დევნილთა დასახლებაში მანათობელი ფარები ლედ ნათებებით ჩანაცვლდა.
დაფინანსებული სამოქალაქო ინიციატივა პირდაპირ კავშირშია ადამიანური უსაფრთხოების საკითხებთან.
კონკრეტულად კი მოძველებული განათების სისტემა პრობლემას უქმნიდა დასახლების მაცხოვრებლებს ღამე გადაადგილების კუთხით, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, ქალებსა და ბავშვებს.
პრობლემის აღმოსაფხვრელად 17-ვე კორპუსის წინ და მიმდებარედ მოხდა არსებული განათებების შეცვლა და ახალის დამატება. სულ დამონტაჟდა 29 ლედ ნათება (150 და 200 ვატიანები).
ინიციატივის განხორციელებაში, დახმარება გაგვიწია მუნიციპალიტეტის კომუნალურმა სამსახურმა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.



Leave a reply