„ნაციონალური თოჯინების შექმნა-შეკერვის“ კურსი „მეწარმე ქალთა ფონდის” ხელშეწყობით ონლაინ რეჟიმში წარმატებით აგრძელებს ფუნქციონერებას. მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებმა მოზარდებმა დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით შექმნეს სახასიათო თოჯინები მარინა მასწავლებლის დახმარებით, რომელიც მათი პირველი შემოქმედებითი პროცესია.
საწავლო კურსი უკვე 2თვეა მიმდინარეობს, პროექტის:–„ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერება საკუთარი ბიზნესის განვითარების გზით“ ფარგლებში, რომელიც ქ. ქუთაისის მერიის მიერ არის ფინანსურად მხარდაჭერილი.
2018 წ რეგრანტინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA -ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის ეფექტური მოდელის შექმნა”. ფარგლებში პროექტი (საზოგადოების ინფორმირება თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე)
15.07.2016 საერთაშორისო კონფერენცია: გენდერული თანასწორობის თანამედროვე გამოწვევები, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის.
დღევანდელი მსოფლიოს წინაშე ბევრი გამოწვევებია, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ძირითად უფლებებთან. ეს საკითხები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლიანობის თვალსაზრისით არამედ წმინდა ეკონომიკური ეფექტიანობის პერსპექტივითაც. იმ ადგილებში და ქვეყნებში, სადაც კაცს და ქალს აქვს თანაბარი შესაძლებლობები გამოიყენონ თავისი უნარები და რესურსები, როგორც წესი არის უფრო კარგად განვითარებული ქვეყნები სხვა ქვეყნებთან შედარებით. სწორედ ასეთი შედეგები განაპირობებს ქვეყნების მდრად ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. ეს ურთიერთობები პრიორიტეტულ საკითხებადაა აღიარებულია საქართველოსა და უკრაინაში. გენდერული თანაწორობის რეფორმირების საკითხები შედის ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშკურულებაშიც.
2016 წლის 15 ივლისს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია: გენთადერული თანასწორობის თანამედროვე გამოწვევები. კონფერენცია ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის (Eap)“. მთავარი აქცენტი მოიცავდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაუმჯობესებას და გამოწვევებს საქართველოსა და უკრაინაში, გაზიარდა ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაც ამ მიმართულებით. კონფერენციაზე პერზენტაციით გამოვიდნენ ექსპერტები ვიშეგრადის შემდეგი ქვეყნებიდან:
სკოვაკეთი – სოციოლოგიის ინსიტუტი, სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემია;
ჩეხეთის რესპუბლიკა – ა/ო „გენდერული კვლევები“;
პოლონეთი – სოციოლოგიის ინსტიტუტი, ჯაგელონიის უნივერსიტეტი;
უნგრეთი – ა/ო „უნგრეთის ქალთა ლობი“
უკრაინიდან პრეზენტატორმა „გურტის რესურს ცენტრმა“ გადმოსცა მიმდინარე გენდერული პოლიტიკის და გამოწვევების ანალიზი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საეჩოს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა მკვლევარებმა. პროექტის მთავარი პროდუქტი: „გენდერული პოლიტიკა და ევროინტეგრაცია, ვიშეგრადის ქვეყნების (V4) გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორბის ქვეყნებისათვის (Eap)“ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-ლინკზე: www.fwevisegrad.ge
თარიღი :15.07.2016
2015 წლის 12 ნოემბერს პროექტის ფარგლებში: „გენდერული თანასწორობა და ევროინტეგრაცია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის“ შედგა პირველი რადიო გადაცემა ქალაქ ქუთაისში რადიო “ძველი ქალაქის“ ეთერში.
რადიო გადაცემის სტუმრები იყვნენ პროექტის კოორდინარი: ელენა ყუფარაძე და პროექტში ჩართული ექსპერტი: მაია კუპრავა-შარვაშიძე.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
რადიო გადაცემის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ ვებ-ლინკზე:
რადიო გადაცემა
თარიღი :12.11.2015
ტრენინგი „მცირე ბიზნესის საფუძვლებში“-პროექტის:ქალთა გაძლიერება
საქართველოს მთიან რეგიონებში“.
ცაგერის რაიონის სოფ. ორბელის გამგეობის შენობაში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი მცირე ბიზნესის საუძვლებში.
ტრენინგ-სემინარს ესწრებოდა 27 ადამიანი – ორი სხვადასხვა თემიდან : ორბელი და ლაილაში.
ტრენინგ-სემინარის მიზანი:
ბიზნეს-გეგმის შემუშავების მეთოდიკა დამწყები ბიზნესმენ-ქალებისათვის. (თუ როგორ დავიწყოთ: „ჩვენი საკუთარი საქმე და როგორ შევადგინოთ ბიზნეს-გეგმა).“
დღის ბოლოს შევაჯამეთ ნამუშევარი და ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.
ტრენინ-სემინარის მონაწილეებმა შიძინეს აუცილებელი უნარ-ჩვევები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას საგრანტო კონკურსში, რათა ჩამოყალიბდეს ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია.
ტრენინგ-სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და მონაწილეებთან ერთად ერთად დაიგეგმა მომდევნო ტრენინგი პროექტის ფარგლებში თემაზე:“აქტიური მოქალაქე, როგორ ვუჭერ მხარს ცვლილებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში“. ტრენინგის გაგრძელების ვადად დასახელდა 7ოქტომბერი.
ქალი მთაში
ნანი მანაგაძე ყოველ დილას ცაგერში ჩასასვლელად რთული გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთს ფეხით გადის. ქართული მაღალმთიანი სოფლების უმეტესობის მსგავსად, ნანის სოფელ გვესოშიც რაიონამდე სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ დილის 9 საათზე გადის, ხშირად კი მასში ყველა მგზავრისთვის ადგილი არც არის. მიუხედავად ამისა, 60 წლის ნანი ყოველდღე ცაგერისკენ ფეხით მიიჩქარის. რამდენიმე თვეა რაიონში ჩასასვლელად სამსახურის გარდა (ნანი ბუღალტერია სპორტულ სკოლაში) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: ის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის „ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირის“ წევრია. ეს ორგანიზაცია იმ ლეჩხუმელ ქალებს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი და თემის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურთ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნანის ქუთაისიდან „მეწარმე ქალთა ფონდი დაუკავშირდა“, ორგანიზაცია UN Women-ისა და და ევროკავშრის ერთობლივი პროექტის კონკურსის გამარჯვებული იყო და მთიან რეგიონებში მცხოვრები ქალთა გაძლიერებაზე იწყებდა მუშაობას. ნანის უთხრეს, რომ პროექტის მიზნებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა, საჯარო თვითმმართველობის გაცნობა, აქტიური მოქალაქეობა, ადვოკატირება და გენდერული თანასწორობა წარმოადგენდა. დაინტერესდა, ინიციატივაში ჩაერთო და მცირე ბიზნესის საფუძვლებში, ადვოკატირებასა და გენდერულ თანასწორობაში ტრენინგები გაიარა. მერე კი სხვა მოხალისე ქალებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა. „ჯერ ახალბედები ვართ და ბევრის სწავლა გვიწევს, მაგრამ ის ფაქტი მახარებს, რომ ბევრ ქალს აქვს სურვილი ორგანიზაციაში გაწევრიანების.“
ქალებს მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებული საჭიროებები და ბევრი პრობლემა აქვთ. ურთულესი პირობები, მძიმე სოციალური ფონი და უმუშევრობა ხშირად დედაქალაქში მიგრაციის მიზეზი ხდება. ამას ისიც ემატება, რომ მათ აზრს ანგარიშს თითქმის არ უწევენ. „აქ იცით როგორ ფიქრობენ? ქალი თავდახრილიუნდა იყოს და თუ ვინმე ეტყვის, საქმე მაშინ გააკეთოს. ამ პროექტმა ჩვენი თავი სხვანაირად გაგვაცნო, სხვა ამპლუაში დაგვანახა, თავდაჯერებულობა მოგვცა. ახლაგვინდა საკუთარი თავიც წარმოვაჩინოთ და სხვა ქალების პრობლემებზეც ვიზრუნოთ, მათაც ვაჩვენოთ, რომ არ უნდა შეეშინდეთ, იაქტიურონ“, – ამბობს ნანი.
მთის და რაიონის გასაძლიერებლად მხოლოდ ქალების გაერთიანება არ კმარა, საინტერესო ინიციატივებიც საჭიროა. ნანის საკუთარი იდეა აქვს: „ლეჩხუმშიც და მეზობელ რაჭაშიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. აქაური ხილი საუკეთესოა, არადა, თითქმის სულ გვილპება. ძალიან მინდა მცირე გადამამუშავებელი საამქრო გავაკეთოთ, მაგალითად, ჩირის დამზადების. თან სოციალურად დაუცველი ადამიანებიც რომ დასაქმდნენ, ისე. სულ იმას წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვმუშაობ ამ საწარმოში. იქნებ გამოგვივიდეს“,- ამბობს ნანი.
ახლაბედა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს მეორე სურვილიც აქვს: იმ ამორტიზებული, თითქმის მწყობრიდან გამოსული სპორტული დარბაზის აღდგენა, რომელ სკოლაშიც თავად მუშაობს. სურს, რომ ახაგაზრდებმა სპორტული ცხოვრებით ცხოვრება მთაშიც შეძლონ. იცის, რომ ადვოკატირება და სამოქალაქო აქტივიზმი ამაშიც სჭირდება.
„ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირი“ სექტემბერში ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს და რეგიონს საკუთარ თავს წარუდგენს. წინ ბევრი გეგმა და კიდევ უფრო მეტი სამუშაოა, ნანის კი ჯერ ის 3 კილომეტრი ელოდება, რომელიც სახლამდე კვლავ ფეხით უნდა გაიაროს.