ქალთა სკოლა

 2017 წლის 6 ოქტომბერს პროექტის -„დასავლეთ საქრთველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება „ -ფარგლებში, ქალაქ  ფოთში  დაასრულა სწავლება “ქალთა სკოლის“  მე-9  გამოშვებამ.  სასწავლო კურსი  ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია „Brot für die Welt – Evangelischer Entwicklungsdienst-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

პროექტის მიმდინარეობის ,სამი წლის განმავლობაში, ფოთში „ქალთა სკოლაში“ სწავლება გაიარა 135-მა  ქალმა. მათ შეისწავლეს და ცოდნა აიმაღლეს შემდეგ სპეციალობებში: კომპიუტერული პროგრამები, ორისის ბუღალტერია  , რუსული ენა და ინგლისური ენა.

პროექტის ფარგლებში შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატები გადაეცათ საშუალო ასაკის, სხვადასხვა სტატუსისა და პროფესიის მქონე ქალებს. აღსანიშნავია, რომ   გადამზადებული ქალებიდან ამ დროის მონაცემებით  დასაქმდა, სამუშაო შეინარჩუნა და ეკონომიკური მდომარეობა გაიუმჯობესა 47-მა ქალმა.

„ქალთა სკოლელთა“ დასაქმებაზე  ხელშეწყობა   და ზრუნვა  კვლავაც გრძელდება „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ.

ქალთა სკოლის დახურვას ფოთის მერიის წარმომადგენლები ესწერებოდნენ, მათ საჯაროდ მადლობა გადაუხადეს  „მეწარმე ქალთა ფონდს“ ფოთში გაწეული საქმიანობისათვის და უსურვეს ორგანიზაციას მსავსი შინარსის მქონე პროექტების განხორციელება.

თარიღი :06.10.17


 

 

დასრულდა  ინგლისური ენის შემსწავლელი 3 თვიანი კურსი . „მეწარმე ქალთა ფონდის“  ორგანიზებით „ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს“ წარმომადგენელმა  კურსდამთავრებულები დასაქმების საიტზე „worknet“ .gov.ge. დაარეგისტრირა,  როგორც სამუშაოს მაძიებლები , ასევე მათ გააცნო გამოცხადებული ვაკანსიები და ესაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ამუშავებულ სტაჟირების პროგრამაზე ,რომელიც ანაზღაურებადია.

  „ ქალთა სკოლის“  კურსდამთავრებულებს ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

თარიღი :21.07.17


 

ქ.ფოთში შემოსული ანკეტების საფუძველზე რუსული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა, სწავლას 15 საშუალო ასაკის ,უმაღლესი განათლების მქონე  ქალი გადის.

თარიღი :21.07.17


 

„მეწარმე ქალთა ფონდი“  წარმატებით ახორციელებს  სასწავლო კურსებს, რომელიც ორიენტირებულია შემოიღოს თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული სასწავლო პროგრამები, ასევე ვცდილობთ პარალელურად სასწავლო კურსი შევუსაბამოთ საქართველოს ბაზარზე ამჟამად არსებულ მოთხოვნებს, რომლებიც დღითიდღე უფრო მომთხოვნი ხდება ხარისხისადმი. ჩვენ გვყავს  კვალიფიცირებული, გამოცდილი პედაგოგები  და კურსის დამთავრების მერეც მოსწავლეებს აქვთ შესაძებლობა მიიღონ შესაბამისი  რჩევები და რეკომენდაციები, ამა თუ იმ საკითხის შესახებ. 
  ამჟამად წარმატებით დასრულდა სასწავლო კურსის „ორისის“ ბუღალტერიაში ქუთაისსა და ფოთში ,რომელიც 2017 წლის თებერვლიდან-მაისის ჩათვლით ფუნქციონერებდა. პროექტი ხორციელდებოდა „brot”-ის ფინანსური მხარდაჭერით.
   „ქალთა სკოლა“ აძლევს  კურსდამთავრებულებს საშუალებას ნათლად შეაფასონ მათი  შესაძლებლობები  და გამოიმუშაონ უნარი თავანთი  ძალებით მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას.


 

2017 წლის 5აპრილს ქუთაისში, შემოსული ანკეტების საფუძველზე განახლდა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, სადაც სწავლას 15 საშუალო ასაკის ქალი შეძლებს ,სწავლის დასრულების შემდეგ  გადაეცემათ  ცოდნის დამადასტუტურებელი სერთიფიკატი.

თარიღი :05.04.17


 

ქალთა სკოლა არა ერთი წელია მუშაობს ქუთაისა და ფოთში .სწავლების  კურსის აუცილებლობა ბენეფიციართა აქტიური მომართვიანობიდან და წარმატებული ისტორიებიდან სჩანს. ქალები რომლებიც ორგანიზაციაში მოდიან სხვადასხვა ისტორიის მატარებელნი  არიან ,რომლებსაც სჭირდებათ გვერდით დგომა და სათანადო დახმარება.    “მეწარმე ქალთა ფონდი “ აქტიურად მუშაობდა  და იმუშავებს პროექტის განმავლობაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდომარეობის გაუმჯობესებისათვის ,თვითსეფასების ამაღლებისა და იმ უნარ- ჩვევების განვითარებისათვის რომელიც „შრომითი ბაზრის“ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.

 2017 წლის 16 თებერვალს შემოსული ანკეტების საფუძველზე საბუღალტრო აღრიცხვის შემსწავლელი სამ თვიანი სასწავლო კურსი გაიხსნა, სადაც სწავლას 15 საშუალო ასაკის ქალი შეძლებს. სწავლის დასრულების შემდეგ მსმენელებს ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ.

თარიღი :16.02.17


 

2017 წლის 15 თებერვალს ფოთში განახლდა ქალთა სკოლა. შემოსული ანკეტებიდან გამომდინარე მოთხოვნა გამოიკვეთა  საბუღალტრო აღრიცხვის შესწავლის . კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. სასწავლო კურს გაივლის 15 საშუალო ასაკის ქალი.

თარიღი :15.02.17


 

„მეწარმე ქალთა ფონდი“ დონორი ორგანიზაციის „BROT”-ის  ფინანსური მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს  ქ. ქუთაისში და  ქ.ფოთში .  ქალთა უნარ-ჩვევების ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის. 

2016 წლის 28 დეკემბერს ქ. ფოთში ქალთა სკოლის, საოფისე კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი 3თვიანი კურსი დასრულდა . კურსდამთავრებულებს ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

2016 წელს ქუთაისსა და ფოთში 90 ქალი გადამზადდა, აქედან ქუთაისში – 45ქალი; ფოთში-45-ქალი.

თარიღი :28.12.16


 

2016 წლის 23 დეკემბერს  ქუთაისში ,  „მეწარმე ქალთა ფონდი“-ს  მიერ ორგანიზებულ  ქალთა სკოლაში დასრულდა სამთვიანი საბუღალტრო აღრიცხვისა  და საოფისე კომპიუტერული პროგრამების  სწავლების კურსი,  სადაც სწავლა 25-მა  ქალმა გაიარა. მათ გადაეცათ  ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატები.

თარიღი :23.12.16


 

2016 წლის 14 დეკემბერს ფოთში  ქალთა სკოლის სასწავლო პროცესის მონიტორინგი ჩატარდა . სადაც გამოიკვეთა მსმენელთა შრომისმოყვარეობა , სასწავლო კურსის ეფექტურობა და აუცილებლობა. ასევე სკოლის მსმენელებს ჩაუტარდათ მოკლე სესია -სემინარი – წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე.

თარიღი :14.12.16


 

8 დეკემბერს „მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით , “ქალთა სკოლის“ მსმენელებისათვის  , დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ,  „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ მოწვეულ იქნენ დასაქმების საკითხებზე  მომუშავე დეპარტამენდის წარმომადგენლები. ჩვენი ბენეფიციარები დარეგისტრირდნენ როგორც სამუშაოს მაძიებლები worknet.gov.ge და   მიიღეს კონსულტაციები ,   შემდეგ საკითხებზე :

   – სამუშაოს მოძიება;

  – თვითშეფასების ამაღლება;

  – დასაქმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის: CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენა;

  – გასაუბრებაზე გასვლის ტექნიკა.

 აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქალთა სკოლის მსმენელთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა .

თარიღი :08.12.16


 

12 ოქტომბერს „მეწარმე ქალთა ფონდის“ ფოთის ქალთა სკოლამ განაახლა მუშაობა. ამჯერად მიმდინარეობს საშუალო ასაკის ქალთა უფასო სწავლება ძირითად კომპიუტერულ საოფისე პროგრამებში .

თარიღი :12.10.16


 

2016 წლის 19 სექტემბერს ქუთაისში კვლავ განახლდა ქალთა სკოლა. შემოსული ანკეტებიდან გამომდინარე მოთხოვნა გამოიკვეთა  კომპიუტერულ პროგრამებსა და საბუღალტრო აღრიცხვის შესწავლის . კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. სკოლის გახსნას დაესწო მოწვეული სპეციალისტი დონორი ორგანიზაციიდან ქალბატონი გუნდი დიკი.

 თარიღი :19.09.16


 

2016 წლის 14 სექტემბერს „მეწარმე ქალთა ფონდი“-ს მიერ ორგანიზებულ ფოთის ქალთა სკოლაში დასრულდა სამთვიანი საბუღალტრო ჯგუფის სწავლების პროცესი და ჩატარდა მსმენელთა სერთიფიცირება.

სერთიფიცირების პროცესს ესწრებოდა მოწვეული სპეციალისტი დონორი ორგანიზაციიდან ქალბატონი გუნდი დიკი.

სერთიფიცირებულმა კურსდამთავრებულებმა დადებითი შეფასება მისცეს ფოთში ქალთა სკოლის მუშაობას და გამოთქვეს მოსაზრება სკოლის მუშაობის გაგრძელებისა და სამოქმედო არეალის გაფართოების .

თარიღი :14.09.16


 

მეწარმე ქალთა ფონდი საშუალო ასაკის, უმაღლესი განათლების მქონე ქალებისათვის აგრძელებს კურსებს;  კომპიუტერულ პროგრამებში, საქმისწარმოებაში , ინგლისურ ენასა და „ორისის“ ბუღალტერიაში. მსურველებს შეუძლია მოგვმართონ მგალობლიშვილის №6-ში. სწავლა უფასოა .

პროექტი ხორციელდება “BROT” – Bread for the world- Protestant Development Service.-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ანკეტირების პროცესი გაგრძელდება 14 სექტემბრამდე.


საინფორმაციო  შეხვედრები   ქალთა  სკოლის  2016  წლის  მე-2-ე ჯგუფის  გახსნასთან  დაკავშირებით


საინფორმაციო ფორუმი

„მეწარმე ქალთა ფონდმა“  საინფორმაციო ფორუმზე მოსულ საზოგადოებას შესთავაზა მიმდინრე პროექტებით გათვალისწინებული სხვადასხვა პროგრამები.

საინფორმაციო ფორუმი ჩატარდა 2016 წლის 21 ივლისს  ქ. ქუთაისში  „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით.

ფორუმის მიზანი იყო იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ   დასაქმების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, არაფორმალური განათლების, სტაჟირების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი გაცვლითი პროგრამების  შეთავაზება  იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.

დიდი ინტერესი გამოიწვია მეწარმე ქალთა ფონდის მიერ წარმოდგენილმა საინფორმაციო მასალებმა :  „საშუალო ასაკის ქალთა სკოლის“ შესახებ,რომლის მიზანია ქალთა გადამზადება და დასაქმების ხელსეწყობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა  სოზარ სუბარმა , ქუთაისის  მერიის წარმომოადგენლებმა და საკრებულოს წევრმა დეპუტატებმა ორგანიზაციის მიერ  შემუშავებული ეს კურსი მნიშვნელოვან ფაქტორად აღიარა ქალთა  სოციალურ- ეკონომიური მდგომარების ხელშეწყობისა და გაუმჯობესებისათვის .

თარიღი:21.07.2016


 

2016  წლის 7 ივნისს  ქ. ფოთში განახლდა ქალთა სკოლის 3 თვიანი საბუღალტრო  აღრიცხვის კურსი . სწავლებას უმაღლესი განათლების მქონე  15-ი  ქალი გადის.

თარიღი :07.05.16


 

31 მაისს „მეწარმე ქალთა ფონდი“-ს მიერ ორგანიზებულ ფოთის ქალთა სკოლაში დასრულდა  საოფისე კოლპიუტერული პროგრამების შემსწავლელი 3 თვიანი კურსი . აღნიშნული სწავლება 20-მა  ქალმა გაიარა, რომელთაც ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ..

თარიღი :31.05.16


 

მრგვალი  მაგიდა

2016  წლის 19 მაისს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის „საკონფერენციო დარბაზში“   ჩატარდა  „მრგვალი მაგიდა“    თემაზე :

  • მენტორები და შეგირდები (მუშაობის გამოცდილების გაზიარება);
  • ქალთა სკოლის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემა;

ღონისძიება ჩატარდა პროექტის  „დასავლეთ საქართველოს  ქალთა მდგრადი განვითარება, პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების  განვითარება“. (Brot)

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა    37 ადამიანი: ქალთა სკოლის კურსდამთავრებულები, მენტორები და მათი შეგირდები,ქალთა სკოლის პედაგოგები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები, ახალგაზრდები.

პროექტის შესახებ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს: „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავჯდომარემ-მ. გელაშვილმა, პროექტის ასისტენტებმა – დ. ყურაშვილმა და ა.ჩიხლაძემ.

შეხვედრაზე  მენტორებმა (ა. ცუცქირიძემ და ნ. თოდუამ)   ისაუბრეს   თავიანთ გამოცდილებაზე და შეგირდებთან მუშაობის შედეგებზე.  გაიმართა დისკუსია, სადაც  აქტიურად ჩაერთო ყველა მონაწილე.

დასასრულს   ქალთა სკოლის 20 კურსდამთავრებულს გადაეცა  სერთიფიკატები.

თარიღი :19.05.16


 

დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით „მეწარმე ქალთა ფოდნის“ ქალთა სკოლის ასისტენტმა ანჟელა ჩიხლაძემ  2016 წლის 11მაისს ორგანიზაციაში ,სოციალურ მომსახურეობის სააგენტოში შექმნილი დასაქმების სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ კობერიძე მოიწვია .რომელმაც ქალთა სკოლის კურსამთავრებულები vorknet.gov.ge დაარეგისტრირა . დარეგისტრირებული პირები ავტომატურ რეჯიმში მიიღებენ შეტყობინებას  ყველა გამოცხადებულ ვაკანსიაზე  ,რომელიც განთავსებული იქნება კერძო დამსაქმებლების მხრიდან.

    • 9


 

26 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდმა ფოთის ქალთა სკოლაში მუშაობა განაახლა. ამჯერად 20 ზრდასრული ქალი უსასყიდლოდ გაივლის სასწავლო სამთვიან კურსებს ძირითად საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში.
ფოთის ქალთა სკოლა აგრძელებს უფასო სწავლების მსურველ ქალთა რეგისტრაციას შემდგომი ეტაპებისათვის.

fotisniusi

 

თარიღი :26.02.16


 

 

2016 წლის 8 თებერვალს კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი 3 თვიანი კურსი გაიხსნა ,სადაც სწავლას შეძლებს  20 უმაღლესი განათლების მქონე ქალი.

თარიღი :02.08.16


25 იანვარს   „ მეწარმე ქალთა ფონდის“ პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარჩვევების განვითარება“ ფარგლებში, ქალთა სკოლის ასისტენტი ანჟელა ჩიხლაძე გამარჯვების უბნის მაჟორიტარ დეპუტატს  ნატო ქათამაძეს და ამავე უბნის ბინათმესაკუთრეთა ამხანოგობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  გაიმართა საუბარი პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებად  „ქალთა სკოლაზე“  რომლის მიზანია , საშუალო ასაკის ქალების კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლება მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
ქალთა სკოლაში სწავლების მსურველებს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ „მეწარმე ქალთა ფონდთან“ ერთად პროექტში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში დასაქმებასთან   დაკავშირებით რეკომენდაციების გაწევას დაჰპირდა.

თარიღი :01.25.16


ser-800x6002015 წლის 30 დეკემბერს დასრულდა სკოლა -საშუალო ასაკის ქალებისათვის შემსწავლელი 3თვიანი კურსი საბუღალტრო პროგარმა „ ორისის“  გამოყენებით,  25 ქალს ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

 

 

 

 

თარიღი :30.12.15


2015 წლის მიმდინარე პროექტის –  „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარჩვევების განვითარება“ ფარგლებში :  “ქალთა სკოლის” კურსდამთავრებულები „მეწარმე ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და რეკომენდაციებით ეტაპობრივად ახდენენ სამუშაო ადგილების პოვნას, გაუმჯობესებას და შენარჩუნებას.

თარიღი :15.12.15


IMG_9496-800x6002015 წლის დეკემბერში თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს   მაჟორიტარ დეპუტატატებს  ნატო ქათამაძესა და ირმა პეტრიაშვილს  „ქალთა სკოლის“ მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა პროექტის ასისტენტი ანჟელა ჩიხლაძე.
მაჟორიტარმა დეპუტატებმა გამოხატეს დაინტერესება  „მეწარმე ქალთა ფონდის „ საგანმანათლებლო საქმიანობაზე და აღნიშნეს,  რომ მოახდენდნენ თავიანთი სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები ქალების ინფორმირებას „ ქალთა სკოლის“ უფასო კურსების  შესახებ.
საკრებულოს სხვა წევრებთან შეხვედრები მომავალში იგეგმება.

 

IMG_9501-800x600

თარიღი :11.12.15


11.11.2015 პროფესიული კოლეჯი “ლაზიკა,,-ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა “მეწარმე ქალთა ფონდის” ქალაქ ფოთის “ქალთა სკოლის” მორიგი ჯგუფის სერთიფიცირება.
ჯგუფის წევრებსა და ფონდის თანამშრომლებს შორის გაიმართა საინტერესო საუბარი მომავალში სწავლების მიმართულებების შერჩევის შესახებ.
მსმენელებმა დადებითი შეფასება მისცეს ფოთში “ქალთა სკოლის” მუშაობას და გამოთქვეს სურვილი სკოლის მუშაობის გაგრძელების და არეალის გაფართოების.

თარიღი :11.11.15


DSC02137-800x6002015 წლის 22 ოქტომბერს ფოთში მოეწყო შეხვედრა“ ქალთა სკოლის „მსმენელებთან და პედაგოგებთან . განხორციელდა  მიმდინარე ჯგუფის  სწავლების პროცესის მონიტორინგი და განხილულ იქნა ახალ ჯგუფში სწავლის მსურველთა განაცხადები.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული კურსი ტარდება მაღალკვალიფიციურად, აქედან გამომდინარე სწავლის  მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს,    ფოთი რადგან საპორტო ქალაქია   ხშირია ვაკანსია ბუღალტერთა პოზიციაზე და  მიიჩნევენ, რომ  აღნიშნული კურსი  მათი კარიერული ზრდისა და დასაქმების შანსია.

 

 

9898-800x600

თარიღი :22.10.15


2015 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, ,,მეწარმე ქალთა ფონდის“ ბაზაზე არსებულმა „ქალთა სკოლამ“ დაიწყო „ორისის“  ბუღალტერიის შემსწავლელი 3 თვიანი კურსი, სადაც   უფასოდ სწავლის მიღებას 25 ქალი შეძლებს .

DSC02115-800x600 DSC02117-800x600

თარიღი :25.09.15


2015 წლის 23 ივლისს ქ. ქუთაისში “ქალთა სკოლის“ პირველმა გამოშვებამ დაასრულა 3 თვიანი კომპიუტერისა და ინგლისურის უფასო შემსწავლელი კურსი, სწავლება 15 ქალმა გაიარა,ტესტირებების წარმატებით დაძლევის შედეგად ,მსმენელებს სასტუმრო კომპლექს „იმერში“ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ .

თარიღი :23.07.15


2015 წ. 6 ივნისს ქ.ფოთში ქალთა სკოლის მეორე ნაკადმა დაიწყო სწავლა კომპიუტერულ პროგრამებსა და  ბუღალტრულ აღრიცხვაში.კურსის ხანგრძლივობა 3 თვე .პროგრამას ორივე საგანში ანკეტირების საფუძველზე შერჩეული 25 ქალი გაივლის.

1234321 4321234

თარიღი :6.06.15


2015 წლის 4 ივნისს შპს „ლაზიკა“-ს პროფესიული კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „მეწარმე ქალთა“ ფონდის ფოთის „ქალთა სკოლის“ მსმენელთა სერთიფიცირება, ინგლისური ენასა და ძირითად საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში. სულ სწავლება გაიარა 25-მა ზრდასრულმა ქალმა.
ფოთის „ქალთა სკოლა“ აგრძელებს უფასო სწავლების მსურველთა რეგისტრაციას შემდგომ ეტაპებისთვის სამთვიან კურსებზე.

თარიღი :4.07.15


2015 წლის 15 აპრილს მეწარმე ქალთა ფონდის პროექტის“ დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება – პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ ფარგლებში  ქ.ქუთაისში მოეწყო შეხვედრა ქალთა სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. პროექტის ასისტენტმა მსურველებს გააცნო ზოგადად პროექტი, ესაუბრა სკოლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. სკოლაში სწავლის მსურველები გაეცვნენ პედაგოგებს,სასწავლო პროგრამებს და შეჯერდნენ სამუშაო გრაფიკზე.

DSC00869 DSC00872

თარიღი :15.04.15


IMG_79092015 წლის  4 მარტს  ქ. ფოთში „მეწარმე  ქალთა“ ფონდის პროექტის ფარგლებში გაიხსნა „ქალთა სკოლა“, სადაც უმაღლესი განათლების მქონე დევნილი და ადგილობრივი 25 ქალი შეძლებს კომპიუტერული  პროგრამებისა და ინგლისური ენის შესწავლას. სკოლის მიზანია საშუალო ასაკის ქალებისათვის კვალიფიკაციის და ცოდნის ამაღლება, მათი დასაქმების  შესაძლებლობების გაზრდა.
სკოლის გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები.

 

 

 

თარიღი :04.03.15


gadacema30 ოქტომბერს დასრულდა  მეწარმე ქალთა ფონდის მიერ   ორგანიზებული  „ადმინიტრაციული საქმისწარმოება და საქმიანი ეტიკეტის ნორმების “ შემსწავლელი 5თვიანი კურსებები  ქ.ფოთში . ამ ქალაქში უკვე მესამე  ჯგუფია რომლებმაც უფასოდ შისწავლა ,ინგლისური ენა,საქმისწამოება , კომპიურერული პროგრამები და ბუღალტრული აღრიცხვა .  ამჯერად 15 ქალს გადაეცა ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

 

 

თარიღი :30.10.14


ქალთა სკოლის დასასრული

12014 წლის 12 სექტემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „მეწარმე ქალთა ფონდმა“ სერთიფიკატები გადასცა ქალთა სკოლის მესამე გამოშვების კურსდამთავრებულებს. სკოლა უმაღლესი განათლების მქონე 17 ქალმა დაასრულა, ამ ეტაპისთვის პროექტის ეს მიმართულება ქუთაისში დასრულებულია,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  აღნიშნული კურსის   გავლის მსურველ ქალთა რიცხვი  დღითიდღე იზრდება .  ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპიუტერული პროგრამების, ინგლისური ენის და საქმისწარმოების კურსი თანამედროვე შრომით ბაზარზე  მთავარი მოთხოვნაა დამსაქმებლებისაგან, ამიტომაც  დასაქმების ბაზარზე ჩვენი ბენეფიციარები მაღალ კონკურენციას ქმნიან.

თარიღი :12.09.14


2014 წლის 30 ივნისს ქ.ფოთში დასრულდა „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ორგანიზებული უფასო „ბუღალტრული აღრიცხვის  შემსწავლელი” 3 თვიანი კურსები. სწავლება  16 ბენეფიციარმა გაიარა, გენერალური ტესტირება ჩააბარეს შემდეგ საგნებში: ფინანსური აღრიცხვა  და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა – ორის ბუღალტერია. ტესტირების შემდეგ  გადაეცათ  ცოდნის  დამადასტურებელი სერთიფიკატები.

IMG_5328 IMG_5350

თარიღი :30.06.14


2014წლის 30 მაისს   „მეწარმე ქალთა ფონდმა“  პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ქალთა სკოლა გახსნა ქ.ფოთში სადაც 15 უმაღლესი განათლების მქონე საშუალო ასაკის ქალს ეძლევა საშუალოება უფასოდ შეისწავლოს  5თვის განმავლობაში : კომპიურული პროგრამები , საქმისწარმოება და ინგლისური ენა ,რომლის დასასრულსაც გადაეცემათ მიღებული ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სკოლის გახსნას ესწრებოდა   მიმდინარე  პროექტის საერთაშორისო შემფასებელი  ბელორუსიიდან რაისა სინელნიკავა  და ნაციონალური შემფასებელი „ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის- KEDEC-ის“  დირექტორი ლიკა კილაძე, რომლებმაც შეაფასეს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგიანობა და ეფექტურობა. შემფასებლები უშუალოდ გაეცნენ ბენეფიციარებს და მათგან გაიგეს ქ.ფოთში არსებული სიტუაციისა და საჭიროებების შესახებ.

123 1234

თარიღი :30.05.14


OLYMPUS DIGITAL CAMERA

ქ. ფოთში სპეციალური მომართვისა და საჭიროების საფუძველზე, შეიქმნა 3თვიანი საბუღალტრო კურსები, სადაც 16 ქალი შისწავლის აღნიშნულ სპეციალობას და მიეცემათ საშუალება დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის. კურსს წარუძღვება ქ.ფოთში მცხოვრები ერთ-ერთი კვალიფიციური პედაგოგი ნარგიზა კუპრეიშვილი. კურსები  ფუნქციონერებს 2014 წლის 8 აპრილიდან.

თარიღი :8.04.14


IMG_4070-800x600„მეწარმე ქალთა ფონდი“ კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას უმაღლესი განათლების მქონე ქალებს მიიღონ ის უნარ-ჩვევები და განათლება რომელიც ხელს შეუწყობს მათ სტაბილურ საქმიანობას და კარიერულ წინსვლას . 2014 წლის 2 აპრილს დაიწყო 5თვიანი კურსები „ადმინისტრაციული საქმისწარმოება და საქმიანი ეტიკეტის ნორმები „სადაც 17 საშუალო ასაკის მქონე ქალი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების  გაუმჯობესებას .ეს  უკვე მესამე ჯგუფია რომელიც წარმატებით აგრძელებს ფუნქციონერებას ქ. ქუთაისში.

თარიღი :2.04.14


ქალთა სკოლის კურსდამთავრებულთა შეფასებითი მონიტორინგი
ინგლისურ ენაში

DSCN24292014 წლის 18 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეფასებითი მონიტორინგი ინგლისურ ენაში , სადაც კურსდამთავრებულებმა წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები რომელიც მათ მიიღეს „მეწარმე ქალთა ფონდში“. გაკვეთილი დასაქმების თემას ეხებოდა, რომელიც ითვალისწინებდა პროცესს თუ როგორ უნდა წარსდგეს სამუშაოს მაძიებელი დამსაქმების წინაშე . ღონისძება ერთ საათს გაგრძელდა.
შეფასებითმა მონიტორინგმა გვაჩვენა ის წარმატებები , რომელიც იყო მიღწეული და ის გამოწვევები რომელიც , უნდა გავითვალისწინოთ შემდგომ.

 

თარიღი :18.03.14


 სტუმრად რადიო „რიონში“

rus2014 წლის 15 თებერვალს „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლები და ქალთა სკოლის კურსდამთავრებულები მიწვეული იქნენ რადიო „ რიონში“. საუბარი შედგა „ქალთა სკოლის“ მიღწევებსა და განსახორციელებულ მიზნებზე. კურსდამთავრებულებმა  ყურადღება გაამახვილეს პროექტის შედეგად  მიღებულ ცვლილებებზე და მიღწევებზე მათ ცხოვრებაში. გამოითქვა მოსაზრება სკოლის ფუნქციონირების გაგრძელებაზე, რადგანაც მსურველების რაოდენობა,  გამომდინარე იქედან , რომ დასაქმებულობის პროცენტულობა სულ უფრო მეტია. საუბრის დასასრულს პროექტის ასისტენტმა ა. ჩიხლაძემ მიმართა რადიომსმენელებს, სკოლის ახალი ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და მსურველებს მოიაწოდა ინფორმაცია ახალი სასწავლო კურსის დაწყების შესახებ.

 

თარიღი :15.02.14


„მეწარმე ქალთა ფონდი“ იწყებს „ქალთა სკოლის -ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და საქმინი ეტიკეტის ნორმების“  შემსწავლელ 5 თვიანი კურსების მსმენელთა მობილიზაცია-მიღებას, სადაც ქალები 5თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლიან :კომპიუტერულ პროგრამებს , ინგლისურ ენას და საქმისწარმოებას.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა ქ.ქუთაისის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფროს ხათუნა ცანავას, მადლიერების სახლის წარმომადგენელს ჟანა მუჯირს , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის ,გურიის რაჭა -ლეჩხუმის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს გია სანთელაძეს , ქ. ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ლევან კირკიტაძეს , კიდევ ერთხელ გაეცნენ პროექტის მუშაობის სპეციფიკას და მიმართულებებს.

IMG_3060 IMG_3067

 

 

 

 

 

 

 

თარიღი :3.02.14


კიდევ ერთი მიღწევა ,,მეწარმე ქალთა ფონდში’’

IMG_24442013 წლის 23 ოქტომბერს  ქ. ქუთაისში დასრულდა ქალთა სკოლის მეორე გამოშვება, „ადმინისტრაციული საქმისწარმოება და საქმიანი ეტიკეტის ნორმები”-ს შემსწავლელი 5 თვიანი კურსები, სადაც მაღალი მოტივაციის საფუძველზე  შეიქმნა  ორი ჯგუფი  და  30 სხვადასხვა პროფესიის მქონე  ქალბატონი უფასოდ გადიოდა სწავლებას  შემდეგ საგნებში : კომპიუტერი, საქმისწარმოება  და ინგლისური ენა.  კურსდამთავრებულებს  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სწავლის დამთავრება საზეიმო ვითარებაში მიულოცა მეწარმე ქალთა ფონდის თავჯდომარემ, მერი გელაშვილმა და სერთიფიკატები გადასცა.

 

 

თარიღი :23.10.13


ქალთა სკოლის მეორე ეტაპი ქუთაისში

27922757-e13793314545552013 წლის 13 მაისს გაიხსნა  ქალთა სკოლის მეორე ეტაპი ქ.ქუთაისში, მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით, (უფასო)  „ადმინისტრაციული საქმიწარმოება და საქმიანი ეტიკეტის ნორმების” შემსწავლელი  5 თვიანი კურსები: ინგლისური ენა, კომპიუტერი და საქმისწარმოება. აღნიშნული კურსების მაღალი მოთხოვნის საფუძველზე გაიხსნა ორი ჯგუფი. სასწავლო კურსს გაივლის 30 ქალბატონი, თითოეულ ჯგუფში ირიცხება15-15 ადამიანი, მათი მაღალი მოტივაცია და სურვილი განპიროვნებულია სწავლის მაღალი ხარისხითა და დასაქმებისათვის აუცილებელი უნარჩვევების შეძენით.

 

თარიღი :17.05.13


 ქალთა სკოლა გაიხსნა ფოთში

36861049მეწარმე ქალთა ფონდის მიერ  eed-ის პროექტის ფარგლებში,ჩატარდა საორგანიზაციო სამუშაოები საშუალო ასაკის სკოლის სასწავლო პროცესის  დაწყებისთვის ქ.  ფოთში.ჯგუფი დაკომპლექტდა 17 ქალბატონით,რომელთაგან უმრავლესობა ქ.ფოთის საკრებულოს თანამშრომლები არიან.ასეთი მაღალი აქტივობა საკრებულოს თანამშრომლობის განპიროვნებულია სურვილით აიმაღლონ ცოდნა და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები.
ფონდმა გაითვალისწინა სკოლის მსმენელთა სურვილი,სასწავლო პროცესი დაიწყება სამუშაო საათის შემდეგ პერიოდში.
სწავლება 5თვიანია, იწყება 1 დეკემბრიდან შეისწავლიან: ინგლისურ ენას,საქმისწარმოებას და კომპიუტერულ პროგრამებს.

 

თარიღი : 23.11.12


ქალთა სკოლა აგრძელებს წარმატებით ფუნქციონირებას

56697176პროექტი: სოციალურად დაუცველ ქალთა  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოში წარმატებით ხორციელდება მეწარმე ქალთა ფონდის მიერ. ქალთა სკოლა აგრძელებს  ფუნქციონერებას  და 12 სხვადასხვა სპეციალობის მოტივირებული ქალბატონი იღებს განათლებას: კომპიუტერის, საქმისწარმოების და ინგლისური ენის. მათმა შრომისმოყვარეობამ შედეგიც გამოიღო. ისინი უფრო მეტად დარწმუნდნენ თავიანთ შესაძლებლობებში და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და ინტერესით აგრძელებენ სწავლის პროცესს. აღიშნავენ, რომ სკოლაში გატარებული ერთი თვე მათთვის ნაყოფიერი გამოდგა.

 

 

თარიღი : 01.06.12