სამოქალაქო ინიციატივა – „ მწვანე გარემო“-ს მიზანია დასახლებაში არსებული რეკრიაციული ზონების გამწვანების უზრუნველყოფა.
გამომდინარე იქედან, რომ დასახლებაში არსებული რეკრიაციული ზონების განაშენიანება არ მინდინარეობს და შესაბამისად ნაკლებად არის ახალი ნარგავები, რამოდენიმე წელიწადში სერიოზული საფრთხე შეიქმნება გამწვანების კუთხით.
ინიციატივის მიზანია ხონის დევნილთა დასახლებაში არსებული სკვერების და ტაძრის ეზოს გამწვანება. რაც ხელს შეუწყობს:
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას – მცენარეების დარგვა და მოვლა ხელს შეუწყობს ჰაერის გაწმენდას და მიკროკლიმატის გაუმჯობესებას.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას – მოსახლეობა უფრო მეტად ჩაერთვება გარემოს დაცვის პროცესებში და გაიზრდება ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.
ადგილობრივი მოსახლეობის სოხიალური პასუხისმგებლობის ამაღლებას – პროექტში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების გააქტიურებას.
პროექტის განხორციელებისთვის და პრობლემის შესამსუბუქებლად შეძენილი იქნა მრავალწლიანი ნარგავები, რომელთათვისაც ზაფხულის მზიან პერიოდში შექმნილი იქნება შესაბამისი გარემო და მათზე ზრუნვა გადარგვამდე აღებული აქვთ თემის აქტიურ მოქალაქეებს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. UNDP Georgia



Leave a reply