სოციალური მეწარმეობა

 

IMG_52202014  წლის 12 მაისს მეწარმე ქალთა ფონდის  მიერ იქნა ორგანიზებული კიდევ ერთი სამუშაო ადგილი სოციალურ მეწარმეობაში.
სამუშაო ადგილი შეიქმნა ქ. ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა № 32,  სახელწოდებით: სოციალური  საწარმო  საკონდიტრო „საოცრება“, რომელშიაც ჩართულია  სათემო კავშირი: “ჩვენ ვქმნით წარმატებულ მომავალს.“ სულ დასაქმდა 8 ადამიანი. პროექტის ავტორია: ნინო ვერულაშვილი.
სოციალური საწარმოს გახსნას ესწრებოდნენ: საერთაშორისო შემფასებელი: ქ-ნ რაისა სინელნიკავა(ბელორუსიდან) და ეროვნული შემფასებელი – ქ-ნ ლია კილაძე ( ა/ო  განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის თავჯდომარე).

 

 

 

თარიღი :12.05.14


ტრენინგი  სოციალურ მეწარმეობაში
მეტი მოტივაცია , მეტი შანსი დასაქმებისათვის

ქ. ქუთაისში  2014 წლის  15-16-17 აპრილს საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“  ჩატარდა ტრენინგი სოციალურ მეწარმეობაზე.   ტრენინგ-სემინარს ესწრებოდა 16 ადამიანი.
ტრენინგ-სემინარის მიზანი:  სოციალური საწარმოს ფუნქციონირების უნარ-ჩვევების გამომუშავება  და საკონკურსო პროექტების შემუშავება.
ტრენინ-სემინარის მონაწილეებს გადაეცათ  სერთიფიკატები.   მათ შეიძინეს  საჭირო უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია სოციალური საწარმოს გახსნისათვის.

თარიღი :15.04.14


 

ტრენინგი სოციალურ მეწარმეობაში

IMG_2961სოციალური მეწარმეობის კონცეფციისა და პრაქტიკის დასანერგად `მეწარმე ქალთაფონდმა” არაერთი  ტრენინგი განახორციელა. ორგანიზაციის ტრენინგ-ციკლი სოციალურ მეწარმეობაზე მიზნად ისახავს სოციალურ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას.
2013 წლის  26-29 ნოემბერს სწავლება სოციალური მეწარმეობის საკითხებზე `მეწარმე ქალთა ფონდმა” ქუთაისში ავანგარდის  დასახლებაში ჩაატარა. ტრენინგი ითვალისწინებდა დევნილი და ადგილობრივი სიღარიბის ზღვარ ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობის მხარდაჭერას, მათ ფერმერულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობასა და საოჯახო სოციალურ საწარმოში საქმიანობის ხელშეწყობას. ტრენინგ-სემინარს  სამი სხვადასხვა თემიდან 15 ადამიანი  ესწრებოდა.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა საკონკურსო კომისიას წარუდგინეს სამი ბიზნეს -გეგმა.კომისიის მიერ არჩეულ იქნა ერთი , რომელიც წარმოადგინა სათემო კავშირმა“ავანგარდი -2013“.გამარჯვებული პროექტი „საოჯახო ინკუბატორი “ დაფინანსდა.

თარიღი :19.12.13


 გრძელდება კონსულტაცია სოციალურ მეწარმეობის საკითხებზე

359024283-7-11 მაისს   ჩატარდა კონსულტაცია კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში სოციალური მეწარმეობის საკითხზე. კონსულტაციაზე  ახალგაზრდების ჯგუფმა  სათემო  კავშირი: კოპიტნარი 2012  წარმოადგინა პროექტი: სოციალური საწარმო: ”სხივი”.
პროექტის საკონსულტაციო მუშაობაში  ჩაერთო მონაწილები, რათა შეტანილიყო ცვლილებები.  პროექტის სრულყოფილი სახის  მიცემის შემდეგ დაგეგმილია  პროექტის წარდგენა მხარდაჭერისათვის ქუთაისის ეკონომიკური პოლიტიკისა  და სტრატეგიის განვითარების  მუნიციპალური სერვისის სამსახურში.

 

 

თარიღი :12.05.12