მეწარმე ქალთა ფონდმა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის – “ხონის დევნილთა დასახლების და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის” ფარგლებში გამოაცხადა სამოქალაქო ინიციატივების კონკურსი, რომლის მიზანიც იყო დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო-საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახლებაში ჩატარებული საჭიროების კვლევის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 6 სათემო ინიციატივა:
- დასახლებაში არსებული სკვერის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – დასალევი ფანტანის, მზის პანელისა და ელქტრო სამუხტის შეძენა;
- ხონის დევნილთა დასახლებასთან არსებული მეორე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის განმავითარებელი გარემოს გაუმჯობესება.
- დასახლებაში არსებული რეკრიაციული ზონებისთვის ნარგავები შეძენა;
- სპეციალური უჯრედების დამზადება ნაგვის ურნების შემოსაღობად, რომელიც გათვლილია ევროპული სტანდარტებით;
- დევნილთა დასახლებაში მანათობელი ფარების ლედ ნათებებით ჩანაცვლება;
- დასახლების ორივე შემოსასვლელში, რუკის და ლოკაციების მიმანიშნებლების მოწყობა;
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამოქალაქო ინიციატივების განორციელების ეტაპების დაგეგმარება.



Leave a reply