ჟურნალი

მეწარმე ქალთა ფონდი
2015-2017 ჟურნალი

kda

 

 

 

 

 

 

 


მეწარმე ქალთა ფონდის  (2015წლის) საქმიანობის ამსახველი  ანგარიში

IMG_0888 [800x600]მეწარმე  ქალთა   ფონდმა 2015 წლის საქმიანობის ამსახველი ჟურნალი გამოსცა. ის აცნობს მკითხველს  ფონდის  მართვის სტრუქტურას,  შიდა რეგლამენტს, პროექტის მიმართულებებს, აქტივობებს  და საანგარიშო პერიოდში მიღწეულ შედეგებს. 
ჟურნალი  ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა. მასში განთავსებულია ფოტო მასალები.

 

 

 

 


 

ჟურნალი “ჩვენ – ლიდერები” – მეოთხე ნომერი

“ჩვენ-ლიდერების” მე-4 ნომერი ფონდის ექვსთვიან საქმიანობას ასახავს.  ჟურნალი ტრადიციულად  ორ ენაზე და 500 ეკზემპლიარად დაიბეჭდა. 36-გვერდიანი გამოცემა რუბრიკა `ცნობის ფურცელი”-თ მიმოიხილავს ფონდის მიერ ივლისს-დეკემბერში გაწეულ საქმიანობას.
სხვა მასალებიდა   მკითხველი იმ სიახლეების შესახებ შეიტყობს, რაც საშუალო ასაკის უმუშევარ ქალთა სასწავლო პროცესში ჩართვას და მათი დასაქმების მხარდარერას ითვალსწინებს.
რუბრიკებში `დასაქმება” და `თანადგომა” განთავსებულია ინფორმაციები იმ ქალებისა და გოგონების შესახებ, რომლებიც წარმატებით დასაქმდნენ ფონდის მხარდაჭერითა და თანადგომით.
ჟურნალში წარმოდგენილი ფოტოკოლაჟი ასახავს ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმუშაოს არა მხოლოდ სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის, არამედ ბენეფიციართა პროფესიული გადამზადებისა და სწავლების მიმართულებით.

bukleti2


,, მეწარმე ქალთა ფონდის” საქმიანობის ამსახველი ბუკლეტი

„მეწარმე ქალთა ფონდმა“ ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტი გამოსცა. ის ლაკონიურად აცნობს მკითხველს  ფონდის მისიის, მიზნების, მიმართულებებისა და აქტივობების შესახებ. ბუკლეტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე დაიბეჭდა,  მასში წარმოდგენილია  ფოტომასალაც.

buklet4

bukleti5


ჟურნალი “ჩვენ – ლიდერები” – მესამე ნომერი

ჟურნალ „ჩვენ ლიდერების“ მესამე  ნომერი ტრადიციული ფორმატით გამოვიდა. რუბრუკა  „ცნობის ფურცელი“  ფონდის საქმიანოის ერთგვარ  გზამვლევს წარმოადგენს.  ვრცელ ინფორმაციას ორგანიზაციის  საქმიანობის შესახებ მკითხველი თემატური რუბრიკებით გაეცნობა. რუბრიკები „ჩვენ ვასწავლით“ საგანმანათლებლო მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, „სიახლე“ – ფონდის მიერ  არასამთავრობო ორანიზაციათა ქსელის „მხოლოდ ერთად დავამარცხებთ სიღარიბეს“  შექმნისა და მუშაობის შესახებ აცნობს მკითხველს. ახალ რუბრიკა „ინიციატივა”-ში იმ მოსაზრებებსა და წინადადებებზე მახვილდება ყურადღება, რომლებიც ორგანიზაციამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი საქმიანობს მიმართულებით  წარუდგინა. ნომრის სიახლეს წარმოადგეს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენების მიერ მოზადებული  მასალები, რომლებიც ჟურნალში  პროფესიულ პრაქტიკას გადიოდნენ.

bukleti

ჟურნალი “ჩვენ – ლიდერები” – მეორე ნომერი

ჩვენლიდერებისმეორე ნომერში ორგანიზაციის მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის  ერთგვარი ანგარიში აისახა. ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობა ტრადიციულად  რუბრიკებში „ახალი ამბები“, „ჩვენ ვასწავლით“, „პარტნიორები“, „ჩვენი საქმე“, „კვალიფიკაცია“ გაშუქდა. 2012 წლის აგვისტო-დეკემბერის აქტივობები არამხოლოდ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას, არამედ საშუალო ასაკის ქალებისა და გოგონების გადამზადებას ითვალისწინებს. „იურიდიულ გზამკვლევში“ იურისტი  კითხვა-პასუხის რეჟიმში სასარგებლო  რჩევებს აძლევს მკითველს. ჟურნალში  განთავსებულია ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ფოტო-მასალაც.

kda

თარიღი :26.01.13


ჟურნალის პირველი ნომერი

გამოვიდა მეწარმე ქალთა ფონდის ახალი ჟურნალი “ჩვენ _ ლიდერები”. გამოცემის პირველი ნომერი განსხვავებული დიზაინითა და ფორმატით დაიბეჭდა. მკითხველი ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ტრადიციულად თემატური რუბრიკებით შეიტყობს.

ჟურნალში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ სხვადასხვა მიმართულებით ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობაა ასახული. `პერსპექტივებში” საუბარია ფონდის სამომავლო საქმიანობასა და სავარაუდოდ განსახორციებელ გეგმებზე.

რუბრიკა “ჩვენ ვასწავლით” და “სიახლე” მოგვითხრობს ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე. “წარმატებული” იმ ქალბატონებს წარმოაჩენს, რომელთა დასაქმება მეწარმე ქალთა ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.

ჟურნალის მასალებიდან მკითხველი ასევე გაეცნობა იმ პროექტებსა და აქტივობებს, რომლებიც მოსახლეობაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს. რუბრიკა `კვალიფიკაცია” ორგანიზაციის თანამშრომელთა სხვადასხვა თემატიკის ტრენინგ-სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის შესახებ მოუთხრობს აუდიტორიას.

იურისტის გვერდი მკითხველს იურიდიულ კონსულტაციას უწევს.

ჟურნალში მეწარმე ქალთა ფონდის საქმიანობის ამსახველი ფოტომასალაც საინტერესოდ არის წარმოდგენილი.

bukleti6

თარიღი :01.09.12