებით რომელიც უკვე შექმმეს ან შეიქმნება.
მერი გელაშვილი არის პრობლემები ბინების განადაწილებასთან,ეზოს გამწვანებასა და ეზოების მოწყობაში,სადაც მათ შეეძლებათ დასვენება.კულინარული სასწავლებლის კორპუსში დევნილებს ჯერ კიდევ დაუკანონებელი აქვთ საცხოვრებელი ფართები და არ ჩატარებულა იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები ისმი გამო რომ ადგილობრიოვები არიან შესალებეულები,ვისი სხვა ადგილებზე გადაყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ნანული რამიშვილი ინვალიდთა სასწავლო საწრმოში ძალაინ რთული მდგომარეობაა.ერთ სართულზე მცხოვრები 60 ოჯახი ერთი სველი წერტილით სარგებლობს.ასევე შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მისი სარემონტო სამუშაოები მხოლოდიმიტომ ვერ ტარდება,რომ შენობბა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რაც ვიმედოვნებთ რომ დადებითი შედეგებით დასრულდება.
თანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან
2014წლის 26თებერვალს თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მეწარმე ქალთა ფონდი შეუერთდა ამ აქციას და ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემროანდუმს, რომელიც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობასთან დაკავშირებით მდგრადი სამართლებრივი და სოციალური პოლიტიკის შემუშავებას და მის რეალიზაციას.
თარიღი :26.02.14
,,მეწარმე ქალთა’’ ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღო „საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეზე’’ საქართველოს პარლამენტში, რომელიც გაიმართა 2013 წლის 12 დეკემბერს.
,,საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს’’ საფუძველი ჩაეყარა პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმით. პარლმენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა რომ ,,ამ ხელმოწერით საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პარლამენტი ხდებიან პარტნიორები, პარლამენტი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი მეთვალყურეობის და მუდმივი თანამშრომლობის ობიექტი’’.
თარიღი :12.12.13
შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატებთან
2013 წლის 18 ოქტომბერს გენდერული თანასწორობის ქსელის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა თემაზე: „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი სამომავლო სამოქმედო გეგმები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა საჯარო დისკუსია სხვადასხვა პოლიტიკურ და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.
თარიღი :18.10.13
სამუშაო შეხვედრა გაეროს სპეციალურ მომხსენებლთან, დევნილთა ადამიანის უფლებების საკითხებში პროფესორ ჩალოკა ბეიანისთან
შეხვედრა ჩატარდა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის’’ ორგანიზებით (ი. ხარაშვილი) ა.წ. 15 ივნისს სასტურმო ამბასადორში-თბილისი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და დევნილთა თემის წარმომადგენლები.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოება იყო შეხვედრის მთავარი თემა.
ინფორმაცია დევნილ ქალთა დასაქმების პრობლემებზე და გამოწვევებზე გააკეთა მეწარმე ქალთა ფონდის თავჯდომარემ მერი გელაშვილმა.
შეხვედრამ ჩაიარა საქმიან გარემოში. ბ-ნმა პროფესორმა ჩ. ბეიანიმ თავის შემაჯამებელ სიტყვაში მიმოიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც გაჟღერდა შეხვედრის პროცესში.
თარიღი :19.07.13
შეხვედრა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერთან
2013 წლის 19 აპრილს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა ფონდის” წარმომადგენლები თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერ დავით სარსანიას შეხვდნენ. საუბრისას ურთიერთთანამშრომლობასა და ქალთა ფონდის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრაზე განიხილეს მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივები. დაისვა „ქალთა ფონდის” ბენეფიციართა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებში ჩართვის საკითხიც, წამოიჭრა თემა, რომელიც 6 ბენეფიციარის მიერ საბუღალტრო საქმის შესწავლას შეეხება.
შეხვედრის დასასრულს გადაწყდა შეიქმნას მინი-პროექტი, სადაც ფორმულირებული იქნება პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისში” საბუღალტრო სპეციალობის 6-თვიან კურსებზე სწავლების საკითხი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა მაისის დასაწყისში დაიგეგმა. ყველა ის საკითხი, რაც მემორანდუმში გათვალისწინდება, განხილვის პროცესშია.
თარიღი :19.04.13
ქსელური შეხვედრა
2013 წლის 19 მარტს ,,მეწარმე ქალთა” ფონდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის: ,,მხოლოდ ერთად დავამარცხებთ სიღარიბეს” შექმნა განხორციელდა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქსელის შექმნასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. მათ გამოხატეს მზაობა ერთიანი ქსელური პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რისი წარდგენაც შესაბამის სტრუქტურებში მოხდება და მიმართული იქნება ქსელურ