პროექტის “#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში,“ მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით, აპრილის თვეში, მომზადდა ტელე-სიუჟეტი, სადაც პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები თავიან მუნიციპალიტეტებში შესრულებული სამუშაოების შესახებ საუბრობენ.
მეტი ინფორმაციის მისაღებად გახსენით ბმული და იხილეთ ტელე-სიუჟეტი,
https://www.facebook.com/anjela.chixladze.9?comment_id=client%3Afd3b6071-d545-44d3-8d01-6b4c9b049331
პროექტ 675-ის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ შეფასების კომიტეტის I სხდომა
The project “step-by-step toward a better future” (# 675)-In First meeting of the Evaluation Committee
2015-2017 წლებში განხორციელებული პროექტის: დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება, პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება – ფარგლებში „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი
თარიღი :1.15.2018
„ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ #675 ფარგლებში
2017 წლის 2 ოქტომბერს TV-„რიონში“ შედგა გადაცემა პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ №675 -ის პირველ ეტაპზე მიღებულ შედეგებზე, პროექტის მიზნებსა და გამოწვევებზე. გადაცემაში მონაწილეობას ღებულობდნენ: პროექტის კოორდინატორი იმერეთში, „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარე მერი გელაშვილი, პროექტის ასისტენტი ნატრული ნაჭყებია, სოც. მუშაკი მაია ქამუშაძე, ფსიქოლოგი თამარი კალანდაძე, იურისტი ინგა მაღლაფერიძე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, მისი განხორციელების არეალია გორი (შიდა ქართლი), იმერეთი და სამეგრელო. პროექტი პარტნიორულია და მის განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (წამყვანი ორგანიზაცია, მისი ფილიალები: გორში და ზუგდიდში), მეწარმე ქალთა ფონდი“ (იმერეთში), ორი საგანმანათლებლო დაწესებულება საზოგადოებრივი კოლეჯი „იბერია“ (იმერეთი), შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი (სამეგრელო), პროექტის ავტორი და განმახორციელებელი საქართველოში Hilfswerk Austria International-ის რეგიონალური მენეჯერი ნიკოლ მარია ბაუერი.
თარიღი :2.10.2017
„დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება -პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ მიღწეული შედეგები
2017 წლის 2 ოქტომბერს ტელეკომპანია “რიონის” პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა სამწლიანი პროექტის: „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ (დამფინანსებელი: Brot für die Welt – Evangelischer Entwicklungsdienst „პური მსოფლიოსთვის“-გერმანია) ფარგლებში, რომელზეც განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები. გადაცემაში მონაწილეობდნენ პროექტის უშუალო შემსრულებლები: მერი გელაშვილი – პროექტის დირექტორი, ასისტენტები: ანჟელა ჩიხლაძე, ნატრული ნაჭყებია, ინგა მაღლაფერიძე, ელენა ყუფარაძე.
ტელემაყურებელს მონაწილეებმა მიაწოდეს ინფორმაცია, პროექტის შესრულების ყველა მიმართულებაზე:
- ქალთა სკოლის კურსდამთავრებულებზე;
- მაღალმთიანი რეგიონის ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა საჭიროებების შესწავლის შესახებ;
- მენტორების საქმიანობისა და აქტივობის ამაღლების შესახებ;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ასპექტებზე, იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომელიც იქნა შემუშავებული და წარდგენილი „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ.
თარიღი :2.10.2017
მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივა
2017 წლის 3 თებერვალს „მეწარმე ქალთა ფონდის“ საინიციატივო წინადადება, რომელიც მრავალშვილიანი დედებისათვის საგადასახადო შეღავათის დაწესებას გულისხმობს განხილულ იქნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა უმრავლესობის მიერ და უახლოეს მომავალში პარლამენტის საფინანსო კომიტეტის მიერ იქნება განხილული.
აღნიშნულ ინიციატივაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.
თარიღი :3.02.2017
2016 წლის 15 დეკემბერს პროექტის: „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება – პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში TV-რიონის პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც „მეწარმე ქალთა ფონდის” თანამშრომლებმა მიღწეული შედეგები და მუშაობის სამომავლო გეგმები გააცნეს ფართო საზოგადოებას.
პროექტის დირექტორმა, ასისტენტებმა, მენტორებმა და პარტნიორებმა ვრცლად ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე, რომლებიც ქალთა განათლების, განვითარების და გაძლიერებისაკენ არის მიმართული.
თარიღი :15.12.2016
2016 წლის 9 თებერვალს პროექტის ფარგლებში: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“ ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა და სიუჟეტი პროექტის შესახებ.
გადაცემაში საუბარი იყო პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე, დაგემილ და უკვე განხორციელებულ აქტივობებზე, პროექტის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
თარიღი :09.02.2015
28.11.2015 პროექტის ფარგლებში: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“ რადიო „ძველი ქალქის“ ეთერში გავიდა გადაცემა პროექტის შესახებ.
გადაცემის სტუმრები იყვნენ: პროექტის კოორდინატორი და „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარომადგენელი ელენა ყუფარაძე და პროექტში ჩართული ექსპერტი – ნარგიზა არჯევანიძე.
გადაცემა მიყავდა ჟურნალისტ – ლია ხარაბაძეს.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
გადაცემის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ ვებ-ლინკზე:
თარიღი :28.11.2015
რადიო “რიონი“: გადაცემა „დიალოგი“, გადაცემის თემა: „გენდერული პოლიტიკა, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“
პროექტის ფარგლებში: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“ რადიო „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა „დიალოგი“, სადაც საუბარი იყო პროექტის შესახებ.
გადაცემის სტუმრები იყვნენ პროექტის ექსპერტები: მერი გელაშვილი და ელენა ყუფარაძე.
გადაცემა მიყავდა ჟურნალისტ – ნანა რობაქიძეს.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ შემდეგ ვებ-ლინკზე:
თარიღი :27.11.2015
„მეწარმე ქალთა ფონდი“ და წარმატებული ქალები დასავლეთის რეგიონიდან.
2015 წლის 26 ნოემბერს თბილისში რადიო თავისუფლების „თბილისის სტუდიაში“ FM-107-სა და 4-ზე მოეწყო შეხვედრა თემაზე: “ქალების ბიზნეს აქტივობა „- საქართველოს რეგიონებში.“
გადაცემას უძღვებოდნენ: მზია ფარისიშვილი და გოჩა ლეჟავა.
გადაცემაში მონაწილეობას ღებულობდნენ – მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლები: დიანა ყურაშვილი(პროექტის ასისტენტი) და წარმატებული მეწარმე ქალი: მანანა მოდებაძე.
შეხვედრაზე საუბარი იყო გასულ წლებში განხორციელებულ პროექტებზე.კერძოდ, გერმანიის დამოკრატიული ფონდის (EED)-ის მიერ დაფინანსებულ სამწლიან პროექტზე: “სამეწარმეო საქმიანობის განვითარება დასავლეთ საქრთველოში.“
პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ სამუშაო ადგილებზე და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა პროექტის ასისტენტმა: დ. ყურაშვილმა და ასევე წარმატებულმა მეწარმე ქალმა მანანა მოდებაძემ. მან, ხაზგასმით ისაუბრა მიღწეულ წარმატებებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც დღესაც გრძელდება მეწარმე ქალთა ფონდასა და მათ შორის.
პირდაპირ ეთერში იყო ზარები, რომელსაც პასუხობდნენ მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლები. მზია ფარისაშვილმა დასასრულს აღნიშნა, რომ „თუ ქალი ეკონომიურად ძლიერია ის ყველაფერს მოახერხებს“.
თარიღი :26.11.2015
რადიო თავისუფლება: „გენდერული ამბები და ვიშეგრადის გამოცდილება“
26.11.2015 პროექტის ფარგლებში: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“ რადიო “თავისუფლების“ ეთერში გავიდა გადაცემა „გენდერული ამბები“ სადაც საუბარი იყო პროექტის აქტივობების და მიზნების შესახებ.
გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს: პროექტის ექსპერტებმა ელენა ყუფარაძემ და ეკატერინე გამახარიამ.
გადაცემა მიყავდა ჟურნალისტ: მზია ფარესაშვილს.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
რადიო გადაცემის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე:
თარიღი :26.11.2015
2015 წლის 12 ნოემბერს პროექტის ფარგლებში: „გენდერული თანასწორობა და ევროინტეგრაცია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის“ შედგა პირველი რადიო გადაცემა ქალაქ ქუთაისში რადიო “ძველი ქალაქის“ ეთერში.
რადიო გადაცემის სტუმრები იყვნენ პროექტის კოორდინარი: ელენა ყუფარაძე და პროექტში ჩართული ექსპერტი: მაია კუპრავა-შარვაშიძე.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
რადიო გადაცემის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ ვებ-ლინკზე:
რადიო გადაცემა
თარიღი :12.11.2015