2009

მშვიდობისმყოფელ ქართველ და რუს ქალთა კონფერენცია

874384704-6 დეკემბერს, მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში ჩატარებულ ქართველ და რუს მშვიდობისმყოფელ ქალთა კონფერენციაზე, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა “სოხუმმა” (საქართველო) და ორგანიზაცია “დონის ქალთა კავშირმა” შვედეთის ქალთა ფონდის KVINNA TILL KVINNA-ს მხარდაჭერით. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის, პოლიტიკური დაპირისპირების რთულ პირობებში, ადამიანური კონტაქტების და კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობები. კონფერენციაზე შემუშავდა მოქმედების კონკრეტული გეგმა, რომელიც შემდგომი სამშვიდობო პროცესის საფუძველი გახდება.

 

 

 

თარიღი :06.12.09


კონფერენცია სტოკჰოლმში

9201527825-27 ნოემბერს, შვედეთის არასამთავრობო ორგანიზაცია “Operation 1325”-ის მიერ სტოკჰოლმში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: “უშიშროების სექტორის რეფორმა და გაეროს რეზოლუცია 1325”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც ნაციონალური არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სამთავრობო სტრუქტურისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. სამდღიანი კონფერენცია ითვალისწინებდა როგორც პლენარულ სესიებს, ასევე მუშაობას ჯგუფებში. საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ ხუთი ქალბატონი, მათ შორის ალლა გამახარია (ფონდი “სოხუმის” თავმჯდომარე) და მერი გელაშვილი (მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე). კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფოს უსაფრთხოება, ადამიანთა უსაფრთხოება და გენდერული საკითხები, უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან მიმართებაში.

თარიღი :27.11.09

 


ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი

63530210მეწარმე ქალთა ფონდს დონორი ორგანიზაცია EED-ს წარმომადგენელი ილონკა ბოლტზი სტუმრობდა. იგო გაეცნო ფონდის საქმიანობას და დაათვალიერა ქუთაისში შექმნილი სამუშაო ადგილები. ქ-მა ილონკამ ხაზგასმით მიუთითა, რომ ფონდელთა საქმიანობა აუცილებელი, სასარგებლო და სამაგალითოა. კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მეწარმე ქალთა ფონდმა მისი არსებობის მცირე ხნის განმავლობაში დიდი საქმის გაკეთება შესძლო. “მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე ქალთა ფონდი ახალგაზრდა ორგანიზაციაა, მას გააჩნია დიდი გამოცდილება და წარმატებულად ახორციელებს დასახულ ამოცანებს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მათი ძირითადი მიზანია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბენეფიციარების გააქტიურებისთვის, საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად” – აღნიშნა სტუმარმა. მისი მოსაზრებით, ქალი რომელიც მცირე ბიზნესში გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგალითს უჩვენებს სხვას და ასწავლის მას საკუთარი საქმის სწორად წარმართვას.

თარიღი :22.10.09


 

 მრგვალი მაგიდა

3689220923 სექტემბერს ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე “ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებთან – ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება”.
ღონისძიება მიეძღვნა გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1981 წელს გამოცხადებულ  “საერთაშორისო მშვიდობის დღეს” – 21 სექტემბერს. მასში მონაწილეობა მიიღეს  ფონდის ბენეფიციარებმა – მეწარმე ქალებმა და პროფესიული გადამზადების კურსების მსმენელებმა.
შეხვედრის დასაწყისში მოხდა ჟურნალ “ქალი და ბიზნესის” პრეზენტაცია, ასევე წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საქმიანობის მოკლე ანგარიშის წარდგენა.
ამის შემდეგ, მოწვეულმა ექსპერტმა ბ-მა ალუ გამახარიამ გააკეთა საინტერესო მოხსენება არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე და მნიშვნელობაზე კონფლიქტის დასარეგულირებლად და სამშვიდობო პროცესების ეკონომიკურ ჭრილში გადასაყვანად. მონაწილეები აქტიურად ჩართვნენ დისკუსიებში.

თარიღი :23.09.09


მრგვალი მაგიდა

73403130მეწარმე ქალთა ფონდმა ჩაატარა მრგავლი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ მეწარმე ქალები  და პროფესიული გადამზადების კურსების მსმენელები – 23 ადამიანი.
მრგვალი მაგიდის ჩატარების მთავარი მიზანი იყო არსებული გამოცდილების გაზიარება და მუშაობის პერიოდში გამოვლენილი პრობლემების განხილვა, მათი გადაჭრის გზების ძიება და რეკომენდაციების შემუშავება.
ჩვენ ვაგრძლებთ გასულ წლებში დაწყებული საქმიანობის განხორციელებას და კვლავ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქალების ჩართულობას მცირე ბიზნესში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც განაპირობებს ქალთა როლის ამაღლებას საზოგადოებასა და ოჯახში– აღნიშნა მერი გელაშვილმა (მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ)
პროფესული გადამზადების კურსების მსმენელებმა ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საჭირო  უნარ-ჩვევების დაუფლების შესაძლებლომის მიცემა
მეწარმე ქალები, თავიანთ გამოსვლებში ძირითადად აღნიშნავდნენ რომ მათ გაუჩნდათ მცირე თუმცა სტაბილური საარსებო წყარო რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.
გამართულ დისკუსიებში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მცირე ბიზნესის განვითარების პრიორიტეტულობა, რამდენადაც იგი შეიძლება ჩაითვალოს როგორც დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

თარიღი :30.06.09


ტრენინგ-სემინარი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

285060835241c2a7b91202-6 ნოემბერს, მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენელი დიანა ყურაშვილი დაესწრო ტრენინგს, რომელიც ჩატარდა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (Non-Governmental Development Organizations-NGDOs). პირველ დღეს, კოალიციის დირექტორმა ვიოჩეხ ტვოროვსკიმ ისაუბრა არასამთავრობო სექტორის მუშაობაზე, თუ რისთვის არსებობენ ისინი, როგორი უნდა იყოს მათი საქმიანობის სფეროები, თანამშრომლობის მექანიზმებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა კოალიციების შექმნაზე და პოტენციური პარტნიორის შერჩევაზე. ტრენინგის მსვლელობისგან საუბარი შეეხო მოხალისეთა მუშაობას, მათი მოქმედები ფორმებს. მონიკა მელინგერი შეეხო სოციალურ ეკონომიკას და არასამთავრობო როგანიზაციების როლს. აგრო ბიზნესის განვითარება, პროექტების დაწერა და მისი ეტაპები, დაფინანსების მოძიება, პრობლემების ანალიზი – ეს ის საკითხებია რომლებზეც საინტერესო მასალები წარმოადგინა ანნა ზოროვიეცკამ. თითოეული საკითხი მაგალითების განხილვით იყო წამოდგენილი, რომელშიც მონაწილეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. უნდა აღინიშნოს რომ, ტრენინგი ჩატარდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინიშტროს მხარდაჭერით.

 

თარიღი :06.11.09


ბიზნეს-ტრენინგი ხონში

90550753მეწარმე ქალთა ფონდის ინციატივით, მორიგი ბიზნეს-ტრენინგი ჩატარდა ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილი ქალებისათვის (სულ 15 მონაწილე). სემინარის მიზანი იყო მცირე ბიზნესის საფუძვლების შესწავლა, რათა შეიქმნას საუკეთესო სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს ბენეფიციარების სოციო-ეკონომიკური პირობები. ტრენინგის თემატიკა მოიცადა ისეთ საკითხებს როგორიცაა მცირე ბიზნესის არსი, ბიზნეს-გეგმის შედგენა, მისი სტრუქტურა და მიზანი. სემინარის მსვლელობისას მონაწილეები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ მიზანდასახულობა, სურვილი და სწორი არჩევანი ხელს შეუწყობს ბიზნეს-იდეის წარმატებულად განხორცილებას. ჯგუფური მუშაობის შედეგად წარმოდგენილ იქნა 5 ბიზნეს-გეგმა. ქალბატონებმა მაქსიმალურად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები. პრეზენტაციებში აისახა სტრატეგია დასახული მიზნის სწორად განსახორცილებლად. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს საშუალება აქვთ შეიმუშაონ და საკუნკურსო კომისიას წარუდგინონ რეალურად განხორცილებადი, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პროექტები.

თარიღი : 20.11.09


ბიზნეს-ტრენინგი ქუთაისში

0913821-24 აპრილს, მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი მცირე ბიზესის საფუძვლებში. მასში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში, სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებმა დევნილმა ქალებმა   (სულ 15 მონაწილე).
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა შემდეგ საკითებს: მესამე სექტორის როლი და ქალთა ლიდერობის საკითხები, სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები, მცირე ბიზნესის მენეჯმენტი,  ბიზნეს-გეგმის მეთოდიკა, სტრუქტურა და შინაარსი, მარკეტინგის გეგმა, რისკის ფაქტორების და მათი განეიტრალების გზები და სხვა.
ტრენინგის პროცესში იმართებოდა დისკუსიები ბიზნესის საკითხებზე. თეორიულ მასალებს თან ახლდა საქმიანი თამაშები ბიზნეს-ურთიერთობების გამოსავლენად.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ საკონკურსო კომისიისთვის წარმოედგინათ საკუთარი ბიზნეს-პროექტები. წარმოდგენილი ექვსი პროექტიდან დაფინანსდა ოთხი საუკეთესო და შესაბამისად შეიქმნა ოთხი სამუშაო ადგილი (იხ. “სამუშაო ადგილები”).

თარიღი :24.09.09


ტრენინგი მცირე ბიზნესის საფუძვლებზე ზესტაფონში

6428135528-31 ივლისს, მეწარმე ქალთა ფონდმა მორიგი ტრენინგი ჩაატარა მცირე ბიზესის საკითხებზე ზესტაფონში. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებმა თხუთმეტმა დევნილმა ქალმა.
პროგრამით გათვალისწინებული თემატიკა ეხებოდა ქალთა ლიდერობას, სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის სამართლებრივ ფორმებს, მცირე ბიზნესის მენეჯმენტს,  ბიზნეს-გეგმის მეთოდიკას,  მარკეტინგის გეგმას და სხვა.
ტრენინგის პროცესში გამართული დისკუსიების მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ მათთვის საინტერესო საკითხებს და ტრენერებისგან   იღებდნენ სასარგებლო რჩევებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, საკონკურსო კომისიისთვის წარედგინათ საკუთარი ბიზნეს-პროექტები, რომელთა შორის, განხილვის შემდეგ, შეირჩა ოთხი საუკეთესო ბიზნეს-გეგმა და, შესაბამისად, შეიქმა სამუშაო ადგილი.
ეკა ბაღათურია: “ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ აუცილებლად შევძლებ სილამაზის სალონის გახსნას, სადაც მოვემსახურები როგორც დევნილ, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.”


გრძელდება ინგლისური ენის კურსები

75933738კიდევ ოცდასამმა ახალგაზრდა ქალმა გაიარა ინგლისური ენის კურსები. ისინი დაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად: დამწყები და საშუალო. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კურსები მნიშვნელოვანი დახმარებაა ფონდის ბენეფიციარებისთვის, ვინაიდან მათ აქვთ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ ინგლისური ცოდნა ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე. ვინაიდან კურსებზე მსურველთა რაოდენობა დიდია, დეკემბრის თვიდან დაიწყება სამთვიანი კურსები კიდევ ორ ახალი ჯგუფისთვის ქუთაისში.

თარიღი :30.11.09


ჭრა-კერვის კურსები ქუთაისში

53213397ნოემბრის თვიდან, მეწარმე ქალთა ფონდის ინციატივით გაიხსნა ჭრა-კერვის კურსები. ხუთი ახალგაზრდა ქალი, რომელთა შორის არიან როგორც დევნილები ასევე ადგილობრივები, დიდი მონდომებით ეუფლებიან ამ ხელობას. ისინი თვლიან რომ მიღებული ცოდნა მომავალში გამოადგებათ საკუთარი საქმის წამოწყებაში და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში.

თარიღი :15.11.09


 გრძელდება საბუღალტრო  კურსები

63434086დეკემბრის ბოლომდე გრძელდება  სამთვიანი საბუღალტრო კურსები მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში, რომელსაც ესწრებიან დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდა ქალები. კურსის თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი დახასიათება, თანხების მოძრაობა, ბანკთან ურთიერთობა, საგადასახადო კანონმდებლობა და სხვა. მიღებული ცოდნის გაღრმავების მიზნით ტარდება პრაქტიკული მეცადინეობა განხილული თეორიული მასალის ირგვლივ.

თარიღი :01.11.09


ქსოვის კურსები დევნილი ქალებისთვის

31513000დევნილი ქალების უკვე მესამე ჯგუფი გადის დაზგაზე ქსოვის შემსწავლელ კურსებს. ორ მსმენელს გაკვეთილები კვირაში სამი დღე უტარდება. კურსის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: უსაფრთხოების ტექნიკა, ნედლეულის შერჩევა, ქსოვის დაწყების სამი მეთოდი. ზომების აღება. ნიმუშის გაანგარიშება, ჯიბეების და პეტლების დამუშავება, პულოვერის და სხვადასხვა სახის იუბკების, წინდების, ქუდების დს ყელსახვევის ქსოვა.

თარიღი :30.10.09


 ფოთში დასრულდა პროფესიული კურსები

დასრულდა ფოთში ორგანიზებული სამთვიანიპროფესიული კურსები, რომელშიც მონაწილე  44  ბენეფიციარმა შეიძინა უნარ-ჩვევები შემდეგი კუთხით: კომპიუტერული ტექნიკა – 13, ინგლისური ენა- 15, საბუღალტრო საქმე – 16.
ინგლისური ენის კურსის მსმენელმა გაიღრმავეს  ცოდნა და შეუძლიათ მისი პრაქტიკაში გამოყენება: თავისუფლად ისაუბრონ სხვადასხვა თემებზე და თარგმნონ საშუალო დონის სირთულის ტექსტები.
კომპიუტერული კურსზე ბენეფიციარები დაუფლენ საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, ასევე ინტერნეტის მოხმარებას.
ბუღალტერიის კურსები გულისხმობდა  როგორც თეორიული მასალის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს და სათანადო ცოდნის დაგროვებას სამომავლოდ კომპიუტერულ-საბუღალტრო პროგრამა “ორის”-ზე სამუშაოდ.

თარიღი  : 05.12.09


კომპიუტერის შემსწავლელი კურსები

67366836ოქტომბრის თვიდან განახლდა კომპიუტერის შემსწავლელი სამთვიანი კურსები ქუთაისში, მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში. კურსების მონაწილე ახალგაზრა ქალები დაყოფილი არიან ორ ჯგუფად. ისინი ეუფლებიან კომპუტერთან მუშაობის ძირითად პრინციპებს და საოფისე პროგრამებს, მათ შორის: MS Word, MS Excel, PowerPoint და სხვა.

თარიღი :15.10.09



პროფესიული გადამზადება ხონში

31195947მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივით ხონში, №4 საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იგეგმება პროფესიული გადამზადების კურსების გახსნა.
კერძოდ, ფონდის ბენეფიციარებს – დევნილ და ადგილობრივ ქალბატონებს – საშუალება ექნებათ, დაეუფლონ კომპიუტერის უნარ ჩვევებს და ინგლისურ ენას, ასევე შეისწავლონ ჭრა-კერვა.
აღნიშნული ცენტრი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს როგორც დევნილ, ისე ადგილობრივ ქალებს პროფესიული მომზადების თვალსაზრისით.

თარიღი : 07.10.09


პროფესიული გადამზადება

31513000პროექტის ფარგლებში, მეწარმე ქალთა ფონდის საქმიანობაში საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმართულებას, რაც ბენეფიციარების პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს.
მაისის თვეში ორგანიზება გაუკეთდა ინგლისური ენის, კომპიუტერის უნარ-ჩვევების და ქსოვის შემსწავლელ კურსებს. თითოეული კურსი გათვლილია სამ თვეზე  და მასში მონაწილეობას ღებულობენ დევნილი გოგონები და ქალები.
“უფასო კურსები შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენთვის ინგლისური ენის შესასწავლად  და კომპიუტერთან მუშაობის  უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.   აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გაგვიადვილებს სამუშაოს პოვნას ” – აღნიშნავს ია კვიციანი.
“გოგონები მონდომებულნი არიან დაეუფლონ საქსოვ მანქანასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს და ყოველდღიურად აუმჯობესებენ შედეგებს. მთავარია მათ შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება” – ნინო ჩეგიანი (ქსოვის ოსტატი).

თარიღი : 01.05.09