ფორუმი: „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში“
2016 წლის 19 აგვისტოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „მეწარმე ქალთა ფონდისა“ და „ გენდერული თანასწორობის ქსელის“ ფარგლებში ჩატარდა „სამოქალაქო ფორუმი.“ შეხვედრის თემა: „ქალი კანდიდატები პოლიტიკაში.“
სამოქალაქო ფორუმს ესწრებოდნენ: ქალი კანდიდატები: ნატო ქათამაძე, ლელა სებუა და ნინო ონიანი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების: ტყიბულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ქუთაისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აფხაზეთის მთავრობის, დევნილთა იმერეთის რეგინალური სამმართველოსა და მასმედიის წარმომადგენლები;
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალი კანდიდატების პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის მათი წარდგენა, რათა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში.
თარიღი:19.08.2016
2016 წლის 15 ივლისს ქ. თბილისში, „მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით (სასტუმრო „ძველი თბილისის“ საკონფერენციო დარბაზი, დასაწყისი 10:00 სთ ), პროექტის ფარგლებში „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“, ტარდება საერთაშორისო კონფერენცია – გენდერული თანასწორობის თანამედროვე გამოწვევები.
იხილეთ კონფერენციის პრეს-რელიზი და დღის წესრიგი.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენცია
2016 წლის 26-27 ივნისს „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენელმა დ.ყურაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით.
კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.
ასევე საქართველოს საკანონმდებლო სისტემის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესების, შედეგების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 52-მა ა/ორგანიზაციამ, საპარლამენტო და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა.
კონფერენციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
თარიღი:26.06.2016
დევნილთა საერთაშორისო დღე
2016 წლის 20 ივნისს, ქუთაისში, თიბისი ბანკის გალერეაში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე „მეწარმე ქალთა ფონდიც“იყო. ინიციატივა ეკუთვნოდა ფონდ „სოხუმთან“ არსებულ გაერთიანებას: „გოგონები და ქალები დემოკრატიის განვითარებისათვის.
შეხვედრაზე მოხდა დევნილთა თემის საქმიანობის წარმოჩენა – მისი ყოველდღიურობით. მეწარმე ქალთა ფონდის ბენეფიციარებმა საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიიდან“ წარმოადგინეს თავიანთი ნაწარმი.
შეხვედრაზე მწარე მოგონებები შეცვალა იმედმა, რომ დადგება დღე, როცა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა იქნება ხელშემწყობი დაპირისპირებულ მხარეებს შორის „ნდობის აღდგენისათვის“.
თარიღი :20.07.16
მეწარმე ქალთა ფონდი კონფერენციაზე
2015 წლის 21 დეკემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ მონაწილეობა მიიღო თბილისში სასტუმრო „ბეტსში“ გამართულ კონფერენციაში – ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში, თემაზე: „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება.“
კონფერენციას ესწრებოდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი – ერიკა კვაპილოვა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარე – მანანა კობახიძე, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – სოფო ჯაფარიძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე -პაატა ბელთაძე, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაიმართა 2012- 2015 წლების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების პრეზენტაცია. დასასრულს გაიმართა დისკუსია და შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ეროვნული სამოქმედო გეგმის გარშემო.
“მეწარმე ქალთა ფონდმა” – წარადგინა ინიციატივა“ გენდერული თანასწორობის ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ შექმნის შესახებ.
თარიღი :21.12.15
სოციალური მეწარმეობის ფორუმი
2015 წლის 15 დეკემბერს თბილისში მოეწყო სოციალური მეწარმეობის რიგით მეოთხე ფორუმი, რომელიც ორგანიზებულ იქნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ფონდის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ფორუმზე განხილული იყო სოციალური მეწარმეობის განვითარების შედეგები და მოეწყო პრეზენტაცია მიღწევებზე და შედეგებზე, რომელიც მიღწეულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით.
მეწარმე ქალთა ფონდი ბენეფიციარებთან ერთად 2009 წლიდან ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა ზემოაღნიშნულ ფორუმში. ფორუმზე გაიმართა დისკუსიები და ჯგუფური მუშაობა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
მეწარმე ქალთა ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა: ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და გერმანიიდამ მოხალისემ პაულ ზელმანმა. არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა: ა/ო „კოდა“, ცენტრი“აფხაზეთი“, რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაცია “ISCR”, „მიგრაციისა და დასაქმების ცენტრმა(თბილისი) და სხვა.
თარიღი :15.11.15
ფოთში 2014 წლის 30 ოქტომბერს „მეწარმე ქალთა“ ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ფორუმი: „უმუშევრობის პრობლემა საქართველოში და დასაქმებულთა უფლებები“ .
ფორუმს ესწრებოდნენ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფოთის თვითმმართველობისა და მერიის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები პედაგოგები და „მეწარმე ქალთა“ ფონდის “ქალთა სკოლის” მოსწავლეები და პედაგოგები.
ფორუმზე დევნილმა და ადგილობრივმა ქალებმა მიიღეს ინფორმაცია დასაქმების მთავარი პრობლემებისა და დასაქმებულის უფლებების შესახებ. იმსჯელეს სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში არსებულ პრობლემებზე და შეიმუშავეს რეკომენდაციები უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს ფოთის „ქალთა სკოლის“ მეორე გამოშვების კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები.
მე-2 საქართველო-რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი
თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი და ადგილი საზოგადოებრივი ინსტიტუტის განვითარებისა და კონფლიქტის დარეგულირებაში.“
ა.წ. 23 ივლისს, თბილისში ჩატარდა საქართველოს თანამშრომლობის ფორუმი. მასში მიიღო მონაწილეობა საქართველოს მხრიდან 61 ადამიანმა (მათ შორის მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენელმა: მ. გელაშვილმა), რუსეთის მხრიდან 32 ადამიანმა, საერთაშორისო ორგანიზაციების -11.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფორუმზე განიხილეს 4 მიმართულება:
1. რუსეთი და საქართველო: ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები;
2. “მშვიდობისმყოფელობა: ა/ო -ისა და მასმედიის როლი მშვიდობის მშენებლობისა და თანხმობის მიღწევისა კავკასიაში“;
3. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები: რეზონანსული საქმეების განხილვა;
4. ორმხრივი საქართველოს და რუსეთის ა/ორგანიზაციათა განვითარების პერსპექტივები;
მუშაობა იყო დაგეგმილი ძალიან საინტერესო, როგორც ფასილიტატორებმა, ასევე მომხსენებლებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ ვალდებულებებს;
მუშაობის პერიოდში ქართული მხრიდან დასმული იყო მწვავე საკითხები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ანალიზიდან გამომდინარე მიუხედავად ურთიერთპრეტენზიებისა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ დიალოგი აუცილებელია და ეს პროცესი უნდა წარმართონ საქართველოსა და რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
დღის ბოლოს შეფასებული იქნა ფორუმის მუშაობა, ფორუმის ერთ-ერთმა ორგანოზატორმა ქ-მა მარია კანევსკაიამ ჩამოაყალიბა მომავალი მუშაობის რეკომენდაციების პროექტი, რომელიც მონაწილეთა მიერ იქნება კომენტირებული და ამის შემდეგ, როგორც ერთიანი დოკუმენტი იქნება გამოქვეყნებული.
მერი გელაშვილი
თარიღი :23.07.14
2014 წლის 20 ივნისს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეასთან დაკავშირებით ქ.ქუთაისის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში გაიმართა გამოფენა -ფორუმი „აფხაზეთიდან – აფხაზეთამდე! მდიდარი წარსული-ღირსეული მომავლისაკენ „.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და დევნილთა სამინისტროს მთავრობის წარმომადგენლებმა,არასამთავრობო ორგანიზაციებმა . ხოლო ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისში დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „მეწარმე ქალთა ფონდი“ .
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ ე.გვაზავამ გადასცა საპატიო სიგელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამემამულეთა მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა თანადგომისათვის,ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იგპ, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ თ. ჭავჭავაძემ ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის გადაცსა „მადლობის სიგელი“.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო მქფ ბენეფიციარები. თავიანთი ნაწარმითა და ხელნაკეთი ნივთებით.ღონისძიება საინტერესო ფორმატით მიდიოდა , დასასრულს გაიმართა ლიტერატურულ -მუსიკალური პრეზენტაცია და ვიქტორინა აფხაზეთის თემატიკით, სადაც დევნილმა ბავშვებმა გამოიჩინა თავი.
თარიღი :20.06.14
ინტერნეტ კონფერენცია
„ქართულ-ოსური საზოგადოება მშვიდობის გზების ძიებაში’’
„დამოკიდებულება დემოკრატიისადმი’’, „ინფორმირებულობა“, ,,მოსახლეობის დამოკიდებულება რეგიონში უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე’’, მოსახლეობის დამოკიდებულება „სახელმწიფო სტრატეგიაზე’’, ,,დამოკიდებულება ნდობის აღდგენასა და სახალხო დიპლომატიის მიმართ’’, „ დამოკიდებულება ქალთა მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში’’-სწორედ ამ ექვსი ერთობლივი მიმართულებით განახორციელეს კვლევა ორმა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავიანთ საზოგადოებაში. საქართველოს მხრიდან პარტნიორ ორგანიზაციამ „ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებძოლთა მეუღლეთა კავშირმა’’ (თავჯოდომარე მანანა მებუკე) ა.წ. 21 თებერვალს გამართა ინტერნეტ-კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეები როგორც ქართული მხრიდან, ასევე ოსური მხრიდან იყვნენ ლიდერი ქალები, ქალები მშვიდობისმყოფელები, ვინც არა ერთი წელია ჩაბმულია ,,მშვიდობის გზების ძიების’’ პროცესში.
კონფერენციის მუშაობის პროცესში ქართულ მხარეს იყვნენ ჩართული როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი (საერთაშორისო ორგანიზაციებიდან) სტუმრები.
თარიღი :21.02.14
ფორუმი
2013 წლის 30 მარტს მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა თინათინ ზაქარაშვილმა და დიანა ყურაშვილმა “მოსახლეობის ფორუმის” მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმი პრობლემების წარმოჩენა-გადაწყვეტაში სამოქალაქო ჩართულობას ისახავდა მიზნად. შეხვედრის მეთოდოოგიის განხილვის შემდეგ, მონაწილეთა სამუშაო ფუნქციები დადგინდა. სამუშაო ჯგუფებში ქალაქში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე გამახვილდა ყურადღება სფეროების მიხედვით. ჩამოყალიბდა კონკრეტული პროექტები განათლების, ინფრასტრუქტურული განვითარების, სოციალური დაცვის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით.
თარიღი :30.03.13
მონაწილეობა კონფერენციაში
2013 წლის 29 მარტს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „კონფლიქტების მოგვარების პროცესის განვითარების გამოუყენებელი შესაძლებლობები და არსებული ვითარების ტრანსფორმაციის პერსპექტივა”.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის დროებითი კომისიის თავჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა კავშირის – ქალთა გენდერული თანასწორობის ქსელის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოსაზრებების წარმოჩენა და აზრთა შეჯერება მოხდა იმ არსებულ რესურსებსა და გამოუყენებელ შესაძლებლობებზე, რაც კონფლიქტური სიტუაციის ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
კონფერენცია მეწარმე ქალთა ფონდის, „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის”, პედაგოგთა კავშირ „განათლება და სამყარო”-ს, ფონდ „სოხუმისა” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ორგანიზებით მოეწყო
თარიღი :29.03.13
ფორუმი – გამოფენა
სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობათა წარმომადგენელები 25 ნოემბერს, აფხაზეთის მიმდებარე სოფ. ხურჩაში შეიკრიბნენ.
შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ მრავალფეროვნებას-კულტურას, ნაციონალური და რეგიონალური განსხვავებებით, რომელიც ამდიდრებს და უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას.
ეს შეხვედრა იყო გზავნილი მშვიდობისა და უსაფრთხოებისა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის აფხაზეთში.
ფორუმ-გამოფენაში მიიღო მონაწილეობა მეწარმე ქალთა ფონდმაც, რომელმაც წარმოადგინა თავისი ბენეფიციარების – მეწარმე ქალთა ნამუშევარი.
ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი საქართველოს ერთ-ერთი საქართველოს რეგიონის მესხეთის წარმომადგენლებმა: კამალოვა ლეიდა,ხოზრევანიძე ლეილა,იბრაგიმოვა მაია წარმოადგინეს თავისი ხელოვნება კულინარიაში.
სტენდის გარშემო განუწყვეტლივ ხალხმრავლობა იყო: ჟურნალისტები ინტერვიუს იღებდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სურდათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ მათ შესახებ, ხოლო დამთვალიერებლები რეცეპტებს იწერდნენ.
განსაკუთრებული ინტერესი გამოწვეული იყო იმით, რომ ეს ადამიანები იყვნენ მესხი-რეპატრიანტები და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დააბრუნეს სამშობლოში არ არიან ინტეგრირებული ადგილობრივ საზოგადოებაში.
ფორუმში მონაწილეობა მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმითაც რომ მიეცათ შანსი ეჩვენებინათ თავისი კუთხის კულტურა და თვითონაც ეგრძნოთ თავი იმ საზოგადოების ნაწილად, სადაც ისინი დღეს ცხოვრობენ.
„მესხური- სამზარეულო – სამტრედია – იანეთის დასახლება’’ სტენდი მასმედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა და იმავე დღეს Info-9 და TV “რიონ”-ის არხმა უჩვენა თავის საინფორმაციო გადაცემაში.
თარიღი : 26.11.12
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა
რესურს ცენტრ „სალტო აეკა”-ს ინიციატივით ქ. ქუთაისში, სასტუმრო კომპლექს „ბაგრატი-1003″-ში 2012 წლის 7 ნოემბერს გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ევრო კავშირის ”ახალგაზრდობა მოქმედებაში” (Youth in Action) პროგრამის პრეზენტაცია და არასამთავრობო სექტორის უკეთ გაცნობა. წარმოდგენილი იყვნენ რამდენიმე უცხო ქვეყნისა და ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის მეწარმე ქალთა ფონდიც. ყველა დამსწრე ორგანიზაციას ჰქონდა საშუალება საკუთარი ორგანიზაციის პრეზენტაციისა.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო: სტენდი, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო მასალას ფონდის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ; ბეჭვდითი პროდუქცია: ჟურნალი „ქალი და ბიზნესი” და „ჩვენ ლიდერები”, აგრეთვე ფონდის მიერ შემუშვებული „მცირე ბიზნესის საფუძვლები”-ს მეთოდური სახელმძღვანელო.
გვქონდა საშუალება სამუშაო გამოცდილება გაგვეზიარებინა ყველა სხვა დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.
თარიღი : 09.11.12