სამოქალაქო ინიციატივა – დასახლებაში არსებული სკვერის ინფრასტრუქტურის გამართვა
ხონის დევნილთა დასახლებაში მოეწყო ახალი სკვერი, რომელიც დევნილი თემისთვის თავისუფალი დროის გატარების სივრცეს წარმოადგენს. ასევე დედებისთვისაც სიმშვიდის ფაქტორია, რადგან ბავშვები არ ცდილობენ დასახლების გარეთ მსგავსი სივრცეებისთვის გასვლას. თუმცა სკვერს აქვს ის პრობლემა, რომ ადგილზე არ არის წყლის დალევის საშუალება.
პროექტის ფარგლებში მოხდა სკვერში წყლის დასალევი სოკოს განთავსება, რომელიც არის სამ დონიანი: ზრდასრულებისთვის, ბავშებისთვის და მესამე დონე განკუთვნილია ცხოველებისთვის.
ახალგაზრდების თხოვნით გადაწყდა რომ სამოქალაო ინიცაიტივს ფარგლებში სკვერს შევმატოთ ინოვაციურობა, კონკრეტულად კი, აღნიშნულ სკვერში განვათავსდა მზის ენერგიაზე მომუშავე ჰელიო დამტენი, სადაც ტელეფონის დატენვა ელექტრო ენერგიის გარეშე, გარე სივრცეშივე იქნება შესაძლებელი.
ადაპტერის გამოყენება შესაძლებელი იქნება პროქტორით ფილმების, სხვადასხვა სპორტული ჩემპიონატების ჩვენებისათვის, რაც მეტ დატვირთვას და ინოვაციურობას შეძენს არსებულ სკვერს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. UNDP Georgia



Leave a reply