ხონის დევნილთა დასახლებაში განხორციელდა სპეციალური უჯრედების დამზადება და დამონტაჟება ნაგვის ურნების შემოსაღობად.
საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქალაქო ინიციატივის პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ხონის დევნილთა დასახლების ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული, შესაბამისად დასახლებაში თავისუფლად შეუძლია გადაადგილება ოთხფეხა პირუტყვეს. ასევე დასახლებაში მრავლად არიან მიუსაფარი ცხოველები, არსებული ნაგვის ურნების სახურავები უმეტესად კი უმეტესად არის ღია მდოგმარეობაში და ცხოველების მიერ ხდებოდა ნაგვის მომოფანტვა. რის შედეგადაც იქმნებოდა ანტისანიტარიის კერები.
პრობლემის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ნაგვის ბუნკერების შემორაგვა 5 ძირითად ლოკაციაზე, ისე რომ კარებების საშუალებით დასუფთავების სამსახურს ნარჩენების გატანის დროს პრობლემა არ შეექმნება.
სამოქალაო ინიციატივის ფარგლებში მოგვარდა დასახლებაში არსებულ პრობლემა, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებისთვის გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს და სარგებელს მოუტანს მთელს დასახლებას.
არსებული უჯრედების მონტაჟი განხორციელდა დასახლების მაცხოვრებლები მოხალისეობრივი ჩართულობით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. UNDP Georgia



Leave a reply