ხონის დევნილ ქალთა და გოგონათა ორ საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „ლიდერობა, თვითპრეზენტაცია, საჯარო გამოსვლები“.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ თემებზე როგორიცაა:
-
რა თვისებებს უნდა ფლობდეს ლიდერი
-
რამდენად მნიშნელოვანია გუნდური მუშაობა და რა
-
უნარებია ამისთვის საჭირო
-
თვითპრეზენტაცია და საჯარო გამოსვლა
მონაწილეებს მიეწოდათ თეორიული მასალა თუ რა არის ლიდერობა, როგორ უნდა აღმოვაჩინონ და განვითარონ ეს უნარები.
ასევე გაიაზრეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობა და გუნდის სწორად ფორმირება. გამოიმუშავეს გუნდური მუშაობის ტექნიკა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.






Leave a reply