რეგიონის ქალები

მასტერკლასი ცაგერშიპროფესიული უნარჩვევების განვითარება

„მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივითა“და ბენეფიციართა მოთხოვნით  პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“  -ფარგლებში  ა.წ. 30  ნოემბერს   ცაგერში  ჩატარდა   ორი მასტერ-კლასი „მზარეულის   სპეციალობაში.“  

 მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო    23 – მა  ადამიანმა. მათ შორის  საოჯახო სასტუმროების თანამშრომლებმა. ისინი წარმოდგენილნი  იყვნენ  სოფლებიდან: ქვედა ცაგერი, გვესო და ჩხუტელი;  მასტერ   კლასი  მიჰყავდა  პროფესიონალ    მზარეულს  ქ-ნ  ნ.ნაჭებიას. მომზადებულ იქნა კერძები: ჩიხირთმა  და  ბევსტროგანოვი.

მასტერკლასის  ჩატარების  მთავარი მიზანია ქალთა პროფესიული  განვითარება და  მათი დასაქმების შესაძლებლობის  გაზრდა.

თარიღი:30.11.2016


 

ორგანიზაციის  სტრატეგიის  შემუშავების   მორიგი  შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში

img_1096-640x4802016  წლის   3 ნოემბერს    გაიმართა მორიგი  სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ  შექმნილი საინიციატივო ჯგუფის  ბენეფიციარებმა  სამი სოფლიდან: ქვედა ცაგერი, ჩხუტელი, გვესო და    დაინტერესებული  მხარეებმა ცაგერიდან:   საკრებულოს თავჯდომარე: ბ.ყუ   საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე: ბ.ღურჭუმელიძე    აფხაზეთის ვეტერანთა სამსახურის  უფროსი რეგიონში:  რეზო   მურცხვალაძე;   რეგიონის კომუნალური სამსახურის თავჯდომარის მოადგილე:  მამუკა კოპალიანი,  ააიპ. ქალთა  უფლებებისა  და  გენდერული  თანასწორობის ცენტრში მოქმედი  ქალთა  საბჭოს   წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს  წარმოადგენდა:  ორგანიზაციის  განვითარების სტრატეგიული  გეგმის  შემუშავების პროცესში ბენეფიციართა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობის გაზრდა. მათი რეკომენდაციების ასახვა   ორგანიზაციის სტრატეგიაში,  რაც კიდევ უფრო შედეგიანს გახდის მომავალში „მეწარმე ქალთა ფონდის“ მუშაობას.

 სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო    20 -მა ადამიანმა.

თარიღი:30.11.2016


აქცია  ცაგერის   მუნიციპალიტეტში

     25 ნოემბერს    ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა  აქცია – მსვლელობა ა/ აიპ  „ქალთა  უფლებებისა  და   გენდერული  თანასწორობის  „ ცენრტის“  ინტელიგენციისა  და  „მეწარმე ქალთა ფონდის“  მხარდაჭერით. 

    აქცია  ქალთა მიმართ  ძალადობის  აღმოფხვრის  საერთაშორისო  დღესა და  საქართველოში  დაწყებულ  თექვსმეტდღიან  კამპანიას შეუერთდა სლოგანებით:

  • «არ დაკარგო იმედი, ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით!“
  • «ძალადობა შობს შიშს“.
  • «დავამარცხოთ ძალადობა სიყვარულით».

  აქციაში მონაწილეობდნენ:  ლეჩხუმელი ქალები სხვადასხვა  სოფლებიდან : ჩხუტელი, ქვედა ცაგერი, გვესო, ზუბი,  ლუხვანო ,   ქალთა  საინიციციატივო  ჯგუფის  წევრები   წარმოება -დაწესებულებები   და ადგილობრივი  თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 სულ მონაწილეობა მიიღო:  60  ადამიანმა.

    • 9

თარიღი:25.11.2016


ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავების სამუშაო შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში

2016 წლის  20  ოქტომბერს   დონორის მიერ მოვლენილი პროფესიონალის გუნდი დიკის ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  ცაგერის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის  ბენეფიციარებმა სამი სოფლიდან: ქვედა ცაგერი, ჩხუტელი, გვესო და  ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა. 

შეხვედრის მიზანს  წარმოადგენდა  ორგანიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ბენეფიციართა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობის გაზრდა. მათი რეკომენდაციები დადებითად აისახება ორგანიზაციის სტრატეგიაში რაც კიდევ უფრო შედეგიანს გახდის მომავალში „მეწარმე ქალთა ფონდის“ მუშაობას.

 სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო  12 -მა ადამიანმა.

თარიღი: 20.10.2016


შეხვედრა ცაგერში

28 სექტემბერს ცაგერის საკრებულოს დარბაზში მეწარმე ქალთა ფონდის (ა/ო) ორგანიზებით ჩატარდა სამი სოფლის „ქალთა საინიციატივო ჯგუფის“ შეხვედრა. შეხვედრაში თემაზე „რატომ უნდა იყოს ქალი აქტიური თავისი რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მიიღო მონაწილეობა 36-მა ქალბატონმა.

შეხვედრა გახსნა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა. ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მოხალისეობრივ საწყისებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატმა ბატონმა ზაალ გორგიძემ, რომელიც მოწვეული იყო მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.

შეხვედრა ჩატარდა მონაწილეთა აქტიური მონაწილეობით და საკითხისადმი დიდი ინტერესით.

მეწარმე ქალთა ფონდი დიდ მადლობას უხდის ცაგერის საკრებულოს შეხვედრისთვის დარბაზის გამოყოფისათვის.

თარიღი: 28.09.2016


მასტერკლასი ცაგერშიპროფესიული უნარჩვევების განვითარება

„მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივითა“და ბენეფიციართა მოთხოვნით  პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“  -ფარგლებში  ა.წ. 28  სექტემბერს   ცაგერში  ჩატარდა  მასტერ-კლასი „კონდიტერის  სპეციალობაში.“  

 მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო   15 -მა  ადამიანმა. მათ შორის  საოჯახო სასტუმროების თანამშრომლებმა. ისინი წარმოდგენილნი  იყვნენ  სოფლებიდან: ქვედა ცაგერი, გვესო და ჩხუტელი;  მასტერ   კლასი  მიჰყავდა  პროფესიონალ    კონდიტერს  ქ-ნ  ნ.ნაჭებიას.

მასტერკლასის  ჩატარების  მთავარი მიზანია:  ქალთა პროფესიული  განვითარება და  მათი დასაქმების შესაძლებლობის  გაზრდა.

თარიღი: 28.09.2016


მასტერკლასი ცაგერშიპროფესიული უნარჩვევების განვითარება

  „მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივითა“და ბენეფიციართა მოთხოვნით  პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“  -ფარგლებში  ა.წ. 6 ივლისს   ცაგერში  ჩატარდა  მასტერ-კლასი „მზარეულის სპეციალობაში.“  

 მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო 46 -მა  ადამიანმა. მათ შორის  საოჯახო სასტუმროების თანამშრომლებმა. ისინი წარმოდგენილნი იყვნენ  სოფლებიდან:  ქვედა  ცაგერი,  გვესო  და  ჩხუტელი.    მასტერ   კლასი  მიჰყავდა  პროფესიონალ მზარეულს ქ-ნ  ნ.ნაჭებიას.

მასტერ-კლასის  ჩატარების  მთავარი მიზანია:  ქალთა პროფესიული  განვითარება და  მათი დასაქმების შესაძლებლობის  გაზრდა.

თარიღი: 06.07.2016


 

მასტერ-კლასი „პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება“

  „მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივით“ პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“  -ფარგლებში  ა.წ. 17 ივნისს ცაგერში ჩატარდა ორი მასტერ-კლასი „მზარეულის სპეციალობაში“,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 38-მა  ადამიანმა, საინიციატივო ჯგუფის სოფლებიდან: ქვედა ცაგერი, გვესო და ჩხუტელი.    მასტერ კლასი მიჰყავდა  პროფესიონალ მზარეულს  ქ – ნ  ნ. ნაჭყებიას.  
მასტერ-კლასს აგრეთვე ეწრებოდნენ : ადგილობრივი თვითმმართველობის (გამგეობის) საკრებულოს და სამივე სოფლის: ქვედა ცაგერის, გვესოს და ჩხუტელის გამგებლის წარმომადგენლები ასევე მედიის წარმომადგენლები.
  მასტერ-კლასის ჩატარების მთავარი მიღწევაა: პროფესიული განვითარება და სამი სოფლის წარმომადგენელ ქალთა დაახლოვება შემდგომი თანამშრომლობისათვის.

თარიღი: 17.07.2016


მასტერ –  კლასი „პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“

 „მეწარმე ქალთა ფონდმა“ პროეტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“  -ფარგლებში  ა.წ. 28 აპრილს ცაგერში ჩატარდა  მასტერ-კლასი „მეფუტკრეობის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების გაძლიერება,“ რომელშიც მონაწილეობა მიიღო  33-მა  ადამიანმა, მათ შორის: 15 მამაკაცი და 18 ქალი(სოფლები: ქვედა ცაგერი, გვესო და ჩხუტელი).   

მასტერ კლასი მიჰყავდა ამ სპეციალობის პროფესიონალს (სპეციალობით მეფუტკრეს)  ბ – ნ ამირან ახვლედიანს.   მასტერ-კლასს ესწრებოდნენ ჩვენი აქტივისტი (18) ბენეფიციარები საინიციატივო ჯგუფებიდან, რომლებმაც  გაიარეს  ჩვენს მიერ  ჩატარებული ბიზნეს-კონსულტაციები  და მიღებული ცოდნის  საფუძველზე  წარადგინეს  ბიზნეს-პროექტები „მეფუტკრეობის“  განვითარების კუთხით სახელმწიფოს  მიერ გამოცხადებულ  კონკურსში „აწარმოე განავითარე საქართველო“. მათ გაიარეს კონკურსის სამივე  ეტაპი და ელოდებიან დაფინანსებას.

მასტერ-კლასის მუშაობას ეწრებოდნენ : ადგილობრივი თვითმმართველობის (გამგეობის) საკრებულოს და სამივე სოფლის: ქვედა ცაგერის, გვესოს და ჩხუტელის გამგებლის წარმომადგენლები ასევე მედიის წარმომადგენლები.

 უახლოეს პერიოდში ა.წ. მაისის შუა რიცხვებში იგეგმება მასტერ-კლასი „სტილისტის“ და    „კონდიტერის“ პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მასში მონაწილეობას  მიიღებენ ამ რეგიონში მცხოვრები ქალები და კაცები, რომელებიც   აპირებენ  ამ სფეროში უნარ-ჩვევების განვითარებას.

თარიღი: 28.4.2016


მასტერ  კლასი  – „პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“

 „მეწარმე ქალთა ფონდმა“ პროეტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში დაიწყო ცაგერის რეგიონების სამ სოფელში: ქვედა ცაგერი, ჩხუტელი, გვესო და რაიონის ცენტრ ცაგერში სხვადასხვა პროფესიებში მასტერ-კლასების ჩატარება, რომელიც მიმართულია ამ რეგიონში მცხოვრებთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ა.წ. 14 აპრილს ცაგერში „ტანსაცმლის ინდკერვის“  პროფესიაში უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ჩატარდა პირველი მასტერ-კლასი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრ ცაგერისა  და სამი სოფლის ქვედა ცაგერის, ჩხუტელისა და გვესოს 5-5-მა  წარმომადგენელმა.

მასტერ კლასი მიჰყავდა “მეწარმე ქალთა ფონდის” საინიციატივო ჯგუფის წევრს, სპეციალობით  სტილისტ-დიზაინერს  ქ-ნ ნატო ბენდელიანს, რომელმაც ჩვენს მიერ ჩატარებული ტრენინგებისა (მცირე ბიზნესის საფუძვლებში) და გაწეული კონსულტაციების შედეგად მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამაში – „განავითარე, აწარმოე საქართველოში“ და მიიღო დაფინანსება. დღეს მას აქვს საკუთარი სამკერვალო.

ღონისძიება, რომ მნიშვნელოვანი იყო ამას მოწმობს არა მარტო ქალების კომენტარები, არამედ ის რომ მასტერ-კლასს დაესწრო ამ რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები: ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე, სოფლის რწმუნებულები.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე მასტერ-კლასში მონაწილე ქალებს, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ  ააიპ-ის სხვადასხვა სამსახურებში (სულ 6 ქალი)  და  საქმიანობა შეჩერებული ჰქონდათ თვითმმართველობაში საკმარისი ფინანსების არქონის გამო მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათ შეუნარჩუნდათ სამუშაო ადგილები.  აღნიშნული პრობლემის ადვოკატირებისათვის თვითმმართველობას „მეწარმე ქალთა ფონდმაც მიმართა“.  პრობლემის გადაჭრა კი მოხდა ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატის სერგო ხაბულიანის ძალისხმევითა და აქტიური მხარდაჭერით.

უახლოეს პერიოდში ა.წ. 28 აპრილს იგეგმება მასტერ-კლასი „მეფუტკრეობაში“, რომელშიდაც  მონაწილეობას  მიიღებენ ამ რეგიონში მცხოვრები ქალები და კაცები, რომელთაც ჰყავთ ფუტკარი და აპირებენ  ამ სფეროში უნარ-ჩვევების განვითარებას.

თარიღი: 14.4.2016


 

IMG_9323-800x6002015 წლის 4-5-6 ნოემბერს, „მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები“.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ საერთაშორისო კონვენციებსა და ქართულ კანონმდებლობას ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. გაიღრმავეს ცოდნა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა გენდერული თანასწორობა,  ოჯახში ძალადობა.  სამდღიან ტრენინგს ლეჩხუმის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ტრენინგს ესწრებოდა 18 ადამიანი.

 

 

 

SAMSUNG CAMERA PICTURES

SAMSUNG CAMERA PICTURES

 

 

 

 

 

 

 

თარიღი: 4.11.2015


15 ოქტომბერი -სოფლელი ქალების  საერთაშორისო დღეა

IMG_9206-800x600სოფლელი ქალების საერთაშორისო დღე (International Day of Rural Women), რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. „მეწარმე ქალთა ფონდი“   შეახსენებს საზოგადოებრიობას,  თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა.   სოფლელი ქალები გადამწყვეტ  როლს  თამაშობენ  სოფლის მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნებაში.  მათ ხშირად არ გააჩნიათ მიწაზე საკუთარი უფლების დაცვის სამართლებრივი  საშუალება და  ისეთი მნიშვნელოვანი  პრობლემების გადაჭრის პირობები, როგორიც არის სამედიცინო მომსახურება, განათლების მიღება, შეღავთიანი კრედიტები.
15 ოქტომბრის  სოფლელ ქალთა საერთაშორისო  დღე წინა პლანზე სწევს აქტუალურ ლოზუნგებს და აქტუალურს ხდის ამ ქალების პრობლემებს, ეხებიან ისინი კრედიტებს, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს,  თუ უბრალოდ სუფთა წყლის მოხმარებას!

ამ დღის თარიღად  15 ოქტომბრის  დაწესების იდეა  გაჩნდა გაეროს  ქალთა მე-4 კონფერენციაზე, რომელიც 1995 წელს გაიმართა პეკინში.

„ გაცნობებთ, რომ  15 ოქტომბერს  ლეჩხუმში,  ცაგერის  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  გაიმართა  „სოფლელი ქალების  საერთაშორისო  დღესთან მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც  მონაწილეობა  მიიღეს: ლეჩხუმის სამი სოფლის; ქვედა ცაგერი, გვესო და ჩხუტელში მცხოვრები ქალები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ; ლეჩხუმში მოქმედი  არასამთავრობო ორგანიზაციები: „ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირი“;  „ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ქსელი“;  ა/ო სამართლიანი არჩევნები“  და მეწარმე ქალთა ფონდი“.

     გთხოვთ შემოგვიერთდეთ!

IMG_9237-800x6001 IMG_9243-800x600

 

 

 

 

 

 

 

თარიღი: 15.10.2015


ახალგაზრდები ცაგერიდან

DSC02096-800x6002015 წლის 25 სექტემბერს „მეწარმე ქალთა ფონდში“  ახალგაზრდებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის  სოფლებიდან: ქვედა  ცაგერი, ჩხუტელი და გვესო გაიარეს წინა მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი: „პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება“. სულ მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი გაიარა 8 ახალგაზრდამ.
მათ აირჩიეს  სხვადასხვა პროფესიები ოფის მენეჯერის, კომპიუტერული გრაფიკოსის და ინფორმაციული ტექნოლოგიების  სპეციალობები. მათ შორის: მიიღეს  მაღალი ქულები და ჩაირიცხნენ  შესაბამის  სპეციალობებზე:სალომე საღინაძე და თამარ დავითულიანი -74 ქულა(ოფის მენეჯერის სპეციალობაზე), ნიკა კვირიკაშვილი-72 ქულა (ინფორმაციული ტექნოლოგიები), გიორგი საღინაძემ კი 70 ქულა (კომპიუტერული გრაფიკოსის  სპეციალობაზე).
ახალგაზრდები 2015 წლის 2 ნოემბრიდან სწავლას არჩეული  პროფესიების მიხედვით  გააგრძელებენ ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“,  ხოლო ისინი, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, მოემზადებიან მისაღები გამოცდებისათვის და კვლავ ცდიან  ბედს 2016 მარტის თვეში.

DSC02101-800x600

თარიღი: 25.09.2014


მრგვალი მაგიდა

IMG_9203-800x60015 ოქტომბერს  ლეჩხუმში,  ცაგერის  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  გაიმართა სოფლელი ქალების  საერთაშორისო  დღესთან მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: პრეზენტაცია სამი სოფლის:  ცაგერის, ქვედა ცაგერის, ჩხუტელის და გვესოს ანკეტირება-მოკვლევის  შედეგები  ქალთა  საჭიროებებზე და პრობლემებზე. მრგვალი მაგიდის შეხვედრას  ესწრებოდა 38  ადამიანი. მათ შორის:   ადგილობრივი  თვითმმართველობის წარმომადგენლები: ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე: კარლო ჩაკვეტაძე,  კახა სვანიძე – მოადგილე სოფლის მეუნეობის განვითარების საკითხებში,  მოადგილე -დევნილთა საკითხებში -მარიკა კოპალიანი, ცაგერის საკრებულოს თავჯდომარე-ბაქარ ყურაშვილი, თემურ ლიპარტელიანი – ცაგერის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში,  ნინო ბურჯალიანი-ცაგერის მუნიციპალიტეტის  სტატისტიკური სამსახურის უფროსი,  ჯონი ხალიანი-სოციალური სამსახურის  უფროსი.  რაჭა-ლეჩხუმის  და ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენლები:ეკა კოპალიანი და ცოტნე მუსელიანი. ცაგერის საჯარო სკოლის  დირექტორი: დავით ლარცულიანი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები: დიანა ურთმანიძე და ბონდო ხეცურიანი  და  ცაგერში  მოქმედი  არასამთავრობო  ორგანიზაციები: „ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  საზოგადოება“,  „უფლებებისა და გენდერული  თანასწორობის ცენტრი.“ აქტიური ქალები: ცაგერიდან და ლეჩხუმის სამი სოფლიდან:ქვედა ცაგერი ჩხუტელი და გვესო.სულ:28ქალი    სოფლელი ქალების საერთაშორისო დღე (International Day of Rural Women), რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. „მეწარმე ქალთა ფონდმა“   შეახსენა საზოგადოებრიობას,  თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა, რომ  სოფლელი ქალები გადამწყვეტ  როლს  თამაშობენ  სოფლის მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნებაში.  გაიმართა პრეზენტაცია მოკვლევა-ანკეტირების შედეგებზე, გაიმართა დისკუსია  მასჭი მონაწილეობდნენ რეგიონის ქალები და მოწვეული სტუმრები.
კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ცაგერის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოწვეული სტუმრების წინაშე  ქალთა საჭიროებები და პრობლემები, რომლებიც  მიღებულ იქნა მოკვლევა-ანკეტირების საფუძველზე.

თარიღი: 15.10.2014