საინფორმაციო შეხვედრების ციკლი

2025 წლის აპრილის თვეში ხონის დევნილთა დასახლებაში, კერძოდ „ხონის დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრში” მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლებმა განახორციელეს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა და გოგონებმა. 

შეხვედრაზე პროექტის ასისტენტმა გააკეთა პროექტის – “ხონის დევნილთა დასახლების და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის” პრეზენტაცია, დარიგდა საინფორმაციო მასალები.

დამსწრეებმა ისაუბრეს მათ დასახლებაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე. მათ გამოხატეს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილი და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას რაც დადებითად იქნება ასახული მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.499595088_1002511615420017_2390466145366410601_n

Leave a reply

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

68 − 59 =