სიახლე

 მეწარმე ქალთა ფონდი ულოცავს დამდეგ 2022 წელს ყველა ჩვენს მეგობარს, პარტნიორს, ბენეფიციარს..

s-novym-godom-7-1170x500-1024x438

 


 

ვაჯამებთ გასულ 2021 წელს და ვგეგმავთ მომავალ 2022 წელს.

მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა დღის წესრიგით: გასული 2021 წლის შეჯამება  – შეფასება და მომავალი 2022 წლის პერსპექტივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. 

IMG_20211010_072506-768x1024

 

 


 

IMG_20200428_1653112020 წლის 28 აპრილს პროექტის წამყვან ორგანიზაციის Hilfswerk International წარმომადგენლის ელენა სმირნოვას ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარტნიორ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ – პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია საქართველოში) თავმჯდომარე – პროექტის დირექტორი იულია ხარაშვილი, პროექტის კოორდინატორი საქართველოში ნანა გოგოხია; ასოცოაცია „თანხმობის“ ფილიალები: გორი – ხვთისო ლობჟანიძე; ზუგდიდი – მაია ჩემია და პროექტის კოორდინატორი იმერეთში – მერი გელაშვილი.

შეხვედრის მთავარი თემა: Covid – 19 ვირუსთან დაკავშირებული კარანტინის პირობებში შექმნილი ახალი გამოწვევების დაძლევის მოქმედებების დაგეგმვა და მისი განხორციელება. ამავე დროს განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრის დროს დაეთმო პროექტის ბენეფიციარების დახმარებას იმ საკითხებში, რომელიც მათ განსაკუთრებით სჭირდებათ. ინფორმირება და დახმარება იურიდიულ საკითხებში, რომელიც მათ მდგომარეობას ცოტათი მაინც გააუმჯობესებს და მათთვის ხელმისაწვდომს გახდის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მატერიალური თუ სოციალური დახმარების შესახებ.

მეორე საკითხად განხილულ იქნა მიმდინარე გეგმები და მისი შესრულების გზები. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრის ფორმატი და ინფორმაციის გაცვლის მეთოდები.

 


 

ა.წ. 22 აპრილს მეწარმე ქალთა ფონდმა და მისმა რეგიონალურმა პარტნიორებმა (ცაგერი და ამბროლაური: რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმაღთველობის რესურს ცენტრი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი – „აფხაზინტერკონტი“, ცაგერი – „აქტიური მოქალაქე – ანგარიშვალდებული ხელისუფლება“, “ცაგერი ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“) მიიღეს მონაწილეობა კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით პროექტის:   “გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეხუმის  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის  მონიტორინგის  მიზნით  ფარგლებში ჩატარებულ ვებინარში თემაზე: „როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება“ (ტრენერი ეკატერინე გამახარია), მიუხედავად იმისა, რომ ვებინარში ღებულობდნენ მონაწილეობას 16 ორგანიზაციის 36 წარმომადგენელი და ის წარიმართა ონლაინ რეჟიმში, ტექნიკურად სწორად დაგეგმილმა ღონისძიებამ გაზარდა შესაძლებლობა ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისა. ყველა მონაწილეს ჰქონდა წვდომა ინფორმაციის მიღებასთან.

ვებინარის შედეგად ყველა 16-ვე ორგანიზაციის და მათ შორის მქფ – 4 ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება თავიანთი ცოდნისა და უნარ – ჩვევების გამომუშავებისა პროექტის შემუშავებისა და დაფინანსების მიღებაში, რაც ჩატარდება კონკურსის ფორმატში.


 

foto 675

2020 წლის 16 აპრილს შედგა მორიგი ონლაინ შეხვედრა პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ შემსრულებლების. დღის წესრიგის შესაბამისად შეხვედრაზე განხილულ იქნა:

  • ინფორმაცია პროექტის შემსრულებელ ორგანიზაციების (საქართველოში: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, მისი ფილიალების წარმომადგენლებით ზუგდიდში და გორში და მქფ), წამყვან ორგანიზაციის Hilfswerk International წარმომადგენელთან ქ-ნ ელენა სმირნოვასთან შეხვედრა ონლაინ რეჟიმში. შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიქონიოთ კავშირი ჩვენს ბენეფიციარებთან და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების გაწევა. 
  • განხილულ იქნა პროექტის ასისტენტის ნ. ნაჭყებიას და ნ. კენჯიას ანგარიშები.

შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები იმ მეთოდებზე და მექანიზმებზე, რომლის შედეგად გამოვლენილ იქნება ის გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია კარანტინთან და დასახულ იქნა ღონისძიებები მათ დასაძლევად.

 


 

მქფ თანამშრომელთა მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში

foto Eni 2019ა.წ. 16 აპრილს სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგით განხილულ იქნა როგორც კარანტინის პერიოდში ორგანიზაციის მუშაობის საორგანიზაციო ცვლილებები, ასევე ანგარიშების მოსმენა პროექტის “გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეხუმის  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის  მონიტორინგის  მიზნით ფარგლებში დაგეგმილი და ჩატარებული აქტივობების შესახებ.

პროექტის ასისტენტმა ანჟელა ჩიხლაძემ და ნატრული ნაჭყებიამ თავის ანგარიშებში აღნიშნეს, როგორც მისი შესრულების, ასევე გამოწვევების ასპექტები.

მოსმენილი ინფორმაციის საფუძველზე მქფ თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა შეაჯამა შეხვედრა და აღნიშნა რომ, მიუხედავად შექმნილი კრიზისული მდგომარეობისა ქვეყანაში, დაგეგმილი აქტივობების შესრულებას საფრთხე არ ემუქრება და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან მიმდინარეობს გეგმის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელიც რეალურად არსებობს და მისი თავიდან აცილების მიზნით დაისახა დამატებითი ღონისძიებები.


„მეწარმე ქალთა ფონდი“ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურად თანამშრომლობს  პროექტის:  „გურიის, იმერეთისა და რაჭალეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნითფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან ამბროლაურსა და ცაგერში. ნიშანდობლივია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ზედმიწევნით სრულდება ონლაინ კონსულტაციებითა და სატელეფონო კომუნიკაციებით.  აპრილის თვეში ონლაინ კონსულტაციები ჩატარდა ამბროლაურის სამოქალაქო ორგანიცაციების: „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურს ცენტრისა და „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი რეგიონალური ჰაბი-„აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებთან, ასევე ცაგერის სსო-ების „აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება” და „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენლებთან. ონლაინ შეხვედრებზე განხილულ იქნა პროექტით დაგეგმილი ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების სპეციფიკა, ტრენინგის ჩატარების ფორმატი და ყველა ის გამოწვევა რომელიც შეიძლება დაიძლიოს დისტანციური მუშაობის შედეგად.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,  ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზცია), „მეწარმე ქალთა ფონდის“ და  იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ პარტნიორობით.


es saerto logo

გრძელდება მუშაობა ონლაინ რეჟიმში პროექტ „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“, ამჟამად მიმდინარეობს დაკავშირება იმ ბენეფიციარებთან, რომლებიც დაფინანსებული არიან მატერიალური მხარდაჭერის პროექტით და უკვე  გადაეცათ პროექტის მიერ შეძენილი მატერიალური  რესურსები მფლობელობაში.

გამოიკითხა  10 ბენეფიციარი, აქედან 4 ბენეფიციარს შემოსავალი არ დაუკარგავს და მათი ბიზნესი ამჟამადაც გრძელდება, 3 ბენეფიციარმა ნაწილობრივ დაკარგა შემოსავალი კორონავირუსის პერიოდში, ხოლო 3 ბენეფიციარის ბიზნესი ამ პერიოდში დაკეტილია .


ინდ. მეწარმე – შოთა გოგოლაშვილი ამზადებს სახის დამცავ ფარს (ჩფხუტი). შეკვეთა მიიღება 100 ცალიდან და ზევით. ერთი ცალის ღირებულება შეადგენს 5 ლ. 50 თ., ხოლო 500 ცალის შეკვეთის შემთხვევაში ერთი ცალი ფარის ღირებულება იქნება 5 ლ.  20 თ. 
საკონტაქტო ინფორმაცია:
597 94 97 55.
598 85 33 85


 

„ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ პროექტის ფარგლებში მეწარმე ქალთა ფონდი ახორციელებს თავისი ბენეფიციარების (340 ად.) საჭიროების შესწავლას.

ჩვენი კვლევის მიზანია პროექტის ბენეფიციარების სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, რომელიც გამოწვეულია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით, დაკავშირებული COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

დღეის მდგომარეობით სულ გამოიკითხა 139 ბენეფიციარი. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობას განაგრძობს სულ 7 ადამიანი, არ არიან გამოუვალ მდგომარეობაში; მათ მეტი ნაწილი დაუბრუნდა სოფელს და იქ განაგრძობენ საოჯახო საქმიანობას, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც სარგებლობს მადლიერების სახლის სერვისით.

გამოკითხვის პროცესში ბენეფიციარებს, ჩვენი შეძლების ფარგლებში, მიეცათ ინსტრუქცია, რჩევები იმ საკითხებზე, რომელიც მათ აინტერესებდათ.

გადაეგზავნათ საინფორმაციო ფურცელი „როგორ დავიცვათ თავი COVID-19 ვირუსისგან“, ამ პერიოდისათვის ეს ყველაზე მთავარია.


 

91578519_160606531812254_5115948220161196032_n

ა.წ. 3 აპრილს (შექმნილი საკარანტინო მდგომარეობის შესაბამისად) შედგა მეწარმე ქალთა ფონდის გუნდის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში. განხილული იყო 2 პროექტის:  გურიის, იმერეთისა და რაჭალეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“  და „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში შესრულებული ღონისძიებების ანგარიში დამტკიცებული გეგმა – გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარადგინეს პროექტის ასისტენტებმა.


92762545_173585067008453_2425470170668466176_nმეწარმე ქალთა ფონდი აქტიურად  ჩაერთო ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოსახლეობის საჭიროების შესწავლის პროცესში.

ჩვენი კვლევის მიზანია ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, რომელიც დაკავშირებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

 

 

 

 

 

 


 

Corona_geo1


 

 

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება „COVID 19”-ს „მეწარმე ქალთა ფონდი“ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში განაგრძობს პროექტის: „გურიის, იმერეთისა და რაჭალეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით ფარგლებში  მუშაობას, პარტნიორი ორგანიზაციები რომლებიც, ცაგერისა და ამროლაურის მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ მოქალაქეთა ადგილობრივი საჭიროებების კვლევას, სატელეფონო და ინტერნეტ საშუალებებით ეძლევათ   კონსულტაციები და რეკომენდაციები „მეწარმე ქალთა ფონდის“ თანამშრომლების მიერ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,  ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზცია), „მეწარმე ქალთა ფონდის“ და  იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ პარტნიორობით.


 

es saerto logo

პარტნიორთა მორიგი შეხვედრა
90797720_2814619435280607_806307812639506432_nა.წ. 24 მარტს (შექმნილი საკარანტინო მდგომარეობის შესაბამისად) შედგა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში პარტნიორთა  ( ფონდი „სოხუმი“, სპექტრი, მეწარმე ქალთა ფონდი) მორიგი ყოველთვიური შეხვედრა ონლაინ – რეჟიმში.

განხილულ იქნა: შექმნილი ფორს-მაჟორული მდგომარეობის შესაბამისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია როგორც პროექტის პარტნიორ, ასევე რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან.

განხილულ იქნა ზოგადი მდგომარეობა ქვეყანაში და რეგიონებში, მიმოხილვა ჩატარებულ საპროექტო აქტივობებისა და მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებზე და საჭიროებებზე.

დაიგეგმა სამომავლო აქტივ:ობები: საპროექტო მუნიციპალიტეტებში საჭიროებების შესწავლისა, მათი სისტემატიზაციისა და შედეგებზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავების. აგრეთვე ნარატიული და ფინანსური ანგარიშების შედგენა – გაანალიზება და სხვა საორგანიზაციო საკითხები.

დეტალურად იქნა განხილული სამომავლო გეგმები და მათი შესრულების მექანიზმები გამომდინარე არსებული მდგომარეობიდან.


 

es saerto logo

DSCF16662020 წლის 24 მარტს შედგა ონლაინ შეხვედრა  პროექტ ‘ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური მენეჯერის ელენა სმირნოვას,საქართველოში პროექტის დირექტორის, (იგპ ასოციაცია „თანხმობა“) იულია ხარაშვილის,  პროექტის ადგილობრივი კორდინატორის  ნანა გოგოხიასა და მეწარმე ქალთა ფონდის თავჯდომარის -პროექტის კოორდინატორის იმერეთის რეგიონში  მერი გელაშვილს შორის.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მარტის თვიდან შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა  ონლაინ რეჟიმში განხორციელებისათვის, რაც გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო. შეხვედრაზე განხილულიქნა პროექტში მონაწილე ყველა ბენეფიციარების მდგომარეობის შესწავლა ამ მომენტისათვის სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით, მატერიალური მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარების ბიზნესის მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში , ასევე საინფორმაციო კამპანია „ერთად  დავამარცხებთ კორონავირუსს“ და შეტყობინება  პროექტის ბენეფიციარებისათვის ფეისბუკის და მეილების საშუალებით,  განხილულიქნა სხვა პროგრამული დოკუმენტების შემუშავების საკითხი.


 

2020 წლის 19 მარტიდან 23 მარტამდე (საცდელი ეტაპი)“ მეწარმე ქალთა ფონდი“ გადადის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ვადის ამოწურვის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმ დროისათვის შექმნილი მდგომარეობის საფუძველზე.

 საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

65897804-მერი გელაშვილი ,

579702323-ანჟელა ჩიხლაძე

574275588-ნატრული ნაჭყებია

„მეწარმე ქალთა ფონდი“


 

„მეწარმე ქალთა ფონდი“  დისტანციურად განაგრძობს მუშაობას პროექტის: „გურიის, იმერეთისა და რაჭალეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით ფარგლებში. პარტნიორ ორგანიზაციებს: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი – „აფხაზინტერკონტი“; „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“; აქტიური მოქალაქე- ანგარიშვალდებული ხელისუფლება“; „ცაგერის ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრის“  წარმომადგენლებს ელექტრონულად გადაეგზავნათ სამუშაო დავალების ფორმები, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით; მათთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.


 

ა.წ. 16 მარტს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში, COVID-19 ვირუსის პროფილაქტიკის მიზნით, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები შპს „ქუთაისის პროფილაქტიკული დეზინფექციის სადგურის“ მიერ.


 

 


 

28 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების : „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ წარმომადგენლებთან, პროექტის: ,,#გურიის#იმერეთისა და #რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის #PAR საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’ ფარგლებში. შეხვედრაზე განხილული  იქნა სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა #PAR-ის ადგილობრივ დონეზე რეალიზების მონიტორინგის მიმდინარე პროცესი, რომელსაც ორგანიზაციები  თავიანთ მუნიციპალიტეტში ახორციელებენ.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“,(წამყვანი ორგანიზაცია) “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით.


 

27 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან – „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -აფხაზინტერკონტი“ , „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ წარმომადგენლებთან.  შეხვედრაზე განხილული იქნა სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა #PAR-ის ადგილობრივ დონეზე  მონიტორინგის რეალიზების პროცესი, გაეწიათ კონსულტაცია და  შემუშავდა რეკომენდაციები  პროექტის: ,,#გურიის#იმერეთისა და #რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის #PAR საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’. ფარგლებში.

 პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“,(წამყვანი ორგანიზაცია), “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.·


 

2020 წლის 25 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში ჩატარდა პროექტ  „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის- მატერიალური მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვებული 10  ბენეფიციარისათვის (I-II-III ციკლის კურსდამთავრებულები) შეძენილი მატერიალური რესურსების საკუთრებაში გადაცემა.

 მ.ქ.ფ-ს თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა აღნიშნა, რომ  პირველი ეტაპისათვის დაფინანსებული იყო 8 პროექტი, (6 ინდივიდუალური, 2-ჯგუფური) რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც ბენეფიციარებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა. დაფინანსებული 8 პროექტის ბენეფიციარები დღესაც  წარმატებით  ახორციელებენ ბიზნეს-საქმიანობას, რაც გამოვლინდა საბოლოო მონიტორინგის შედეგად და ამიტომ გადაწყდა  შეძენილი მატერიალური რესურსების საკუთრებაში გადაცემა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურები, მქფ-ს თანამშრომლები, მენტორები, ბიზნეს-სექტორის, ტელევიზიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სულ 25 ადამიანი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, პროექტს ახორციელებენ HILFSWERK AUSTRIA INTERNATIONAL, იგპ ასოციაცია  „თანხმობა“, მეწარმე ქალთა ფონდი.


 

პარტნიორული პროექტის (კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ და პარტნიორები: მეწარმე ქალთა ფონდი; იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“): გურიის, იმერეთისა და რაჭალეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი  საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისმორიგი ღონისძიება.

პროექტი დაფინანსებულია EU მიერ.

ა.წ. 21 თებერვალს მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით ქ. ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატი 1003“ ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი და ტრენინგი თემაზე „ფართო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა რეგიონალური საჭიროებების შეფასება – ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის (PAR) რეალიზაციისთვის“.

ფორუმისა და ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარტნიორები რეგიონებიდან, გურია, იმერეთი და რაჭა ლეჩხუმი – სულ 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია.

ფორუმის დღის წესრიგი მოიცავდა წინა შეხვედრაზე გამოკვეთილი საკითხის განხილვას: „მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტირება, მათ შორის გენდერული კომპონენტის გათვალისწინებით“ (მომხსენებელი ემა კამკია) და უკვე ტრადიციულად ქცეული მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას:

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობაში არსებული მდგომარეობის შესახებ – ნანა სოხაძე, ქრისტინე მუსერიძე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობაში არსებული მდგომარეობის შესახებ – მზევინარ ლიპარტელიანი, მარინე სვანიძე.

სამუშაო დღის მეორე ნახევარი დაეთმო ტრენინგს თემაზე: „ფართო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით რეგიონალური საჭიროებების შეფასება – ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის (PAR) რეალიზაციისთვის“.

ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ტრენინგის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიღებული ცოდნა და გამოცდილება საჭიროებების უკეთ გამოვლენისა და მისი გამოყენებისა საგზაო რუკის (PAR) რეალიზაციისთვის.


მენტორობის პროგრამა


 

ქუთაისის მერიის სოციალური პროგრამები


 

es saerto logo

30.01. 2020 წელს „მეწარმე ქალთა ფონდის“ ორგანიზებით პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ  675“ ფარგლებში    ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა მეხუთე ციკლის მენტორებთან, ასევე მესამე, მეოთხე და მეხუთე ციკლის მენტორებისათვის  სერთიფიკატების გადაცემა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა შეაფასეს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა, ისაუბრეს სამენტორე პროგრამის დადებით მხარეებზე და მნიშვნელობაზე. მათ მიერ აღნიშნულ იქნა, რომ მენტორობა ეს არის საპასუხისმგებლო, გრძელვადიან შედეგებზე  ორიენტირებული საქმიანობა და მათთან მიმართვის შემთხვევაში ისინი კვლავ გააგრძელებენ  სამენტორე პირებთან ურთიერთობას.


 

31.01.20     პროექტ 675- „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ – სამენტორე     პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, მეწარმე ქალთა ფონდის მიერ განხორციელდა სატელევიზიო სიუჟეტის ჩაწერა , რომელშიც აისახა სამენტორე პროგრამის მუშაობის  არსი, სპეციფიკა და პერსპექტივები, სიუჟეტის ჩაწერაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტ 675-ის ფსიქოლოგი თამარ კალანდაძე,  მენტორები- ნინო ხონელიძე და ანჟელა ჩიხლაძე, სამენტორე პირი -შოთა გოგოლაშვილი.


„მეწარმე ქალთა ფონდს“, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს   და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს   შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტის:,,გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’- ფარგლებში.


es saerto logo

21.01.20  “მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების: „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -აფხაზინტერკონტი“ და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ წარმომადგენლებთან ჩატარდა შეხვედრა, სადაც  განიხილა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, მონიტორინგის კითხვარი და ანგარიშის ფორმა, დროში გაიწერა პროექტით დაგეგმილი შესასრულებელი საქმიანობები.

პროექტის:,,გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’. ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე  ასლან საგანელიძემ, ,,მეწარმე ქალთა ფონდი” თავმჯდომარე მერი გელაშვილმა და ადგილობრივმა პარტნიომა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.


es saerto logo

22.01.20  „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა,  როგორც პროექტის “#გურიის#იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”განმახორციელებელმა პარტნიორმა ორგანიზაციამ  ცაგერის მუნიციპალიტეტში  შეხვედრა ჩაატარა  ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, მონიტორინგის კითხვარი და ანგარიშის ფორმა, დროში გაიწერა პროექტით დაგეგმილი შესასრულებელი სამიანობები, გაეწიათ კონსულტაცია.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


 

es saerto logo

21.01.20  “მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების: „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -აფხაზინტერკონტი“ და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ წარმომადგენლებთან ჩატარდა შეხვედრა, სადაც  განიხილა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, მონიტორინგის კითხვარი და ანგარიშის ფორმა, დროში გაიწერა პროექტით დაგეგმილი შესასრულებელი საქმიანობები.

პროექტის:,,გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’. ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე  ასლან საგანელიძემ, ,,მეწარმე ქალთა ფონდი” თავმჯდომარე მერი გელაშვილმა და ადგილობრივმა პარტნიომა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


es saerto logo

22.01.20 „მეწარმე ქალთა ფონდის“ წარმომადგენლებმა, როგორც პროექტის “#გურიის, #იმერეთისა და #რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”განმახორციელებელმა პარტნიორმა ორგანიზაციამ ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა ჩაატარა ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, მონიტორინგის კითხვარი და ანგარიშის ფორმა, დროში გაიწერა პროექტით დაგეგმილი შესასრულებელი სამიანობები, გაეწიათ კონსულტაცა.
პროექტის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


es saerto logo

2019  წლის 24 დეკემბერს  მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში   გაიმართა პროექტ 675-ის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ თანამშრომლების  შეხვედრა.

მეწარმე ქალთა ფონდის ხელმძღვანელმა, პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა შეაჯამა პროექტზე მუშაობის სამი წლის შედეგები  და აღნიშნა, რომ პროექტი  საკმაოდ წარმატებულია  როგორც  კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციის, ასევე მათი მატერიალური მხარდაჭერის კუთხით: 139 პროექტში მონაწილე ბენეფიციარებიდან (გაიარეს პროფესიული სწავლება კოლეჯ“იბერიაში“, მიიღეს სერვისები-იურიდიული, სოც. მუშაკის  და ფსიქოლოგის  მომსახურება, სასიცოცხლო უნარების სწავლება) დასაქმებულია 67, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვებულია 22 ბენეფიციარი, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ბიზნეს საქმიანობას.

პროექტში მონაწილე  თანამშრომლებმა აღნიშნეს :

  – მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მთავრდება,  გუნდი მზად არის გაუწიოს  ბენეფიციარებს მოხალისეობრივ საწყისებზე  როგორც იურიდიულ, ასევე სოც. მუშაკის და ფსიქოლოგის მომსახურების საკითხებში.

მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლები – პროექტის შემსრულებელი გუნდი უხდის მადლობას   ჩვენს პარტნიორ ოგანიზაციებს – კოლეჯ „იბერიას“ (დირექტორი-ირაკლი ავალიანი, მოადგილე-ანა ცუცქირიძე),  შ.პ.ს. „რაშს“ (დირექტორი ზაზა სვანიძე),  იმ კერძო კომპანიებსა და  ორგანიზაციებს, რომლებმაც  დახმარება გაგვიწიეს ბენეფიციარების სწავლების,  სტაჟირებასა  და დასაქმების საკითხებში.

მადლობა მენტორებს,  რომლებიც  უანგაროდ და მოხალისეობრივ საწყისებზე  ასრულებდნენ  ბენეფიციარების ხელშეწყობას ყველა მათთვის  საჭირბოროტო საკითხებზე.

პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL და მისი, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში   ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.


 

მეწარმე ქალთა ფონდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს !

2020 - Copy - Copy


 

es saerto logo

„მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ 17დეკემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების: „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი -აფხაზინტერკონტი“ და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“   წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი იყო  ტრენინგის შედეგად  მიღებულ ცოდნაზე, მონიტორინგის შესრულების მექანიზმებზე, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე, ასევე  გაეწიათ კონსულტაციები პროექტში დაგეგმილ სამომავლო საქმიანობებზე.

შეხვედრები ჩატარდა პროექტის “#გურიის#იმერეთის#რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საგზაო რუკის #PAR მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ


headder

 

2019 წლის 11დეკემბერს „მეწარმე ქალთა ფონდმა“  ცაგერის მუნიციპალიტეტში მომუშავე  პარტნიორ ორგანიზაციებთან „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ და “აქტიური მოქალაქე-ანგარიშვალდებული ხელისუფლება“  პროექტის:„გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში ყოველთვიური შეხვედრა ჩაატარა. განხილული იქნა ტრენინგების შედეგად მიღებული ინფორმაციები, შემუშავებული დებულება  და ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, გაეწიათ კონსულტაცია პროექტის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება: კულტურულჰუმანიტარული ფონდისოხუმი( წამყვანი ორგანიზაცია),  “მეწარმე ქალთა ფონდთანდა იმერეთის მეცნიერთა კავშირსპექტრთანპარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


სოლიდარობა ვაჟა ექიმს

IMG_3572


es saerto logo

2019 წლის 4 დეკემბერს, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“„მეწარმე ქალთა ფონდის“ორგანიზებით, პროექტის:„ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გაეწიათ დახმარება მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება – გადაიარაღებისათვის. კონკურსის წესით შერჩეული პროექტების დაფინანსება ხელს უწყობს მრავალშვილიანი მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ ან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მატერიალური მხარდაჭერის ფარგლებში, გრანტის სახით დაფინანსებული და გამარჯვებული 7 ბიზნეს-პროექტი. გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ მფლობელობაში.
ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე (რომელიც აღნიშნული პროექტის ინიციატორია), სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო სექტორის და პროექტით მოსარგებლე მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები.

პროექტი განხორციელდა  ”ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალურ საკითხთა სამსახურის“ თანადაფინანსებით.


es saerto logo

„მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ  2019 წლის ნოემბერში ჩატარდა საბოლოო შეფასებითი მონიტორინგი, პროექტის: „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ – ფარგლებში. ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფინანსურად მხარდაჭერილი 7 ბიზნეს პროექტი წარმატებით ხორციელდება, არის მდგრადი, რაც  ხელს უწყობს მათი ოჯახების ეკონომიკური მდომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტი დაფინანსებულია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ.


es saerto logo

2019  წლის 17 ნოემბერს პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ სამენტორე პროგრამის ფარგლებში , რომელიც ემსახურება სამენტორე პირების მხარდაჭერას მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის, განხორციელდა ექსკურსია  ქუთაისი-დიდი ჯიხაიში (ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი)-ხობის მამათა მონასტერი, ზუგდიდი-დადიანების სასახლეში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  მეოთხე და მეხუთე ციკლის სამენტორე პირები და მენტორები. სულ  22 ადამიანი.   ექსკურსია  შთამბეჭდავი და პოზიტიური ემოციებით იყო დატვირთული.

პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL და მისი, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.


 

es saerto logo

„მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო  შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის,  არასამთავრობო ორგანიზაცების  „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურს ცენტრის“ და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ჰაბი – ფონდი „აფხაზინტერკონტის“ (AIC)  წევრებს შორის . შეხვედრები ჩატარდა პროექტის “გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


 

es saerto logo

„მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ  ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა გაცნობითი სახის შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის,  არასამთავრობო ორგანიზაცების  „ა/აიპი ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრის “ და აქტიური მოქალაქე -ანგარიშვალდებული ხელისუფლება“  წევრებს შორის . შეხვედრები ჩატარდა პროექტის “გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


 

es saerto logo

2019  წლის 14 ნოემბერს სასტუმროში “ბაგრატი 1003“ ჩატარდა პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება-პრეზენტაცია.

პროექტის  ერთ-ერთი მიმართულების „მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის“ II  ეტაპის გამარჯვებულებს (9 პროექტი) გადაეცათ მატერიალური რესურსები და სერთიფიკატები, წარმოდგენილი პროექტების შესაბამისად, რომელიც  იყო გამოფენილი სატუმრო „ბაგრატში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები იმერეთის პრობაციის ეროვნული ბიუროდან, სამთავრობო (ადგილობრივი და აფხაზეთის)   ორგანიზაციები,  წარმომდგენლები ბიზნესის სფეროდან, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ორგანიზაციები, არასამთავრობო ადგილობრივი სექტორი, პროფესიული კოლეჯი „იბერია“, I და II ეტაპში გამარჯვებული ბენეფიციარები. სულ 52 ადამიანი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს  მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება ორგანიზაცია Hilfsverk Austria International-ისა და მისი ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში „მეწარმე ქალთა ფონდი“ს მიერ.


es saerto logo

2019  წლის 25  ოქტომბერს  პროექტ  „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში, მეწარმე ქალთა ფონდის მიერ, ერთ-ერთი   უმნიშვნელოვანესი  სეგმენტის -სამენტორე პროგრამის ფარგლებში , განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრა  კოლეჯ „იბერიის“  პედაგოგიურ  კოლექტივთან  და სტუდენტებთან, სამენტორე პროგრამის  პოპულარიზაციის მიზნით . დამსწრე საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება  და სამომავლო მიზნები გაუზიარეს პროექტის მომქმედმა მენტორებმა, ასევე გააცნეს სამენტორე-მოხალისეობრივი  პროგრამის  არსი. 

პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. საქართველოში პროექტი ხორციელდება  Hilfsverk  Austria Internationai- ის , იგპ ქალთა ასოციაცია  „თანხმობა“  და მეწარმე  ქალთა ფონდის მიერ.


 

es saerto logo

2019 წლის 19 ოქტომბერს  პროექტ  „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში გაიმართა სამენტორე პროგრამის   ყოველთვიური   გეგმიური შეხვედრა ახალ მენტორებთან, შეხვედრაზე  განიხილეს  სამუშაო გამოცდილება, გაუზიარეს ერთმანეთს  ტრენინგზე მიღებული შთაბეჭდილებები და სამომავლო გეგმები.

პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. საქართველოში პროექტი ხორციელდება  Hilfsverk  Austria Internationai- ის , იგპ ქალთა ასოციაცია  „თანხმობა“  და მეწარმე  ქალთა ფონდის მიერ.


 

es saerto logo

2019  წლის 21 ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა   „ნაბიჯ-ნაბიჯ  უკეთესი მომავლისაკენ“    პროექტის  ფარგლებში  მატერიალური მხარდაჭერის  პროგრამის  (II ეტაპი)   გამარჯვებული პროექტების გამოცხადება.

სულ არჩეულია  9 პროექტი – 5 ინდივიდუალური  და 4 ჯგუფური, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი ქულები და მათ ავტორებს გადაეცემათ  შესაბამისი  მატერიალური დახმარება ბიზნეს-პროექტების  განსახორციელებლად.

პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. საქართველოში პროექტი ხორციელდება  Hilfsverk  Austria Internationai- ის , იგპ ქალთა ასოციაცია  „თანხმობა“  და მეწარმე  ქალთა ფონდის მიერ.

ვულოცავთ  გამარჯვებულებს  და ვუსურვებთ წარმატებებს. 


 

es saerto logo

მეწარმე ქალთა ფონდი
დასასრულს უახლოვდება პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ერთ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი: „მატერიალური დახმარების პროგრამა“.
პროექტის ბენეფიციარებმა (კანონთან კონფლიქტში მყოფი) გაიარეს ტრენინგის სრული კურსი, წარუდგინეს შემფასებელ კომისიას სამეწარმეო საქმიანობის პრინციპზე შემუშავებული პროექტები.
სულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 19 ადამიანმა,  ბენეფიციარების მიერ შემოტანილ იქნა 9 პროექტი, აქედან 4 ჯგუფური (2 ადამიანისგან შემდგარი) და 5 ინდივიდუალური.
შემფასებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგებოდა 5 წევრისაგან – წარმომადგენლები (ხმის მიცემის უფლებით): იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (კომისიის თავმჯდომარე და კოორდინატორი შესყიდვების საქმეში); მეწარმე ქალთა ფონდი, მერიის სოც. სამსახურის წარმომადგენელი და წარმომადგენელი პრობაციის ეროვნული სააგენტოდან იმერეთის რეგიონში.
კომისიის მდივანი მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენელი (ხმის მიცემის უფლების გარეშე).
კომისიის მიერ შეფასდა და მიიღეს შესაბამისი ქულები 9-ვე პროექტმა.
მეწარმე ქალთა ფონდი ულოცავს წარმატებულ ბენეფიციარებს და ემზადება შემდეგი ნაბიჯებისთვის: გამარჯვებულების გამოცხადება და შესაბამისად პროექტების დაფინანსება – პრეზენტაცია.
პროექტი დაფინანსებულია: ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
პროექტს ახორციელებენ: Hilfswerk Austria INTERNATIONAL, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და მეწარმე ქალთა ფონდი.


es saerto logo

2019 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს დაფინანსებული ბიზნეს პროექტების მონიტორინგი „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ, პროექტის: „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ – ფარგლებში.
ამ ეტაპზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფინანსურად მხარდაჭერილი ბიზნეს პროექტები წარმატებით ხორციელდება.
პროექტი დაფინანსებულია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ.


es saerto logo

პარტნიორთა შეხვედრა

მეწარმე ქალთა ფონდში

07 ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდში შედგა პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ შემსრულებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა.

შეხვედრის მონაწილეები: Hilfswerk Austria INTERNATIONAL – ქალბატონი ელენე სმირნოვა; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ – მანანა ლაგაზიძე (ექსპერტი); მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე – მერი გელაშვილი და ფონდის თანამშრომლები.

შეხვედრის თემა: პროექტის განხორციელების შედეგები და სამომავლო გეგმები; ბიუჯეტის განხილვა და მოსალოდნელი ხარჯების გათვლა პროექტის დასრულებამდე.

გარდა ამისა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო „სამენტორე პროგრამის“ სამომავლო გეგმა და მასში დაინტერესებულ პირთა ჩართვა.


 

es saerto logo

ვაგრძელებთ სამენტორე პროგრამას

პროექტის „ნაბიჯ – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ)

მეწარმე ქალთა ფონდში 6 ოქტომბერს გაიმართა პროექტში გაერთიანებულ მენტორთა შეხვედრა – ტრენინგი. ღონისძიებას უძღვებოდნენ ქალბატონი მანანა ლაგაზიძე (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“) პროექტის ექსპერტი და თამარ კალანდაძე – პროექტის ფსიქოლოგი (მეწარმე ქალთა ფონდი).

ტრენინგს ესწრებოდა სულ 22 ადამიანი, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ჩართულიყვნენ ორგანიზაციის სამენტორე პროგრამის მე-5 ციკლში. სამენტორე პროგრამის მონაწილეები უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, პროექტის ფარგლებში მზად არიან მხარში ამოუდგნენ და დახმარება გაუწიონ ადამიანებს, ვისაც ეს დღეს ყველაზე უფრო სჭირდება.

(პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ)


 

es saerto logo

მეწარმე ქალთა ფონდი

ა.წ. 22-23-24 აგვისტოს მეწარმე ქალთა ფონდის ოფისში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში   IV-V-VI ციკლის ბენეფიციარებისათვის.

ტრენინგის მიზანია ბიზნესის დაგეგმვისა და მცირე ბიზნესის მართვის ტრენინგების გზით კურსდამთავრებულთა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის შესაძლებლობის გაზრდა ბიზნეის-იდეის  წერის უნარებში, ტრენინგის შედეგად  მონაწილეებს შეუძლიათ შეიმუშაონ  კონკურენტუნარიანი და ყოვლის მომცველი  ბიზნეს-განაცხადი, რომელიც სამდღიანი კონსულტაციების გავლის შემდგომ წარედგინება  შეფასებისა და შერჩევის დამოუკიდებელ კომიტეტს.

ტრენინგებს ესწრებოდა 21 მონაწილე.

ტრენინგები ჩაატარა შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა    ელგუჯა დეისაძემ  და მატერიალური დახმარების პროგრამის მენეჯერმა იასონ კვანტალიანმა. (ასოციაცია თანხმობა)

პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL  და  მისი ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.


 

es saerto logo

საინფორმაციო შეხვედრა

ა.წ. 14 აგვისტოს კოლეჯ „იბერიის“ საკონფერენციო დარბაზში მეწარმე ქალთა ფონდის მიერ გაიმართა პროექტ: „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა  IV-V-VI ციკლის ბენეფიციარებისათვის.

შეხვედრის დღის წესრიგი: „მატერიალური მხარდაჭერის“ პროგრამა და მონაწილეობის კრიტერიუმები.

პროექტი დაფინანსებულია EU და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Hilfswerk Austria INTERNATIONAL და მისი, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და იმერეთის რეგიონში ა/ო – მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.

შეხვედრას ესწრებოდა 26 ბენეფიციარი, განაცხადი ამ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ შემოიტანა 21 ბენეფიციარმა, რომლებიც ჩაერთვებიან მატერიალური დახმარების პროგრამაში და გაივლიან შესაბამის ტრენინგს და კონსულტაციას.


es saerto logo

Tataდროებით გამოვემშვიდობეთ ჩვენი მენტორების ნაწილს, ერთმანეთს ისევ მალე და მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად შევხვდებით, ყველას დიდი მადლობა.

 

 

 

 

 

 

 

 


 

es saerto logo

მეწარმე ქალთა ფონდი“

2019 წლის 10 და 11 ივლისს „მეწარმე ქალთა ფონდში“, გაიმართა განხილვა მრავალშვილიანი ოჯახების მიერ შემოტანილი საპროექტო ბიზნეს- განაცხადებისა   შეფასების კომიტეტის მიერ, კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა ქულათა მაქიმალური რაოდენობით მხარდაჭერილი ბიზნეს იდეები.  (პროექტი: „ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“- ხორციელდება  „ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით“ )

  კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიოდა  სს „თიბისი ბანკის“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური დირექტორის მოადგილე  მარიამ კალანდაძე, ქუთაისის ფილიალის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაალ გორგიძე,  „მომავლის განვითარების სახლის“ ხელმძღვანელი ეკატერინე კიკატუნიძე, „მეწარმე ქალთა ფონდის“ თავმჯდომარე მერი გელაშვილი, პროექტის ასისტენტები ანჟელა ჩიხლაძე და ნატრული ნაჭყებია .

 პროექტში მონაწილე მრავალშვილიან ოჯახებს კომისიის მუშაობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

კომისიის სხდომის სამუშაო პროცესს ესწრებოდა, „ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახური“ წარმომადგენელი- ეკატერინე არველაძე.


 

es saerto logo

„ნაბი – ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ (მეორე ეტაპი)

სამოქალაქო ფორუმი: „მენტორული პროგრამის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში“.

2019 წლის 28-29 ივნისს აჭარაში, ციხისძირში სასტუმრო “Castello Mare”-ში ჩატარდა დიდი ღონისძიება, რომელიც მოიცავდა: სატრენინგო სესიას, მუშაობას ჯგუფებში თემაზე: „მენტორობის, როგორც სერვისის დანერგვის შესაძლებლობები“ და მენტორთა ქსელის ჩამოყალიბება.

კონფერენციას ესწრებოდა სულ 46 ადამიანი, მათ შორის სამეგრელოს, იმერეთის, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მენტორები.

ორდღიანი მუშაობა შესრულდა რეკომენდაციების შემუშავებით და მენტორთა ქსელის შექმნით, სადაც შევიდნენ მენტორი – მოხალისეები  სამი რეგიონიდან: იმერეთი, სამეგრელო და შიდა ქართლი.


 

es saerto logo

„მეწარმე ქალთა ფონდი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას პროექტის ფარგლებში: „ქუთაისში მცხროვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“.

ქ. ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის ინიციატივითა და ფონდის ორგანიზებით,  26.06.19 წ. მრავალშვილიანი ოჯახების – 19 წარმომადგენელს შეხვდა  ქ. ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე,  ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი იოსებ(გია) ჩიჯავაძე.

 შეხვედრაზე ნინო თვალთვაძემ ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. აღნიშნა, რომ  პროეტის წარმატებისა  და შედეგიანობის შემთხვევაში მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობისათვის ქალაქ ქუთაისის მერია კვლავ დაუჭერს მხარს მსგავსი პროექტების განხორციელებას.

მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პროექტის განმახორციელებელ  გუნდს  და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო შეხვედრები, სასწავლო  პროფესიული კურსები და მხარდაჭერითი პროექტები, რომელიც მათი შესაძლებლობების გაზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა მათ პროფესიულ სასწავლებელ “იბერიაში” გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შესთავაზა. 


 

es saerto logo

მეწარმე  ქალთა ფონდი

2019 წლის 4 ივნისს  პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ,“( დაფინანსებული ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ ) მეწარმე ქალთა ფონდისა და  საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიის “  მიერ მეხუთე ციკლის  კურსდამთავრებულებს   გადაეცა სერტიფიკატები.

 29  ბენეფიციარმა გაიარა ორთვიანი სწავლების კურსი   კოლეჯ „იბერიაში“ კომპიუტერული  გრაფიკოსის, „მართვის მოწმობის“,  მზარეულის, ავტომობილის სავალი ნაწილების ტექნიკოსისა  და სტილისტის  სპეციალობაზე, ასევე მიიღეს სერვისები მეწარმე ქალთა ფონდის პროქტის შემსრულებლების მიერ სოციალურ, ფსიქოლოგიურ , იურიდიულ და სასიცოცხლო უნარების საკითხებში.

სერთიფიკატი გადაეცა 29 ბენეფიციარს, აქედან შეფასების უმაღლესი ქულების მიხედვით  9  ბენეფიციარი გაივლის სტაჟირების 3 თვიან კურსს.


 

es saerto logo

#პროექტი: ”ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“

#დაფინანსებულია: – „ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ“   

თემა: – „მცირე ბიზნესის საფუძვლები“  3 დღიანმა ტრენინგმა „მეწარმე ქალთა ფონდში“ 20 მაისიდან – სტარტი აიღო. ტრენინგში მონაწილეობას 24 მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლი იღებს, რომელებიც სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება-გაფართოების ხელშეწყობის თვალსაზრისით საჭირო უნარებს გაანავითარებს.

მსმენელები თავიანთი ბიზნეს იდეების დასახვეწად ინდივიდუალურ, კონსულტაციებს ტრენერისგან მიიღებენ.


 

es saerto logo

   „მეწარმე ქალთა ფონდი“   ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით  ახორციელებს პროექტს: „ ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“,  რომლის ფარგლებშიც 2019 წლის 17 მაისს პირველი საინფორმაციო შეხვედრა  მოეწყო ანკეტირების შედეგად შერჩეულ 25 მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელთან, პროექტის შემსრულებელმა გუნდმა მათ გააცნო  ინფორმაცია პროექტით დადეგმილი შემდეგი ნაბიჯებისა  და ტრენინგის თემატიკის შესახებ, რის შემდეგადაც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

  • Add to Phrasebook
    • No word lists for Georgian -> English…
    • Create a new word list…
  • Copy
  • Add to Phrasebook
    • No word lists for Georgian -> English…
    • Create a new word list…
  • Copy
  • Add to Phrasebook
    • No word lists for Georgian -> English…
    • Create a new word list…
  • Copy
  • Add to Phrasebook
    • No word lists for Georgian -> English…
    • Create a new word list…
  • Copy
  • Add to Phrasebook
    • No word lists for Georgian -> English…
    • Create a new word list…
  • Copy