ტრენინგი ბორჯომში
მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ორგანიზაციის მოხალისეს ქ-ნი გუნდი დიკის ფასილიტაციით 01 ნოემბრიდან – 04 ნოემბრის ჩათვლით ბორჯომში სასტუმრო – „ბორჯომი პალასში“ ჩატარდა ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე: მეწარმე ქალთა ფონდის სტრატეგიული გეგმის შემუშავება 2017-2022 წლები .
ორგანიზაციის თანამშრომლებმა და დაინტერესებულმა პირებმა: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა და ცაგერის მაღალმთიანი რეგიონის ააიპ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე სვანიძემ, ერთობლივად „მეწარმე ქალთა ფონდის“- მისია და ხედვა განსაზღვრეს, ასევე შეიმუშავეს წინადადებები რომლებიც ასახვას ჰპოვებს ორგანიზაციის 2017-2022 წლების სტრატეგიაში.
ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 14-მა ადამიანმა.
თარიღი: 1.11.2016
„პროფესიონალი“, ფონდის თავმჯდომარე და თარჯიმანი გეგმის შედგენის პროცესში.
„პროფესიონალისა“ და მეწარმე ქალთა ფონდის ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო მეწარმე ქალთა ფონდის „სტრატეგიული განვითარების გეგმის“ შემუშავებასთან დაკავშირებული აქტივობებით. ერთობლივად მუშავდება და ხელი მოეწერა „სამუშაო გეგმას“, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიული დაგეგმის მოსამზადებელ პროცესის განხორციელებას.
ორგანიზაციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დონორის (BROT) მიერ, ჩვენს ორგანიზაციაში, ორი წლის ვადით მოვლინებულია პროფესიონალი – მოხალისე ქ-ნი გუნდი დიკი.
დადებული ხელშეკრულების თანახმად პროფესიონალი გაუწევს დახმარებას მეწარმე ქალთა ფონდს (FWE) ორგანიზაციის 2017-2022 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში; პროექტის დაგეგმარებაში (როგორც შინაარსობრივად, ასევე სტრუქტურულად), ფანდრაიზინგის ჯგუფის მომზადებასა და ფონდების მოძიებაში.
ქ-ნი გუნდი დიკის შეხვედრა ფონდის თანამშრომლებთან.
მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომელთა შეფასებითი ვორკშოპი
2015 წლის დეკემბერში ჩატარდა ორგანიზაციის თანამშრომელთა შეფასებითი (თვითშეფასების) ვორქშოფი. ორგანიზაციის თანამშრომლებმა განიხილეს გამოწვევები, რომლებიც პროექტის: „დასავლეთ საქართველოს ქალთა მდგრადი განვითარება, პროფესიული დონის ამაღლება და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება“ განხორციელების პერიოდში შეხვდათ.
თანამშრომლებმა მოახდინეს შესაძლებლობებისა და წინააღმდეგობების დეტალური შეფასება, რომელიც გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის სამწლიან გეგმაში და ხელს შეუწყობს პროექტის შესრულების წარმატებულობას;
თარიღი : 26.12.15
თანამშრომელთა ორგანიზაციული შესაძლებლობის გაზრდა
2015 წლის 07-20 ივლისს მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლებს, ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და „საოფისე პროგრამა Microsoft Excel“-ის უკეთ შესწავლის მიზნით 10 დღიანი მასტერ კლასი ჩაუტარდათ.
საოფისე პროგრამა Microsoft Excel -ში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს ფონდის 7-მა თანამშრომელმა.
თარიღი : 7.07.15
შედეგებზე ორიენტირებული პროექტის მართვის ტრენინგი გრძელდება
2014 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში ჩატარდა მეოთხე ტრენინგ-მოდული „პროექტის ციკლის მართვა.“ ტრენინგ-მოდულის განხილვის პროცესში ყურადღება გამახვილდა პროექტის მართვის საფეხურებზე, გამოწვვებზე, ძირითად ინსტრუმენტებზე, რაც ხელს უწყობს პროექტის მართვას.
ტრენინგის ამ ციკლის მიზანი იყო ახალი ინსტრუმენტების გამოყენება ორგანიზაციის პროექტის შემუშავების პროცესში, რათა გავითვალისწინოთ ის შედეგი, რომელსაც მოგვცემს პროექტის განხორციელება.
თარიღი : 22.01.14
ისევ გრძელდება სასწავლო პროცესი
2014 წლის 16 იანვარს მეწარმე ქალთა ფონდში ჩატარდა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ – მესამე ტრენინგ მოდულზე, მოცემული საშინაო დავალების ფარგლებში.
შეფასდა და რეკომენდაციები მიეცა წარმოდგენილ საშინაო დავალებას თემაზე: „მიმდინარე პროექტის ფარგლებში შესაბამისი ინდიკატორების განსაზღვრა, მათი განთავსება შედეგების ჯაჭვში და ინდიკატორების ცხრილის შემუშავება”. საშინაო დავალება შეფასდა დადებითად.
თარიღი : 16.01.14
კვლავ ვსწავლობთ
2013 წლის 5-6 ნოემბერს ქ. თბილისში რიგით მესამე ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში თემაზე: „შედეგზე ორიენტირებული მართვის პროგრამა’’.
ტრენინგზე სხვა საპილოტე ორგანიზაციებთან ერთად ჩვენს მიერ წარმოდგენილ იქნა საშინაო დავალება – „ შედეგების ჯაჭვი,“ რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო.
მორიგი შეხვედრა გაიმართება დეკემბრის თვეში და საშინაო დავალება იქნება „პროექტის ინდიკატორები და ლოგიკური ჩარჩო“.
თარიღი : 5.11.13
ქალთა ფონდი (მქფ) – ორგანიზაციული შესაძლებლობის გაზრდა
17-19 ივლისს მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლებს, ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდათ 3 დღიანი ვორკშოპი „საოფისე კომპიუტერული პროგრამები და ინტერნეტთან მუშაობა’’. ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს ფონდის 7 თანამშრომელმა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 3 სტუდენტმა, რომლებიც გადიან პრაქტიკას ფონდში.
ვორკშოპის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, საოფისე პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაობის ტექნოლოგიაში.
თარიღი : 20.07.13
ქალთა ფონდი (მქფ) – ორგანიზაციული შესაძლებლობის გაზრდა
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოში’’ იყო მთავარი თემა ვორკშოპისა, რომელიც ჩატარდა 20 მაისს თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პლატფორმის შესაძლებლობათა გაზრდის’’ ფარგლებში.
ღონისძიებას კოორდინაციას უწევდა პლატფრომის მე-4 ჯგუფის კოორდინატორი ნ. აბრამია, ხოლო მონაწილეობა მიიღეს 17 ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „კულტურული მემკვიდრეობის ’’ ქვეჯგუფის წევრებმა.
სწავლება წარიმართა სამი მიმართულებით: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოში; მუზეუმების სოციალური როლი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში და ურბანული კულტურული მემკვიდრეობის პრობლემები და პერსპექტივები.
ვორკშოპის თემატიკის აქტუალობა წარმოჩნდა მონაწილეთა აქტიურობაში, რაც გამოიხატა დასმული შეკითხვებისა და პრობლემათა განხილვაში.
თარიღი : 21.05.13
გენდერული თანასწორობის ქსელისა და ჟურნალისტების ერთობლივი ტრენინგი
ბაკურიანში 2013 წლის 17-21 აპრილის ჩათვლით გენდერული თანასწორობის ქსელისა და ჟურნალისტების ერთობლივი ტრენინგი მიმდინარეობდა. ტრენინგი თემაზე „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა თვითმმართველობაში. მედია კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია” გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელის მანანა მებუკესა და საარჩევნიო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის მენეჯერის ლადო მკერვალიშვილის მიერ იყო ორგანიზებული.
„გენდერული თანასწორობის გაშუქება ქართულ მედიაში; კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, ეტიკეტი და პროტოკოლი, პრეზენტაცია; საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორცილება; არჩევნების გენდერული ანალიზი; პოლიტიკური პროცესის ასიმეტრია; საარჩევნო სისტემის გავლენა პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე, არჩევნების რეფორმის პროცესი და შესაძლო გამოწვევები ქალებისთვის; პრესრელიზი, მისი დაგეგმვა და დაწერის სტრუქტურა; პრესკონფერენციისა და პრესბრიფინგის მომზადება და წარმართვა” – ეს ის საკითხებია, რომლებსაც 4 დღის განმავლობაში განიხილავდნენ მონაწილეები ტრენერ-ექსპეტებთან ლადო მკერვალიშვილთან (კომუნიკაციები), ქეთევან მსხვილაძესთან (მედია) და თამარ ბაგრატიასთან (თვითმმართველობა) ერთად. ტრენინგზე ასევე დაიგეგმა ქსელის ფარგლებში მოსაწყობი აქტივობები, სამომავლო ტრენინგის თემა, მაისში ერთობლივი მანიფესტის ჩატარება და დახურული საინფორმაციო ვებ-გვერდის შექმმა. ერთობლივი ვებ-საიტი მუდმივად გააშუქებს ქსელის საქმიანობას.
თარიღი :21.04.13
ტრეინინგი ორგანიზაციული განვითარებისათვის
მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომლებმა 2012 წლის 22-24 ოქტომბრის ჩათვლით ქ. ბორჯომში გაიარა ტრეინინგი თემებზე: „ქალი ლიდერი და მისი როლი მშვიდობის მშენებლობაში,” „ააიპ-ს ორგანიზაციული განვითარება და ინსტიტუციური მდგომარეობა,” „ფსიქორეაბილიტაცია და განვითარების მექანიზმები.”
პროგრამით გათვალისწინებული სესიები მიზნად ისახავდა ფონდის თანამშრომელთა არსებული ცოდნის, განწყობებისა და უნარ-ჩვევების გადაფასება-გაცნობიერებას, ახლის დაუფლებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული ტრეინინგის მიზანი არა მხოლოდ სტრატეგიებისა და მეთოდების თეორიულად შესწავლა, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა.
თარიღი : 26.10.12
ტრენინგი ორგანიზაციული განვითარებისთვის
2012 წლის 31 მაისს ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის მიერ ორგანიზებული 3 დღიანი ტრეინინგი მიეძღვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ არასამთვრობო ორგანიზაციებს. მეწარმე ქალთა ფონდი, როგორც წევრი ორგანიზაცია მონაწილეობდა ტრეინინგში. ტრეინინგ/სემინარის თემა იყო „ევროკავშირის გზამკვლევი – კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში”.
თარიღი :31.05.12