მასტერ–კლასი ცაგერში„პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარება“
„მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივითა“და ბენეფიციართა მოთხოვნით პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ -ფარგლებში ა.წ. 30 ნოემბერს ცაგერში ჩატარდა ორი მასტერ-კლასი „მზარეულის სპეციალობაში.“
მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო 23 – მა ადამიანმა. მათ შორის საოჯახო სასტუმროების თანამშრომლებმა. ისინი წარმოდგენილნი იყვნენ სოფლებიდან: ქვედა ცაგერი, გვესო და ჩხუტელი; მასტერ კლასი მიჰყავდა პროფესიონალ მზარეულს ქ-ნ ნ.ნაჭებიას. მომზადებულ იქნა კერძები: ჩიხირთმა და ბევსტროგანოვი.
მასტერ–კლასის ჩატარების მთავარი მიზანია: ქალთა პროფესიული განვითარება და მათი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა.
თარიღი:30.11.2016
აქცია ცაგერის მუნიციპალიტეტში
25 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა აქცია – მსვლელობა ა/ აიპ „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის „ ცენრტის“ ინტელიგენციისა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით.
აქცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესა და საქართველოში დაწყებულ თექვსმეტდღიან კამპანიას შეუერთდა სლოგანებით:
- «არ დაკარგო იმედი, ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით!“
- «ძალადობა შობს შიშს“.
- «დავამარცხოთ ძალადობა სიყვარულით».
აქციაში მონაწილეობდნენ: ლეჩხუმელი ქალები სხვადასხვა სოფლებიდან : ჩხუტელი, ქვედა ცაგერი, გვესო, ზუბი, ლუხვანო , ქალთა საინიციციატივო ჯგუფის წევრები წარმოება -დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სულ მონაწილეობა მიიღო: 60 ადამიანმა.
თარიღი:25.11.2016
მასტერ-კლასი „პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება“
„მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივით“ პროექტის „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ -ფარგლებში ა.წ. 17 ივნისს ცაგერში ჩატარდა ორი მასტერ-კლასი „მზარეულის სპეციალობაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 38-მა ადამიანმა, საინიციატივო ჯგუფის სოფლებიდან: ქვედა ცაგერი, გვესო და ჩხუტელი. მასტერ კლასი მიჰყავდა პროფესიონალ მზარეულს ქ – ნ ნ. ნაჭყებიას.
მასტერ-კლასს აგრეთვე ეწრებოდნენ : ადგილობრივი თვითმმართველობის (გამგეობის) საკრებულოს და სამივე სოფლის: ქვედა ცაგერის, გვესოს და ჩხუტელის გამგებლის წარმომადგენლები ასევე მედიის წარმომადგენლები.
მასტერ-კლასის ჩატარების მთავარი მიღწევაა: პროფესიული განვითარება და სამი სოფლის წარმომადგენელ ქალთა დაახლოვება შემდგომი თანამშრომლობისათვის.
თარიღი: 17.07.2016