დევნილთა დასახლებაში მიმართულების მანიშნებელი ნიშნების დამონტაჟება

სამოქალაქო ინიციატივა – მიმართულების მანიშნებელი ნიშნების დამონაჟება.
ინიციატივა ხელს შეუწყობს იმას, რომ დევნილთა დასახლება, აქ არსებული ობიექტები თუ კორპუსები გახდეს მარტივი მისაგნები, რაც უზრუნველყობს ადამიანების მარტივ გადაადგილებას, სამედიცინო და სახანძრო ეკიპაჟის, საფოსტო მომსახურეობის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დევნილთა დასახლების ორივე შემოსასვლელში განთავსდა საქრთველოს რუკის ფორმის მანიშნებებლები.
დამონტაჟდა დასახლების ორი რუქა, შემოსასვლელში და დასახლების სკვერთან, რომლებზეც დატანილი არის დასახლების კორპუსები და არსებული ობიექტები, ასევე QR კოდი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას საშუალება ექნება გაეცნოს დასახლებაში დაგეგმილ აქტივობების გრაფიკს.
ასევე შემოსასვლელში და დასახლებაში ორ ლოკაციაზე განთავსდა მიმანიშნებელი ისრები დასახლებაში არსებული სტრატეგიული ობიექტების სახელწოდებებით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. UNDP Georgia
16.08_4 16.08_3 16.08_2 16.08_1

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

+ 6 = 7