მრგვალი მაგიდები

მრგვალი  მაგიდა

2016  წლის 19 მაისს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის „საკონფერენციო დარბაზში“   ჩატარდა  „მრგვალი მაგიდა“    თემაზე :

  • მენტორები და შეგირდები (მუშაობის გამოცდილების გაზიარება);
  • ქალთა სკოლის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემა;

ღონისძიება ჩატარდა პროექტის  „დასავლეთ საქართველოს  ქალთა მდგრადი განვითარება, პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების  განვითარება“. (Brot)

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა    37 ადამიანი: ქალთა სკოლის კურსდამთავრებულები, მენტორები და მათი შეგირდები,ქალთა სკოლის პედაგოგები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები, ახალგაზრდები.

პროექტის შესახებ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს: „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავჯდომარემ-მ. გელაშვილმა, პროექტის ასისტენტებმა – დ. ყურაშვილმა და ა.ჩიხლაძემ.

შეხვედრაზე  მენტორებმა (ა. ცუცქირიძემ და ნ. თოდუამ)   ისაუბრეს   თავიანთ გამოცდილებაზე და შეგირდებთან მუშაობის შედეგებზე.  გაიმართა დისკუსია, სადაც  აქტიურად ჩაერთო ყველა მონაწილე.

დასასრულს   ქალთა სკოლის 20 კურსდამთავრებულს გადაეცა  სერთიფიკატები.

თარიღი: 19.05.2014


მრგვალი მაგიდა

15 ოქტომბერს ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართება „სოფლელი ქალების საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: პრეზენტაცია სამი სოფლის: ცაგერის, ქვედა ცაგერის, ჩხუტელის და გვესოს ანკეტირება-მოკვლევის შედეგები ქალთა საჭიროებებზე და პრობლემებზე. მრგვალი მაგიდის შეხვედრას ესწრებოდა 38 ადამიანი. მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები: ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე: კარლო ჩაკვეტაძე, კახა სვანიძე – მოადგილე სოფლის მეუნეობის განვითარების საკითხებში, მოადგილე -დევნილთა საკითხებში -მარიკა კოპალიანი, ცაგერის საკრებულოს თავჯდომარე-ბაქარ ყურაშვილი, თემურ ლიპარტელიანი – ცაგერის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში, ნინო ბურჯალიანი-ცაგერის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური სამსახურის უფროსი, ჯონი ხალიანი-სოციალური სამსახურის უფროსი. რაჭა-ლეჩხუმის და ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები:ეკა კოპალიანი და ცოტნე მუსელიანი. ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი: დავით ლარცულიანი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები: დიანა ურთმანიძე და ბონდო ხეცურიანი და ცაგერში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები: „ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი.“ აქტიური ქალები: ცაგერიდან და ლეჩხუმის სამი სოფლიდან:ქვედა ცაგერი ჩხუტელი და გვესო.სულ:28ქალი სოფლელი ქალების საერთაშორისო დღე (International Day of Rural Women), რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. „მეწარმე ქალთა ფონდმა“ შეახსენა საზოგადოებრიობას, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა, რომ სოფლელი ქალები გადამწყვეტ როლს თამაშობენ სოფლის მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნებაში. გაიმართა პრეზენტაცია მოკვლევა-ანკეტირების შედეგებზე, გაიმართა დისკუსია მასჭი მონაწილეობდნენ რეგიონის ქალები და მოწვეული სტუმრები.
კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოწვეული სტუმრების წინაშე ქალთა საჭიროებები და პრობლემები, რომლებიც მიღებულ იქნა მოკვლევა-ანკეტირების საფუძველზე.

თარიღი: 15.10.2014


2015 წლის 4 თებერვალს „მეწარმე ქალთა ფონდში“  ქსელი  „სინერგიის“ პროექტის ფარგლებში: “ქ. ქუთაისის იგპ-თა ჩართვა 2015 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირებაში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ მოეწყო მრგვალი მაგიდა.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდა სამ კოლექტიურ ცენტრში: კულინარიული სასწავლებლის, 22-ე ბაგა-ბაღის  და ყოფილი სამხედრო ნაწილის ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა.
სამთავრობო სტრუქტურების  წარმომადგენლები:
ქ. ქუთაისის მერია – საბინაო საქალაქო სამსახური ვარლამ გობეჯიშვილი;
ქ. ქუთაისის საკრებულო – ნიკეას ქუჩის მაჟორიტარი დეპუტატი ირმა პეტრიაშვილი;
იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გია სანთელაძე;
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა იმერეთში ზაზა ჩაჩავა;
მრგვალი მაგიდის მიზანს წარმოადგენდა  პროექტის ფარგლებში შეხვედრების შედეგად გამოვლენილი პრობლემების განხილვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებთან.

IMG_7781 IMG_7786

 

 

 

 

 

 

 

თარიღი :4.02.2015


2014 წლის 29 აპრილს „მეწარმე ქალთა“ ფონდმა   სლოვაკეთის რესპუბლიკაში  ქ. ბრატისლავაში მოქმედი  სამოქალაქო ასოციაცია “ GLEN  SLOVAKIA“- ს  მხარდაჭერით პროექტის „ბორჯომის რეგიონში მცხოვრები იგპ ქალთა მდგომარეობის გაძლიერება მცირე ბიზნესში ჩართვით“ ფარგლებში ჩაატარა  მგვრალი მაგიდა თემაზე: „მეტი მოტივაცია დასაქმების მეტი შანსი“.
შეხვედრას ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები, ორგანიზაციის ბენეფიციარები და მეწარმე ქალები. მრგვალ მაგიდაზე დამსწრეებმა მცირე ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორად დაფინანსების არქონა დაასახელეს.  ორგანიზაციის ქუთაისელმა ბენეფიციარებმა ბორჯომელ დამწყებ მეწარმე ქალებს  თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, რაც მათ წარმატებული ბიზნესის წარმოებაში  დაეხმარებათ.

თარიღი :29.04.2014


2013 წლის 10 დეკემბერს „მეწარმე ქალთა ფონდში“ მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე „ჩვენ ვგმობთ ძალადობას “. ღონისძიებაზე ფონდის მიერ საერთაშორისო „16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეჯამდა. ორგანიზაციის თანამშრომლებმა, ბენეფიციარებმა, მოქმედმა ადვოკატებმა, არასამთავრობო ორანიზაციის წარმომამადენლებმა იმსჯელეს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში“ შესატან ცვლილებებზე მის სამართლებრივ ფაქტორებსა და პრევენციის გზებზე. მრგვალ მაგიდასთან გამართულ დებატებში  აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობა კომპლექსური ხასიათისაა და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისა და დაძლევისათვის  სხვადასხვა  აქტორის სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადილობრივი საზოგადოების, მასმედიის ძალისხმევა და გაერთიანება  საჭირო.

IMG_2799 IMG_2818

 

 

 

 

 

 

 

თარიღი :10.12.2013


 

მრგვალი მაგიდა მოაწყო თემაზე “ძალადობა და ქალთა უფლებები”

927626012012 წლის 10 დეკემბერს მეწარმე ქალთა ფონდმა მრგვალი მაგიდა მოაწყო თემაზე “ძალადობა და ქალთა უფლებები”. ღონისძიებაზე ფონდის მიერ საერთაშორისო კამპანიის “16 აქტიური დღე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეჯამდა, შეხვედრაზე ორგანიზაციის  თანამშრომლებმა, ბენეფიციარებმა, ქუთაისის მერიის, სოციალური მომსახურების ცენტრის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯის “იბერია”, ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”, აფხაზეთის მთავრობის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ძალადობის ფორმებზე, მის სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ ფაქტორებსა და პრევინციის გზებზე იმსჯელეს. მრგვალ მაგიდასთან გამართულ დებატებში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ძალადობა _ ბოროტებაა, რომელიც ცოდნითა და გასაჯაროებით უნდა დაიძლიოს.

თარიღი :10.12.12


 მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალის პოლიტიკურად გაძლიერება“

489380452012 წლის 28 ნოემბერს ქ. ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატი-1003’-ში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალის პოლიტიკურად გაძლიერება”. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და გენდერული თანასწორობის ქსელი- მისი ხელმძღვანელი მანანა მებუკე. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე, პარლამენტის დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი, წინა პარლამენტის მოწვევის დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი, IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ნერმინ ნიშიჩი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის მთავარი მენეჯერი სუზან ქაული, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები. მეწარმე ქალთა ფონდმა, როგორც ქსელის წევრმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში. შეკრების მიზანი იყო საზოგადოებაში ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით არსებული ნეგატიური სტერეოტიპების, დისბალანსისა და არასწორი დამოკიდებულების აღმოფხვრა.

თარიღი :28.11.12


მრგვალი მაგიდა

611807072012 წლის 21 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დარბაზში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ჩატარდა მრგვალი მაგიდა – პრეზენტაცია თემაზე: „აირჩიე პროფესია-გახდი ლიდერი.” ფონდის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე  პროექტის შესახებ და ისაუბრეს იმ მიმართულებებზე რომელიც უშუალოდ ხორციელდება პროექტის ფარგლებში: პროფორიენტაციის კურსები ახალგაზრდა გოგონებისათვის, სკოლა საშუალო ასაკის ქალბატონებისათვის, ადვოკატირებისა და ლობირების საკითხები, რომელიც მოიცავს მრავალ სხვა ღონისძიებას. შეხვედრას ესწრებოდა არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები, თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის წევრები, ქ. ქუთაისის საკრებულოს აპარატი, ზ. ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები,  საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია”-ქუთაისისა და საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი” -ფოთის წარმომადგენლები,  უშუალოდ ამ პროექტის ბენეფიციარები: ახალგაზრდა გოგონები და ქალები. შეხვედრამ კიდევ უფრო გამყარდა ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან.

თარიღი :21.06.12