ტრეინინგები

es saerto logo

მეწარმე ქალთა ფონდი

ა.წ. 22-23-24 აგვისტოს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში   IV-V-VI ციკლის ბენეფიციარებისათვის.

ტრენინგის მიზანია ბიზნესის დაგეგმვისა და მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგების გზით კურსდამთავრებულთა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის შესაძლებლობის გაზრდა ბიზნეის-იდეის  წერის უნარებში, ტრენინგის შედეგად  მონაწილეებს შეუძლიათ შეიმუშაონ  კონკურენტუნარიანი და ყოვლის მომცველი  ბიზნეს-განაცხადი, რომელიც სამდღიანი კონსულტაციების გავლის შემდგომ წარედგინება  შეფასებისა და შერჩევის დამოუკიდებელ კომიტეტს.

ტრენინგებს ესწრებოდა 21 მონაწილე.

ტრენინგები ჩაატარა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა    ელგუჯა დეისაძემ  და მატერიალური დახმარების პროგრამის მენეჯერმა იასონ კვანტალიანმა. (ასოციაცია თანხმობა)

პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL  და  მისი ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.


 

es saerto logo

#ეს „მეწარმე ქალთა ფონდია“

#პროექტი: ”ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“

#დაფინანსებულია: – „ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ“   

თემა: – „მცირე ბიზნესის საფუძვლები“  3 დღიანმა ტრენინგმა „მეწარმე ქალთა ფონდში“ 20 მაისიდან – სტარტი აიღო. ტრენინგში მონაწილეობას 24 მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლი იღებს, რომელებიც სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება-გაფართოების ხელშეწყობის თვალსაზრისით საჭირო უნარებს გაანავითარებს.

მსმენელები თავიანთი ბიზნეს იდეების დასახვეწად ინდივიდუალურ, კონსულტაციებს ტრენერისგან მიიღებენ.


 

new_fwe_banner 

2018  წლის 6  ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ    კურსდამთავრებულთა  მხარდაჭერის პროგრამის ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის   საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა.  განაცხადი შეავსო   23-მა  ბენეფიციარმა.

2018 წლის 17-18  ივლისი მეწარმე ქალთა ფონდში  პროექტის კურსდამთავრებულთათვის   ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი  ბიზნეს განაცხადების წერის  შესწავლისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 19 აპლიკანტმა.   

თარიღი: 16.07.2018


new_fwe_banner

2018  წლის  16 ივლისს  მეწარმე  ქალთა ფონდის მიერ საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში„    პროექტის  „ ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში  სერტიფიკატები  გადაეცა  მესამე ციკლის ბენეფიციარებს.

 25-მა ბენეფიციარმა სამთვიანი სწავლების კურსი გაიარა  კომპიუტერული გრაფიკოსის,  სტილისტის, ელექტრიკოსის, მანქანის შემკეთებელი ელექტრიკოსის , მზარეულის სპეციალობაზე.   ასევე მიიღეს სერვისები მეწარმე ქალთა ფონდის საინტეგრაციო ცენტრის თანამშრომლების მიერ  სოციალურ, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და სასიცოცხლო უნარების საკითხებში.

თარიღი: 16.07.2018


 

12.03.18  მეწარმე ქალთა ფონდის საინტეგრაციო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ეხებოდა პროექტ 675-ის  „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ დოკუმენტების ატვირთვას  საერთო კომპიუტერულ სისტემაში.
ტრენინგს ესწრებოდა პროექტ 675-ის 9 თანამშრომელი. ტრენინგი ჩატარდა მოწვეული IT სპეციალისტის დათო  ჩადუნელისა და საინჟინრო პლატფორმის მხარდამჭერის  ამირან ჭულუხაძის მიერ.
ტრენინგი ჩატარდა განრიგის მიხედვით და კითხვა-პასუხის ფორმატში.

თარიღი: 12.03.2018


 

 

2017 წლის 24 ნოემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“ ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩაატარა  მასტერ-კლასი  თემაზე: ნიადაგის გაუმჯობესების შესაძლებლობა ჰუმუსის მეშვეობით და ადგილობრივი რესურსებით.
სულ ესწრებოდა 24 ბენეფიციარი, აქედან – 11 მამაკაცი, 13 ქალი.
მოწვეული ტრენერის მერაბ ბარათაშვილის მიერ მსმენელებს მიეწოდა ინფორმაცია მცენარეთა სახეობების მიხედვით ნიადაგის მომზადების წესზე, განსაკუთრებული ყურადღება  დაეთმო ჰუმუსის წარმოების შესაძლებლობას ადგილობრივი რესურსებით, მის გამოყენებას და მოსალოდნელ შედეგებს.

აღნიშნული საკითხების განხილვამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რაც აისახა მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში:

  • ნატო სილაგაძე – გავერკვიე ჰუმუსის მომზადენის წესში, მინდა რომ ნარჩენი პროდუქტებით დავამზადო ჰუმუსი და მივიღო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
  • ნათია კვირიკაშვილი – ჩატარდა ძალიან საინტერესო მასტერ-კლასი, საჭიროა ასეთი ტრენინგის ჩატარება უფრო ხშირად.
  • ამირან ხეცურიანი – მომეწონა ჰუმუსის მომზადების ტექნოლოგია , ევროპული ქვეყნების მაგალითები ნიადაგის მომზადების თვალსაზრისით .
  • ჯოზეფ ჩეხი – მენეჯერი სლოვაკეთიდან ჰიდროელსადგურის ჯონოული – 1 აშენების საკითხებში ცაგერის მუნიციპალიტეტში-  ძალიან კარგი მასტერ-კლასი იყო, ჰუმუსის გამოყენება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით აუცილებელი პირობაა.

თარიღი: 24.11.2017


 

head

„მენტორ – მოხალისის“ სასწავლო ტრენინგი

მეწარმე ქალთა ფონდში

 

2017 წლის 11 ნოემბერს მეწარმე ქალთა ფონდის მიერ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის“ (675) ფარგლებში ჩატარდა სასწავლო ტრენინგი „მენტორ-მოხალისის“ უნარ ჩვევებისა და მუშაობის ორგანიზაციის საკითხებზე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე 11 ადამიანმა (აქედან: ქალი 9, მამაკაცი 2).

ყველა მონაწილე, როგორც იყო გამოცხადებული საკონკურსო პირობებით, მზად არიან მოხალისეობრივ საწყისებზე (ანაზღაურების გარეშე) იმუშაონ პროექტის ბენეფიციარებთან, რათა მხარი დაუჭირონ მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციას.

ტრენინგს ატარებდა გამოცდილი ტრენერი, ფსიქოლოგი – კონსტანტინე პოზოვი.

ტრენინგის მომზადებაში და მის ორგანიზაციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ასოციაცია „თანხმობა“ და მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები.

თარიღი: 11.11.2017


 

ტრენინგი ბორჯომში

2017 წლის 24 , 25, 26,  27, 28 ივლისს ქ. ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი „პროექტის მართვა და ფანდრაიზინგი“ „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომელთა ორგანიზაციული განვითარების მიზნით.

ტრენინგი ჩაატარა კონსულტაციისა და ტრენინგ-ცენტრ CTC-დან მოვლენილმა ტრენერმა  პავლე თვალიაშვილმა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 11-მა მონაწილემ.

ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პროექტის და პროგრამის განსაზღვრა, პრობლემების და მიზნების ხე, დაინტერესებული პირების ანალიზი, პროექტის ლოგიკური მოდელი, პროექტის სტრატეგია, რისკები, ინდიკატორები და სხვა საკითხები, რომელიც აინტერესებდათ ტრენინგის მონაწილეებს.

თარიღი: 24.07.2017


პროექტის   „დასავლეთ  საქართველოს  ქალთა მდგრადი განვითარება -პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“  ფარგლებში  მეწარმე ქალთა ფონდის  ოფისში  2017 წლის 29-30-31 მაისს  ჩატარდა   ტრენინგი  თემაზე : მცირე ბიზნესის მართვა.

ტრენინგს ესწრებოდნენ  მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებით ან  გაფართოებით დაინტერესებული „მეწარმე ქალთა ფონდის“ ბენეფიციარები ცაგერიდან.   ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისათვის  მცირე და საშუალო  ბიზნესის მართვასთან  დაკავშირებული თანამედროვე  და ეფექტური მიდგომების სწავლება,  პროექტის დაწერა იმ ბიზნესის შესახებ, რომლითაც მონაწილეები არიან დაინტერესებულნი.

  ტრენინგის 7-მა მონაწილემ შეავსო ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმა, რომელიც პროექტის სახით წარდგენილ იქნა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ  პროგრამაში- „აწარმოე საქართველოში“.

თარიღი: 29.05.2017


 

2017 წლის 27 აპრილს ცაგერის მუნიციპალიტეტში ბენეფიციართა მოთხოვნით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: – საქმის წარმოების წესი საერთო სასამართლოებში.   ტრენინგზე განხილულ იქნა სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობები, მხარეთა საპროცესო უფლებები და მოვალეობები, სასამართლო წარმომადგენლობის სახეები, საპროცესო ვადები, სარჩელის შეტანის წესი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი და ოდენობა, საქმეთა გამარტივებული წესით განხილვის თავისებურებანი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და გასაჩივრების წესი, საქმის წარმოება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.
 დამსწრეთათვის საინტერესო საკითხებზე გაცემულ იქნა სამართლებრივი კონსულტაციები, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: სააპელაციო საჩივრის შეტანის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების, საპროცესო ვადების, განსჯადობის, განქორწინების, პენსიის დანიშვნის, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების განმეორებით გადამოწმების, მემკვიდრეობის აღდგენის, ანდერძის შედგენის, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, ნასამართლობის მოხსნის, მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის დანიშვნის, ბავშვის შვილად აყვანის, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების საკითხს.

 ტრენინგს ესწრებოდა 24 ადამიანი (23 ქალი და 1 მამაკაცი).

თარიღი: 27.04.2017


 

ტრენინგი ბორჯომში

მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ორგანიზაციის მოხალისეს ქ-ნი გუნდი დიკის ფასილიტაციით 01 ნოემბრიდან – 04 ნოემბრის ჩათვლით  ბორჯომში სასტუმრო – „ბორჯომი პალასში“ ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე: მეწარმე ქალთა ფონდის სტრატეგიული გეგმის შემუშავება 2017-2022 წლები .

 ორგანიზაციის თანამშრომლებმა და დაინტერესებულმა პირებმა:   საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა და ცაგერის მაღალმთიანი რეგიონის ააიპ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე სვანიძემ,  ერთობლივად „მეწარმე ქალთა ფონდის“- მისია და ხედვა განსაზღვრეს, ასევე  შეიმუშავეს წინადადებები რომლებიც ასახვას ჰპოვებს ორგანიზაციის 2017-2022 წლების სტრატეგიაში.

ოთხდღიან ტრენინგში  მონაწილეობა მიიღო 14-მა ადამიანმა.

თარიღი: 1.11.2016


 

????????????????????????????????????

2015 წლის 17 დეკემბერს თამარა მარცენიუკმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: გენდერულ პოლიტიკა უკრაინაში და ევროპული ინტეგრაციის გამოწვევები“. ღონისძიების ინიციატორი იყო „გურტის რესურს ცენტრი“ სოციოლოგიის დეპარტამენტის ეროვნულ უნივერსიტეტ „კიევ-მოჰილას აკადემიასთან“ ერთად. საჯარო ლექცია ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“, რომლის გრანტიორი ორგანიზაციაა „მეწარმე ქალთა ფონდი“.
ღონისძიებას 40-ზე მეტი მონაწილე  ესწრებოდა: მეცნიერების, ანალიტიკოსების, ადამიანის უფლებათა დამცველების, სოციალური მუშაკების, პროფესორების, სტუდენტების და სხვა სოციალურად აქტიური მოქალაქეების ჩათვლით, როლებიც დაინტერესებული იყვნენ გენდერული პოლიტიკის საკითხებით.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „გედერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (V4) გამოცდილება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“, რომელსაც ახორციელებს „მეწარმე ქალთა ფონდი“ „გურტის რესურს ცენტრთნ ერთად“, „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ მხარდაჭერით.
დეტალური ინფორმაცია საჯარო ლექციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-ლინკზე:

იხილეთ ბმული

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

 

 

 

 

 

 

თარიღი: 17.12.2015


საჯარო ლექცია თემაზე: „გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა საქართველოში“

IMG_0137-800x60024.12.2015 პროექტის ფარგლებში: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება, აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისათვის“ ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა საქართველოში“ ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლელები და დაინტერესებული საზოგადოება (58 დამსწრე).
საჯარო ლექციაზე, რომელიც ჩაატარა პროექტში ჩართულმა ექსპერტმა ნარგიზა არჯევანიძემ განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადგილობრივი გენდერული კანონმდებლობის მიმოხილვა, საერთაშორისო კონვენციები, გაეროს რეზოლუცია UNSCR 1325, საკანონმდებლო ინიციატივები ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებით, ვიშეგრადის ქვეყნებში არსებული ვითარება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების კუთხით.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.


თარიღი: 24.12.2015



IMG_0072-2-800x60024.11.2015 – პროექტის ფარგლებში: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4)  გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“ ჩატარდა პირველი საჯარო ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში, ქ. ქუთაისში.
საჯარო ლექციის თემა იყო: „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, ევროკავშირის ქვეყნები და საქართველო“.
საჯარო ლექცია ჩაატარა პროექტში ჩართულმა ექსპერტმა – მაია კუპრავა-შარვაშიძემ.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.

 

 

IMG_0085-800x600

IMG_0090-1-800x600

 

 

 

 

 

 

თარიღი: 24.11.2015


IMG_9323-800x6002015 წლის 4-5-6 ნოემბერს, „მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები“.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ საერთაშორისო კონვენციებსა და ქართულ კანონმდებლობას ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. გაიღრმავეს ცოდნა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა. სამდღიან ტრენინგს ლეჩხუმის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ტრენინგს ესწრებოდა 18 ადამიანი.

 

 

 

SAMSUNG CAMERA PICTURES

SAMSUNG CAMERA PICTURES

 

 

 

 

 

 

 

თარიღი: 4.11.2015


გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები

110405792015 წლის 24 – 29 აპრილის  ჩათვლით ამბროლაურისა და  ცაგერის ბენეფიარ ქალბატონებს,  ქ. ქუთაისში  დამატებითი ტრენინგები  ჩაუტარდათ თემაზე: „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები”. ტრენინგები, რომლებიც  „გაეროს ქალთა ორგანიზაციის” ინიციატივით და მხარდაჭერით მოეწყო, „მეწარმე ქალთა ფონდი“-ს მიერ იყო ორგანიზებული. გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების” საკითხების განხილვაში ამბროლაურიდან 17, ცაგერიდან კი 19 ბენეფიციარი მონაწილეობდა.  სამ-სამდღიან ტრენინგებს რაჭისა და ლეჩხუმის რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

 

თარიღი :24.04.15


DSC058442014 წლის 12 ნოემბერს  “მეწარმე ქალთა ფონდის“ მოხალისეთა ცენტრის აქტიური წევრის  ნატალია თოდუას ორგანიზებით ა/ო სოციოლოგიურ კვლევის ცენტრი „მერმისის“ ეკო-კლუბის წევრებისათვის  ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე „ბავშვთა უფლებები და მოვალეობები“. ტრენინგი მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაატარეს  პარტნიორი ორგანიზაციების ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და “მეწარმე ქალთა ფონდის” იურისტებმა.  ტრენინგს  ესწრებოდა 33 აღსაზრდელი.
ტრენინგის მიზანი იყო ბავშვის ძირითადი უფლებებისა (სიცოცხლის უფლება, სახელის და გვარის უფლება, ჯანდაცვის უფლება, ოჯახის ყოლის უფლება, ძალადობისაგან დაცვის უფლება, განათლების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.) და აგრეთვე ბავშვის ძირითადი მოვალეობების გაცნობა.
ტრენინგის  საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაეცნენ „ბავშვის უფლებათა კონვენციას“, ასევე მათ მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ ყველა საკითხს, რომელიც აინტერესებდათ ბავშვთა  უფლებებთან დაკავშირებით.

gakvetilis-surati

თარიღი :12.11.14


ახლა ჩვენი დროა

მოხალისეთა  ქსელის შექმნა საქართველოში

 IMG_52562014  წლის  3  ივლისს  ქ. ქუთაისში,   „მეწარმე  ქალთა ფონდის’’  პარტნიორი ორგანიზაციების: „გლობალური სოლიდარობის კავშირი“ და ასოციაცია „ლუბლინის მოხალისეთა ცენტრის“ (პოლონეთი) მიერ  ჩატარდა „ლიდერ-მოხალისეთა“- სასწავლო პროგრამით   დაგეგმილი ტრენინგი, რომლის მიზანი იყო: პოლონელ მოხალისეთა გამოცდილების გაზიარება  და  სასწავლო მოდულის განხილვა.   ტრენინგის წამყვანები: იაცეკ ვნუკ და იუსტინა ორლოვსკა.
ლიდერ-მოხალისეთა სასწავლო ტრენინგს ესწრებოდა სხვადასხვა ა/ო ორგანიზაციების წარმომადგენლები: „მეწარმე ქალთა“ – ფონდი;  კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“;   სსიპ „ბიზნეს ინკუბატორი“;  დასაქმებისა და განათლების ცენტრი;   ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“; ტრენინგს  ასევე ესწრებოდა  სამეგრელოდან, –  კერძოდ:  ფოთიდან   „მეწარმე  ქალთა“ – ფონდის  მობილიზატოები. სულ ტრენინგ-სემინარს ესწრებოდა: 20 ადამიანი.
ეს პირველი ნაბიჯია დასავლეთ  საქართველოს  მოხალისეთა ქსელის შექმნის.

 

 

 

 

 

IMG_5183 IMG_5200

თარიღი :7.07.14


ტრენინგი მცირე ბიზნესის საფუძვლებში

IMG_3013მეწარმე ქალთა ფონდმა   სლოვაკეთის რესპუბლიკაში  ქ. ბრატისლავში მოქმედი  სამოქალაქო ასოციაცია “ GLEN  SLOVAKIA“- ს  მხარდაჭერით ( მოხალისის  ბორჯომის მუნიციპალიტეტში მომუშავე ა/ო  „Borjomi Women’ Just by Hend”)  კატარინა კარცალოვას  მონაწილეობით   2013 წელის 9-10-11 დეკემბერს    ჩაატარა  ტრენინგი „მცირე ბიზნესის საფუძვლებში“.
ბორჯომის  მუნიციპალიტეტის დასახლებაში  მცხოვრებ  დევნილ და არადევნილ , სიღარიბის ზღვარს  ქვემოთ   მცხოვრებ  9  ქალს  მიღებულმა  ცოდნამ   მისცა  საშუალება ჩაერთონ მცირე ბიზნესის წამოწყებაში.  გარდა ამისა  ტრენინგის მონაწილე ქალებს  მიეწოდათ ინფორმაცია საერთაშორისო აქციის  შესახებ „16 აქტიური დღე“ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ.
ტრენინგის ჩატარების  შემდეგ ტრენერის დ. ყურაშვილის  მიერ ჩატარდა ბიზნეს-გემასთან  დაკავშირებული კონსულტაცია. ტრენინგის შედეგად წარმოდენილ იქნა 7 პროექტი; საკონკურსო კომისიამ აირჩია და დააფინანსა ორი.

ეს პროექტებია:

  1. საოჯახო მეურნეობის განვითარება -„მეკურდღლეობა“
  2. მინი-საცხობი „დედის პური“- (სამეწარმეო საქმიანობა).

თარიღი :23.12.13


 მორიგი ტრენინგი პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისში“

28885042-e13793315485932013 წლის 23-დან 25 აპრილის ჩათვლით  ფოთის  პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისში”  ახალმა  ჯგუფებმა გაიარა ტრენინგი პროფესიული ორიენტაციის საკითხებზე. მეწარმე ქალთა ფონდის მერ ორგანიზებული სწავლება 30 ბენეფიციარს ჩაუტარდა. ტრადიციულად, ტრენინგი მიზნად  მსმენელების იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფას ისახავდა, რომელიც კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში, ინტერესებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში დაეხმარება  მათ. ხელს შეუწყობს  პიროვნული თუ  პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენას – მიღებული გამოცდილება   კი თვითშეფასების ამაღლებას.

ტრენინგის ბოლოს  მსმენელებს სერთიფიკატები დაურიგდათ.

თარიღი :25.04.13


ტრენინგ-სემინარი ფოთის პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისში“

50697696მიმდინარე წლის 18-20 აპრილს ქალთა ფონდმა ტრენინგი ფოთის პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისში” ჩაატარა.  „ფაზისში” მოწყობილ პირველ ტრენინგ-სემინარს  სასწავლებლის მომავალი სტუდენტები დაესწრენ, რომლებმაც რეგისტრაცია ქობულეთის ადმინისტრაციულ სკოლაში გაიარეს.  მალთაყვის დევნილთა ახალ დასახლებაში,  პატარა ფოთსა და ქალაქ ფოთში  მცხოვრებ ახალგაზრდებს სამდღიან სემინარზე სამუშაოს ძებნის სტრატეგიის, დამსაქმებელთან ინტერვიუს წარმართვისა და  ბიზნეს კომუნიკაციის საკითხებზე მიეწოდათ ინფორმაცია. ტრენინგის მონაწილეებმა CV/რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის სწორად შედგენაც შეისწავლეს.

ტრენინგ-სემინარი  მსმენელთათვის   სერთიფიკატების  გადაეცემით დასრულდა.

 

თარიღი : 20.04.13



ტრენინგი საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“

549699442013 წლის  10-12 აპრილს მეწარმე ქალთა ფონდმა ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ  „იბერიაში” მორიგი ტრენინგ-სემინარი მოაწყო.  სამდღიან სემინარს 30 ბენეფიციარი დაესწრო, რომელთა შორის არა მხოლოდ დევნილი, არამედ ადგილობრივი ახალგაზრდებიც იყვნენ.  ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული ორიენტაციის, ზოგადი უნარებისა და სხვადასხვა პროფესიების შესახებ. მსმენელებმა დასახული მიზნის განხორციელების ერთგვარი სტრატეგიებიც წარდგინეს. ტრენინგის დასრულების შემდეგ  მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

 

 

 

თარიღი :12.04.13


პროფორიენტაციის ტრენინგი

94407682ქ. ქუთაისში, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში” მეწარმე ქალთა ფოდის მიერ ჩატარდა სამდღიანი ტრენინგ-სემინარი (26-28 თებერვლი) სადაც 30 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ტრენინგს წინ უძღოდა მონაწილეთა დარეგისტრირება (ა.წ. 12 თებერვალს) ქ. ქუთაისის ზ. ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციულ სკოლაში, მათთვის მოთხოვნად პროფესიებზე.

 

 

 

 

თარიღი :28.02.13


 ტრენინგი – პროფესიული კოლეჯი:“ფაზისი“

25871699ქ. ფოთში, პროფესიულ კოლეჯ „ფაზისში” მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ჩატარდა პროფორიენტაციის ტრენინგის პირველი ციკლი. მას ესწრებოდა 15 მსმენელი. ისინი იყვნენ მალთაყვის დასახლებიდან (დევნილთა ახალი დასახლება) და ასევე სხვადასხვა კოლექტიური ცენტრებიდან. მათ შორის იყვნენ ადგილობრივებიც. მონაწილეთა უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან და აქვთ დამთავრებული საშუალო სკოლა ან არიან ცხრაკლასდამთავრებულები. ტრენინგ-სემინარზე საინტერესოდ გაშუქდა მასალები: ზოგად უნარებსა და ლოგიკაში, რაც მეტად საჭირო იყო მსმენელთათვის. ასევე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა პროფორიენტაციის მეთოდური საფუძვლებზე და იმ პროფესიებზე, რომლებიც ისწავლება ამ სასწავლებელში. მათი გადაწყვეტლება, გაევლოთ პროფორიენტაციის კურსები, განპირობებული იყო იმით რომ მიეღოთ სრული სახლემწიფო დაფინანსება და საბოლოოდ არცეული პროფესია, რაც დაეხარებათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნაში და ხელს შეუწყობს ოჯახის სოციალურ-ეკონომოკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თარიღი :01.06.12