მეწარმე ქალთა ფონდი
არაკომერციული, არასამეწარმეო საქველმოქმედო ორგანიზაცია დაფუძნდა 2003 წლის 17 ივლისს.
მისია:
• ქალთა სამოქალაქო პოტენციალის გაძლიერების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა.
• ქალთა მდგრადი განვითარების მხარდაჭერა ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად და სიღარიბის დასაძლევად.
• დევნილ ქალთა და ეროვნულ უმცირესობათა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის შესაძლებლობების გაზრდა.
• სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართვის ხელშეწყობა
მიზანი
• ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა, მათი საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვით.
• ქალებში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მათი განათლების გაღრმავება
• ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებში ცნობიერების ამაღლება შესაბამისი ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებით
• საშუალო ასაკის, უმაღლესი განათლების მქონე, ქალთა კვალიფიკაციის ამაღლება მათი ჩართვით არაფორმალური სწავლების პროცესში
• სამშვიდობო პროცესებში ქალების აქტიურად ჩართვა.
• დევნილი მოსახლეობისა და ეროვნული უმცირესობების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაცია.
ამოცანები
• ქალთა თვითშეფასების ამაღლება
• ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
• სამშვიდობო საქმიანობა ეკონომიკური კომპონენტების გამოყენებით
• კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებლებთან ნდობის ხარისხის ამაღლება
მიმართულებები
• ახალგაზრდა გოგონების პროფესიული ორიენტაცია
• საშუალო ასაკის ქალთა გადამზადება
• ქალის სოციალური როლის გაუმჯობესება ოჯახსა და საზოგადოებაში
• სოციალურად დაუცველი ადგილობრივი და დევნილი ქალების ჩართვა სოციალურ მეწარმეობაში.
მეთოდები
• ახალგაზრდა გოგონებისა და საშუალო ასაკის ქალების მობილიზება და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა
• პროფესიული განათლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით
• სახელმწიფო, არასამთავრობო და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
• სოციალური მეწარმეობის კუთხით პროგრამების შემუშავება სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად და მათი განხორციელების ხელშეწყობა
• ქალთა საჭიროებების ადვოკატირება და ლობირება.
• ფართო საზოგადოების ინფორმირება გენდერული თანასწორობის პრობლემებზე და გამოწვევებზე
• ქალების სოციალურ მეწარმეობაში ჩართვა.
საქმიანობა
განათლება
პროფორიენტაციის კურსები ახალგაზრდა გოგონებისათვის, ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, სკოლა საშუალო ასაკის ქალებისათვის.
ინფორმირება
პერიოდული გამოცემა, სატელევიზიო და რადიოგადაცემები, ტელესიუჟეტები, მრგვალი მაგიდები, გამოფენები, ინტერნეტგვერდი, სოციალური ქსელი.
კვლევა
ანკეტირება, ინტერვიუირება, ანალიზი
ბეჭდვითი გამოცემები
ჟურნალები, მეთოდური სახელმძღვანელოები `მცირე ბიზნესის საფუძვლები”, `ინფორმაციული ტექნოლოგიები. ელექტრონული ცხრილები Microsoft Office Excel 2007”
კონსულტაცია, ადვოკატირება
• იურიდიული და ბიზნეს კონსულტაციები
• მიმართვები, ინიციატივები, საინფორმაციო შეხვედრები, თანამშრომლობის მემორანდუმები
• საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციებისათვის წარდგენა
დასაქმება
დასაქმების მიზნით
• პროფესიული სასწავლებლების და `ქალთა სკოლის” კურსდამთავრებულთათვის შუამდგომლობა-რეკომენდაციების გაწევა;
• მცირე გრანტების გამოყოფა სოციალური მეწარმეობის განვითარებისათვის
სამიზნე ჯგუფი:
• იძულებით გადაადგილებული პირები (ქალები და მამაკაცები), სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდა გოგონები,
• კონფლიქტის რეგიონების მაცხოვრებლები
• ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურები
• პროფესიული სწავლების ცენტრები
• სამოქალაქო საზოგადოება
• დევნილი მოსახლეობა და ეროვნული უმცირესობები
• მასმედია
საქმიანობის გეოგრაფიული არეალი:
იმერეთის რეგიონის 6 ქალაქი: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, ვანი,ზესტაფონი; სამეგრელოს რეგიონი – ფოთი; კონფლიქტის ზონა – ხურჩა, ნაბაკევი, თამარაშენი, პერევი.