პროფ. გადამზადების კურსები

xxxxxxxxxxxxxxxx

თარიღი: 5.05.2017


 

პროფესიული სასწავლებელი“ფაზისი“

prf3ორი  ჯგუფის  30  ბენეფიციარი შემოუერთდა ფოთის პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისში“ მეწარმე ქალთა ფონდის  მიერ ჩატარებულ სამდღიან ტრენინგ-სემინარს პროფ.ორიენტაციის კურსებთან დაკავშირებით.   ახალგაზრდა მსმენელები არიან ფოთის ახალი დასახლებიდან (მალთაყვის დასახლება), პატარა ფოთიდან და ჭალადიდის დასახლებიდან. ტრენინგის მონაწილეებს შორის  იყვნენ  როგორც დევნილი ასევ ადგილობრივი  ახალგაზრდები. გაიარეს რა ტრენინ-სემინარი,  მათ გააკეთეს რეალური არჩევანი მოთხოვნად  პროფესიაზე.

 

 

 

 

prof4

თარიღი: 23.03.2014


 ახალი სახეები საზოგადოებრივი  კოლეჯი  „იბერია“-ში

prof2ქ. ქუთაისში საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ მეწარმე  ქალთა  ფონდის  ორ  ჯგუფთან   17-19  მარტის   ჩათვლით  ჩატარდა სამდღიანი  ტრენინგ-სემინარი.  ტრენინგს ესწრებოდა 30 ბენეფიციარი.  გაკეთდა  მოკლე ინფორმაცია საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში’ არსებულ პროფესიებზე. მონაწილეთა შორის თემატიკამ პროფორიენტაციის მეთოდურ  საფუძვლებთან დაკავშირებით დიდი ინტერესი  გამოიწვია,რადგანაც ის მათ დაეხმარებათ ტესტური გამოცდების ჩაბარებაში.

 

 

 

 

prof1

თარიღი: 17.03.14


ახალ ჯგუფში ახალი სახეები და ახალი შემართება

84421340ქ. ქუთაისში, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში”  მეწარმე ქალთა  ფონდის  მიერ ჩატარდა 22-24 მაისის ჩათვლით კიდევ ორი სამდღიანი ტრენინგ-სემინარი პროფორიენტაციის კურსებთან  დაკავშირებით. გაკეთდა მოკლე ინფორმაცია საზოგადოებრივ კოლეჯ”იბერიაში” არსებულ პროფესიებზე, როგორც  საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო მიმართულებით.
მონაწილეთა შორის  დიდი ინტერესი გამოიწვია  თემატიკამ პროფორიენტაციის მეთოდურ საფუძვლებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ზოგად უნარებსა და ლოგიკაში, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევდა მათ განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი კოლეჯში ტესტური გამოცდების ჩაბარებაში.
ტრენინგს  ესწრებოდა 30 ბენეფიციარი. ჯგუფი დაიყო ორ ნაწილად. მონაწილეთა უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვევმოთ იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ ადგილობრივებიც.
თითოეული თემატური საკითხი მათ დაეხმარა  რეალური გადაწყვეტილების მიღებაში, რათა მეორადი პროფესია აითვისონ მიზნობრივად, რომ შეძლონ  თავიანთი ოჯახის  სოციალურ-ეკონომიკური მხარე   ცოტათი მაინც გააძლიერონ.

თარიღი:25.05.12


 ბენეფიციარების ახალი ჯგუფი პროფესიულ კოლეჯ “ფაზისში”

34470233II-ე ჯგუფის  (15) ბენეფიციარი  ემზადება  დასარეგისტრირებლად და ტრენინგ-სემინარეზე დასასწრებად. ისინი  არიან  ფოთში მცხოვრები,  როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე  ჯგუფს შემოუერთდნენ პატარა ფოთში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც  იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს ქვევით.  მართალია, ჯგუფში ბევრი არ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ის პირები რომლებიც არ არიან,   მეწარმე ქალთა ფონდის მიერ დაგეგმილ ტრენინგ-სემინარში  მიიღებენ მონაწილეობას რათა მიეცეთ შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსების (700 ლარი)ზევით 30% თვითონ მოიპოვონ.
დარეგისტრირებამდე   ახალგაზრდები  ესტუმრნენ  პროფესიულ კოლეჯ ”ფაზისს”, რათა მიეღოთ ინფორმაცია იქ არსებულ პროფესიების შესახებ, სადაც შეხვდნენ  პროფესიული სასწავლებლის დირექტორს, ნინო ბაკურაძეს.

თარიღი:14 10.05.12


პროფესიული ორიენტაციის კურსის პირველი ჯგუფი დარეგისტრირდა

98882790ეწარმე ქალთა ფონდის შუამდგომლობით 15 კაციანი ჯგუფი 2012 წლის 02-10 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა ზ. ჟვანიას სახელობის საინფორმაციო ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც მონაწილეებიდან 10 ბენეფიციარი სიღარიბის ზღვარს ქვევით აღმოჩნდა, ხოლო მათ შორის ოთხი გადის ტესტირებას ზოგად უნარებში, რათა მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება. ერთი ბენეფიციარი ფინანსდება მეწარმე ქალთა ფონდის მიერ არასაბიუჯეტო სპეციალობაზე მთლიანი სწავლის გადასახადით, 600 ლარის ოდენობით.

 

 

 

თარიღი: 10.04.12


ისევ სიახლე მეწარმე ქალთა ფონდში

22989802ახალი ნაკადით შეივსო პროფესიული ორიენტაციის კურსების II ჯგუფი,  რომლებმაც გადაწყვიტეს  სწავლის გაგრძელება  ქუთაისის საზოგადოებრივ  კოლეჯ ”იბერიაში”.
ბენეფიციარებთან შეხვედრა მოეწყო 2012 წლის 4 მაისს,   სადაც საზოგადოებრივი კოლეჯ “იბერიის დირექტორმა  ბენეფიციარებს  მიაწოდა ინფორმაცია  არსებულ პროფესიებზე და უსურვა წარმატებები რეალური გადაწყვეტილების წარმატებულად განხორციელებაში.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბენეფიციარები პროექტის ასისტენტთან და ქ-ნ თინათინ ლოსაბერიძესთან ერთად წავიდნენ პროფესიული სასწავლებელში,  რათა უფრო კარგად გაცნობოდნენ იქ არსებულ კურსებს, რომ მიეღოთ სწორი გადაწყვეტილება.

 

თარიღი:04.05.12


დაიწყო საშუალო ასაკის ქალთა სკოლის კურსები

419560522012 წლის 1 მაისს დაიწყო მეცადინეობა ქალთა სკოლის ბენეფიციარებისათვის. სასწავლო კურსს გაივლის 12 მოტივირებული საშუალო ასაკის ქალბატონი, (ინგლისური, კომპიუტერი, საქმისწარმოება) როგორც დევნილი ასევე ადგილობრივები.სულ გათვალისწინებულია 4 აკადემიური და 2 ასტროლოგიური საათი. კვირაში 4 დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. სასწავლო კურსი გათვლილია 5თვეზე.

 

 

 

თარიღი: 01.05.12