-
რა არის სოციალური კვლევა და რა მეთოდებით ტარდება ის;
-
როგორ უნდა დაიგეგმოს კვლევა სწორად, რომ მივიღოთ საჭირო ინფორმაცია;
-
რამდენად მნიშვნელოვანი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია სოციალური პროექტების დაგეგმვისას;
-
როგორ შევიმუშაოთ განაცხადი „სამოქალაქო ინიციატივის“ კონკურსისთვის;
ეს ის საკითხებია, რომლებზეც ინფორმაცია მიიღეს ხონის ქალთა და გოგონათა საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ორი ვორკ- შოპის მეშვეობით.
საინიციატივო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ვორკ-შოპები თემებზე:
-„საჭიროებების შეფასება, მონაცემთა შეგროვება“;
-“სამოქალაქო ინიციატივის განაცხადების შემუშავება”;
ვორკ-შოპებზე მონაწილეებს თეორიული მასალა მიეწოდათ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით და მის განსამტკიცებლათ გამოყენებული იყო ჯგუფური სავარჯიშოები.
ვორკ-შოპებმა მონაწილეთა აქტიური ჩართულობის ფონზე ჩაიარა, მათ საშუალება ქონდათ ჩართულიყვნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის რაოდენობრივი კითხვარის შემუშავების პროცესში და ასევე ემუშავათ „სამოქალაქო ინიციატივების“ განაცხადების შევსებაზე, რომლებიც შემუშავებული არის ინიციატივების კონკურსისთვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
Leave a reply