მეწარმე ქალთა ფონდი უერთდება ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილ16 დღიან კამპანიას
მსოფლიო ნარჩენების გარეშე
2018 წლის 15 სექტემბერს „მეწარმე ქალთა ფონდი“, რომელიც გაერთიანებულია ქსელში -„ახლა ჩვენი დროა“ შეუერთდა კამპანიას „სუფთა, ჯანმრთელი და ნარჩენებისგან თავისუფალი მსოფლიო“- რომელიც 160 ქვეყნის მოხალისეს აერთიანებს. ორგანიზაციის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ნიკიაზე, სოციალური საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორია ერთობლივი ძალებით დასუფთავეს. აქციის მთავრ გზავნილს წარმოადგენდა მოსახლეობის 5%-ის ჩართულობის ხელშეწყობა ღონისძიებაში და ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი ცნობიერების ამაღლება.
ლინკი: http://rionitv.com/index.php?newsid=6604
თარიღი:15.09.2018
ინფორმაცია
მეწარმე ქალთა ფონდი (ქუთაისი) უერთდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/ დედამიწის მეგობრები – საქართველო და ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“-ს მოწოდებას აქტიური მონაწილეობის მიღების შესახებ საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთავოთ მსოფლიო“ (15-16 სექტემბერს) და მეორე საერთაშორისო კამპანია „მსოფლიო დასუფთავების დღე“ (15 სექტემბერი).
მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები ვუერთდებით რა ამ აქციას, ა.წ. 15 სექტემბერს მივიღებთ მონაწილეობას ქალაქის (მერიასთან შეთანხმებით) ერთ-ერთ უბანში დასუფთავების პროცესში.
კამპანიის ფარგლებში იქნება თანამშრომლებისთვის დამზადებული სპეციალური მაისურები ამ დღესთან დაკავშირებით.
შეხვედრა ფოთში 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში
2017 წლის 1 დეკემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდმა“ ფონდი „ქველმოქმედი 2015“-თან ერთად ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრა მოაწყო გურიის, ფოთის, ბათუმის საზოგადო მოღვაწეებთან. პოეტებმა და მწერლებმა თავიანთი შემოქმედება გააცნეს იქ დამსწრე საზოგადოებას მათ ხელმოწერებით დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა;
თარიღი:1.12.2017
აქცია ცაგერში
„ერთად შევაჩეროთ ქალთა მიმართ ძალადობა“ – ამ მოწოდებით გაიმართა მსვლელობა აქცია ცაგერის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 29 ნოემბერს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა.
ცაგერში განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება ქალებს და აუცილებელია მათი ინფორმირება კანონში: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით აღინიშნა მონაწილეების მიერ.
აქციაში მონაწილე მამაკაცებმა ერთხმად აღიარეს, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის.
თარიღი:29.11.2017
აქცია ქუთაისში
„მეწარმე ქალთა ფონდმა“ იმერეთის რეგიონში მოქმედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2017 წლის 27 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო აქციაში, რომელიც გაიმართა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში.
გაჩნდეს უკომპრომისო დამოკიდებულება ძალადობის ყოველი გამოვლინების მიმართ და ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს ქალებზე ძალადობის პრევენცია, მოხდეს ეფექტური, დროული და ადექვატური რეაგირება დანაშაულის შემთხვევებზე -აღინიშნა აქციის მონაწილეების მიერ.
თარიღი:27.11.2017
„მეწარმე ქალთა ფონდი“ უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას
აქცია ცაგერის მუნიციპალიტეტში
25 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა აქცია – მსვლელობა ა/ აიპ „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის „ ცენრტის“ ინტელიგენციისა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით.
აქცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესა და საქართველოში დაწყებულ თექვსმეტდღიან კამპანიას შეუერთდა სლოგანებით:
- «არ დაკარგო იმედი, ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით!“
- «ძალადობა შობს შიშს“.
- «დავამარცხოთ ძალადობა სიყვარულით».
აქციაში მონაწილეობდნენ: ლეჩხუმელი ქალები სხვადასხვა სოფლებიდან : ჩხუტელი, ქვედა ცაგერი, გვესო, ზუბი, ლუხვანო , ქალთა საინიციციატივო ჯგუფის წევრები წარმოება -დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სულ მონაწილეობა მიიღო: 60 ადამიანმა.
თარიღი:25.11.2017
2016 წლის 25 ნოემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ იმერეთის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში.
მერიის გვერდით, შრომის დიდების მემორიალთან ერთსაათიანი მდუმარე აქციით მონაწილეებმა დაგმეს ძალადობა ქალზე და მოუწოდეს ყველას: მოქალაქეებს, სახელმწიფო სტრუქტურებს გაერთიანდნენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ძალადობის პრევენციისა და აღმოფხრისათვის.
თარიღი:25.11.2017
აქცია ქუთაისში
2016 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა „მეწარმე ქალთა ფონდმა“.
„ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას“, „მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების დანერგვას“, „განათლების ფუნდამენტური რეფორმის“განხორციელებას და „რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებას“, – მოუწოდებდნენ მონაწილეები მე-9 მოწვევის პარლამენტარებს. მათ კანონმდებლებს შეახსენეს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხები გადაიხედოს, რადგან უკვე რეალური ცვლილებების დროა.
აქცია პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.
თარიღი:18.11.2017
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე
27 სექტემბერს „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებით თავისი ტკივილი ერთმანეთს გაუზიარეს ორგანიზაციის ბენეფიციარებმა.
აქციის მონაწილეებმა კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც საქართველო გამთლიანდება.
თარიღი:27.09.2016
საინფორმაციო ფორუმი
„მეწარმე ქალთა ფონდმა“ საინფორმაციო ფორუმზე მოსულ საზოგადოებას შესთავაზა მიმდინრე პროექტებით გათვალისწინებული სხვადასხვა პროგრამები.
საინფორმაციო ფორუმი ჩატარდა 2016 წლის 21 ივლისს ქ. ქუთაისში „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით.
ფორუმის მიზანი იყო იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დასაქმების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, არაფორმალური განათლების, სტაჟირების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი გაცვლითი პროგრამების შეთავაზება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.
დიდი ინტერესი გამოიწვია მეწარმე ქალთა ფონდის მიერ წარმოდგენილმა საინფორმაციო მასალებმა : „საშუალო ასაკის ქალთა სკოლის“ შესახებ,რომლის მიზანია ქალთა გადამზადება და დასაქმების ხელსეწყობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა , ქუთაისის მერიის წარმომოადგენლებმა და საკრებულოს წევრმა დეპუტატებმა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ეს კურსი მნიშვნელოვან ფაქტორად აღიარა ქალთა სოციალურ- ეკონომიური მდგომარების ხელშეწყობისა და გაუმჯობესებისათვის .
თარიღი:21.07.2016
სტუმრად საბავშვო ბაღში
2016 წლის 18 ივნისს მეწარმე ქალთა ფონდის – მოხალისეთა ცენტრის აქტივისტებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტანეს სათამაშოები და ერთი მხიარული დღე გაატარეს მათთან ერთად.
თარიღი :18.07.16
აქცია
„ეს შენ გეხება“
2016 წლის 19 მარტს, ქ.ქუთაისში, „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლებმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აქციაში: „ეს შენ გეხება“. აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა.
თარიღი :19.03.15
აქცია – სოლიდარობისათვის
2016 წლის 29 თებერვალს „მეწარმე ქალთა ფონდის“ ბენეფიციარებმა და თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში და სოლიდარობა გამოუცხადეს ნადეჟდა სავჩენკოს.
თარიღი :02.29.16
2015 წლის 8 დეკემბერს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოეწყო ქუთაისის პროფესიული კოლეჯის „იბერიაში“. სტუდენტებმა დაგმეს ძალადობა და სოლიდარობა გამოუცხადეს ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
თარიღი :8.11.15
5 დეკემბერი მოხალისეთა საერთაშორისო დღეა
2015 წლის 5 დეკემბერს მეწარმე ქალთა ფონდის მოხალისეთა ცენტრმა, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ აღნიშნა მოხალისეთა საერთაშორისო დღე და გამართა აქცია თემაზე: „ყველა ქვეყნის მოხალისეებო, გავერთიანდეთ!“
თარიღი :5.11.15
„მეწარმე ქალთა ფონდმა“ და ფონდმა “ქველმოქმედი 2015″-ი „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართა: ფოთის პროფესიული კოლეჯ „ლაზიკაში“, ფოთის „ქალთა სკოლის მსმენელებთან, სხვადასხვა დაწესებულების მოსწავლე-ახალგაზრდობასთან, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებზე. ასევე გაეცვნენ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება ქალზე ძალადობის შემთხვევაში. შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა.
შეხვედრა ფოთის ფოლკლორის ცენტრში
შეხვედრა სტუდენტებთან
შეხვედრა ფოთის პროფესიული სასწავლებელ “ფაზისი” -ში
შეხვედრა ახალგაზრდა ძიუდოისტებთან
მომზადდა ტელესიუჟეტი, რომელიც ფოთის სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას“ ეთერში გავიდა.
თარიღი :1.12.15
2015 წლის 27 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ჟ. შარტავას სახელობის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოუერთდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობამ და მასწავლებლებმა გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დაგმეს ქალზე ძალადობა.
თარიღი :2711.15
2015 წლის 26 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ქუთაისის „ქალთა სკოლის“ მსმენელებიც შეუერთდნენ. შეხვედრა ჩატარდა „მეწარმე ქალთა ფონდის“ ოფისში. კამპანიის მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს ძალადობა და მოუწოდეს ყველას გაერთიანდნენ ძალადობის წინააღმდეგ, რათა დაცულ იქნას ქალთა უფლებები. აღნიშნეს რომ „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოა“.
თარიღი :2611.15
2015 წლის 25 ნოემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მერიის გვერდით, შრომის დიდების მემორიალთან ერთსაათიანი აქციით დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა და მოუწოდეს ყველას გაერთიანდნენ ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აქციისადმი მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმაც გამოხატეს.
თარიღი :2511.15
2015 წლის 16 აპრილს ქსელი „სინერგიის“ პროექტის:“ქ. ქუთაისის იგპ-თა ჩართვა 2015 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირებაში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში ნიკეას დასახლებაში 22-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის მიერ მიწოდებული წიწვოვანი ნერგებით ეზოს გამწვანება მოახდინეს.
ნერგების დარგვის პროცესში მოხალისეობრივ საწყისებზე აქტიურად მონაწილეობდნენ „მეწარმე ქალთა ფონდისა“ და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები.
თარიღი :16.04.15
2015 წლის 9 აპრილს „მეწარმე ქალთა ფონდის“ მოხალისეებმა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს წინასააღდგომო საქველმოქმედო აქციაში და სასურსათო პაკეტები გადასცეს აფხაზეთის ომში დაღუპლთა ოჯახებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
„მეწარმე ქალთა ფონდი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მოძრაობა «ვიზრუნოთ ერთმანეთზე“აქტიური მონაწილეობისათვის დააჯილდოვა სერთიფიკატით.
თარიღი :09.04.15
2015 წლის მარტში „მეწარმე ქალთა ფონდის“ მოხალისეები შეუერთდნენ იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივას და მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო აქციაში. აქციის ფარგლებში წინასააღდგომოდ სასურსათო პაკეტები გადაეცემათ აფხაზეთის ომში დაღუპლთა ოჯახებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
თარიღი :14.03.15
ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც 14 ინავრიდან ამოქმმედდა.
მეწარმე ქალთა ფონდი უერთდება აქციას და მოუწოდებს საზოგადოებას:
ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ თანამოქალაქეების ჯამრთელობას!
თარიღი :14.01.15
2014 წლის 10 დეკემბერს დასრულდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია. კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ანალიზი „მეწარმე ქალთა“ ფონდის თანამშრომლებმა რადიო „რიონის“ ეთერში გააკეთეს.
თარიღი :10.12.14
2014 წლის 5 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა ქ. ფოთში პროფესიული სასწავლებელ „ფაზისის“ სტუდენტებთან. შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად ლექტორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდა 50 ადამიანი.
სტუდენტებს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლალი გვალიამ მიაწოდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის მიზნების შესახებ. დამსწრეებმა ისაუბრეს ძალადობის მიზეზების, შედეგების, მისი არსისა და გართულებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ქალებზე ძალადობა მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემაა და ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პრობლემის აღმოფხვრაში.
თარიღი :5.12.14
2014 წლის 5 დეკემბერს საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო ქ. ფოთში პროფესიულ სასწავლებელ „ლაზიკაში“, სადაც ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს „ფოთის ქალთა სკოლის“ მსმენელებმა და დევნილმა ქალებმა. დამსწრეებმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანეს მათი ყოველდღიური ყოფიდან გამომდინარე და აღნიშნეს, რომ ძალადობრივ გარემოში ყოფნა ცუდ გავლენას ახდენს, როგორც დედის ასევე მოზარდის ფსიქოლოგიაზე. ქალებმა შეხვედრაზე იმსჯელეს იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ ძალადობის პრობლემის აღმოფხვრისათვის.
შეხვედრას ესწრებოდა 20 ადამიანი
თარიღი :5.12.14
ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდფმა“ 2014 წლის 4 დეკემბერს საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტებთან. ამ შეხვედრაში აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო EUMM-ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის დამკვირვებლებმა, მათ მოაწყვეს ფილმის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს და მოცემულ კამპანიებთან მისიის კავშირს ასახავდა.
შეხვედრას 40 სტუდენტი ესწრებოდა.
თარიღი :4.12.14
მადლიერების სახლი
2014 წლის 3 დეკემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღის ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარებთან. ორგანიზაციის თანამშრომლებმა 16 დღიანი კამპანიის მნიშვნელობაზე და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს და თავიანთი დამოკიდებულება ძალადობის წინააღმდეგ ლექსებითა და მინი მონოლოგებით გამოხატეს.
თარიღი :3.12.14
2014 წლის 28 ნოემბერს „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა, ი. მაღლაფეიძემ და ფ. დვალიშვილმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში განახორციელეს საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრაზე განხილულ მიქნა „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში“ განხორციელებული ცვლილებები და ის პრევენციული მექანიზმები, რომელიც სახელმწიფოს მიერ ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად ხორციელდება.
შეხვედრას 25 მოსწავლე ესწრებოდა.
თარიღი :28.12.14
2014 წლის 26 ნოემბერს „მეწარმე ქალთა ფონდი“-ს მიერ დაგეგმილი ღონისძიების: „ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია“ _ფარგლებში ე. ყუფარაძე და ა. ჩიხლაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი: „გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის “ თემაზე ინფორმაციის მიწოდება: საქართველოში არსებული მდგომარეობა ქალთა მიმართ ბოლო დროს გამოვლენილ სხვადასხვა ძალადობის ფაქტებზე, ძალადობის არსებულ ფორმებსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მათ პრევენციას მოახდენს.
ინფორმაციის მიღების შემდეგ მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში, ჩატარდა მინი ჯგუფური სამუშაოები, რომლებზეც შემდგომ ჯგუფების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია.
დისკუსიის დასასრულს მოხდა განხილული თემის შეჯამება, თითოეულმა მონაწილემ დააფიქსირა საკუთრი აზრი ქალზე ძალადობის მიმართ შეურიგებლობის შესახებ.
თარიღი :26.12.14
2014 წლის 25 ნოემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ინიცირებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია ერთსაათიანი აქციით დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა, სოლიდარობა გამოუცხადეს ქალებს და მოუწოდეს ყველას გაერთიანდნენ ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
„მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლის საშუალებითაც ხელისმომწერნი ხელისუფლებას მოუწოდებენ „გააცნობიეროს ქალზე ძალადობის პრობლემის სიმწვავე და საკუთარი პასუხისმგებლობა გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში. გაატაროს დროული, ქმედითი და ეფექტური პოლიტიკა ქალზე ძალადობის და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.
თარიღი :25.12.14
უკრაინის მხარდამჭერი აქცია
საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით 2014 წლის 22 ოქტომბერს, 17:00 საათზე თბილისში უკაინის საელჩოსთან გამართულ მხარდამჭერ აქციას ასევე შეუერთდა ქუთაისის ეროვნული პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაცოებიც. აქციაზე მოსულებს ეჭირათ პლაკატები და მკერდზე ეკეთათ ბაფთები უკრაინის დროშის ფერებში.
“ჩვენი თანადგომა უკრაინელ ხალხს” ამ სლოგანით აქციაში მიიღეს მონაწილეობა არასამთავრობო ოროგანიზაციებმა იმერეთის რეგიონიდან, რომლებიც არიან პლათფორმის წევრები. კერძოდ: ” მეწარმე ქალთა ფონდმა”, კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა “სოხუმი”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”საიამ”, ადგილობრივი დემოკრატიის ცენტრმა და პედაგოგთა ასოციაცია “განათლება და სამყარომ”.
აქციას ასევე შეუერთდა ახლგაზრდების ჯგუფი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტისა და ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯ”იბერიის” სტუდენტები.
ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე, ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფციაზე ისაუბრეს 2013 წლის 6 დეკემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ იბერიაში „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია რათა გაიზარდოს სტუდენტთა ინფორმირება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის შესახებ.
თარიღი :6.12.13
2013 წლის 5 დეკემბერს მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და ფილოლოგიის სკოლისა და პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და სტუდენტებს ძალადობის გამომწვევი მიზეზების, სახეობებისა და პრევენციის შესახებ განემარტათ. შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა დისკუსიაში სტუდენტების აქტიური ჩართულობით.
თარიღი :5.12.13
3 დეკემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა კვლავ გამართეს შეხვედრა ,,ეროვნული სასწავლო ცენტრის’’ სტუდენტებთან. საუბარი შეეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, პრევენციულ ღონისძიებებს, რომელთა გატარებაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. სტუდენტებმა დისკუსიის დროს გამოთქვეს კმაყოფილება, რომ გაეცვნენ საკანონმდებლო სიახლეებს, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს.
თარიღი :3.12.13
“მეწარმე ქალთა ფონდი“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
29 ნოემბერს 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქ. ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სადაც ფონდის წარმომადგენლებისაგან 70-მა სტუდენტმა მიიღო ინფორმაცია ოჯახში ძალადობის სამართლებრივ საკითხებზე, ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე და ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს.
თარიღი :29.11.13
2013 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში კოლექტიურ ცენტრში “დესკა’’ ტრენინგის „სოციალური მეწარმეობა“ დაწყებამდე ავანგარდში მცხოვრები დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ 16 დღიან კამპანიის შესახებ.
თარიღი :26.11.13
მდუმარე აქცია ძალადობის წინააღმდეგ
დავუჭირეთ რა მხარი ფონდი „სოხუმის“ ინიციატივას, მეწარმე ქალთა ფონდმა პირველი დღე (25 ნოემბერი) საერთაშორისო კამპანიისა „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ავღნიშნეთ ერთ საათიანი აქციით, რომელიც გაიმართა ქ. ქუთაისის ცენტრში, მერიის გვერდით.
ფონდი ,,სოხუმისა’’ და მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლებმა და აქტივისტებმა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რომლებიც მუშაობენ ქუთაისში გააპროტესტეს ძალადობა ქალის მიმართ, პლაკატებითა და საინფორმაციო მასალების დარიგებით საზოგადოებაში.
თარიღი :25.11.13
21 სექტემბერი საერთაშორისო მშვიდობის დღემეწარმე ქალთა ფონდი ჩაერთო მეწარმე
ქალთა ფონდი ჩაერთო საერთაშორისო ქსელის აქტივობებში და 21 სექტემბერს გეგმავს აღნიშნოს საერთაშორისო მშვიდობის დღე.
ეს დღე ეძღვნება გლობალურ მშვიდობას, რომელიც განდევნის ზალადობას სახლებიდან, სკოლებიდან და თემებიდან. ფონდმა მშვიდობის დღის აღსაღნიშნავად მოვაწყვეთ ინტერაქტიული გამოკითხვა თემაზე „მშვიდობის დღე – იდეათა ფარდაგი’’
ინტერაქტივში მიიღო მონაწილეობა 25 ქალმა, ორგანიზაციის წევრებმა და ბენეფიციარებმა.
საუკეთესო იდეად, შეთანხმების შედეგად, მიჩნეულ იქნა ფორუმის მოწვევა სახელწოდებით: „ქალები მშვიდობისათვის’’, რომელიც დაგეგმილია 2013 წლის 21 სექტემბერსს.
ფორუმის მუშაობა დამთავრდება მიმართვით მსოფლიოს „მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს’’, რომელსაც ხელს მოაწერენ ფორუმის მონაწილეები.
თარიღი :19.07.13
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია
მეწარმე ქალთა ფონდი საერთაშორისო კამპანიის აქტიური მონაწილეა და ყოველწლიურად ათობით ღონისძიებას ატარებს. 16 აქტიურ დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მეწარმე ქალთა ფონდს შეუერთდა ფოთის პროფესიულ სასწავლებელი “ფაზისი” და „სკოლა საშუალო ასაკის ქალებისათვის”, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში 2012 წლის 3 დეკემბერს გაიხსნა.
კამპანიის მთავარი ლოზუნგი: „სახლში მშვიდობიდან – მშვიდობიან მსოფლიოში”. ახალგაზრდა გოგონებმა, ქალებმა, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებმა და ქ. ფოთის საკრებულომ აიტაცეს.
ღონისძიებას მონაწილეები შეუერთდნენ სლოგანებით: „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას,” “ძალადობას დავამარცხებთ ერთად.”
თარიღი : 03.12.12
საინფორმაციო შეხვედრა
2012 წლის 30 ნოემბერს მეწარმე ქალთა ფონდმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. „ქალთა ძალადობის წინააღმდეგ” მიმდინარე 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტიკისა და სამართლის სპეციალობის 30-მდე სტუდენტთან ერთად ფონდის წარმომადგენლები თინათინ ზაქარაშვილი და ქეთი ფილიპაშვილი ოჯახური და ზოგადად ძალადობის პრობლემას, მის იურიდიულ-სოციალურ ასპექტებსა და მათი პრევენციის საკითხებს განიხილავდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა, დისკუსიაში სტუდენტების აქტიური მონაწილეობით.
თარიღი :30.11.12
მშვიდობის მსოფლიო საერთაშორისო დღე
21 სექტემბერს მეწარმე ქალთა ფონდმა გამოფენა-კონფერენცია მოაწყო. ღონისძიება თემაზე „მდგრადი მშვიდობა-მდგრადი მომავალი” მშვიდობის მსოფლიო საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. საერთაშორისო ქსელის „Peace One Day”- ს წევრმა მეწარმე ქალთა ფონდმა ამ დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ შეახსენა შეკრებილ საზოგადოებას მშვიდობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
თარიღი :21.09.12