პროექტის „ხონის დევნილთა დასახლების და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში დაფინანსდა სამოქალაქო ინიციატივა, რომლის მიზანიც იყო.
აღნიშნული ბაღი მდებარეობს დევნილთა დასახლებასთან და მის ბალანსზე ირიცხება 120 აღსაზრდელი, მათ შორის არიან დევნილი ბავშები. ასევე ბაღში დასაქმებულია დევნილი ქალბატონები.
საგანმანათლებლო პროცესის მრავალფეროვნებისთვის შეძენილ იქნა შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი: განმავითარებელი ხალიჩები, ხის განმავითარებელი თამაშები, პრინტერი.
ასევე გარე სივრცეში მოეწყო საქვიშეთი, შეძენილ იქნა ქვიშა და შესაბამისი სათამაშოები.
აღნიშნული პროქტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქედან, რომ სწორად შერჩეული თამაშით და სათამაშო-განმავითარებელი ინვენტარით აღსაზდელებს განუვითარდებათ სოციალური და ემოციური უნარები, ხოლო ქვიშასთან შეხებისას ბავშვს უვითარდება წვრილი მოტორიკა, ავითარებს ბავშვის შემოქმედებით შესაძლებლობებს, აღვიძებს მის წარმოსახვას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. UNDP Georgia



Leave a reply