2010

16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

4160929725 ნოემბერს დაიწყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი საერთაშორისო – საინფორმაციო კამპანია, რომელსაც მეწარმე ქალთა ფონდიც შეუერთდა.ფონდის ბენეფიციარებმა, მეწარმე ქალებმა და ახალგაზრდებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფონდი “სოხუმის” მიერ ორგანიზებულ მდუმარე აქციას ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთში, ოზურგეთში, ხონსა და ზუგდიდში. თეთრ მაისურებში გამოწყობილი ქალთა მთავარი სლოგანი იყო – „ძალადობა ბოროტებაა!” აქციის მსვლელობა გაშუქდა ადგილობრივი და ცენტრალური მასმედიის მიერ. მოქალაქეთა ყურადღება მალე მიიპყრო. ბევრი მათგანი კამპანიის ისტორიითაც დაინტერესდა.

თარიღი :26.11.10


მდუმარე აქცია – “ადგილობრივ ხელისუფლება – თანაბარი მონაწილეობით”

9577857227 მაისს, მეწარმე ქალთა ფონდის ბენეფიციარები ხონიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან და წყალტუბოდან, აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად მოწყობილ აქციაში.

მდუმარე აქცია ჩატარადა მთელი საქართველოს მასშტაბით თხუთმეტ ქალაქში, რომელსაც დასავლეთ საქართველოში კოორდინირებას უწევდა ფონდი “სოხუმი”. “თანასწორობა ქვეყნის სიძლიერე” – ამ სლოგანით ხელში შეკრებილმა ქალბატონებმა მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება. აღინიშნა, რომ ეს მასშტაბური აქცია უთუოდ გამოიღებს ნაყოფს – ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ღირსეულ ქალ კანდიდატებს. აქციის მსვლელობა გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.

თარიღი :27.05.10



კონფერენცია თბილისში

10150898თბილისში CTC- ს ოფისში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონფერენცია, რომლის ორგანიზტორები იყვნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები BfdW და EED.
მონაწილებდა 34 ეროვნული ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან: სომხეთი აზერბაიჯანი, საქართველო.
კონფერენციის თემა იყო: ორი ორგანიზაციის BfdW-სა და EED-ს შერწყმა და მასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები.
კონფერენციაზე გადახედეს აგრეთვე ორგანიზაციის პერსპექტივებსა და ხედვებს 2010 წლამდე. მუშაობა წარიმართა როგორც ლექციური, ასევე ინტერაქტიული მეთოდებით. მონაწილეებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, ასევე გაარკვიეს მომავალი მუშაობის პერსპექტივები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა და ფონდი „სოხუმის” თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ.

თარიღი :04.03.10

 


საორგანიზაციო შეხვედრა ხურჩაში

12 თებერვალს, მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ ხურჩაში (აფხაზეთის მოსაზღვრე დასახლება), სადაც შეხვდნენ ადგილობრივ აქტივისტებს. შეხვედრის მიზანი და ამოცანები:

– სოფელ ხურჩასა და მისი მიმდებარე (აფხაზეთის რეგიონის) სოფლების, ნაბაკევისა და კოკის მოსახლეობის ფონდის პროგრამაში ჩართვა;

– ქალებისა და ახალგაზრდა გოგონებისა და ვაჟების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა: ინგლისური ენის, კომპიუტერული უნარ-ჩვევების და ახალი პროფესიების შემსწავლელი კურსები;

– ეკონომიკური ურთიერთობა სახალხო დიპლომატიის დონეზე და განხორციელებული ურთიერთობის გაფართოება;

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეს ურთიერთობები იქნება გრძელვადიანი და შეხვედრები გაიმართება ფონდი “სოხუმის” მიერ ორგანიზებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

თარიღი :12.02.10


მრგვალი მაგიდა

90308500“მეწარმე ქალთა ლიგის ჩამოყალიბება, პროფესიული კურსების ჩამოყალიბება ზესტაფონში, მოქმედი მეწარმეებისთვის ვორკშოპის ჩატარება საგადახადო კანონმდებლობაში ცვლილებების გასაცნობად” – ეს საინტერესო წინადადება გაჟღერდა მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე, სადაც მოწვეულები იყვნენ მეწარმე ქალები და პროფესიული კურსების მსმენელები. შეხვედრა ეძღვნებოდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან საერთაშორისო კამპანიის დასრულებას. მონაწილეები გაეცნენ კამპანიის შესახებ ინფორმაციას და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

თარიღი :10.12.10

 

 


მრგვალი მაგიდა ფოთში

32440869მეწარმე ქალთა ფონდმა მრგვალი მაგიდა ჩაატარა ფოთში, ფონდი “სოხუმის” ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. შეხვედრის მიზანი: მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ქუთაისელ და ფოთელ ბენეფიციარების შორის ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა და სამომავლო გეგმების დასახვა.
დასაწყისში, საუბარი შეეხო იმას თუ რატომ დავიწყეთ მუშაობა ფოთში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ფოთში ცოტაა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დევნილებთან მუშაობენ, ასევე ისიც რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება წყალტუბოდან დევნილების ჩასახლება ფოთში (მალთაყვაში). ამგავრად, მნიშვნელოვანი იქნება მეწარმე ქალთა ფონდის მიერ დევნილი ქალების მხარდაჭერა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ფონდის თავმჯდომარემ, მერი გელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ორი ორგანიზაციის გაერთიანების შესახებ: “პური მსოფლიოსთვის” და EED, და ისაუბრა დოკუმენტზე – “ახალი ორგანიზაციის გამოწვევები და მოლოდინები”.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მისასალმებელია ფონდის მხრიდან გამოვლენილი ინიციატივა გააქტიუროს მუშაობა ფოთში მცხოვრებ დევნილ ქალებთან. დაიგეგმა ივლისის თვეში ტრენინგის ჩატარება მცირე ბიზნესის საფუძვლებში, შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნა. გათვალისწინებული იქნა შეხვედრის მონაწილეთა რეკომენდაცია და სექტემბრიდან ფოთში მოხდება საბუღალტრო კურსების ორგანიზება.
ცხადია, რომ მსგავსი გასვლითი შეხვედრები და უშუალო გარემოს შექმნა ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას როგორც ბენეფიციარებს შორის, ასევე თვითონ ორგანიზაცასა და ბენეფიციარებს შორის.

თარიღი : 30.06.10


მრგვალი მაგიდა

82168262მეწარმე ქალთა ფონდმა ჩაატარა მრგვალი მაგიდა, რომელიც დაეთმო 2009 წლის ანგარიშს და 2010 წლის სამოქმედო გეგმის განხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ფონდის ბენეფიციარები, დამოუკიდებელი აუდიტორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობა ბენეფიციარების წინაშე. დასაწყისში ფონდის ხელმძღვანელი მიესალმა აუდიტორიას და გააცნო დღის წესრიგი და შეხვედრის მიზანი. ამის შემდეგ წარმოდგენილ იქნა აღწერილობითი და ფინანსური ანგარიშები, რომელშიც საუბარი იყო სადაც ისაუბრეს 2009 წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებზე და გაწეულ ხარჯებზე. დამოუკიდებელმა აუდიტორმა კი, თავის მხრივ გააკეთა აუდიტორული დასკვნა და ფონდის საქმიანობა შეაფასა ფინანსური თვალსაზრისით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროფესიული გადამზადების კურსებმა, რომელიც 2009 წლიდან მუშაობს, მოლოდინი გაამართლა და მიმიდნარე წელსაც გაგრძელდება. 2010 წლის სამოქმედო გეგმის განხილვისას, ბენეფიციარებმა საინტერესო რეკომენდაციები ჩამოაყალიბეს: მასტერკლასების ორგანიზება ერთნაირი ბიზნესით დაკავებული მეწარმე ქალებისთვის, პროფესიული გადამზადების გავლის შემდეგ მსმენელებისთვის ტრენინგის ჩატარება მცირე ბიზნესის საფუძვლებში და სხვა. მიმდინარე წელს მეწარმე ქალთა ფონდი აფართოებს სამოქმედო არეალს და იწყებს მუშაობას ფოთსა და ხურჩაში (აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელი).

თარიღი :26.02.10



დამხმარე სახელმძღვანელო მცირე ბიზნესის საკითხებზე

11171177მეწარმე ქალთა ფონდმა გამოუშვა დამხმარე სახელმძღვანელო “მცირე ბიზნესის განვითარების საფუძვლები”.
წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:
“ეკონომიკური მიზნების, ფუქციების და ქცევის თავისებურებათა გამო, ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორად გვევლინება მცირე ბიზნესი, ანუ მცირე მეწარმეობა.”
წიგნში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, ბაზრის კვლევა – მარკეტინგი, მენეჯმენტი – ბიზნესის მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, ბიზნეს-გეგმის შემუშავება და სხვა.
პრაქტიკული მაგალითები ბიზნეს-გეგმის შედგენისთვის და საქმიანი ადამინის ლექსიკონი  კიდევ უფრო საინტერესოს ხდის წიგნის შინაარსს.
აღნიშნული სახელმძღვანელო მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს დამწყებ მეწარმეებს თავიანთი ბიზნეს-იდეის სწორად განვითარებაში.

თარიღი :15.01.10

 

 


„ქალი და ბიზნესი“ მორიგი ნომერი

გამოვიდა მეწარმე ქალთა ფონდის საინფორმაციო ბიულეტენი „ქალი და ბიზნესი”.

რაზე ისაუბრეს ფოთში გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რა სახის ღონისძიებები დაისახა სამომავლოდ – ამ ყველაფერზე მკითხველი ინფორმაციებს იპოვის სტატიაში „შეხვედრა ფოთში”.

ჟურნალის დანარჩენ გვერდებზე მოთავსებული მასალებიდან შეიძლება შეიტყოთ რას ფიქრობენ ტრენინგის მონაწილეები და რა სახის ბიზნეს-გეგმები შეიძლება შეიქმნას. როგორ მუშაობენ ხონის სამხედრო დასახლებაში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები.ჟურნალში ექვსთვიანი მუშაობის ანგარიშსაც გაეცნობა მკითხველი.

ჩვეულებისამებ, იურისტის კუთხე გვთავაზობს საინტერესო ინფორმაციებს, რომელიც მნიშვნელოვანია დამწყები მეწარმეებისათვის.

bukleti8

თარიღი : 07.10.10


საინფორმაციო ჟურნალი “ქალი და ბიზნესი” – #3

მეწარმე ქალთა ფონდის საინფორმაციო ჟურნალ “ქალი და ბიზნესში” ახალი რუბრიკა დაინერგა – “თქვენ გისმენთ იურისტი”. აქ მოცემული ინფორმაცია ერთნაირად საინტერესოა როგორც დამწყები მეწარმეებისთვის, ასევე მცირე ბიზნესში ჩართული ქალებისთვის. ფონდის იურისტი თამუნა ფაჩულია პასუხობს შეკითხვებს მეწარმეობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საკითხებზე.

ჟურნალში მკითხველს შეუძლია იპოვოს სტატიები ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ: EED-ს ეგიდით ჩატარებული პარტნიორთა რეგიონალური საკონსულტაციო შეხვედრა თბილისში; მრგვალი მაგიდა, სადაც განხილულ იქნა ფონდის 2010 წლის სამოქმედო გეგმა; მეწარმე ქალთა საქმიანობა წყალტუბოსა და ზესტაფონში; პროფესიული გადამზადების კურსები; ინტერვიუ სახელმძღვანელოს ავტორებთან – “მცირე ბიზნესის საფუძვლები”.

მეწარმე ქალთა ფონდი ჩვეულებისამებრ აგრძელებს გამჭვირვალობის პრინციპით მუშაობას და მკითხველებს აცნობს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებას, რომელსაც თან ახლავს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა.

bukleti9

თარიღი : 05.05.10


ფილმი – “განვლილი გზა“

7 ოქტომბერს, ტელეკომპანია მეგაTV-ის ეთერით, მეწარმე ქალთა ფონდის ფილმი-”განვლილი გზა” გადაიცა. მასში გაშუქდა ფონდელთა მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ქალბატონების წარმატებული სამეწარმეო საქმიანობა.
ფილმი ცხადყოფს, თუ როგორ განავითარეს ქალებმა საკუთარი ბიზნესი,  რამ განაპირობა მათი საქმიანობის წარმატება,  რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის ის მოგება,  რომელსაც თავიანთი შრომით ღებულობენ,  როგორია მათი სამომავლო გეგმები.
ჩემი წარმატება მეწარმე ქალთა ფონდის დამსახურებაა. დღეს, ჩემი სილამაზის სალონით 70 ადამიანი სარგებლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მომსახურებით კმაყოფილნი არიან, რაც შემდგომში კიდევ უფრო გაზრდის კლიენტთა რაოდენობას,-ამბობს ზესტაფონში მცხოვრები აფხაზეთელი ახალგაზრდა ეკა ბაღათურია

თარიღი :08.10.10

84373916“ეს სახელმძღვანელო არის ანა-ბანა, რომელიც მეწარმე ქალებს აძლევს საწყის ცოდნას და განათლებას წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად” – აღნიშნა “მცირე ბიზნესის განვითარების საფუძვლების” შემდგენელმა და ავტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მადონა გელაშვილმა მეწარმე ქალთა ფონდის გადაცემაში, რომელიც 16 აპრილს “მეგა-TV”-ის ეთერით გადაიცა.
“მცირე ბიზნესი – ქალთა ეკნომიკური დამოუკიდებლობის პირველი საფეხური” ასეთია თემა ზემოთაღნიშნული გადაცემისა ციკლიდან “ქალთა მეწარმეობა – ბიზნესი თუ თავის გადარჩენა”.
9 წუთის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთ საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სიღარიბის დაძლევის მიზნით მეწარმე ქალთა ფონდის მიერ 2010 წლის დასაწყისში გადადგმულ პრაქტიკულ, კონკრეტულ ღონისძიებებს და მათ მიერ ხონში დაფინანსებული სამუშაო ადგილების სიცოცხლისუნარიანობას.
გადაცემაში ახალგაზრდული ბიზნეს-ტრენინგის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს თავიანთ მიზანდასახულობას.
“სწორი არჩევანი ხელს შეგვიწყობს ჩვენი იდეების განხორციელებაში” – აღნიშნეს გოგონებმა.
მეწარმე ქალთა ფონდის გადაცემა განმეორებით გავა “მეგა-TV”-ის ეთერში 20 აპრილს, 18 საათზე.

თარიღი :16.04.10


 ტრენინგი სოციალური მეწარმეობის თემაზე

79871002-300x225მეწარმე ქალთა ფონდმა მონაწილეობა მიიღო 21-25 მარტს, დონორი ორგანიზაცია EED-ს მიერ პარტნიორებისთვის ორგანიზებულ სემინარზე – „შედეგებზე ორიენტირებული დაგეგმარება, მონიტორინგი და შეფასება.”
სემინარის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოდან და სომხეთიდან, საფუძვლიანი ცოდნა მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შედეგებზე დამყარებული მართვა, შედეგების ჯაჭვი და მისი კავშირი ლოგიკურ მატრიცასთას, EED-ს მოთხოვნები და ანგარიშის წარმოდგენის ახალი ფორმატი, საბაზისო ინფორმაცია და ინდიკატორების განსაზღვრა.
მსგავსი სემინარის ჩატარება იგეგმება ფონდის ყველა თანამშრომლისთვის იმ მიზნით, რომ მოხდეს მიღებული ცოდნის გაზიარება.

თარიღი : 04.06.10

 


პროფესიული გადამზადების კურსების ახალი ეტაპი

18066355მეწარმე ქალთა ფონდის ინიციატივით პროფესიული გადამზადების კურსების ახალი ეტაპი დაიწყო ქუთაისსა და ფოთში. ინგლისური ენის, კომპიუტერის და საბუღალტრო აღრიცხვის კურსების მსმენელებს საშუალება ექნებათ სამი თვის განმავლობაში დაეუფლონ საჭირო ცოდნას.
მონაწილეები კმაყოფილებას გამოხატავენ და ფიქრობენ, რომ მიღებული ცოდნა სამომავლოდ დაეხმარებათ სამუშაოს პოვნაში.

თარიღი :16.09.10

 

 

 


ინგლისური ენის და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ფოთში

65278672ამჯერად ქალაქ ფოთში, მეწარმე ქალთა ფონდის კიდევ 17 ბენეფიციარმა გაიარა ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსები.
ამ კურსების უმთავრესი მიზანი მიღწეულია: დევნილმა ქალებმა წარმატებით გამოიყენეს შესაძლებლობა და დაეუფლნენ დასაქმებისთვის ყველაზე მეტად საჭირო უნარ-ჩვევებს. ისინი მზად არიან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.

თარიღი : 30.07.10


კონსულტაცია ფოთში

5180977230 ივლისს, ქალაქ ფოთში ჩატარდა კონსულტაცია ტრენინგის მონაწილეთათვის, მათ მიერ შემუშავებული ბიზნეს-გეგემების ირგვლივ.
წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა როგორც ვაჭრობის, ასევე მომსახურეობის და საოჯახო მეურნეობის სფეროებს.
საკონკურსო კომისია, მათი განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას და პრიორიტეტი მიენიჭება სიცოცხლისუნარიან, მდგრად და რეალურად განხორციელებად პროექტებს.

თარიღი :30.07.10

 

 

 

 


 ბიზნეს ტრენინგი ქუთაისში

24914011მეწარმე ქალთა ფონდმა მორიგი ოთხდღიანი ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „მცირე ბიზნესის საფუძვლები”. მონაწილეობა მიიღეს, როგორც ფონდის პროფესიული გადამზადების კურსების მსმენელებმა, ასევე დაინტერესებულმა ქალებმაც. მათ შორის იყო ორი ოსი ქალბატონიც.
ტრენინგის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის მცირე ბიზნესის საფუძვლების და ბიზნეს-პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის სწავლება. ყველა მონაწილე ცდილობდა, აქტიურად ჩართულიყო მუშაობაში. თითოეულმა მათგანმა გამოხატა კონკურსში მონაწილეობის სურვილი და მზად არიან, ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ საკუთარი ბიზნეს-პროექტები მომსახურების სხვადასხვა სფეროში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება აქვთ, მიიღონ კონსულტაცია და დამატებითი ინფორმაცია საკონკურსო პროექტებთან დაკავშირებით.

თარიღი :20.12.10


ბიზნეს-ტრენინგი ფოთში

04534736ფოთში მცხოვრებ დევნილ ქალთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა ამ ქალაქში ჩატარებული პირველი ტრენინგ-სემინარი “მცირე ბიზნესის საფუძვლების” შესწავლის მიზნით (21-23 ივლისი).
ამ ტრენინგის შედეგად შემუშავდა სასწავლო ბიზნეს-გეგმები: ერთი ჯგუფური და 12 ინდივიდუალური.
ტრენინგის მონაწილეები სერიოზულად ემზადებიან, გადიან კონსულტაციებს მეწარმე ქალთა ფონდში საკონკურსო პროექტებზე სამუშაოდ.

თარიღი :26.07.10

 

 

 

 


კონსულტაციები ტრენინგის შემდეგ

66258659აპრილის თვეში, მეწარმე ქალთა ფონდის მიერ მცირე ბიზნესის საფუძვლებში ორგანიზებული ტრენინგის მსმენელებისთვის ჩატარდა კონსულტაციები. საკონსულტაციო სამუშაო, წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმების ირგვლივ, გაგრძელდა 29 აპრილიდან 17 მაისამდე. ტრენინგის მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია განსხვავებული ბიზნეს-სფეროებში სამუშაო ადგილების შექმნამ.
აშკარად ჩანდა, რომ ტრენინგმა ქალებს მისცა სტიმული დაფიქრებულიყვნენ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, შეექმნათ პატარა ბიზნესი და მოესინჯათ საკუთარი შესაძლებლობები.
კონსულტაციების პროცესში მსმენელებმა გამოავლინეს მიზანდასახულობა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწორი არჩევანი ხელს შეუწყობს მათი იდეის განხოცილებას და ბიზნეს-საქმიანობაში წარმატების მიღწევას.

თარიღი : 20.05.10


 ტრენინგი მცირე ბიზნესის საფუძვლებში

89991643მცირე ბიზნესის საფუძვლებში ჩატარებულ ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს დევნილმა ქალბატონებმა ქუთაისში განთავსებული სხვადასხვა კოლექტიური ცენტრებიდან, რომელთა შორისაც იყვნენ ახალი დევნილებიც. ტრენინგის თემატიკა უცვლელი რჩება: მცირე ბიზნესის არსი, ბიზნეს-გეგმის შედგენა, მისი სტრუქტურა და მიზანი, ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, ბაზრის კვლევა – მარკეტინგი, საბანკო კრედიტის ძირითადი სახეები და სხვა. მსმენელებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი და სურვილი საფუძვლიანათ განეხილათ თითეული დასმული საკითხი, რათა მიღებული ცოდნა გამოადგეთ სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს-პროექტების განხორციელებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში.

თარიღი : 03.05.10


ბიზნეს-ტრენინგი ახალგაზრდა გოგონებისთვის

2302015722-დან 25 მარტის ჩათვლით, მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ქუთაისში ჩატარდა ბიზნეს ტრენინგი “მცირე ბიზენსის საფუძვლების” თემაზე.
ტრენინგ-სემინარი განსხვავდებოდა ყველა სხვა ჩატარებული სემინარებიდან იმით, რომ მას ესწრებოდნენ ახალგაზრდა გოგონები, რომლებმაც გაიარეს პროფესიული გადამხადების კურსები ბუღალტერიაში, კომპიუტერულ და ინგლისურის უნარ-ჩვევებში, ჭრა-კერვასა და ქსოვაში.
ტრენინგის მონაწილეების დიდი სურვილი იყო გაცნობოდნენ მცირე ბიზნესის საფუძვლებს, რომ შემდგომში შეძლებოდათ რეალური არჩევანის გაკეთება განხორცილებად, სიცოცხლისუნარიან ბიზნეს-პროექტებზე და მოესინჯათ თავიანთი შესაძლებლობები მცირე ბიზნესში.
ტრენინგის თემატიკა მოიცადა ისეთ საკითხებს როგორიცაა მცირე ბიზნესის არსი, ბიზნეს-გეგმის შედგენა, მისი სტრუქტურა და მიზანი, ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, ბაზრის კვლევა – მარკეტინგი, საბანკო კრედიტის ძირითადი სახეები და სხვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ გამოთქვა სურვილი კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, რათა გამარჯვების შემთხვევაში წარმატებულად განავითარონ მცირე სამეწარმეო საქმიანობა.

თარიღი : 26.03.10