მენტორი და მაძიებლები

ჩვენი  სტეპენდიანდები

2016 წელის  22 მარტს მეწარმე ქალთა ფონდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე:

„მეწარმე ქალთა ფონდის“ –  მენტორების  შეგირდებისათვის  სტეპენდიის  დანიშვნის შესახებ.“

სტეპენდიანტი  გახდა 11 ბენეფიციარი.

მათ შორის:

7  სტეპენდიანტი  საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიიდან“ :

4  სტეპენდიანტი   სოციოლოგიური და პოლიტიკური კვლევითი ცენტრი

„მერმისიდან“: 

 

თარიღი:22.03.2016


 

მრგვალი  მაგიდა

2016  წლის 19 მაისს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის „საკონფერენციო დარბაზში“   ჩატარდა  „მრგვალი მაგიდა“    თემაზე :

  • მენტორები და შეგირდები (მუშაობის გამოცდილების გაზიარება);
  • ქალთა სკოლის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემა;

ღონისძიება ჩატარდა პროექტის  „დასავლეთ საქართველოს  ქალთა მდგრადი განვითარება, პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების  განვითარება“. (Brot)

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა    37 ადამიანი: ქალთა სკოლის კურსდამთავრებულები, მენტორები და მათი შეგირდები,ქალთა სკოლის პედაგოგები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები, ახალგაზრდები.

პროექტის შესახებ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს: „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავჯდომარემ-მ. გელაშვილმა, პროექტის ასისტენტებმა – დ. ყურაშვილმა და ა.ჩიხლაძემ.

შეხვედრაზე  მენტორებმა (ა. ცუცქირიძემ და ნ. თოდუამ)   ისაუბრეს   თავიანთ გამოცდილებაზე და შეგირდებთან მუშაობის შედეგებზე.  გაიმართა დისკუსია, სადაც  აქტიურად ჩაერთო ყველა მონაწილე.

დასასრულს   ქალთა სკოლის 20 კურსდამთავრებულს გადაეცა  სერთიფიკატები.

თარიღი:19.05.2016


 

2016 წლის  5  აპრილს  საზოგადოებრივ  კოლეჯ  „იბერიაში“   მეწარმე  ქალთა ფონდის“  მოხალისეთა  ცენტრის  მოხალისეებმა , მენტორებმა თავისი შეგირდებით  და   შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე სტუდენტებმა ერთად  მოაწყვეს  შეხვედრა თემაზე: „ძალა ერთობაშია.“

თარიღი:5.04.2016


შეხვედრა მენტორებთან

IMG_9834 [800x600]2016 წლის 21 მარტს მეწარმე ქალთა ფონდში   ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მეწარმე ქალთა ფონდის თანმშრომლებსა და   მენტორებს შორის, რომელზეც განხილულ იქნა ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ და სოციოლოგიური და პოლიტიკური კვლევების ცენტრი „მერმისის“ სტუდენტი-შეგირდებისათვის  სტიპენდიის დანიშვნის საკითხი.
უახლოეს მომავალში ორგანიზაციის თავჯდომარისა და საკონკურსო კომისიის   წევრების მიერ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

თარიღი:21.03.2016


მონიტორინგი მენტორებთან

IMG_9509-800x6002015 წლის  12 დეკემბერს ჩატარდა მენტორების მუშაობის მონიტორინგი.  მენტორი  ნათალია თოდუა  ახორციელებდა  სხვადასხვა  ასაკის  შეგირდებთან  შეხვედრას  თემაზე: –ადამიანებთან ურთიერთობების ძირითადი პრინციპებ. შეგირდებმა შეასრულეს ინდივიდუალური სამუშაოები, სადაც  მათ  გააანალიზეს ინდივიდუალური სამუაო გეგმა. მენტორმა და შეგირდებმა  მოახდინეს  ფოკუსირება მომავალში განსახორციელებელ მიზნებზე და ამოცანებზე.

 

 

 

 

IMG_9517-800x600

თარიღი:12.12.2015


მონიტორინგი მენტორებთან

2015 წლის  14  დეკემბერს  ჩატარდა  მენტორების  მუშაობის მონიტორინგი.  მენტორი  ანა ცუცქირიძე   ახორციელებდა  ლეჩხუმის   რეგიონის  ცაგერის  მუნიციპალიტეტის  ქვედა ცაგერის, გვესოს და ჩხუტელის ახალგაზრდებითან  შეხვედრას  თემაზე: – ადამიანებთან  ურთიერთობებისძირითადიპრინციპები.   შეგირდებმა შეიმუშავეს ინდივიდუალური სამუშაო გეგმა. მენტორმა და შეგირდებმა   დაისახეს მომავალში განსახორციელებელი  მიზნები  და ამოცანები.

თარიღი:14.11.2015


შეხვედრა მენტორებთან

2015 წლის 18 ნოემბერს   „მეწარმე ქალთა ფონდში“  შედგა  შეხვედრა   მენტორებთან  პროექტის ფარგლებში: “დასავლეთ საქართველოს  ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება.“   შეხვედრაზე  გაფორმდა  ხელშეკრულება  „მეწარმე  ქალთა ფონდსა  და  ორ  „მენტორს “ შორის.
მენტორებად შეირჩა  „მენტორული სკოლის“  ტრენინგის მონაწილეები: ნატო თოდუა და  ანა  ცუცქირიძე.
მენტორები შეუდგებიან  მუშაობას  2015 წლის  19 ნოემბრიდან.

თარიღი:18.11.2015


სამდღიანი მენტორთა ტრენინგ-კურსი „მეწარმე ქალთა ფონდში“

2015 წლის  1 ოქტომბრიდან  3 ოქტომბრის  ჩათვლით, ქ. ქუთაისში, სასტუმრო „იმერის“- შენობაში ჩატარდა სამდღიანი მენტორთა მოსამზადებელი ტრენინგ კურსი. ტრენინგს ესწრებოდნენ: ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც დაამთავრეს  „მეწარმე ქალთა ფონდში“  სკოლა  „საშუალო ასაკის ქალებისათვის“, ასევე მას ესწრებოდნენ: პროფესიული სასწავლებლის და იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ახალგაზრდებთან ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის, პროფესიული გადამზადების, დასაქმების და თვითდასაქმების საკითხებზე მუშაობენ.
სამდღიანი მენტორთა  მოსამზადებელი  ტრენინგ-კურსის  მიზანი იყო:  მენტორული უნარჩვევების გამომუშავება, რომელიც  მიღწეულია. მონაწილეთა საბოლოო შეფასებების გარდა, ამას ადასტურებს მათი მხრიდან თავდაპირველი მოლოდინების და საბოლოო უკუკავშირის თანხვედრა. ტრენინგის მონაწილეები მოტივირებული არიან და შესწევთ უნარი თვიანთ ორგანიზაციებში განავითარონ მენტორული პროგრამები. ტრენინგის დასასრულს მათ დადეს ფიცი მენტორის ფიცი.

თარიღი: 01.10.2014